ეკლესია და სახელმწიფო

საფრანგეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა რომელიც მკაცრად სეკულარულ სახელმწიფოდ შეიძლება მივიჩნიოთ.  კონსტიტუცია, საგანმანათლებლო სისტემა და საკანონმდებლო ინსტიტუტები,  სრულ თავისუფლებაში არიან მოყვანილნი – ნებისმიერი  რელიგიური მრწამსის ზეგავლენისგან.

საფრანგეთი ევროკავშირში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რელიგიის შესწავლა არანაირი ფორმით არაა დაშვებული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. რელიგიის საკითხებს არ ეხებიან არც სხვა პარალელური საგნების შესწავლისას.  სპეციალისტების დაკვირვებით და მათი დასკვნების თანახმად,  ამ მიდგომამ ქვეყანა კატასტროფულ ზღვრამდე მიიყვანა, რაც საზოგადოების  ღრმა რელიგიურ გაუნათლებობამდე  მისვლაში გამოიხატება.

ალბათ  ჩვენთვის, ქართველებისთვის ისიც უცნობია, რომ მსოფლიომ უკვე აღიარა – ღრმა რელიგიური ფანატიკოსობა და სრული სეკულარიზმი ქვეყნისთვის, ორივე თანაბრად დამღუპველია!

რეკომენდაცია ამ მხრივ ერთია – ქვეყნის ისტორიული რელიგიისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი კურსის ჰარმონიულად შერწყმა!

დღეს, საქართველოში აქტუალურია თემა – რელიგია და სახელმწიფო.  შეიძლება ითქვას, საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო! ერთნი თვლიან რომ ქვეყანა სეკულარული უნდა გახდეს, მეორენი კი მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოითხოვს.  არგუმენტად ორივე მხარეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ.

ვნახოთ რა სიტუაციაა სხვაგან და საერთოდ ღირს თუ არა რომელიმე ქვეყნის მოდელის საქართველოში დანერგვა?

რუსეთი –  ფედერაციაში მოქმედებს 1997 წლის კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით არც ერთი რელიგია სახელმწიფო რელიგიად არ ცხადდება. რელიგიური გაერთიანებები გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და თანასწორია კანონის წინაშე.  რელიგიური ორგანიზაცია მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა საერთო აღმსარებლობის საწარმოებლად, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით და აქვს იურიდიული პირის სტატუსი. რელიგიური ორგანიზაციები იყოფა ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანიზაციებად. ადგილობრივია რელიგიური ორგანიზაცია, თუ მასში გაერ-თიანების სურვილი გამოთქვა არანაკლებ ათმა სრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ერთ რეგიონში. ამასთან, ამ ორგანიზაციამ უნდა დაადასტუროს აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი 15-წლიანი არსებობა.
ცენტრალიზებულია რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც არანაკლებ 3 ადგილობრივ ორგანიზაციას აერთიანებს. ასეთი ორგანიზაციები, რომელთა სტრუქტურები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ კანონიერად 50 წლის განმავლობაში მაინც, რეგისტრაციის დროს უფლებამოსილნი არიან თავიანთ დასახელებებში გამოიყენონ სიტყვა ,,რუსეთის”. რეგისტრაციის დროს სავალდებულო მოთხოვნაა, რომ რელიგიური ორგანიზაციის სახელწოდება სრულად ასახავდეს მისი აღმსარებლობის შინაარსს.

უცხო ქვეყნის რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ გახსნან წარმომადგენლობები რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ უფლება არა აქვთ განახორციელოდ საკულტო და სხვა რელიგიური საქ-მიანობა. მათზე არ ვრცელდება რელიგიურ გაერთიანებათა სტა-ტუსი.

აშშ – არ არსებობს ტრადიციული აღმსარებლობა, შესაბამისად სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული სრული რელიგიური ნეიტრალობა. მაგრამ, დე იურე-დ გამოცხადებულმა სრულმა ნეიტრალიტეტმა ფაქტობრივად სხვაგვარი შეფერილობა მიიღო:კონგრესს ჰყავს საკუთარი მღვდელი, ზრუნავენ სამხედროთა სულიერ მდგომარეობაზე, ფიცის მიღების დროს გამოიყენება ბიბლია, ფულად ნიშნებზე ამოტვიფრულია ”In God We Trust”,რელიგიურ გაერთიანებებს საფოსტო პრეროგატივები გააჩნიათ. როგორც აღნიშნავენ სპეციალისტები, `პრაქტიკულად დაიწყო სუბსიდირების გზით რელიგიურ ორგანიზაციათა ხელშეწყობა და იმის გამოკვეთა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის რადიკალურმა გაყოფამ შეიძლება საზიანო ეფექტიც კი მოიტანოს საზოგადოებისთვის”.

სომხეთი –  სამოციქულო ეკლესია სომხეთის ეროვნული ეკ-ლესიაა. ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დაწე-სებულია გარკვეული შეზღუდვები. რელიგიური ორგანიზაციები-სათვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად კანონმდებლობა სავალდებულო რეგისტრაციის წესს ადგენს. ყველა ორგანიზაციამ, რომელმაც 1999 წლის 30 ივნისამდე შეიტანა განაცხადი, რეგის-ტრაცია გაიარა გარდა `იეღოვას მოწმეებისა”. ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ თავიანთ რწმენაზე მოქცევა იეღოვას მოწმეების საქმიანობის ძირითადი ელემენტია და ამით საფრთხე ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. პროზელიტიზმის აკრძალვა გათვალისწინებულია რელიგიის შესახებ 1991 წლის კანონში.

აზერბაიჯანი –  კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ადგენს ტრადიციული რელიგიების სტატუსს, ითვალისწინებს და ამკვიდრებს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და აზერბაიჯანელთა რელიგიური საქმიანობა თუ ისინი არატრადიციულ რელიგიურ ორგანიზაციებს ქმნიან, შეზღუდულია რეგისტრაციის პროცედურითა და თავიანთი ბეჭდვითი აუდიო მასალის გავრცელების სფეროთი.
ბელორუსიის კონსტიტუციის მე-16 მუხლით სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა რეგულირდება კანონით, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა მოახდინეს მათ ბელორუსი ხალხის სულიერ, კულტურულ და სა-ხელმწიფოებრივ ტრადიციებზე. ამასთან ერთად, კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობას, თუ მისი საქმიანობა ბელორუსიის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, მის სახელმწიფოებრივ წყობას ან სამოქალაქო თანხმობას ხელყოფს, აგრეთვე ხელს უშლის მოქალაქეებს სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, საოჯახო ვალდებულებათა შესრულებაში ან ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და მორალს. კონსტიტუციის ეს მოდელი სახელმწიფო რელიგიის მოდელს უახლოვდება, მაგრამ კანონი `აღმსარებლობისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ” ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო რელიგიის პრინციპების დაცვას, რადგან მასში არაფერია ნათქვამი ადამიანთა ცნობიერების სხვა არატრადიციული რელიგიური სწავლების ზეგავლენისაგან დაცვაზე. ეს კანონი აღმსარებლობის თავისუფლებისა და თანასწორობის აბსოლუტიზაციის საფუძველზეა აგებული და შესაბამისად, კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლს ეწინააღმდეგება.

ქვეყნები, სადაც არსებობს სახელმწიფო რელიგია – ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი, შვედეთი, დანია, ფინეთი და საბერძნეთი, ოფიციალურად არსებობს ერთ-ერთი გაბატონებული ეკლესია, რომელსაც მფარველობს სახელმწიფო. ნეგატიური ასპექტი ასეთი სამართლებრივი ურთიერთობებისა არის ის, რომ ადგილობრივი ეკლესიების შიდა ავტონომია მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. პროტესტანტული სახელმწიფოების შემთხვევაში, ქვეყნისა და ადგილობრივი ეკლესიის უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოები პრაქტიკულად შერწყმულია. მაგალითად, ინგლისის დედოფალი არის როგორც სამეფოს, ასევე ანგლიკანური ეკლესიის პირველი მმართველი პირი. თუმცა, ყველა ეპისკოპოსიც ავტომატურად ხდება ლორდთაA პალატის წევრი და ყველა მღვდელი ამავდროულად არის საერო მოსამართლეც. შვედეთის ლუთერანული ეკლესიის უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოს წარმოადგენს ქვეყნის პარლამენტი, იქ წყდება ეკლესიის ყველა მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხი. ფინეთში ორი სახელმწიფო რელიგიაა:ლუთერანობა და მართლმადიდებლობა. ასეთი იურიდიული სტატუსი ამ ორ აღმსარებლობას დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო კონსტიტუციის 83-ე პარაგრაფით (ლუთერანობა) და 90-ე პარაგრაფით (მართლმადიდებლობა). საბერძნეთის ეკლესიას, ასევე, გააჩნია სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. ქვეყანაში მოქმედი კანონი მას სხვა რელიგიებთან შედარებით ბევრად უპირატეს უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს. ეს ხდებოდა იმის სანაცვლოდ, რომ წმინდა სინოდის მუშაობა მნიშვნელოვნად კონტროლირდებოდა საერო ხელისუფლების მიერ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები შიდა ავტონომიის მოსაპოვებლად. ამ ეკლესიას დღეს უკვე გააჩნია იმხელა ძალა და ავტორიტეტი, რომ შეუძლია წინააღუდგეს მთავრობის გარკვეულ გადაწყვეტილებას და ორ მილიონამდე კაცი საპროტესტოდ გამოიყვანოს ქუჩებში ისე, როგორც ეს მოხდა 1999 წელს.

მოკლედ, კანონმდებლობის შესწავლისას, ძალიან იოლია იმის დანახვა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ისტორიულად ტრადიციულ ადგილობრივ ეკლესიებს მეტნაკლებად გააჩნია უპირატესი უფლებრივი მდგომარეობა სხვა რელიგიებთან შედარებით. ეს ფაქტი ბუნებრივია იმდენად, რამდენადაც დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრინციპები არ უარყოფენ ისტორიულ სამართლიანობასა და ერის სოციალურ, კულტურულ და სულიერ საგანძურს, რომელიც განუყოფელია ეროვნული ეკლესიისაგან. ევროპაში არ ივიწყებენ, რომ ეროვნული ცნობიერება და ფასეულობები საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ზუსტად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში, ხოლო რაც შეეხება ევროპის მართლმადიდებელ ქვეყნებს, უნდა აღინიშნოს, რომ, კათოლიკური ქვეყნებისგან განსხვავებით, ისტორიულად აქ არასდროს არსებობდა ოპოზიცია საერო და საეკლესიო ხელისუფლებებს შორის, არ არსებობდა დაპირისპირება ამ ორგანიზმებს შორის. პირიქით, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ყოველთვის იყვნენ ეროვნული სახელმწიფოებრივი ცნობიერების სულის ჩამდგმელები, რამაც ბევრწილად განაპირობა დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოების შექმნა. 

p.s. პოსტი მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

One thought on “ეკლესია და სახელმწიფო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s