ეს თუ ინტრიგანი არ არის?!

დღეს, შემთხვევით გადავაწყდი ვიდეოს, რომელიც “პალიტრა TV” _მ გაავრცელა.

აქ! 

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ბოლავს თბილისი–ბათუმის ელმავლის გადახურებული გოგოეწყვილი და კომენტარი სასუწარკვეთილი, შეურაწყოფილი მოქალაქესი, რომელიც აღშფოთებულია ამ ყველაფრით.

რამდენიც გინდათ იმდენი მინახავს ყველათი და ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი, მაგრამ ადამიანი რომელიც მსგავს ინტრიგნულ ვიდეოს იღებ, კომენტარს უკეთებ და საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემას უგზავნიო –  ან ხარ ამ გამოცემის რედაქტორი და ასეთ გამოგზავნილ ვიდეოს ავრცელებ – მინიმუმ თემის აზრზე უნდა იყო, რომ თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდო!

მოდი გავცეთ პასუხი დასმულ კითხვას: ,,რატომ ბოლავს თბილისი – ბათუმის სამგზავრო მატარებლის ელმავალი”

დღეს საქართველოში სამგზავრო მატარებლის სიჩქარე, 80–90 კლ.სთ_ა.  სიჩქარეზე შეზღუდვები ბრძანებით წასდება საშიშ მონაკვეთებზე და განსაკუთრებულად ცხელი ამინდების პერიოდში.  ამ ყველაფრის სწორად განსაზღვრის წყალობით, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას, საქართველოს რკინიგზა, უკვე ათწლეულებია წარმატებით ართმევს თავს.

წევის ძრავების გადახურვის ფაქტი, საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა! გადახურებულ მდგომარეობაში, ელმავალს შეუძლია მისი შემმოწმებელი პუნქტიდან, შემდეგ შემმოწმებელ პუნქტამდე უსაფრთხოდ დაფაროს მანძილი. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, კონკრეტულად თბილისიდან – ბათუმამდე,  უამრავ წერტილში არის დამონტაჟებული ამ დაზიანების დამაფიქსირებელი მოწყობილობა, რომელიც გადახურებულ ძრავს აფიქსირებს და რადიო სიგნალით გადასცემს ელმავალს და უახლოვეს სადგურს, სადამდე მისვლასაც უპრობლემოდ მოახერხებს შემადგენლობა! მოწყობილობა აბსოლიტური სიზუზტით აფიქსირებს მის წინ გავლილი მატარებლის იმ კონკრეტულ გოგორწყვილს, რომელსაც გადახურების რაიმე ნიშანი აქვს.

ასეთი რადიო სიგნალის მიღების შემთხვევაში, უახლოვესი სადგური კეტავს გასასვლელ შუქნიშანს, აჩერებს მოძრავ შემადგენლობას და ემზადება დაზიანებული ძრავის შესაკეთებლად (შეკეთების პროცესი სწრაფად და იოლად ხორციელდება. გოგორწყვილს ემატება გასამაზი ზეთი, რაც სრულიად საკმარისია უსაფრთხოდ გზის გაგრძელებისთვის).

ვიდეოზე  კარგად სჩანს, მატარებელი არაგეგმიურად ჩერდება, სავარაუდოდ სწორედ ამ დაზიანების აღმოსაფხვრელად.  ამ დროს ვიდეოს ავტორი კი თვალთმაქცური ,,უკმაყოფილებით”, ბედნიერებას ვერ მალავს, რომ  ,,ამერიკა” აღმოაჩინა!

ვაი თქვენს პატრონს!

 

 

 

One thought on “ეს თუ ინტრიგანი არ არის?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s