პიპიპ გაიწიე, პიპიპ გზა მომეცი …

უკვე ცხრა თვე გავიდა რაც მემანქანის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ რკინიგზელობა მეტად საპასუხისმგებლო, სახიფათო და ურთულესი პროფესიაა.

თეორიული მეცადინეობის, გამოცდის ჩაბარებისა და ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ, კიდევ ერთ რამეში დავრწმუნდი – თემის ნაწილი, რომელსაც ასე დაბეჯითებით ვსწავლობდი ჩემი პროფესიული წინსვლისთვის,  ზოგ შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანი იმ ფეხით მოსიარულე მოქალაქეებისთვის ყოფილა, ვისაც რკინიგზაზე გავლა უწევთ ხოლმე.

უნდა ვივარაუდოთ – სტატისტიკა საგანგაშოა! თითქმის 50_ზე მეტ მემანქანესთან მიმუშავია და ყველა მათგანს, მინიმუმ სამი ადამიანი ჰყავს  მოკლული.  თავადაც ხშირად მიწევს ელმავლის  მართვა და პრაქტიკაში სჩანს რამდენად რთულია შენი მოძრაობის მიმართულების ახსნა დაბნეული ფეხით მოსიარულეთათვის

ამიტომ ვფიქრობ პოსტში მოყვანილი სიგნალების და შუქნიშნების განმარტბა, არამარტო რკინიგზელებისთვის იქნება საინტერესო.

1.  შესასვლელი შუქნიშანი

ერთი მწვანე შუქი – ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის მთავარ ლიანდაგზე დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშუტო ან გასასვლელი) ღიაა.

ერთი ყვითელი მოციმციმე შუქი – ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის მთავარ ლიანდაგზე დადგენილი სიქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით.

ერთი ყვითელი შუქი – ნება ეძლევა მატარებელს სადგურის მთავარ ლიანდაგზე გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) დაკეტილია.

ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის გვერდითა ლიანდაგზე შემცირებული სიჩქარით;  შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა.

ორი ყვითელი შუქი – ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის გვერდით ლიანდაგზე შემცირებული სიჩქარით და გაჩერებისთვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია.

ერთი წითელი შუქი – სდექ! სიგნალის გავლა აკრძალულია.

2. გასასვლელი შუქნიშანი

ერთი მწვანე შუქი – ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან და იაროს დადგენილი სიჩქარით; წინ ორი ან მეტი ბლოკ–უბანი თავისუფალია

ერთი ყვითელი შუქი – ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან და მზად იყოს გასაჩერებლად; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია

ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან შემცირებული სიჩქარით; მატარებლის მოძრაობის საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი შუქნიშანი ღიაა.

ორი ყვითელი შუქი – ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან შემცირებული სიჩქარით; მატარებლის მოძრაობის საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია.

ერთი წითელი შუქი – სდექ! სიგნალის გავლა აკრძალულია.

ხმოვანი სიგნალები:

••• სამი მოკლე სიგნალი – მატარებელი ჩერდება

ერთი გრძელი სიგნალი – მატარებელი გადის

– – – სამი გრძელი –გაჩერებული მატარებელი ადგილზე ამუხრუჭებს

– – ორი გრძელი – მატარებელი ადგილზე უშვებს მუხრუჭებს

ორმაგი მატარებლისთვის

ერთი მოკლე – მეორე ლოკომოტივის მემანქანისთვის წევის შემცირება

•• ორი მოკლე – მეორე ლოკომოტივის მემანქანისთვის წევის გაზრდის მოთხოვნა

––•• – ორი გრძელი და ორი მოკლე – მეორე ლოკომოტივის მემანქანისადმი ,,დაუშვი დენმიმღები”

p.s.  და კიდევ ერთი თხოვნა პირადად ჩემგან – მსგავს საქციელს ნუ ჩაიდენთ! თუ საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ელმავალზე მყოფი მემანქანე და თანაშემწე მაინც შეიცოდეთ. პირადად მე, ძალიან სუსტი გული მაქვს😉

 

 

2 thoughts on “პიპიპ გაიწიე, პიპიპ გზა მომეცი …

  1. მემანქანეებს მინიმუმ სამი ადამიანი ჰყავთ მოკლული??? ვაიმე რა საშინელებაა😦 წარმატებები შენს პროფესიაში! ინცინდენტების გარეშე გევლოს!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s