როგორ მივირთვათ ჩაი

დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანის დილა, ჩაის სმით იწყება და დატვირთული, დაძაბული დღეც ამ არომატული სასმელის მიღებით სრულდება.  თუმცა, თავს ვერ დავდებ, ყველამ ზუსტყად იცოდეთ მისი მომზადების წესი.

რა ადვილია არა? ადუღებულ წყალს, ჩაის ფერს გავურევთ, სურვილისამებრ დავატკბობთ და გვგონია რომ  სამკურნალო, დამამშვიდებელი, სასიამოვნო სასმელიც უკვე მზადაა.  –  დღემდე ასე ვფიქრობდი მაგრამ პოსტზე მუშაობისას ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები აღმოვაჩინე, რაც აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი.

მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, აუცილებელია ჩაი სწორად მოვამზადოთ და მივიღოთ.  არ არის სასურველი მისი მშიერ კუჭზე, ანუ უზმოზე დალევა! ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურას, ის არ უნდა იყოს მდუღარე და არც მთლად ცივის მირთმევაა რეკომენდირებული.

არსებობს ჩაის სხვადასხვა სახეობა, რომელთა მომზადების წესი, ერთმანეთისგან განსხვავდება.  მწვანე ჩაი ნაკლებ კოფეინს შეიცავს და მისი დაყენება 80 გრადუსზე უნდა მოხდეს ხოლო შავი ჩაისათვის აუცილებელია 95 გრადუსამდე გამთბარი წყალი.   ასევე არ არის რეკომენდირწბული, მუდმივად ერთი ფერის ჩაის მიღება. იდეალურია თუ მწვანეს, შავ, სხვადასხვა ხილის არომატიან სასმელს მონაცვლეობით მივიღებთ. ამგვარად კი დღეში შეგიძლიათ ოთხი, ხუთი ჭიქაც კი დალიოთ.

ჩაი ხელს უწყობს ცხიმიანი საკვების მონელებას და სასურველია ის ჭამის შემდეგ ერთ ან ორ საათში მივირთვათ.  როდესაც მის მომზადებას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ,  ჩაიდანი რაშიც უნდა მოდუღდეს სამელი, რომ არავითარ შემთხვევაში მეტალის არ უნდა იყოს! კარგი იქნება თუ მას შუშის, ფაიფურის, კერამიკის ან თიხის ჭურჭელში დავაყენებთ.

კვლევების თანახმად, ირლანდიელები მსოფლიოში ყველაზე მეტ ჩაის მიირთმევენ. ჩვენთანაც, ამ სასმელს ძალიან ბევრი მოყვარული ჰყავს.  ყველაზე დიდი ოდენობით მცენარე, ინდოეთში მოჰყავთ და დღეში კი,  მსოფლიო მაშტაბით, დაახლოვებით სამი მილიარდი ჭიქა ისმევა.

 

7 thoughts on “როგორ მივირთვათ ჩაი

  1. ყავას ჩაი მირჩევნია, ისე მიყვაარს…. საინტერესო პოსტია.

  2. ჩაი საოცრებაა, მისი მომზადება კი დიდი ხელოვნება… უზომოდ მიყვარს ჩაი და ბევრსაც ვსვამ🙂

  3. ვაა, არადა ჩაის ყოველთვის დილით უზმოზე ვსვამ ხოლმე. : ( არ ვიცოდი……
    3 მილიარდიიიი??????????? ვაუ… არც ეს ვიცოდი.. უყურე შენ ჩაი ეძახე და.. :დ

  4. ჩაის ფეტიში მაქვს ^^
    ძალიან ძალიან მიყვარს…
    მაგრამ ზირითადად ან ცივს ვსვავ იმიტომ რომ მიცივდება ხოლმე : ))))
    და უზმოზე…
    და დღეში ათ ჭიქამდეც ავდივარ…

  5. ჩაის გაციებას რომ არ დაველოდო და ცივი წყალი დავამატო . რამეს ხომ არ მავნებს?

    • ჩაის გაციებას რომ არ დაველოდო და ცივი წყალი დავამატო . რამეს ხომ არ მავნებს??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s