ლოცვა ილოსთვის

ამბავი რომელიც ორი დღის წინ ჩემს ოჯახში დატრიალდა, სატირალია სასაცილო რომ არ იყოს.

თხრობას თავიდან მოვყვები.  ნუ მოხდა აქტი, როგორც ყოველთვის დაუცველი, რამოდენიმე დღეში კი აღმოვაჩნე, რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს.  სანამ კლინიკაში გამოსაკვლევად წასვლას მოვაბამდი თავს, ჩემი დამემართა. დავიწყე სიმპტომების გუგლში ,,დასერჩვე”.  ზოგმა კიბოაო, ზოგან შითციო, ზოგან საერთოდ უკვე მკვდარი უნდა იყოვო  და მოკლედ სულ გადამრიეს…

სიმართე გითხრათ მაგრად შევშინდი. წარმოვიდგინე უკურნებელი სენით დაავადებულს რა ტანჯვა უნდა გამევლო დარჩენილი სიცოცხლის მანძლზე – ყველაზე საინტერესო კი აქ იწყება:

ჩაქვრა შუქი, ინტერნეტი არ მაქვს, ამაღამ არ ვმუშაობ და გარეთაც ისეთი ამინდია, ცხვირს ვერ გაყოფ კაცი. რა უნდა მეკეთებინა? ხო და მოვიფიქრე ასეთი იდიოტობა: ავიღე პასტა ფურცელი, მოვუჯექი საწერ მაგიდას და სანთის შუქზე დავიწყე გამოსამშვიდობებელი წერუილის წერა.  წერილის, რომელსაც სუიციდით შეპყრობილი ადამიანები კვირაში სამჯერ წერენ ხოლმე.

ორი გვერდი გავავსე – ბოდიშუი დედას… მამა მიყვარხარ…. ბაბუ მაპატიე…. დაიკოებო არასოდეს დამივიწყოთ…. ასე დამმარხეთ, ისე მიტირეთ და მოკლეთ მთელი იდიოტიზმი…

ამ უკუნითში გადავარდნილს, გონება დენის მოსვლამ გამინათა, რვეული უჯრაში ჩავუძახე და კომპიუტერს ვეცი – ამბის ასეთ დასასრულს, ყველაზე იდიოტი რეჟისორი არ იკადრებდა.  ამ შემთხვევაშიც, ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის.

ორი დღის წინ, გათიშული მთვრალი მოვედი სახლში. ჩემებურად ,,გატრაკება” დავიწყე – თქვენ გენაცვალეთ… თქვენი ჭირიმეთ… აბა ყავა… მიმიშვით კომპთან… აყვავებულაა არაგვზე დეკაა (მთელი ხმით ვყვიროდი) – ჩემდა გასაკვირად არავინ მაწყნარებდა, ყავაც მალევე მომართეს, ღვინით აყროლებულ ალერსზეც უარს არავინ მეუბნება… მოკლედ რაღაც ისე ვერ არის…

ისეთი მთვრალი ვიყავი, კომპთან დიდხანს არ გავჩერებულვარ, ყავა დავლიე და პირდაპირ ლოგინისკენ გავეშვი. დილის ძილი კარგად შემერგეს, უკვე შუადღისკენ კი ჩემი ოთახის კარი გაიღ და ლოგინთან უკლებლივ ყველა ოჯახისწევრი, შეწუხებული სახეებით ჩამწკრივდა. გაოგნებული ვუყუტრებდი  უცნაურ კადრს, ამ პახმელიაზე ჩემს წინ რომ ვითარდებოდა – რა ხდება? რამ გადაგრიათ? ხომ ხართ კარგად? – მოკლედ ერთი სული მქონდა როდის დაიწყებდნენ…

ნუ აქ უკვე ვეღარ გავქაჩავ იმ სცენის აღწერას, რაც ჩემს თვალწინ გათამაშდა. დედაჩემის აცრემლებული თვალები და აკანკალებული ხმა, მამაჩემის და ჩემი დების წაშლილი სახეები… მთელი ღამე იმ იდიოტობა წერილის განხილვაში გაუთენებიათ საწყლებს. მე კი სანთების და საკმეველის სუნში მეძინა თურმე, გახეთქილ მთვრალს.  მოგვიანებით გავიგე რომ დილამდე უამრავი ლოცვა წაუკითავს დედაჩემს ჩემთვის.

ისტერიული სიცილი ამივარდა ამ ყველაფრის გაგონებაზე – მათ კი დღემდე სჯერავთ რომ ერთ საღამოს თავის მოკვლა დავაპირე.

17 thoughts on “ლოცვა ილოსთვის

  1. :D:D:D:D ვაი ვაი :დ ვერაა კარგი ამბავი! ისე მეც უნდა ვცადო ერთი :დ მეც მინდა ყავა რამე რუმე დილის ძილი :დ:დ:დ

  2. ლოცვა და ყავა კი არა, მამაშენმა ერთი გემრიელად უნდა მიგბერტყოს და სამუდამოდ დაგაკარგვინოს მასეთი “ხუმრობების” ხალისი .🙂 მაგრად ვიხალისე🙂 გაიხარე.

  3. კარგი ისტორიაა,მაგრამ ბობისტვის ლოცვას ვერ შეედრება😀

  4. მეც დამიწერია მაგდამგვარი წერილები მაგრამ საბედნიეროდ არავის წაუკითხი რადგან დასრულებისთანავე დამიხევია :დ გავერთე კითხვით, კაი იყო :დ

  5. მიხარია რომ მოგეწონათ🙂 ვფიქრობ ცოტა სახალისო და ცოტა სევდიანი რეალობაა🙂 რაღაც კავშირში ბობისთანაც😉

  6. ჩემი შვილი რომ ყოფილიყავი მოგკლავდი შენივე თავისმოკვლამდე… რა გიჟგადარეულიყოფილხარ :))) და ისე რაუცნაური აზრები მოსდის ადამიანს თავში ამ დროს.. ნუ მამენტ შენ რა იცოდი რო წაიკითხავდნენ და რას არ იფიქრებდნენ, მერე შენი ამბები რითი დამთავრდა? გადარჩი ხო როგორც გატყობ?

  7. სერიოზულად რომ არ დამიწერია მაგიტომაც მივაგდე უყურადღებოდ ეგ რვეული🙂 ოჯახის წევრებმა კი რათქმაუნდა სერიოზულად მიიღეს🙂

  8. მაგარი იყო მომეწონა წარმომდგენია რა დღეში იქნებოდნენ შენი ოჯახის წევრები ისე კაი იქნებოდა ყოველ დღე მომსახურება😀

  9. 😀😀😀 dzaan magari xar ilikooo, rac yvelaze kargia, sheni patara eseebidan yvela dzalian momwons! weris manera gaqvs saintereso! :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s