ვინ დაიწყო ომი?

სამ წელზე მეტი გავიდა და ეს კითხვა კვლავ აქტუალურია ჩვენთან და არა მარტო – მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უკვე არსებობს ევრო კავშირის საპარლამენტო ასამბლეის, ტალიავინის და სხვა მრავალი ავტერიტეტული კომისიების დასკვნები.

და მაინც, კვლავ რატომ ისმის გაუთავებლად ეს კითხვა და რატომ არ ვართ საფუძვლიანად ინფორმირებული ქართელი და რუსი საზოგადოება? მიზეზი მარტივია, ორივე მხარე თანაბრად არის დამნაშავე აგვისტოს მოვლენების მძიმედ განვითარებაზე, ორივე მხარე ამას კარგად აცნობიერებს და სწორედ ამიტომ ეპოტინებიან საერთაშორისო დასკვნებში არსებულ  იმ ხელმოსაჭიდ ხავსს, რომლებიც ასე უხვად გაიმეტა ევროპამ ორივესთვის.

გინახავთ სადმე, რომელიმე საერთაშორისო დასკვნის სრული თარგმანი ქართულ ან რუსული ენაზე? შესაბამისად, ორივე ქვეყნის საზოგადოება, მსხვერპლი ვხდებით საკუთარი ხელისუფლებების პროპაგანდის და სამწუხაროდ სწორედ ამიტომ,  კომფლიქტს კიდევ დიდხანს მოგვარება არ უწერია.

ივანიშვილის ამ ბევრისთვის სადაო განცხადებასაც აქვს თავის ორი მხარე. მე არ შევეცდები მისი კომენტარი გავამართო, უბრალოდ საჭიროდ ვთვლი განვმარტო სად არის დაშვებული შეცდომა, როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან.

პირველ რიგში, შეცდომაა ის რომ აგვისტოს მოვლენებს დღეს ორ ქვეყანას შორის გაჩაღებულ ომს ვუწოდებთ – თუ ეს ასეა, რათქმაუნდა ომი ჩვენ დავიწყეთ!

ფაქტია – 7 აგვისტოს 23:30_ზე ქართულმა მხარემ დაიწყო სამხედრო ოპერაცია საკუთარ ტერიტორიაზე ,,კონსტიტუციური უფლების” აღდგენის მიზნით. სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა რუსეთის მხრიდან ფართომაშტაბიანი აგრესია ჩვენს წინააღმდეგ!

შესაბამისად კითხვის იმ ფორმით დასმა რა ფორმითაც დღეს ივანიშვილს ეკითხებიან, რაღათქმაუნდა უადგილოა და სწორედ ამიტომ უამრავ ჭრილში შეიძლება მისი განხილვა.  ვფიქრობ მთავრობა კარგად ათვიცნობიერებს თუ რა დოზით აქვს ზეგავლენა მოხდენილი საზოგადოებაზე,  ზემოთთქმულ სახელისუფლებო პროპაგანდას და სწორედ ამ მიზნით იყენებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის მეთოდად. კიდევ უფრო სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური ძალაც გარკვეულ ნაწილში ვერ ახდენს სიტუაციის სწორ შეფასებას.

სააკაშვილმა რა გააკეთა და რა უნდა გაეკეთებინა, ამაზე საუბარი დღეს რამდენადაც იოლად არ უნდა გვეჩვენებოდეს, საკმაოდ რთული შესაფასებელია! სწორედ ამიტომ, ვფიქრობ საკითხს ერთის მხრივ მეტი სიფრთხილიდ უნდა უდგებოდეს ბატონი ივანიშვილი, მეორეს მხრივ კი თავად სახელისუფლებო ძალები უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ შეცდომებს და თემით პროვოცირებას შეეშვან, მხოლოდ იმ იმედით რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეს ამით გარკვეულ მინუსებს აჰკიდებს. კარგი იქნება თუ ორივე მხარე გაიზიარებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს!

ჩემის მხრივ კი ერთს დავამატებდი – კიდევ ერთელ გადავხედოთ მშრალ ფაქტებს და თუ ხელისუფლებას კიდევ აინტერესებს ვინმესგან კითხვაზე პასუხი  – ვინ დაიწყო ომი? – მაშინ თავად განგვიმარტოს როგორ მიექანებოდა სახელმწიფო ომისკენ, რა პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა ომის თავიდან ასაცილებლად და ამ მიზნის ადეკვატური რამდენად იყო ქართული მხარის მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯები, რამდენად უნარიანი აღმოჩნდა სამშობლოს დასაცავად ქართლი არმია და სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობა – ,,ნაცებო” შეგვეშვით! არავის და მითუმეტეს თქვენ, არ გვაწყობს ამ დებატების თავიდან გახსნა!!!

 

 

One thought on “ვინ დაიწყო ომი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s