ეძიე მოძღვარი შენი

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, ფორუმებზე და ჟურნალ–გაზეთებში, აქტუალურია სასულიერო პირების ცხოვრების წესისა და მათი ქადაგებების სხვადასხვა ჭრილში განხილვა.

ხშირ შემთხვევაში, დებატები, არა ჯანსაღი და შეურაწმყოფელია.  პირადად ჩემთვის, როგორც რიგითი მართლმადიდებელისთვის, ეს სიტუაცია უკვე ზედმეტად აუტანელი გახდა. ეს ის თემაა, რასაც წყობიდან გამოვყავარ!

სხვა ბევრ სიგლახესთან ერთად,  სასულიერო პირის შეურაწყოფა, დღითიდღე მოდაში შემოდის ჩვენს ქვეყანაში.  პარადოქსია – ყველაზე მეტად  აქტიურობს საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც თავადვე გვევლინებიან სხვადასვა ჯგუფების, უმცირესობებისა და რელიგიური კონფესიების დამცველებად.

ჩვენთან არავინ დასცინის სიდჰარტა გაუტამის. პირიქით, აბა ერთი რემელიმეს წამოგვცდეს და ვთქვათ რომ ნირვანა სისულელეა! – ჯვარზე გაგვაკრავენ, რა უფლება გაქვს ბუდიზმს, სხვის რელიგიას რომ შეურწყოფო?!  სამაგიეროდ, სასაცილოდ არ ჰყოფნით და არც მალავენ,  მართლმადიდებელი მოძღვარი, დამანგრეველ მიწისძვრაში ღმერთის ხელს  თუ დაინახავს.

ათეისტების დამოძღვრას არ ვაპირებ, ასეთებს შეუძლიათ პოსტის კითხვა აქვე დაასრულონ. უბრალოდ  მინდა მოდას აყოლილ იმ ქართველებს შევახსენო მართლმადიდებლური მრწამსი, რომლებიც ფეისბუქზე – “რატომ ყავს მოძღვარს ჯიპი”, “მაგ მოძღვრის არ მჯერა”  ” ეგ მოძღვარი სექტანტია”  “ფანატიკოსია” … – სტატუსებს, მარიამობის და ბარბარობის მოლოცვას მოაყოლებენ ხოლმე.

ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.
ღირსი მამა ეფრემ ასური

მღვდელბს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.
წმ. ნილოს სინელი

როცა ჩვენ უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმართლეს ვამბობთ – ასევე ფარისეველმა ვერაფერი ავნო მეზვერეს, არამედ სარგებელი მოუტანა მას, თუმცა სიმართლეს ამბობდა მასზე – ჩვენ საკუთარ თავს ვაგდებთ უკიდურეს განსაცდელში. ასევე ფარისეველმა მახვილი ჩაირტყა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
იოანე ოქროპირი

საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: „და ჰრქუა: საყდართა მოსესათა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქვენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23,2-3). როგორც ხედავ, მან არ დაამცირა და არ უარყო მათი სწავლებანიც კი, ვისი გარყვნილი ცხოვრება მართებულად იწვევდა ზიზღს მის მოწაფეებში. ამას მღვდლების განსაკითხავად კი არ ვამბობ – არა! თქვენ თვითონ ხართ მათი ქცევის და მსახურების მოწმენი – არამედ იმისათვის, რომ მათ მეტი პატივი და რიდი მიაგოთ, ამით თქვენ თავს მეტ სარგებელს მოუტანთ: „რომელმაც შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს“ (მათე 10,41).
იოანე ოქროპირი

ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია!

რაც შეეხება კატეხიზმოს და მართლმადიდებელი მოძღვარის ქცევის წესებს –  შექმნილი სიტუაცია, მომრავლებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ქადაგებები – რათქმაუნდა განხილვას ექვემდებარება მაგრამ ესეც ჩვენი, მართლმადიდებლების საქმე და ზოგ შემთვევაში პრობლემაა! ზემოთთქმულიდან გამომდინარე კი, არამცდაარამც არ გაქვთ უფლება შეურაწყოფა მიაყენოთ თუნდაც იმ კონკრეტულ სასულიერო პირს, რომლის აზროვნებაც ზოგადად თქვენთვის მიუღებელია!

კომენტარების სახით, ვიცი მაინც მოაყოლებთ და ბარემ აქვე გეტყვით – გვესმის, წაგვიკითხავს, გვტკივა, ვფიქრობთ და თქვენზე მეტად გვაწუხებს ბატონო ეს საკითხი!

ასე რომ შეგვეშვით! გვაცადეთ ჩვენს რწმენაში თავადვე მივაგნოთ ჭეშმარიტებას!!!

“ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე, ასევე იუდაც. სახეკლესიო ხარისხი ადამიანს არ აქცევს ნამდვილ ქრისტეანად”

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

“შურის ყოველისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდელსაც ყველაზე მეტად ახლობლებისა და მსახურების ეშინია, რადგან არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი”
“მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვრის ზედამხედველად რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა”

წმ. ილარიონ პიქტავიელი

“მთელი დიდება გებოძათ და აღსრულდა დაწერილი – ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით და დაივიწყეთ ღმერთი(II რჯული. 32,15) ამის გამო იქმნა გულფიცხელობა და შური, მტრობა და განხეთქილება, დევნა და აღშფოთება, ომი და ტყვეობა. განგვშორდა სიმართლე და მშვიდობა, რადგან დაუტევეთ უფლის შიში, დაგიჩლუნგდათ რწმენა და აღარ ცხოვრობთ უფლის მცნებებით!”

ევსევი კესარიელი

“ჩვენი მოჩვენებითი მწყემსები, დაივიწყეს რა ღვთისმოშიშება, მთელი აღტკინებით ჩაებნენ ერთმანეთთან კამათში და ამით განამრავლეს მხოლოდ ერთი – მტრობა და სიძულვილი.. ისინი ძალაუფლებისკენ ხარბად მიისწრაფვიან, როგორც ტირანები ტირანიისკენ”
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
“არ ვაქებ ჩვენში არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არმოიპოვება, არამედ ხერხით, ხრიკით… სამღვდელო ხარისხისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე… სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ როდესაც სამღვდელო ხარისხს ღებულობდნენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა – იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი.”

ბასილი დიდი

“ეკლესია თითქმის ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესდება”
“ეპისკოპოსები რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, სიზარმაცის თუ ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელ უმნიშვნელოვანეს საქმეებში”

წმ. ეფრემ ასური

4 thoughts on “ეძიე მოძღვარი შენი

  1. მარტივია – სიდჰარტა გაუტამა ჩვენს ცხოვრებაში არ ერევა.
    ბოდჰისატვები არ ეუბნებიან მრევლს, რომ იაპონიაში მიწისძვრა იმიტომ მოხდა, რომ იქ ქალებს მოკლე კაბები აცვიათ და რომ რუსეთის ტანკები ესაა ღვთის მიერ აღმართული კედელი, რომ საქართველო დაცემულ დასავლეთს განარიდოს და იხსნას.
    დერვიშები არ ქადაგებენ რომ ჩიპიან პასპორტს ანტიქრისტეს ბეჭედი ადევს და საბანკო ბარათები მხეცის ნიშნითაა კოდირებული.

    მართლმადიდებლური ეკლესია ზემოქმედებს საერო ცხოვრებაზე, და თავად კი ყოველგვარ საჯარო დისკუსიასა და კრიტიკის მიღმა დგას (ბლოგებს და ფეისბუქს არ ვგულისხმობ – მასთან წვდომა საქართველოში ძალიან შეზღუდულია და ამიტომ) – ასე რომ საზოგადოება მასზე ზეგავლენის ინსტრუმენტებისგან დაცლილია. საპატრიარქოს ჩრდილქვეშ ჟურნალისტური გამოძიებები ჭკნება და ლიბერალ პოლიტიკოსებს კრიჭა ეკვრით.
    ასე რომ გავლენა ცალმხრივია.

  2. ფორთხილობ ჰქვია ამას😉 თუ დააკვირდები ამ სასულიერო პირთა საქმენი საგმირონის მიხედვით მიდის მათი ჰაზრების განხილვები და არა არგუმენტით ფუ მღვდელი მღვდელიც ისევე საჭიროა როგორც ხაბაზი ან პროქტოლოგი მაგრამ მღვდელი როცა სიძულვილს ქადაგებს მასაც ისევე უნდა ჩამოერთვას ლიცენზია როგორც ექიმს რომელიც სისტემატიურად უშვებს შეცდომებს და პაციენტებს კლავს.

  3. http://natusi.wordpress.com/2011/06/05/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/
    ამ თემაზე მეც დავწერე ერთხელ პოსტი და თითქმის ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ის კი არ მიმაჩნია სწორად რომ მღვდელზე ცუდის თქმა არ შეიძლება. მე მგონია, რომ მთავარია ის ფაქტი თუ როგორ გავაკრიტიკებთ სასულიერო პირს, ის კი არა, რომ საერთოდ არ გავაკრიტიკოთ. არასწორი კრიტიკის წინააღმდეგი ვარ მეც, მაგრამ სულ ხმის არამოღებასაც არ ვემხრობი.

  4. მოგცლიათ,რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ამბობს,ვინ რას აკეთებს,ვის რისი სწამს,ვინ რატომ ბოღმაობს ჩემი რწმენის გამო,რაში მაინტერესებს??ამით ჩემს რწმენას არაფერი აკლდება,არც ემატება.ჩემსა და ღმერთს შორის ვერც უღმერთო მღვდელი ჩადგება,ვერც მისი ჯიპი,ვერც ჩემს მიმართ იმ ადამიანების სიძულვილი რომლებსაც გონებაშეზღუდული ვგონივარ ჩემი რწმენის გამო (ხოო ასეთებიც ხდება).. ისე თუ ვინმეს ჩემთან ამ საკითხზე ჯანმრთელი კამათის სურვილი გაუჩნდება,ჯერ ის რელიგიური ლიტერატურა წაიკითხოს,გაიაზროს,დასკვნები გააკეთოს და მერე თუ კიდევ ექნება მსგავსი სურვილი დიდი სიამოვნებით მოვუსმენ =))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s