როგორ დავარღიე სისხლის სამართლის კოდექსის 256_ე მუხლი (+18)

ყველაფერი  ასე დაიწო – ორი დღის წინ, თანამშრომელმა მთხოვა, ინტერნეტში მომეძებნა და მისთვის, DVD დისკზე ჩამეწერა ძაღლების ჩხუბი – ზოგადად, ვერ ვიტან როცა ასეთი თხოვნით მომმართავენ, საშინლად მესიკვდილება დისკზე კინოს, მუსიკის ან რაიმე სახის ვიდეო რგოლების გადატანის პროცესი და როგორც წესი, უარით ვისტუმრებ ხოლმე.  ამ ჯერად, ისეთმა ადამიანმა მთხოვა, უარი ვერ ვუთხარი და პირობაც მივეცი, რომ დავალებას ორ დღეში შევასრულებდი.  წინასწარ მადლობა გადამიხადა და მოაყოლა:

– ჩემს ბავშვს უყვარს, გიჟდება და მინდა წავუღოო – გულში გავიფიქრე, ეს ნამდვილად არანორმალურიათქო, რადგან ზუსტად ვიცი, შვილი არასრულწლოვანი, მეტიც – სულ რაღაც 12 წლის ჰყავს. რა უნდა მექნა?  გაკვირვება არ შევიმჩინიე და სახლში გამოვბრუნდი.

ვიდეოების მოძებნის და გადმოწერის  პროცედურას, დიდი დრო არ დასჭირდა. დისკზე გადავიტანე და წასაღებად მოვამზადე.  მონიტორის ეკრანზე დარჩენილი ძაღლების ჩხუბი კი, ნაგვის ყუთში გადავუშვი.

მოგვიანებით დავფიქრდი, ნეტავ ასეთი ქმედების გამო, ჩვენი კანონმდებლობა თუ რეაგირებსთქო. დავიჭყე ძიება და აღმოჩნდა, რომ მე სისხლის სამართლის კოდექსის 256 მუხლი დავარღიე და თავისუფლების აღკვეთა მემუქრება🙂

 

მუხლი 256.

ისეთი ნაწარმოების დამზადება ან გავრცელება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს:
დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელებისა და ჩვენების მიზნით კინოფილმისა, ვიდეოფილმისა ან სხვაგვარი ნაწარმოებისა, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ვერ ვიტყვი, რომ ერთი წლით ციხეში ჩაჯდომაზე თავისუფლად დავთანხმდებითქო,  მაგრამ,  მზად ვარ სამაგალითოდ დამსაჯონ ჩვენმა კანონმდებლებმა! მინიმუმ ის ჩემი თანამშრომელი ხომ მაინც დაფიქრდება და მიხვდება  ამით,  რომ საშინელი საჩუქარი გაუკეთა თავის შვილს?! 

ძაღლების ორთბრძოლები ერთისმხრივ მებრძოლი ძაღლის ისტრია და კულტურაა და მეორესმხრივ საზარელი სისხლიანი სპორტი, გააჩნია ჩვენ როგორ შევხედავთ და როგორ შევარკინებთ ძაღლებს. მებრძოლმა ძაღლებმა (გლადიატორებმა) ფეხი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომში და ძველ საბერძნეთში აიდგეს. დღეისათვის კი ისტორიამ შემოგვინახა ისეთი საინტერესო ჯისები როგორიცაა ბულდოგი, მასტინო, კანე კორსო, და სხვა მოლოსოიდური ჯიშის ძაღლები, ისინი იბრძოდნენ არენებზე ხარებთან, ლომებთან შემდეგ კი ომში აბჯარასხმულებს პირველ ფლანგზე უშვებდნენ მოწინააღმდეგე რაზმის გასანადგურებლად. ეს ყველაფერი ისტორიაა.

19 საუკუნეში შექნეულმა საზოგადოებამ გამოიყვანა (ხელოვნურად შექმნა) მებრძოლი ძაღლები, ჯერ იყო და ბულ-ენდ-ტერიერი და მერე მისგან კი პიტ ბულტერიერი და მათ ერთმანეთში როგორც წესი სიკვდილამდე აჩხუბებენ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ძაღლების ორთაბრძოლების ცივილური სპორტი. მაგალითად იაპონიაში არის სუმოს მსგავსი ძაღლების შერკინებები, რინგზე ორი თანაბარი წონის ძაღლები ხვდებიან ერთმანეთს და მკერდით ეჯახებიან, რომელიც პირველი გადააგდებს რინგიდან მოწინააღმდეგეს, ის ითვლება გამარჯვებულად. ამ სპორტში იაპონელები იყენებენ ტოსა ინუს ჯიშის ძაღლებს.

რამოდენიმე წელია,  ამერიკაც ჩაერთო ამ სპორტში და ამერიკული ბულდოგები წარმატებით ასპარეზობენ. ეს ერთერთი მაგალითია ძაღლების ორთაბრძოლების ცივილური სპორტის რაც ჩემის აზრით ძალიანაც მისაღებია!

ნაგვის ყუთიდან ამოვყარე გადმოწერილი ვიდეოები, ნანახმა ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩინდა და მინდოდა დისკი ერთი ხელის მოქნევით გადამეშვა მეცხრედან, მაგრამ გავიაზრე, ისეთი შეგნების ადამიანთან, როგორიც ჩემი თანამშრომელია, ამ საქციელს გამართლებას ვერ მოვუძებნიდი და დავიბოღმე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 259.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა 
1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 

კანონები, როგორც წესი, მშვენივრად გვაქვს გამართული და ჩამოყალიბებული. რამდენად ვიცავთ მას ან ვებრძვით მსგავს კანონდამრღვევებს, ეს უკვესაკითხავია. სავსეა myvideo.ge_ვიდეოებით, რომლებშიც, თავად არასრულწლოვანები, დიდი აზარტითა და შემართებით აწყობენ მსგავს სისხლისღვრებს საკუთარ ეზოებში! გინახავთ ვინმე საქართელოში ამით დასჯილი?

მე კი მოვითხოვ დამსაჯოთ, მსგავსი ვიდეოს მოძიების, გადმოწერის და გავრცელებისთვის!

კატეგორიულად მოვითხოვ!!!


P.S. პოსტის მოვამზადე forum.ge_ს და vipanimals.ge_ს გამოყენებით.

17 thoughts on “როგორ დავარღიე სისხლის სამართლის კოდექსის 256_ე მუხლი (+18)

  1. რა საშინელებაააააა :@ არ უნდა იყო ადამიანი რომ ეს გააკეთო. ის ბავშვიც არ ყოფილა სულ მთლად ნორმალური (ბოდიშს ვიხდი ასეთი შეფასებისთვის), აბა 12 წლის ასაკში ამით რომ გაერთობა, რომ გაიზრდება საინტერესოა მერე რაღა გასართობს მოძებნის… ყოველთვის ვაპროტესტებდი, ვაპროტესტებ და მომავალშიც გავაპროტესტებ ასეთ საშინელ ქმედებებს. ქვეყანაში გვესაჭიროება სერიოზული ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია, რომელიც მათ დაიცავდა მსგავსი მოპყრობისგან, მათ პატრონებს კი სათანადოდ დასჯიდნენ… მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვასთან გვაქვს სერიოზული პრობლემები და ცხოველებზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ… აბსოლუტურად გეთანხმები “კანონები, როგორც წესი, მშვენივრად გვაქვს გამართული და ჩამოყალიბებული. რამდენად ვიცავთ მას ან ვებრძვით კანონდამრღვევებს, ეს უკვე გასაგებია.”

  2. საშინელებაა ძაღლების ჩხუბი… პატარა რომ ვიყავი მახსოვს სოფელში მამლებს აჩხუბებდნენ ხოლმე😐
    ასე საწყლად დასისხლიანებული ადამიანები არ მეცოდბიან როგრც ცხოველები😐
    ვერ ვიგებ რა სიამოვნებაა ასეთი ვიდეოების ყურება…😐

  3. 12 წლისაზე არ გამკვირვებია, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჩემ კლასელებსაც აინტერესებდათ მაგ ასაკში ძაღლების ჩხუბი. მაგრამ ის არ მესმის, რა სიამოვნებას ღებულობენ..

  4. roca dids ar aqvs tvini (mamas)12 wlisas ras motxov,magram arc bavshvia12 wlis.nagazis lekvs mchuqnidnen da ro vtqvi dzadlebis chxubi ar miyvarso,mashin lekvis girsi ara xaro da agar machuqa. ai aseti xalxic arsebobs samwuxarod..ilo ise rom ar dagsajot ras ikisreb?chventan agiareb dachvenc gapatiebt, shen xo shegnebulad ar gindoda amis gaketeba!!?

  5. ar vici ramdenad gaqvt informacia, magram swored ramdenime dgis win gaimarta dzaglebis ortabrdzola tbilisis zgvis mimdebare teritoriaze… Georgian Society for the Protection and Safety of Animals” -is warmomadgenlebi ramdenime patrulis tanamshromlebtan ertad seecadnen am ortabrdzolis shecherebas, magram ramdenadac vicit mat ubralod sxvagan gadaitanes da mainc shedga es sashineli sanaxaoba… imat ar sjian da tqven rom vinmem rame gitxrat pirdapir sasacilo iqneba!

  6. ბავშვი ფსიქოთერაპევტს გაასინჯოს ,სანამ დროა …

  7. სანამ სათანადოდ და სამაგალითოდ არ დასჯიან ცხოველების მაწამებელ პირებს, მანამ ჭკუას ვერ ისწავლიან ეს ავადმყოფები. ვერ ვიტან ცხოველების ჩაგვრას და ამის ჩამდენებს ლიკვიდაციას ჩავუტარებდი სიამოვნებით

  8. მამას ფსიქიატრი ესაჭიროება სამკურნალოდაც და იმის დასადგენადაც, რამდენად უსაფრთხოა მისი ურთიერთობა ბავშვთან.

    ზოგიერთის არგუმენტი, რომ გარკვეული ჯიშები ისტორიულად სასტიკი სანახაობებისთვის გამოიყენებოდა, დღეს ისევე პათოლოგიურად ჟღერს, როგორც პედოფილიის, კანიბალიზმის, ფაშიზმის, მონობის, ან რიტუალური მსხვერპლშეწირვის გამართლება ისტორიაში მრავლად არსებული პრეცედენტებით.

    ის, ვინც კანონით დაცულ სხვის უფლებას არ აღიარებს, არც იმას იმსახურებს, რომ მისი უფლება იყოს დაცული.

    საზოგადოება, რომელშიც სისასტიკე და ძალადობა გართობად მიიჩნევა, და რომელიც ზოგადად სიცოცხლეს როგორც ასეთს ფასეულობად არ მიიჩნევს და პატივს არ სცემს, ადრე თუ გვიან ასეთივე პათოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდება.

    დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა, ვინც ციხეებში ადამიანებს აწამებდა, თავის “კარიერას” კნუტების გატყავებით და ძაღლებისთვის ცეცხლის წაკიდებით იწყებდა. ადამიანი, რომელიც დაუშვებელის ზღვარს გადადის და არ ისჯება, იშვიათად ჩერდება უმწეო ცხოველებზე.

  9. ეგ კანონი მაინც მიგეყოლებინა თან, დიკზე ჩაწერილი იმ შენი თანამშრომლისთვის, ეგეთებზე ეგ უფრო ჭრის😦

  10. ეს არის ძალადობა!!!! ყველამ უნდა გააპროტესტოს! ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება,გაავცელეთ ეს ფაქტი,დაგვეხმარეთ მაგაში ,გმადლობთ ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო გულთან ახლოს ამათი ტკივილი!

  11. ადამიავზე დიდი ცხოველი არ არსებობს ამის გამკეთებლებს ღმერთი დასჯის

  12. Shegvidzlia chven chveni azri gamovxatot tamamad da movitxovot saxelwifosgan am kanonze mkacri reagireba,,, !!!
    daisajos yvela vinc amas aketebs!!! imazemwydeba xolme guli chem dzagls rom wamovartyav nervebs rom damawiwknis da rogor unda vachxuboo ees ar mesmis😐

  13. ნაბიჭვრები და განდონები! ძაღლს სისხლები სდის და ეს განდონები ფულს აკეთებენ! ძაღლებმა დაუტყნათ დედები!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s