ნუ გახდები კალია

ჯერ იყო და ევროპის პარკი, მას შემდეგ რაც მსუქან კალის მოჰკრა თვალი, მეგობარი  გოგონას კატეგორიული მოთხოვნის გამო დავტოვეთ  (ამის შემდეგ ის საღამ 40 ლარი დამიჯდა)

კალია შენს დაშინებას ცდილობს და შენ უნდა აგრძნობინო რომ მისი მოკვლა შეგიძლია და არ კლავ, ამით თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს

მეორე დღეს სამსახურში, 3 500 ტონაზე მეტი ტვირთის ატანა ძლივს მოვახერხე ელმავლით სადახლოში, კალიების სექსუალური ფანტაზიების გამო (გიჟდებიან და მეტის ყველაზე კომფორულად ჟიმაობენ თურმე რელსებზე, რაც ელმავალს, მისი გასრესვის შემდეგ გამოყოფილი სითხის გამო მოძრაობაში ეშლება ხელს)

და ბოლოს,  დღევანდელი საღამოს კულმინაცია – გიგანტური კალია მეცხრე სართულზე, საკუთარ ოთახში შემომიფრონდა!

აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ, აუტანელ და გამაღიზიანებელ წრიპინზე ყოველ საღამოს, ასე ნერვებს რომ მიშლის!

მოკლედ, შევწუხდით ბატონო !

გადადექით! გადაფრინდით! დაგვანებეთ თავი ხომ შეიძლება?!

ამ ყველაფერზე აღშფოთებუს, ხასიათი,  ფეისბუქზე შექმნილი ერთმა სახალისო გვერდმა გამომისწორა.  არ ვიცი საერთოდ არსებობს თუ არა დედამიწის ზურგზე მწერების დაცვის ორგანიზაცია, რომლებმაც შეიძლება მსგავსი გვერდის შემქმნელი სასტიკად დასაჯოს კიდეც მაგრამ აქ ხომ საქართველოა, ქვეყანა სადაც იუმორით ყველაფრის კეთებაა დაშვებული და ქართველები რომელთა

დააჯერე კალია რომ ის არავის სჭირდება და უნდა წავიდეს!..

ფანტაზიასაც საზღვრები არ აქვს🙂

კალიებთან ბრძოლის სტრატეგიები. (კალიის ფსოქოლოგია) – ასე ჰქვია გვერდს, რომლის ხილვაც, აუცილებლად შეგიმსუბუქებთ ამ ერთი შეხედვით უწყინარი მწერის თავხედური არსებობით გამოწვეულ თქვენს დისკომფორტს! გვერდის ავტორს და მის მომხმარებლებს უკვე შემუშავებული აქვთ კალიებთან ბრძოლის არაერთი სტრატეგია! შექმნილია დაზარალებულთა ჯგუფი, ტარდება მოსახლეობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება ,,მტებთან” ბრძოლისთვის.  ფუნქციონირებს ცხელი ხაზი რომლის მეშვებობითაც სწრაფად ხორციელდება რეაგირება კალიების კერის გასანადგურებლად და ა.შ.  მეტიც , უკვე მზადდება ბროშურები მოზარდებისთვის ნაცვლად – გააფერადესი, ,,წაშალე კალია” …

თუ კალია ქალია! დააცადეთ რომ დაგიპყროთ

ნუ დაიჯერებთ სიკვდილის პირას მყოფი კალიის დაპირებებს!

მოკალი კალია ჩვენი უკეთესი მომავლისთვის!

კალიას არ ყავს დედა არ ყავს მამა, არც და ან ძმა არც ოჯახი!!! ის ჯარისკაცია!!!! ცივსისხლიანი რობოტი!

დაამცირე კალია!

7 thoughts on “ნუ გახდები კალია

  1. ჩემი ცხოვრებიას კოშმარი! აი, უკვე ვეღარ ვძლებ დედამიწაზე მაგათთან ერთად :@ :@

  2. ვაიმეეეეე..უსაზიზღრესები..ყველაზე ამაზრზენი არსებები დედამიწის ზურგზე..უკვე ჩემი ნერვების 40% შეიწირეს :@:@:@

  3. მეზიზღებიან! აუ მძულს ყველა მწერი კალიების თამადობით :@ ჩემთანაც ამოდიან, მეცხრე სართულზე და ვერც ვაგდებ, ვერც ვკლავ და ესე შევყურებთ ერთმანეთს, თან ცოტა არ იყოს მეშინია კიდეც და😀 ხოდა არაფერი არ არსებობს მათ მოსაშორებლად?? რომ გავწყვიტოთ დედამიწაზე საერთოდ ყველა?? :@😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s