იდეა, ფული და ორი მხარე

ომი, სულ რამოდენიმე თვის დასრულებული იყო, რუსულ კინო–ეკრანებზე, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – ,,Olimpius Inferno”  რომ გამოჩნდა.

ახალგაზრდა ენტომოლოგი აშშ–დან, მაიკლი, და მისი მეგობარი გოგონა, მოსკოველი ჟურნალისტი ჟენია, ჩამოდიან სამხრეთ ოსეთში ფილმის გადასაღებად პეპლების იშვიათი სახეობის შესახებ. მაგრამ ამავე ღამეს სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ჯარების შორის შეტაკება მოხდება და მაიკალის კამერები პეპლების მაგივრად ოპერაციის დასაწყისს გადაიღებენ.  მთელი ფილმის განმავლობაში, ამერიკელი ჟურნალისტი, ცდილობს გადაღებული მასალა, გადაგზავნოს სამშობლოში, რათა მსოფლიომ გაიგოს რეალურად ვინ დაიწყო ომი.  მაიკლის რუსი გოგონა უყვარდება …

მძაფრი სიუჟეტი, აფეთქებები, ბევრი სისხლი, ოსი ერის გენოციდი, უდანაშაულო მსხვერპლი… მოკლედ, რუსული იდეა, საქმეში კარგად არ ჩახედულ ადამიანს, ფილმის ნახვის შემდეგ, გულგრილს  ნამდვილად არ დატოვებს.

,,მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო!”

მიშამ ხელებს იკაპიწებს, რათა   საინფორმაციო ომში,  კიდევ ერთი რუსული შემოტევა, შეძლებისდაგვარად გაანეიტრალოს!

2009 წელი –  რენი ჰარლინი,  ენდი გარსია, ველ კილმერი, რიჩარდ კოილი, ემანუელ შრიკი, დინ კეინი, რუპერტ ფრენდი … – ჰოლიუდიდან ,,დესანტი” ჩადგა საქართველოს სამსახურში!

დაიდო მეტი ფული,  დაიწყო რუსული იდეის დამუშავება და უკეთ განხორციელება – დრამა საქართველოს და რუსეთის ომის შესახებ… ფილმი შეიცავს უამრაც სისხლიან სცენას. გამოყენებულია უამრავი სპეცეფექტი იმისათვის, რომ მაყურებლმა ნახოს მასიური შემოტევები და დაბომბვები რუსეთის მხრიდან.

აქაც ამერიკელი ჟურნალისტი, აქაც ლამაზი, ამჯერად ქართველი გოგონა და მათი love story.  აქაც  გენოციდი და უამრავი, უდანაშაულო მსხვერპლი! სიუჟეტი თითქმის იგივეა, უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ, მსოფლიოს გააგებინონ რეალურად ვინ არის აგრესორი.

წუხელ ვნახე ,,აგვისტოს ხუთი დღე” კინოთეატრ რუსთაველში.  ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა. თუმცა, რეალურად რომ დავფიქრდეთ, მისია შესრულებულია!

მათთვის, ვინც ფილმებით ცდილობს რეალური ისტორიის გარკვევას, ,,Olimpius Inferno”_თან შედარებით, ,,აგვისტოს ხუთი დღე” მეტად დამაჯერებელი და ეფექტურია.  ამიტომ, მოდით ეს ფრონტი მოგებულად ჩავთვალოთ!  სხვა ამბიციები, მგონი,  ამ მიმართულებით არც უნდა გვიჩნდებოდეს!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s