მე თქვენი დახმარება მჭირდება

ეს რა შარში გავყავი თავი🙂

TBC_ს გათამაშებაში, სრულიად შემთხვევით ჩავერთე.  მაცდური წინადადება იყო, იგებ IPAD 2_ს, საგზურს სტამბულსა და ლოპოტაზე ან 500 ლარიან ვაუჩერებს Swper და Cristal_ს.

მსგავსი გათამაშებები fb_ზე ხშირია. როგორც წესი, არც ერთს ვუდგები სერიოზულად და ალბათ ამიტომაც, დღემდე  არაფერი მომიგია.    TBC_ს გათამაშებამ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. გემოვნებიანი დიზაინი, საინტერესო პრიზები და რაც მთავარია, თამაშის პრინციპი, რომელიც ყველაზე რეალურ შანს გაძლევს, მოიპოვო სასურველი საჩუქარი.

თამაშში გაიმარჯვებს ის მოთამაშე, რომელიც 15 მაისისთვის დააგროვებს ყველაზე მეტი რაოდენობის კონკრეტული ტიპის საჩუქარს

მოკლედ, თქვენთვის რომ აზრი ჰქონდეს, დღესვე გირჩევდით, აუცილებლად ჩაერთოთ თამაშში. თუმცა, გათამაშება თითქმის ორი კვირის დაწყებულია და ისღა დამრჩენია გთხოვოთ, მხოლოდ ჩემთვის დახარჯოთ თქვენი თავისუფალი დროის ის პატარა ნაწილი, რომელიც ამ თამაშის გახსნას და საკუთარი ქულების ჩემთვის გამოგზავნას სჭირდება.

ამ თხოვნით მომართვას, მითუმეტეს ბლოგზე პოსტის სახით, არ დავაპირებდი, რომ არა თამაშის რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე ვარ და  რეალური შანსი, მოვიგო ლოპოტას ორ კაციანი საგზური.

მაშ ასე. თუ პოსტი ბოლომდე ჩაიკითხეთ და გადაწყვეტილი გაქვთ გამიწიოთ დახმარება, გთხოვთ გაიაროთ შემდეგი პროცედურა, რისთვისაც წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!

1. მიმატებთ fb_ზე – ilia lejava 

2. აძლევთ like _ს TBC_ბანკის გვერდს – აქ

3. და რთავთ თამაშა – ჯადოსნური საჩუქრები   

ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თქვენ აუცილებლად დაგერიცხებათ გარკვეული რაოდენობის ქულები, რომელიმე საჩუქარზე. გარდა ამისა, შეძლებთ 10 მათგანის მოპარვას თქვენ მეგობრებში.

თამაშის დასრულებამდე, სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, გთხოვოთ – ყველა ქულა, რომელიც დაგერიცხებათ და რომლის მოპარვასაც შეძლებთ, გამომიგზავნოთ მე.

პროცედურა ადვილია: 1.  აჭერთ საჩუქარის ქვემოთ ,,გააჩუქე” _ს.  2. გაზრდით იმ რაოდენობამდე, რამდენი ქულაც გაქვთ. 3. მომნიშნავთ, ქვემოთ მეგობრებში და გამომიგზავნით.

დამერწმუნეთ, რეიტინგში ჩემი სოლიდური გალიდერება, ჯერ კიდევ არ მაძლევს გარანტიას, მოვიგო საგზური ლოპოტაზე. თქვენი ნებისმიერი რაოდენობის ქულა, ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და გთხოვთ არ დაიზაროთ. ჩემის მხრივ, გპირდებით ლოპოტადან საინტერესო პოსტს🙂 თუ რათქმაუნდა მოგებას მოვახერხებ.

წინასწარ გიხდით ყველას დიდ მადლობას! :*

8 thoughts on “მე თქვენი დახმარება მჭირდება

  1. რა “ნაგლია”?😀😀
    ეს ისე, ხუმრობით😀
    დაგეხმარები რა თქმა უნდა, ჩემი რა მიდის, თან ლეპტოპს თუ მოვაგებინებ ვინმეს🙂

  2. მადლობააა🙂 ოღონდ ლეპტოპი არა🙂 ლოპოტას საგზურს ვიგებ🙂 მაგრამ ყველა ქულა მჭირდება.😉

  3. ვუი😀 ლეპტოპი წავიკითხე🙂 საგზურიც კი წავიკითხე, მარა ორი პრიზი მეგონა😀
    მოკლედ, არ ვიმჩნევთ და გადავდივარ იმ რაცხა თამაშზე🙂

  4. :)))) მადლობააა
    ადო მარტო ლოპოტა არა, ყველა ქულა მაჩუქე😉 მერე მე სხვას ვუცვლი ლოპოტაში🙂

  5. კარგი, 6 მაქვს სხვები ჯამში🙂 თუ ყოველდღე მომწერ და შემახსენებ სხვებს მოვპარავ და გამოგიგზავნი :))

  6. რაც მქონდა, ყველაფერი გაჩუქე..
    თუ რამით კიდევ შემიძლია შენი დახარება, მითხარი. უბრალოო მეგობრებს ვერ ვთხოვ, მეგობრებში დაიმატე-მეთქი. ***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s