კონფლიქტის ახალი კერა – ფეისბუქი

პირველად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ომში მყოფმა მონარქმა, კეთილგანწყობილი ტრუბადური იქირავა, რათა ამ უკანასკნელს საომარ სიმღერებში მისი დიდება, მეომრობა და კარგი ბიჭობა წარმოეჩინა.   იქედან მოყოლებული, დღითიდღე ვრწმუნდებით, რაოდენ  გადამწყვეტ იარაღად იქცა “ინფორმაცია”.

ტერმინი “საინფორმაციო ომი” თავდაპირველად 1976 წელს ტომას რონმა,  კომპანია Boeing-თვის გაკეთებულ მოხსენებაში გამოიყენა.  ჯერჯერობით მისი ზუსტი დეფინიცირება არ არსებობს, მაგრამ იგი საკუთარი საინფორმაციო სისტემის დაცვასა და მოწინააღმდეგე მხარისადმი კომპლექსურ, მიზანმიმართულ, დამანგრეველ, ინფორმაციულ ზემოქმედებას აღნიშნავს.

საქართველო არაერთხელ გამხდარა მსხვერპლი ამ იარაღის. აგვისტოს ომი  კი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცენდენტო იყო.  იმ მხრივ, რომ ისტორიაში პირველად, ქვეყნის მართველმა, ავად თუ კარგად, პირველად სცადა და გამოიყენა  თანამედროვეობის ყველაზე მძავრი იარაღი.

რუსეთ–საქართველოს  აგვისტოს სისხლიანი ომი, დღეს უკვე ოფიციალურად გადაზრდილია დიპლომატიურ ბრძოლაში, სადაც ყველაზე  მნიშვნელოვანი ის არის, ვინ უკეთ აამუშავებს, განავითარებს და მოიხმარს ამ ბერკეტს.

დღეს, ინფორმაციის გაცვლის, მიწოდების და მიღების ყველაზე  პოპულარული საშუალება, სოციალური ქსელია. რაღა გასაკვირია, თუკი ავღნიშნავთ, რომ ამ მხრივ უკვე გააქტიურდა აფხაზეთის და ოსეთის მხარე. თავის მხრივ, საქართველოშიც გაჩნდა გვერდი Million People Support Georgia 

ოსტი, სწორედ ამ გვერდის პოპულარიზაციისთვის დავწერე, რადგან სურვილი მაქვს და აუცილებლადაც მივიჩნევ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს ფეისბუქზე წამოწყებულ მოძრაობას. მითუმეტეს თუ უკვე ცნობილია, რომ მსგავსი გვერდები, აფხაზების და ოსების მხირად, სხვადასხვა ხერხებით, დღითიდღე იმატებს მომხმარებლებს.

დღევანდელი მონაცემებით, გვერდს უკვე შეუერთდა 19 ქვეყნის რამოდენიმე მოქალაქე. მათ შორის რუსეთიდან 24 ადამიანი.

ეს მისია მიზნად ისახავს გააერთიანოს 1,000,000-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ერთიანობისთვის, სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები ვინც ამ იდეის წინააღმდეგია.  გვერდის შემქმნელებმა, რამოდენიმე დღის წინ  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პიროვნებები (ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ვინ არიან ისინი) ფეისბუქის ადმინისტრაციასთან ბმულს სპამად აღიარებს.  ასევე ცნობილია რომ მსგავსი მხარდამჭერი გვერდები, მოწინააღმდეგე მხარეს, სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება და ეს ფინანსები აქტიურად იხარჯება გვერდის პიარში.

3.028 ადამიანი, აქედან მხოლოდ 26 ჩემი მეგობარი, როცა სოციალურ ქსელში 450 ადამიანი მყავს დამეგობრებული. ვფიქრობ ეს მონაცემები საგანგაშოა და დროულად ითხოვს რეაგირებას.

ხალხნო, მოგიწოდებთ გააქტიურდეთ! დამიჯერეთ, ეს მართლაც რომ მეტად მნიშვნელოვანი დეტალია, მიმდინარე საინფორმაციო ომში, რომელსაც ჯერ ვაგებთ!

მილიონობით მხარდამჭერი საქართველოს – ეწვიეთ, დაუმეგობრდით და გაავრცელეთ!

2 thoughts on “კონფლიქტის ახალი კერა – ფეისბუქი

  1. ვფიქრობ ზედმეტად “პატრივმოტივული” პოსტია… და “განგაშის ზარები” ზედმეტია… უფრო მშვიდადაც შეგეძლო გადმოგეცა…
    ხო, ლინკი უბრალოდ ვერ არის კარგი… უფრო სწორად მართებული… მსგავსი ტიპის რუკა-ანიმაციის შინაარსი (საქართველოსთან მიმართებაში ვგულისხმობ) ორაზროვანია, ჭიქა ან სავსეა ან ცარიელი… ან უფრო ზუსტად ექვსიანის და ცხრიანის პოლიტიკას ჰგავს… და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ რომ გარკვეული კორელაცია ტერიტორიული დაყოფის მიმართ დარღვეულია (საქართველოს სამეფო სამთავროებად დაყოფის პერიოდში), ჭიქა უფრო ცარიელი გამოდის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s