ქართული ბლოგოსფერო და რ?ს?რ? – III

მათთვის, ვისაც პოსტის პირველი და მეორე ნაწილი არ უნახავს – პოსტი 2 – პოსტი 2

წესები იგივეა, კითხვები შედარებით რთული და პასუხები კვლავ უფერული შრიფტით მოცემული.

სტატუსი – ზოგჯერ, სავიზიტო ბარათი ხდება ბლოგერის და კონკრეტულად ბლოგის. ვფიქრობ,  ჩემი  სტატუსი (იკითხე ბევრი და სარგებელს მისგანაც ნახავ ვინც ცუდად წერს)  ანეიტრალებს პოსტების ხარისხზე მოთხოვნას, პრეტენზიულ მკითხველთან და ამიტომაც არ ვუჩივი, ბლოგზე, ვიზიტორების რაოდენობას😉

სწორედ ამ დეტალის კარგად ცოდნა დაგეხმარებათ, წარმატებით დაძლიოთ კითხვების პაკეტის III ნაწილი. ბლოგების სტატუსები არის თემა, რომელზეც შევეცადე კითხვების შედგენის დროს გამემახვილებია ყურადღება.

გისურვებთ წარმატებებს🙂

1. მეგობარმა ერთხელ დაიწუწუნა ჩემთან: ღმერთი ცუდი კულინარია, ზღვისთვის აშკარად ბევრი მარილი მოსვლიაო – რთულია მას არ დავეთანხმოთ, თუმცა აქვე რომაელების ცნობილი ფრაზაც ყურადსაღებია – გემოვნებაზე არ დავობენ! ზოგს ზედმეტად მარილიანი უყვარს, ზოკს კი სულაც უმარილო.  არ ვიცი, ღმერთი მლაშეს უფრო ეტანება თუ არა, მაგარმ ჩაფიქრებული ბლოგერის ,,გემოვნება”,  დავას ნამდვილად არ უნდა იწვევდეს.  თქვენ კი, დამისახელეთ ბლოგი, რომელიც ყველაზე მეტად ,,გისწორებთ” ლუდზე😉

პასუხი 

კომენტარი: ანინას ბლოგის სტატუსი : ყველაზე მარილიანი ბლოგი  

2. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა:  მისი სტატუსი, ერთგვარ შთაბეჭდილებას გვიქმნის  ბლოგზე და თავად ბლოგერზეც – თუმცა ფაქტია, არც ავტორია სვეცკი და არც მისი პოსტები სვეცკობა.   ვერც იმას ვიტყვით, მოდელირებულ კურიერთან გვაქვს საქმე, თუმცა სტატუსი ბლოგზე ნამდვილად კრეატიულია😉 თუ მიხვდით, რა შევცვალე  სიტყვა ,,კურიერით”, მაშინ არ უნდა გაგიჭირდეთ გამოიცნოთ სტატუსი და დამისახელოთ ჩაფიქრებული ბლოგი.

პასუხი 

ომენტარი: მოდელირებული  ქრონიკა, იმედის არხზე ყველამ ვნახეთ და თუ თქვენ ,,სვეცკი ქრონიკა” არ გინახავთ, ეწვიეთ ამ ბლოგს  

3.  ამ  ბლოგს,  ბრწყინვალება, ფუფუნება, შარმი და მომხიბვლელობა ნამდვილად არ აკლია –  ეს კი ერთგვარი განმარტებაა მისი სტატუსის პირველი სიტყვის.  დანარჩენის განმარტება, ,,შავი” ბლოგის ავტორს ვკითხოთ.😉 მანამდე კი, თქვენი ვალია გამოიცნოთ მისი სახელი

პასუხი 

განმარტება: სიტყვა ,,გლამურის” განმარტება კითხვაში მოყვანილია. სოfას პაწაწუნა, შავიბლოგი კი დამეთანხმებით სულაც არ არის ,, ქერა” სახლი

4.  ჩემი ფავორიტი იტალიური ფილმის მთავარ გმირი, ფანტაზიის არ ქონას, ნამდვილად არ უჩივის. სწორედ ამ ფილმის სათაური აქვს ბლოგის ავტორს სტატუსად. თავად ბლოგზე კი იმის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ მართლაც მშვენიერია! მაშ გამოიცანით იგი😉

პასუხი 

განმარტება: იტალიელი რეჟისორის, რობერტო ბენინის ფილმი –  ,,ცხოვრება მშვენიერია”  მართლაც ჩემი ფავორიტია და ეს ილოს ბლოგის გაფორმებაშიც კარგად სჩანს. გარდა ამისა, უამრავი სხვა მინიშნებებია კითხვაში

5.  მისი სტატუსი იგივეა, ვან გოგიმ რომ გვითხრას – ჩემს ნახატებში სულაც არ არის ბევრი მზესუმზირებიო. არ უნდა გაგიჭირდეთ ჩაფიქრებული ბლოგის დასახელება, თუ რათქმაუნდა იცნობთ მის სტატუსს.

პასუხი 

კომენტარი :  გაეცანით ვან გოგის შემოქმედებას და მიხვდებით რომ კითხვა ადვილია. ,,გვირილას” ბლოგზე კი მართლაც ძალიან ბევრი გვირილებია 

ეცადეთ პასუხები წინასწარ არ ნახოთ, ამით თქვენ კითხვის აღებისგან მიღებულ სიამოვნებას დაიკლებთ.  თუ მოგეწონათ ,,პაკეტი”, ის აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც😉

4 thoughts on “ქართული ბლოგოსფერო და რ?ს?რ? – III

  1. რა არის რა, აქედან ანინას და ქეთუსის ბლოგის მეტი გაგონილიც კი არ მქონდა.. :დ და ესენიც გადაკვრით ვიცი. : (

  2. ” მოდერნიზებული ქრონიკა”

    ვაიმე ილო ნუ აკეთებ ასეთ რაღაცებს გეხვეწები!!!! ჩაფსმამდე ვიცინე! მომკლავ ერთხელ ეგრე და ნახავ მერე!😀😀😀

  3. ნამდვილად არ მოველოდი,სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.დიდი მადლობა ასეთი ანოტაციისთვის❤

    ძალიან საინტერესო პოსტია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s