ფეისბუქის მოდური სტატუსები

ახლა მოდაში აღარაა ,,ჩურჩულები”, კარგახანია ის სტატუსებმა ჩაანაცვლა.

თუ სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელი ხარ, აუცილებელია სტატუსების მოდას აჰყვე.  ხვალ თუ სარკოზი  ჩამოდის, რეკომენდირებულია გაიღადავო ამ ,,მოვლენაზე”.  სტივ ჯობსი დაიღუპა – დაგასწრეს  ნიუსის დადება? არაუშავს, გამოხატე აღშფოთება სამძიმრის სტატუსების სიმრავლეზე, ეს უფრო მოდურია.  არ დაგავიწყდეს ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებაც მოიწონო და ბერას  მომავალი განსჭვრიტო… მოკლედ ასეა, თემა გკიდია? სხვა გზა არ გაქვს – მოდას უნდა აჰყვე!

თუ ტანისამოსის შემთხვევაში, მოდა სეზონურია, სოციალურ ქსელში სტატუსების მოდურობას დღის ან კვირის აქტუალური თემა განსაზღვრავს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ყველას ,,ნააზრევი” ერთი– მეორეს ძალიან ჰგავს.

,,ზმანებში” შავ–თეთრის მსგავსად, აქაც არსებობს  მუდამ მოდური სტატუსები.

1. მაია ასათიანი და ,,პროფილი” – ეს ის გადაცემაა რომელიც არავის მოსწონს მაგრამ მაინც ყველა აქტიურად ადევნებს თვალს.

  ვაიმე ვინმე უყურებთ ,,პროფილს”? აუ რა ქაჯობაა ნახეთ

რაღაც ამდაგვარ სტატუსს თუ აკეთებთ ყოველ ხუთშაბათს, ესეიგი თქვენ  მოდას არ ჩამორჩენილხართ.

2. პატრიარქი და ქართული სამღვდელოება – თემა რომელზე კომენტარის გაკეთება ყველაზე მოდურს გამოგაჩენთ.

lol პატრიარქის ქანდაკებაოო?!😀

ეს მღვდელი რასისტია..

ქვეყნის ბიუჯეტს საპატრიარქო ძარცვავს…

მოკლედ ღმერთი ხარ, პიზდეცინტელექტუალი – მთავარია ამ ყველაფერზე აღშფოთდე. დასცინო მრევს და აგინო მღვდელს – ეს ზემოდურია ყოველთვის!

 3. ჰომოსექსუალები და ჰომოფობია – ეს თემა ყველაზე კარგად სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მოიხდინა.

ჰომოფობია კლავს

მე მყავს გეი მეგობარი და მისით ვამაყობ

ნუ რა ფეშენი ხარ ვერ წარმოიდგენ, თუ რათქმაუნდა მსგავს სტატუსებს ხშირად აქვეყნებ. მერე რა რომ სინამდვილეში საკუთარ ძმას ან შვილს ასეთს არ მიიღებ?! მთავარია მოდას არ ჩამორჩე და ფბ_ზე ლიბერალური იმიჯით იპოზიორო!

 4. რადიო თავისუფლება და გოგი გვახარია – ეს უფრო ელიტარული მოდაა, აი რაღაც კლასიკური სამოსის მსგავსი. მსგავსი იმიჯი გინდა? არ არის აუცილებელი წაიკითხო, მთავარია გოგის ყველა პოსტი აქტიურად აშეარო და მოიწონო.

 5.  პოლიტიკა – აქ უფრო მრავალფეროვნებაა. მთავარია ნათლად არ გამოავლინო შენი პოლიტიკური გემოვნება.  ეკაიფე  ოპოზიციონერებს და იღადავე მართველი პარტიის დამჭკნარძუძუებიან ქალებზე. თვალი ადევნე პოლიტსკანდალებს და აღნიშნე თუ რა მაგარ ტრაკში ვართ!

p.s.

4 thoughts on “ფეისბუქის მოდური სტატუსები

  1. რა კარგია იმის შეგრძნება რომ შენ ამ კრიტერიუმებში ვერ მოხვდი^^ :დ:დ აი რელიგიაზე გაკეთებული სტატუსები კი უკვე მართლა ყელშია ამოსული.

  2. სიმართლე გითხრათ, პოსტით ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ვაკრიტიკებ. მეც ხშირად ვერევი ხოლმე ძალაუნებურად ამ სტატუსების მოდის სამყაროში🙂

  3. თქვენ ჩემი ფბ. მეგობრების სტატუსები უნდა განახათ :დდდ მაგ: რატომ ვარ ასეთი კომპლექსიანი? :დდ რატომ არავის ვუყვარვარ? და ა.შ :დდდ პატრიარქამდე ჯერ ვერავინ ქაჩავს :დდ
    ხო, “ჩურჩულები” რომ აღარ არის მოდაში ეგ ვიცი მაგრამ სტატუსით არასდროს არ მიცდია საკუთარი თავის გამოჩენა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s