როგორ მოვიგოთ ევროვიზია 2012 ?

,,Eldrine” დაბრუნებას საქართველოში, დიდი ზარ–ზეიმით დახვდა აეროპორტში შეკრებილი, არც თუ ისე მცირერიცხოვანი გულშემატკივართა არმია. საზოგადოებრივმა ტელევიზიამ კი სიამაყით აღნიშნა – ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია, ათეულში მიოხვდა და უკან  ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია და რუსეთი. სინამდვილეში, ევროვიზია 2011, აშკარად ყველაზე დიდი იმედ გაცრუება იყო ჩვენთვის.

არ მინდა ამით საქართველოს მიერ წარდგენილი,  წინა კიონკურსანტების ნომრები დავაკნინო, თუმცა უნდა აღინიშნოს, Eldrine_სგან მართლაც მეტს მოველოდით.

რა გვაქვს საამაყო? კონკურსს სხვადასხვა მიზეზებით, პირველივე ტურში თურქეთი და სომხეთი გამოეთიშა. წარმოგიდგენიათ ეს ორი ქვეყანა რომ ყოფილიყო ფინალში, რა შედეგს ვაჩვენებდით? თურქეთზე თავს ვერ დავდებ მაგრამ, სომხეთი რომ ათეულს მიღმა დაგვტოვებდა,  უდაოა!

ჯგუფის სოლისტმა, თავი იმით იმართლა, რომ კონკურსი პოლიტიკურიაო და ამ ფონზე, მიღწეული შედეგით კმაყოფილებას ვერ მალავდა.  მაშინ ამიხსნას ვინმემ, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, რა როლი უკავია ევროვიზია 2011_ის გამარჯვებულ, ჩვენის მეზობელ აზერბაიჯანს?

ან ვინმეს მართლა ჰგონია, რომ აზერებმა,  წლევანდელი პაპსა – პოპით  უფრო მოხიბლა მსოფლიო, ვიდრე 2008_ში უდაოდ გამორჩეული ნომერით?

სინამდვილეში, ძაღლის თავი, სულაც არ არის იქ დამარხული, სადაც ჩვენ გვგონია! საგანგაშო კი ის არის, რომ ყოველ წელს მილიონები  იხარჯება ევროვიზიის კონკურსანტის მომზადება–გაპიარებაში და ამ ფონზე, ათეულიც სანატრელი გვიხდება.  ან შარშან რისი იმედი ჰქონდათ, დოლჩე–გაბანას (თუ ვინც იყო) ძვირადღირებული კაბით რომ ფუთავდნენ ნიჟარაძის  სრულიად არაეფექტურ ნომერს, ან წელს რა იყო ეს? ,,ბიგუწებით” დახვეულ თმებიანი როკერი სოლისტი, სრულიად გაურკვეველი ზმანით?! – თუმცა შედარებას თუ გავაკეთებთ , აზერების 2008 წლისა და წლევანდელი კონკურსანტებს შორის, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ არც მთლად ვიზუალია გადამწყვეტი.

პოლიტიკურ გზავნილებს რაც შეეხება, ამ მხრივ გამორჩეული ბელორუსია იყო მაინც🙂 მინიმალური 1 ქულა რუსეთს, მაქსიმალური 12 ქულაკი საქართველოს🙂 თუმცა არც მსგავსი გამოხტომები ახდენს მნიშვნელოვან გავლენას კონკურსის შედეგებზე!

გამარჯვების ერთადერთი გზა ფულის ხარჯვაა! თუმცა, ფულის ხარჯვა არ ძვირადღირებულ კომპოზიტორეში, დიზაინერებში და სცენოგრაფებში, არამედ კონკრეტულ ქვეყნებში, კონკრეტული მიზნისთვის, იყიდო მათი 12 ქულა!

ბრავო ილხამ! უდაოდ სწორი გათვლა იყო!  ნავთობსახელმწიფომ იარაჟის ჟღარუნი , მუსლიმანური სახელმწიფოების გადამდები რევოლუციური სენის მოახლოვება იგრძნო და თავის რესურსები სწორედ იმაში დახარჯა, რაც ყველაზე ეფექტურად დაეხმარება რევოლუციური ფონის გასანეიტრალებლად.

მივულოცოთ და შევეშვათ აზერებს🙂 იყიდეს ის რაც სჭირდებოდათ და ალახმა შეარგოთ.  ჩვენ კი ვიმსჯელოთ, რა ხერხით ძალგვიძს კავკასიაში ,,შემოჭრილი” ევროპა, კავკასიაშივე დავტოვოთ?!

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, მე ერთ გამოსავალს ვხედავ მხოლოდ – ვიყიდოთ ევროვიზია 2012!

მაგრამ რითი ვიყიდოთ? ვინ იყიდის – მიშა? იქნება კი მიშიკო მანამდე ჩვენი პრეზიდენტი?

მოკლედ ისევ ჩვენი ბიძინა თუ გვიშველის, ივანიშვილი🙂  მას ხომ ფულიც აქვს და საევროვიზიოდ კონკურსანტიც ჰყავს?!

გავუშვათ ბერა ივანიშვილი აზერბაიჯანში, ევროვიზია 2012_ზე და წარმატება გარანტირებული გვაქვს! დარწმუნებული ვარ, ძია  ბიძინა არ დაიშურებს  ,,მაყუთს” საკუთარი შვილის და საკუთარი ქვეყნის გამარჯვებისთვის!

14 thoughts on “როგორ მოვიგოთ ევროვიზია 2012 ?

  1. ”დარწმუნებული ვარ, ძია ბიძინა არ დაიშურებს ,,მაყუთს” საკუთარი შვილის და საკუთარი ქვეყნის გამარჯვებისთვის!”
    -აი მე კი ჩემო ილო, ნაღდად არ ვარ მაგაში დარწმუნებული. რატო? იმიტომ რომ ივანიშვილი არ გააკეტებს მაგას უბრალოდ.
    განა იმიტომ რომ წმინდანია ან სულიტ ხორცამდე სპეტაკი (არა, შეიძლება იყოს კიდეც :P), უბრალოდ არაა ეგ მაგის საქმიანობის სფერო…
    ამასტანავე როცა იქნება ეგ გაბაზრდებოდა და ძალიან ცუდი ტონი იქნებოდა მისი მხრიდან (ბიძინას ვგულისხმობ)

  2. სადაც ილხამის ,,მაყუთი” არ ყვირის, იქ ბიძინასი აყვირდება?🙂 თან ბერას ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ისედაც უკეთესი შედეგი აჩვენოს ევროვიზიაზე😉

  3. ილხამი სხვა კაცია და მანდ მამიდან შვილზე გადადის პრეზიდენტობა ტო🙂
    ივანიშვილი სხვა პრინციპის კაცი მგონია მე😉

  4. რა შუაშია პრინციპები?🙂 ევროციზი ფაქტია მხოლოდ ფულის ხარჯვით შეიძლება მოიგო🙂 ფულს ამ მხრივ კი ივანიშვილები ბევრს ხარჯავენ და ხედავთ ბერა ნელ–ნელა როგორ იქაჩება. ევროვიზიაზე მაგის გაყვანა ჩვენც გვაწყობს და ბიძინასაც🙂 მოგებისთვის კი მანდ ვაჭრობა არ ტეხავს დამიჯერე🙂

  5. ააააა…. რატომ, “ზმანი” კარგი ჰქონდა, უბრალოდ სოლისტი ხმის ტემბრი როკს არ მოუხდა.. თანაც, როგორც ამბობენ, როკი არასდროს მოსწონდათ ევროვიზიაზეო… :უსერ:

  6. kevana როკისადმი ცუდ დამოკიდებულებას ვერ დავაბრალებდი ჩვენს კრახს, გახსოვთ ალბათ “ლორდი” 2006 წლის გამარჯვებული გახდა, მძიმე როკის შესრულებით…
    ბერას რაც შეეხება, 2012მდე კიდევ უფრო კარგად “შეიფუთება” და წინ წამოვა და გამორიცხული არაფერია, მაგრამ ბლუს მაგალითი რომ ავიღოთ, შეიძლება ცნობადობამ, პოპულარულობამ და “გაქაჩვამ” არ გვიშველოს, მსოფლიო დონის ვარსკვლავები იდგნენ სცენაზე და ათეულს მიღმა დარჩნენ…. ერთადერთი გამოსავალი მართლაც ხმების ყიდვაა, თუმცა გააკეთებს კი ბიძინა ივანიშვილი ამას?

  7. ისე, წელს დიდი თანხა არც დახარჯულა ჩვენს კონკურსანტებზე… ნიჟარაძის დოლჩეს კაბისგან განსხვავებით, სოფოს კაბა ვინმე ნინო ჩუბინიშვილს შეუკერავს. გსმენიათ ასეთი დიზაინერი? მე – არა. ალბათ სტილისიმოებს თუ ეცოდინებათ, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა კი არ ვიცით, დოლჩესგან განსხვავებით🙂
    ეჰ, არაა, ხალხო, ყველაფერი დამოკიდებული ხარისხზე. “Lordi” ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ჯგუფია, რომელსაც კი დღეს როკის შესრულებაზე აქვს პრეტენზია… არც Eldrine-ს სიმღერაზე გადავრეულვარ, მაგრამ ჩვენს მიერ აქამდე წარდგენილ კონკურსანტებს ნამდვილად სჯობდა. კარგით, რა, სადაც დიანა ღურწკაია იყო ჩვენი წარმომადგენელი, იქ სოფოს რას ვერჩით ან რატომ??:/

  8. ვერასდროს ვერ გაიგებ რა სტილი გაიმარჯვებს ევროზვიზიაზე, მძიმე როკი, ბალადა სერბეთის მაგალითზე თუ დიმა ბილანი.
    ან შვედეთი რა იყო? გაოცებული ვუყურებდი როგორ აძლევდნენ მაღალ ქულებს. თანაც ნომრის დროს ის მინა რომ ჩაამსხვიეს შემდეგ გამომსვლელებს სპეციალური ბოტებით მოუწიათ გამოსვლა, ვერ მოასწრეს მინების აღება, სპეციალური კვამლი ფარავდა ამ ყველაფერს🙂
    მერამდენედ ვიშლი უკვე ნერვებს ამ ევროვიზიაზე, ერთადერთი ჩემი ფავორიტი ვინც მოიგო ბოლო წლებში რიბაკი იყო.

  9. მართლაც ძალიან ძნელია გათვალო ვინ გაიმარჯვებს ევროვიზიაზე. ეს რომ იწინასწარმეტყველო, უნდა შეისწავლო ევროვიზიის მონაწილე ყველა ქვეყნის მოქალაქეთა მუსიკალური გემოვნება, ასევე მათი პოლიტიკური განწყობები დანარჩენი ქვეყნების მიმართ, რამდენად აინტერესებთ ევროვიზიის კონკურსი და რამდენად მზად არიან თავიანთ რჩეულს დაუმესიჯონ თუ დაურეკონ, კიდევ ემიგრანტების რიცხვი და ეროვნება ამ ქვეყნებში. მოკლედ მსგავსი კვლევის ჩატარება შეუძლებელია:/

  10. ბერა ევროპაში ჯერ არ არის პოპულარული და არც იციან მის შესახებ🙂 ევროვიზიაზე კი ვფიქრობ იდეალური იქნება მისი გაშვება😉 რათქმაუნდა ბიძინას ფულების გათვალისწინებითაც🙂

  11. ევროვოზია კი ბატონო, გაასწორეთ მიწასთან, წყალსაც წაუღია, მარა ბერასგან რა გინდათ, დამოუკიდებლად ცდილობს ადამიანი მიაღწიოს რაღაცას და არა მამიკოს ფულებით.

    აზერბაიჯანს გაუმართლათ ამჯერად, ყოველთვის არ გაუმართლებთ.
    ხოდა შეფასება მგონი სწორი იყო, ეს კონკურსი თუ რაც ქვია, ძალიან პოლიტიკური გამოდგა წელს. რასაც მე ვუყურე…

  12. ამიხსენით ერთი რა პოლიტიკურობაზეა საუბარი? აზერბაიჯანმა როგორ მოიგო თუ მთავარი პოლიტიკა იყო? ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ ილხამმა ქულები არ იყიდა!
    რაც შეეხება ბერას, არავინ არაფერს ერჩის, პირიქით, გვსურს მოხვდეს ევროვიზიაზე და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ მოიგოს! მათ შორის ქულების ყიდვასაც ვგულისხმობ😉 ეს არ ტეხავს ევროვიზიაზე, პირიქით, ყველა ქულას სხვადასხვა ქვეყანაში თავის ფასი აქვს და თუ ვინმე ამაში ფულს გადაიხდის ჩვენგან, რათქმაუნდა მივესალმებით

  13. მწარე პოსტი იყო. მწარე და ლოგიკური.
    მე არ მიყურებია ევროვიზიის პირდაპირი ეთერისთვის, მაგრამ შემდეგ იუთუბზე პირველი ხუთეულის ვიდეობი ვნახე. დიდად ვერცერთით ვერ აღვფრთოვანდი. რაღაც არ იყო მთლად კარგი ამ წლის ევროვიზია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s