ქალი, ტრადიციების მსხვერპლი

ინსტიქტებისგან განსხვავებით, ადამიანისთვის ტრადიცია თანდაყოლილი არ არის. შესაბამისად ხდება მსხვერპლი იმ საზოგადოების ადათის, სადაც განვითარება უწევს.

პარადოქსია, საქართველოშიც კი, ისეთ ქვეყანაში სადაც ქალს აღმერთებენ, აქაც ეროვნული ტრადიციების სამსხვერპლოზე სუსტი სქესია გაყვანილი!

ქალიშვილობის ინსტიტუტი – ერთი შეხედვით რბილი და  ამავედროს მკაცრი შეზღუდვა ქალებისთვის, ჩვენთან დღემდე აქტუალურია!

სექსი სიამოვნებაა! სიამოვნების მოკლება, შეზღუდვა, აკრძალვა კი სასჯელი!

აღარ ვისაუბროთ ქართველების ადათ–წესების ავკარგიანობაზე, ვნახოთ რა ხდება სხვაგან

დღეს, ვარის დირიე ავტობიოგრაფიული რომანის – ,,უდაბნოს ყვავილი”_ს ეკრანიზაცია ვნახე და თამამად შემიძლია ვთქვა – შოკში ვარ!

რეალური ისტორია უბრალო სომალელი გოგონას ვარის დირიეს, რომელიც 13 წლის ასაკში ოჯახიდან გაიქცა,   რამნდენიმე წლის შემდეგ კი ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა.  ვარისი არ იყო პირველი მუქკანიანი მოდელი , თუმცა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც ООН-ს ელჩად დაინიშნა და FGM-თან ბრძოლის ფონდი დააარსა.   იგი საკუთარი ქვეყნის ტრადიციის, ეგრედ წოდებული ქალიშვილის დაცვეთის მსხვერპლი 3 წლის ასაკში გახდა.

ეს წესი განსაკუთრებით აფრიკის ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული – სუსტი სქესის წარმომადგენლებს აჭრიან კლიტორს და აცლიან მის მიმდებარე ეროგენულ ზონას.  როგორც სხვა დანარჩენს, ამ ადათსაც აქვს თავისებური  ,,გამართლება”   – ქალი კარგავს სექსუალურ მგრძნობელობას და გამორიცხავს მის ,,გაუკუღმართებულ” ცხოვრებას.

ნუ გაგიკვირდებათ, უარესებიც ხდება მაქეთ – ადგილობრივი ზნე-ჩვეულებები, პატარძალს აიძულებს გათხოვდეს ქალიშვილი, ამასთანავე სანამ გოგონას საქმროსთან ყოფნას დაუშვებენ, მან უნდა გაიაროს ქალიშვილობის ქვის დანით დაკარვის ცერემონიალი. ეს ცერემონიალი ტარდება საქმროს მეგობრების მიერ , რომელთაც კიდევ 3 დღის განმავლობაში შეუძლიათ სექსით დაკავდნენ მეგობრის მომავალ მეუღლესთან. შემდეგ ”ბედნიერი” ახლადაქორწინებული გადადის ტომის სხვა მამაკაცთან და მხოლოდ ამის შემდეგ თავის კანონიერ ქმართან.

ყველაზე უჩვეულო, უცნაური და შოკისმომგვრელი ტრადიცია აქვთ ალბათ ეკვატორული აფრიკის ტომებს, სადაც თვლიან რომ მამაკაცმა არ უნდა იწვალოს ქალიშვილთან პირველ ღამეზე. ქალებს აგზავნიან ჯუნგლებში, რათა ეს ფუნქცია შეასრულოს გორილამ (!). თვლიან და დარწმუნებულები არიან, რომ თუკი ქალმა ვერ მოხიბლა და ვერ შეაცდინა საცოდავი ცხოველი, ის ვერასოდეს იქნება კარგი ცოლი.

ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია – სადაც კულტურა არ არის, იქ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარიც ზედმეტია!

კულტურა საქართველოშია! – ქალი კუხნაში (?)!

10 thoughts on “ქალი, ტრადიციების მსხვერპლი

  1. ვაიმე, რა საშინელებაა!
    ზოგიერთი აქ ჩამოთვლილი ამბავი ვიცოდი, ზოგი მართლა პირველად გავიგე😦
    საძიძრობა!
    მიხარია, რომ ამას კაცი წერს და არა ქალი.

    “ქალი კუხნაში”?

  2. ფილმი, ფილმი მინდა ნახოოო :*

    სამწუხაროდ პოსტში მოყვანილი ტრადიციების შესახებ მეც წერისას შევიტყვე და კიდევ უფრო შოკირებული ვარ😦
    პოსტი მწირია მაგრამ ამ თემას აუცილებლად მივუბრუნდები!

  3. მე ფილმს ვნახავ, შენ ოსნე საიეშტადის “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” წაიკითხე😉
    მთლად ამისთანა საშინელებები არაა, მაგრამ მაინც შემზარავია😦

  4. ამ ფილმის რეცენზიის დაწერას ვფიქრობდი და ეხლა სრულიად შემთხვევით შენთან ვნახე ტრადიციებზე მიმოხილვა.შემზარავია გორილაზე და საქმროს მეგობრებზე არ ვიცოდი,საიდან აფიქრდებათ ასეთი იდიოტური წესები ვერ ვხვდები…

  5. !!!!!!!
    გაოცებული და შოკირებული ვარ აქ მოყვანილი ტრადიციებით..
    ეს ფილმი ნანახი არ მქონდა, ვაპირებდი უახლოეს მომავალში, ინტერნეტში სულ გერმანულად მხვდებოდა და სიმართლე ვთქვა ქართულ საიტებზე არ მიძებნია…. უნდა ვნახო..

  6. კულტურა საქართველოშია! – ქალი კუხნაში (?)! მშვენიერი ტრადიცია გვაქვს :))) ჯუნგლებს მაინც ხომ ჯობია :DDD

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s