სომხებსაც ჰყავთ გარე–კი–ლი ჟირინოვსი

 „…უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და გონიერება, …მაშინ მიხვდები რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა – ყოველი კეთილი საქმე;  თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში …“  (სოლომონი – იგავნი 2,6,9-12).

სომხური ეკლესიის საჭედმყოფელის  ვიზიტის შემდეგ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II_მ, მეზობელი ქვეყნის პატრიარქი ამგვარად შეაფასა: ,,გარეგინ II ახალგაზრდაა და სიბრძნე აკლია (!)”  – დიპლომატიით, სიბრძნით და გონიერებით გამორჩეულ ქართველების პატრიარქისგან, ასეთი ,,მკვახე” შეფასება, რაღა გასაკვირია რომ ცუდად მოხვდა ბევრს ყურში.

გუშინ,  ინტერნეტის საშუალებით,  საპატრიარქოს მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც პატრიარქი ,,პატრიარქს” პროტოკოლით დაგეგმილ შეხვედრაზე ესაუბრება და ჭიქა ღვინოს მიირთმევენ.  ვიდეომ ნათლად დაგვანახა თუ რით ხელმძღვანელობდა  ილია II გარეგინ II_ს შეფასების დროს!

გარეგინის უტაქტო, პატრიარქისთვის შეუფერებელ და ისტერიულ გამონახტომებს, უწმინდესი სიმშვიდით, იუმორითა და მკვახე რეპლიკებით პასუხობს და ბევრისთვის შეუმჩნევლად, თუმცა იქვე  ხსნის სომეხი პატრიარქის ამჩატების მიზეზს– ,,მართლაც რა კარგი ღვინოა!”

ხელი, რომელსაც მთელი ქართველი ერი მოკრძალებით ეამბორება,  სომხური ეკლესიის წინამძღვარისთვის სატყაპუნოდ იქცა. თუმცა, მე ქართველი ვარ და ჩემი ღირსეული პატრიარქით, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, კიდევ მეტად ამაყი გავხდი. აი მეზობელი ქვეყნის საღად მოაზროვნე შვილები კი, ვფიქრობ ნამდვილად თავში უნდა იტყაპუნებდნენ  საკუთარ ხელს და ტრადიციულ ,,ვაი, ვაი, ვაის!”  იძახდნენ!

პატრიარქების უშედეგო შეხვედრის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.  ილია მეორეს დიპლომატიურმა სვლებმა და  მწვავე მესიჯებმა, სომხური მხარის სხვა მხრივ გააქტიურება გამოიწვია, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვა მთავრობის წევრთა ,,დესანტის” სააკაშვილის კართან გადმოსროლაში გამოიხატა, ერთადერთი მიზნით – მიეღო სომხურ რელიგიას, იურიდიული სტატუსი საქართველოში, რათა ბრძოლაში, რომელიც კარგახანია დაიწყეს მეზობლებმა, უპირატესობა შეექმნათ!

,,გამოჩენილ სომეხთა ასეულში”  მე_17 ადგილზე მყოფ ქართველების პრეზიდენტსაც მეტი რა უნდოდა?

მერე რა რომ  ტაო–კარჯეთს და 653 სხვა ეკლესიას გვედავებიან? მიშასთვის ხომ მთავარი ის ,,ლაიქია” რომელსაც ევროკავშირი მისცემს ამ კანონპროექტს?!

დაუფიქრებელი, ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის მომავალზე – ასეთი შეფასება მისცა პატრიარქმა რელიგიების იურიდიული სტატუსის მინიჭებას.  სტატუსისას რომელიც დღეს უკვე ბესტცელერს გახდის მეზობელ ქვეყანაში  წიგნებს – „სიღრმეთა სომხეთი“  და  „ძველი თბილისის სომხური ეკლესიები“.

მოემზადეთ – სვეტიცხოველი, კუმურდო, ტაო–კლარჯეთი, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი, ქვაღვრელის და სხვა ეკლესიების ბედს, სასამართლო გადაწყვეტს!

2 thoughts on “სომხებსაც ჰყავთ გარე–კი–ლი ჟირინოვსი

  1. მართალია დიპლომატიით და ნატიფი ქცევებით არ გამოირჩევა სომეხთა პატრიარქი მაგრამ როდესაც ბრჭყალებში სვამ ზედმეტად უტაქტო საქციელია . უპატრონობისგან აღარ დაინგრევა მაინც ბევრი სადავო ტაძარი . და ეს კანონი მხოლოდ სომხური ეკლესიის სტატუსს არ განსაზღვრავს . მაგალითად სადავოს გახდის მართლმადიდებლების მიერ მითვისებულ რამდენიმე კათოლიკური ტაძრის ბედს . და აბსოლიტური მონოპოლია არ იქნება რელიგიურ ასპარეზზე.

  2. გაბო ბრჭყალებში ჩასმა ჩემის მხრიდან უტაქტო ნამდვილად არ არის! მე არ ვარ პატრიარქი და ამ მდგომარეობიდან კიდევ თავშეკავებული რეაქცია გამოვხატე იმ ადამიანის მიმართ ვინც ჩემთვის წმინდას, ჩემთვის შეურაწმყოფელად მოექცა! რაც შეეხება კანონს, ბევრგან გავიმეორე და აქაც განვავრცობ ბარემ – სეკულარული სახელმწიფოს მომხრეებმა, როგორც ყოველთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც არაადეკვატური რეაქცია გფამოავლინეთ და მათ შორის შენც შენი პოსტით გაბო😉 გასაგებია თქვენი და ჩვენი მთავრობის სურვილი, შექმნან სეკულარული სახელმწიფო მაგრამ რატომ დახუჭეთ თვალი სომხური ეკლესიის ჩარევაზე ჩვენს კანონმდებლების საქმეში? რატომ არ გამოხატეთ ტქვენი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებაზე და რატომ არ აღშფოთდით დაკვეთილი ცვლილებების შეტანის გამო? პატრიარქის სრულიად ადეკვატური მოთხოვნას, გაგვეშალა და განგვეხილა თემა რომელიც მართლა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ქვეყნისთვის რომლის მოსახლეობის 80%_ც ერთი რელიგიის მიმდევარია?
    რატომ თვლი რომ ცალსახად უნდა გადაწყდეს საპატრიარქოს ქონების საკითხი იმ ფონზე რომ თავად გვაქვს მეზობელ ქვეყნებში დაკარგული მმართველობის უფლება ჩვენს ტაძრებზე? იმაზე რას იტყვი რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის ტავისუფალი და მართლაც რეასლური საფრთხე იქმნება სომხების ასეთი აქტიურობის და მიღწეული წარმატების ფონზე რომ იმ 653 ტაძარს რომელსაც გვედავებიან, სასამართლოს გზით ჩამოგვართმევენ?
    ამ საკითხებს რომ განხილვა და გაშლა სჭირდებოდა გაბო რატომ არ საუბრობთ ყოველთვის ,,ადეკვატური” მომხრეები სეკულარული საქართველოსი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s