მრავალმხრივი ინტელექტის თეორია მოზარდებში

დღეს, დედას სამუშაო მაგიდაზე, ჩემი ყურადღება მიიქცია საკმაოდ კარგად ილუსტრირებულმა წიგნმა, რომელიც, როგორც გაირკვა, განათლების სამინისტროს მიერ, სპეციალურად პედაგოგებისთვის სახელმძღვანელოდ იქნა დაბეჭდილი და გამოცემული.

სახელმძღვანელოების კრებული, სამი ნაწილისგან შედგება: 1) სწავლება და შეფასება 2) სასწავლო და პროფესიული გარემო 3)განვითარების და სწავლის თეორიები – სამივე ნაწილს გადავხედე და საკმაოდ საინტერესო მეთოდები, თეორიები და მაგალითებია მოყვანილი. მათგან ერთ–ერთის ბლოგზე დადება გადავწყვიტე. მეტი ინტერესის შემთხვევაში კი ეწვიეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდს.

მრავალმრივი ინტელექტის თეორია

ინტელექტს, ანუ გონებრივ უნარსა და ნიჭს ბევრი განსაზღვრება აქვს. თუმცა ფსიქოლოგთა უმრავლესობა ეთანხმება იმას, რომ ინტელექტს შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • ინტელექტი არის ცოდნის დაუფლების ანუ სწავლის უნარი: ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ დარგში მაღალი ინტელექტი
    აქვთ, უფრო ადვილად და სწრაფად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და სწავლობენ ახალი ამოცანების შესრულებას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ინტელექტუალურები არიან (ანუ ის ადამიანები, რომელთაც უფრო დაბალი გონებრივი უნარი აქვთ ამ დარგში);
  • ინტელექტი არის ადრე შეძენილი ცოდნის და გამოცდილების ახალ სიტუაციებში გამოყენების უნარი: ინტელექტის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ გააანალიზონ და გაიგონ ახალი მოვლენები და სიტუაციები;
  • ინტელექტს გააჩნია ადაპტაციის უნარი: ინტელექტის საშუალებით, ადამიანებს შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ახალ მოვლენებსა და სიტუაციებზე და გადაჭრან სხვა პრობლემები.

ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანის ინტელექტი და მის მიერ ადრე შეძენილი ცოდნა განსხვავებული ცნებებია. თუმცა, ამავე დროს, ინტელექტუალური აზროვნება და ინტელექტუალური ქცევა
დამოკიდებულია ადრე შეძენილ ცოდნაზე. რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა სამყაროსა და შესასრულებელი ამოცანების შესახებ, მით უფრო ინტელექტუალურად იქცევიან ისინი. აქედან გამომდინარე, ინტელექტი არ არის ურყევი და უცვლელი თვისება; მისი შეცვლა შესაძლებელია სწავლისა და გამოცდილების საშუალებით.

ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ ინტელექტი არის ერთი ზოგადი უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გარკვეულწილად გააჩნია და რომელსაც ისინი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად იყენებენ. ამ თეორიის ბევრი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის სხვადასხვა საზომი განსხვავებულ შედეგებს გვაძლევს, მათი შედეგები ერთმანეთის თანაფარდია: მოსწავლეები, რომელთაც მაღალი შედეგები აქვთ რომელიმე ერთ საზომზე (მაგალითად, კითხვის უნარის შესამოწმებელ ტესტში), ყველა სხვა საზომზეც (მაგალითად, გეომეტრიის ტესტში) ზოგადად მაღალ შედეგებს აღწევენ.

თუმცა, ინტელექტის საზომებს შორის კორელაცია (ანუ თანაფარდობა) ყოველთვის არ არის მაღალი. მოსწავლეები, რომლებიც უმაღლეს
ქულებს იღებენ ზოგიერთ ტესტში, სხვა სახის ტესტში ყოველთვის ვერ აგროვებენ ყველაზე მაღალ ქულებს. აქედან გამომდინარე, ყველა ფსიქოლოგი როდი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ინტელექტი არის ერთი ზოგადი უნარი, რომელიც გარკვეულწილად ყველა ადამიანს გააჩნია. მათი აზრით, ინტელექტის ბევრი სხვადასხვა ტიპი არსებობს: ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა სფეროში უფრო მეტი ან ნაკლები ინტელექტი, ანუ გონებრივი უნარი გააჩნდეთ.

სიტუაცია

ნინიკო ხშირად ახალ მუსიკას თხზავს და მეგობრებს ასმენინებს. თუმცა ქართულის მასწავლებელი მუდამ ჩივის მისი დაბალი აკადემიური მოსწრების გამო. მაკა კარგად სწავლობს მათემატიკას, მაგრამ ძალიან ცუდად ცეკვავს. ზოგმა Bბავშვმა შესაძლოა მეგობრები ვერ გაიჩინოს ადვილად, მაშინ როცა სხვებს ძალიან კარგი კომუნიკაციური
უნარები აქვთ.

ეს მაგალითები ადასტურებს შეხედულებას, რომ სწავლა და მიღწევები განსხვავებული ბუნებრივი შესაძლებლობებით განისაზღვრება.
ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

ჰოვარდ გარდნერი თვლის, რომ ადამიანებს აქვთ სულ ცოტა რვა ერთმანეთისგან განსხვავებული უნარი, ანუ მრავალმხრივი ინტელექტი. მისი აზრით, ადამიანებს შეიძლება მეცხრე, ეგზისტენციალური ინტელექტიც გააჩნდეთ. ეგზისტენციალური ინტელექტი გულისხმობს ადამიანის უნარს, იფიქროს და იაზროვნოს ფილოსოფიურ და სასულიერო საკითხებზე (მაგალითად, ვინ ვართ ჩვენ? საიდან წარმოიშვნენ
ადამიანები? რატომ ვკვდებით? რა არის სიცოცხლის არსი და მიზანი?).

გარდნერი მრავალმხრივი ინტელექტის დამადასტურებელ საბუთებს გვთავაზობს. მაგალითად, იგი აღწერს ადამიანებს, რომლებიც გან137საკუთრებით დახელოვნებულნი არიან ერთ რომელიმე დარგში (მაგალითად, ხატვაში), მაგრამ სხვა დარგებში საშუალო უნარს ამჟღავნებენ. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომელთაც ტვინი დაუზიანდათ, ზოგჯერ მხოლოდ ერთი ტიპის ინტელექტთან დაკავშირებულ
უნარებს კარგავენ. მაგალითად, ერთ ადამიანს შეიძლება ლაპარაკი უჭირდეს, მაშინ როცა მეორეს შეიძლება კარგად არ შეეძლოს ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც სივრცული აზროვნების უნარს მოითხოვს.

მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტი

გარდნერის აზრით, ყველა ბავშვს გააჩნია რვავე ტიპის ინტელექტი და შეუძლია მათი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება. თუმცა, პატარა ასაკიდანვე ბავშვები უკვე იწყებენ გარკეული მიდრეკილებების გამომჟღავნებას. როცა ბავშვები სკოლაში პირველად მიდიან, მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ სწავლის წესები: ისინი სწავლის დროს ზოგიერთ ინტელექტს უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე სხვებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოკლედ არის აღწერილი იმ ბავშვების უნარები, რომლებიც მიდრეკილებებს ავლენენ კონკრეტული ინტელექტის სფეროებში.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას მაღალი გონებრივი უნარები ერთდროულად რამდენიმე სფეროში გააჩნია. სწორედ ამიტომ დაუშვებელია მოსწავლის ერთი ინტელექტის
სფეროში კლასიფიცირება. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა ისეთ სასწავლო აქტივობებს მიმართოს, რომელიც ბავშვის უნარებს არამხოლოდ ერთი, არამედ სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს. ამით თავიდან ავირიდებთ ბავშვთა დისკრიმინაციას და ხელს შევუწყობთ მათ მრავალმხრივ განვითარებას. სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის წინაპირობას ბავშვის კარგად გაცნობა და მისი შედარებით
განვითარებული თუ გასავითარებელი უნარების გათვალისწინება წარმოადგენს.

One thought on “მრავალმხრივი ინტელექტის თეორია მოზარდებში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s