ურთიერთობების ხელოვნება

ალ კაპონე – წარმოიდგინეთ,  რომ  თქვენც იგივე აგებულება გაქვთ, იგივე ჭკუა–გონება და ტემპერამენტი რაც ამ იტალიელს ერგო მემკვიდრეობით.  ვთქვათ,  თქვენც იმავე გარემოში ცხოვრობთ და იგივე გამოცდილებას ფლობთ. მაშინ თქვენც იმნაირი იქნებოდით, იქ და ისე იცხოვრებდით, სადაც და როგორც კაპონე ცხოვრობდა, რადგან სწორედ კონკრეტულმა ვითარებამ შექმნა ის ასეთად.

ერთადერთი მიზეზი, მაგალითად  იმისა, რომ არ ვარ ქვეწარმავალი ის არის, რომ ჩემი მშობლები არ იყვნენ ქვეწარმავლები.  ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ არ ვადიდებ ძროხებს და თაყვანს არ ვსცემ გველებს ის არის, რომ არ დავბადებულვარ ინდოეთში, სადღაც ბრაჰმაპუტრას სანაპიროზე.

ჩემი პირადი დამსახურება ჩემსავე რაობაში ძალზედ მცირეა. ამიტომ, როცა ვბრაზდები, ვჯიუტობ და საღად ვერ ვმსჯელობ, ეს არ არის მთალდ ჩემი ბრალიც.

ამგვარად, ვფიქრობ უნდა არსებობდეს ადამიანთა შორის ურთიერთობის კონკრეტული წესები, რომლებიც ყველა შემთხვევაში შედეგის მომტანი იქნება.

პირველი:

ბლოგზე პირველი პოსტი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავაკეთე და კარგად მახსოვს მკითხველის მაშინდელი რეაქციები.  განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ–ერთი გოგონას  ფბ_ზე მოწერილი წერილი, რომელიც აღშფოთებული იყო ჩემი მართლ–წერისა და გრამატიკის არ ცოდნით.  თავად ბლოგერი, თავს შეურაწყოფილად გრძნობდა და ჩემნაირი გაუნათლებლების არსებობით, უკმაყოფილებას ვერ მალავდა.  თითქოს ბლოგის გაკეთებით, მომაკვდინებელი ცოდვა ჩამედინოს.

წერილს ვკითხულობდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი, ასეთ გოგოებზე რომ არ მიდგება!  მინდოდა მეთქვა, მე თუ გრამატიკა მეშლება, თქვენ ზრდილობაზე ბრძანებულხართ მწყრალად–მეთქი. მაგრამ დროზე შევჩერდი.  მივხვდი, რომ ეს სისულელე იქნებოდა. მე კი უფრო ჭკვიანი მინდოდა ვყოფილიყავი და შევეცადე მისი მტრული დამოკიდებულება, მეგობრულად შემეცვალა.  ეს არც  ისე ადვილი იყო, მაგრამ ცდით მაინც ვცადე. ბოლოსდაბოლოს, ხომ შეიძლება მის ადგილას მეც იგივე განმეცადა მეთქი (ალ კაპონეს ამბავი გაიხსენეთ ). მოვინდომე და მივწერე:

მე: წავიკითხე თქვენი ვრცელი წერილი და ეხლა მადლობის სათქმელად გწერთ.  უხერხული შეცდომები დავუშვი, მადლობელი ვარ ყურადღებისთვის.  პრეტენზია არ მაქვს სრულფასოვანი ბლოგერობის, ჩემთვის ვწერ და მინდა ეს ჰობი დავხვეწო. გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს.

ის: ვწუხვარ რომ ასეთი ტონით დაწერილი წერილი გამოგიგზავნე ილო მაგრამ ძალიან გავბრაზდი.

მე:  რას ამბობ, შენ რა გაქვს საბოდიშო, ბავშვსაც არ ეპატიება ისეთი შეცდომები, რაც მე დავუშვი.  შეძლებისდაგვარად ჩავასწორე და მომავალში პოსტის გამოქვეყნებამდე გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს.

ის:  დედა ქართულის მასწავლებელია, მეც დიდ ყურადღებას ვუთმობ მართ–წერის შესწავლას. ამიტომ ყოველთვის მაღიზიანებს სხვისი შეცდომები, მაგრამ შენს შემთვევაში მართლა ბოდიშს ვიხდი, ზედმეტი მომივიდა.

მე:  დამიჯერე, მე უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარ, ჩემი შეცდომებით არავის არაფერი დაკლებია, მე კი შევრცხვი. ვერ გავითვალისწინე, თქვენნაირი წერის ოსტატებიც თუ ეწვეოდნენ ჩემს ახლადგაკეთებულ ბლოგს.  მოხარული დავრჩები თუ კვლავ მოვისმენ  კრიტიკულ აზრს და პირადად შენგან, ჩემი შეცდომების მითითებას

ამგვარად, მე მოვიბოდიშე და ყურადღება გამოვიჩინე, რის სანაცვლოდაც ასევე ბოდიში და ყურადღება დავიმსახურე.  გამეხარდა რომ დროზე შევიკავე თავი და შეურაწყოფას თავაზიანობით ვუპასუხე.   ,,საკადრისი პასუხი” ასეთ სიამოვნებას მომანიჭებდა?

მეორე:

ხელფას შუა თვეში ვიღებ და როგორც წესი, თვის დასაწყისში ფული აღარ მაქვს. სწორედ ამ დროს დაემთხვა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანის დაბადების დღე, რომლისთვისაც კარგი საჩუქარის გაკეთება გადავწყვიტე.  კარგ საჩუქარს კი ზოგჯერ ბევრი ფული სჭირდება. სხვას ვის და საკუთარ მამას მივადექი.  ტელევიზორთან მოკალათებულს რომ მიუჯექი, განზრახვას თავიდანვე მიმიხვდა.

მამა: არც კი მთხოვო! ფული არ მაქვს!

მე: ხო ვიცი, აბა საიდან, ამ თვეში ისედაც ბევრი დაგეხარჯა.

მამა: რამდენი გინდა?

მე:  სისულელეა, არ ღირს ამ საქმეში ამდენის დახარჯვა!

მამა: მაინც რა საქმეა?

მე: ართისთვის მინდოდა საჩუქარი გამეკეთებია

მამა: რა ფასად?

მე: სადღაც 200 ლარზე ვფიქრობდი

მამა: აბა ეხლა გაქრი აქედან!

მე:  ეგ არაფერი, 50 ლარიანსაც დასჯერდება. თან უკეთესი რამის მოფიქრებაც შეიძლება, მარტო ფული ხომ არ არის საქმე?!

მამა: როდისთვის გინდა?

მე: ხვალ აქვს დაბადების დღე!

მამა:  ხო და 50 თავად იჩალიჩე, მე დილით 150_ს მოგცემ.

ადამიანის მოდგმას, ყოველთვის თანაგრძნობა სწყურია.  ამაზე დაკვირვება ადვილია, მაგალითად ბავშვი –  რა სიამოვნებით გვაჩვენებს თავის ნატკენ ადგილს, ეგ კიარა და ხანდახან ძალითაც იტკენენ რამეს, რომ ჩვენი თანაგრძნობა დაიმასხუროს.

მოკლედ ეგ არის! – საკუთარი თავის შებრალება, ყალბი იქნება ეს თუ ნამდვილი, გარკვეულწილად უნივერსალური მოვლენაა და ხშირად შედეგის მომტანი!

მესამე:

რკინიგზაში, სახელფასო სისტემა სულ ახლახანს შეიცვალა. თუ კი აქამდე ჩვეულებრივი ცეხის მუშა, ცვლაში გარემონტებული ელმავლების რაოდენობის მიხედვით იღებდა ფულს, დღეს უკვე მოჭრილი ხელფასი აქვს და მისი შრომისმოყვარეობაც გარკვეულწილად გაუფასურდა.

ელმავლის ტხნიკური დათვალიერების საამქრო, ჩემს უბანშია და იქ თითქმის ყველას ვიცნობ. მეც რკინიგზაში ვმუშაობ და სწორედ ამ ხალხის შერემონტებულ ელმავალს ვმართავ.  ზემოთ განმარტებული, ახალი სახელფასო სისტემის ხარჯზე, ცეხში მასტერს პრობლემა შეემნა.  აქამდე თუ დღის და ღამის ცვლაში 10–10 ელმავალი რემონტდებოდა, დღეს უკვე ეს რიცხვი 5–6 _ზე დაეცა.

მასტერი ჭკვიანი კაცია და ასეთ ხერხს მიმართა – სმენის ბოლოს შეიტანა ცარცი ცეხში და ბიჭებს კითხა ,,აბა რამდენი ელმავალი გააკეთეთო?” – ეპასუხეს 6!  მასტერმაც კედელზე უთქმელად მოხაზა ექვსიანი და გავიდა.

ღამის ცვლამ, კედელზე ცარცით დაწერილი რიცხვის  ისტორია რომ გამოარკვიეს, იფიქრეს იმათ უნდა ვაჯობოთო და დილით ექვსიანს გვერდით შვიდიანი მიუწერეს. მომდევნო სმენა კიდევ მეტ აზარტში ჩავარდა და ამ ხერხით, მალე ტექნიკური დათვალიერების საამქროს მუშაობა, სანიმუშო გახდა!

არ ვიცი რამდენად გაითვალისწინებთ ჩემსა და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების ქცევებს, მაგრამ ამ ყველაფრის ერთ პოსტში მოქცევა, ვფიქრობ მაინც ღირდა ;) 

p.s. დეილ კარნეგის მოტივებზე

3 thoughts on “ურთიერთობების ხელოვნება

  1. “მინდოდა მეთქვა, მე თუ გრამატიკა მეშლება, თქვენ ზრდილობაზე ბრძანებულხართ მწყრალად–მეთქი” – ეს სიტყვები დეილი კარნეგის წიგნიდან არის, “როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ მათზე”

  2. არა გიო, დეილის წიგნში გეოგრაფიაზეა საუბარი :p და საერთოდ გასაკვირია მარტო ეგ ფრაზა რომ გაიხსენე. მთლიანად პოსტი კარნეგის წიგნის მოტივებზეა დაწერილი😉 ბოლო მაგალითი კი საერთოდ შვაბის მეთოდია :p

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s