ადგილი სადაც თავის უფალი ვარ

თოლიას უფლება აქვს იფრინოს…

აზრობრივად არაფერ შუაშია, თუმცა ჩემს დღევანდელ მდგომარეობას, დალის გენიალურ ტილოს თუ შევადარებდი – კვერცხი საიდანაც ახალი ადამიანი იბადება, მისი დაუოკებელი სურვილი დროზე გამოძვრეს ნაჭუჭიდან და შეუერთდეს ახალ სამყაროს. იქვე ადამიანი რომელიც მის გამოჩენას ელის და ბავშვი რომელსაც ცოტათი აშინებს ახლის დაბადება…

დიახ, მოულოდნელად მოვხვდი იქ სადაც არავინ მელოდა, სამყაროში სადაც სრული თავის უფალი ხარ და ადგილ სადაც ცხოვრება მშვენიერია! გავიცანი პიროვნებები რომლების სხვებს არ ჰგვანან, თითქოს სხვა პლანეტაა – არანაირი საზღვრებით და არანაირი აკრძალვებით!

განსაკუთრებული ლოგიკა, არაორდინალური მორალი, შემოქმედებითი და აზრობრივი თავისუფლება…  გენიალური და საინტერესო, ლამაზი და ნიჭიერი პერსონაჟებით!

სამყარო, რომელსაც თოლია ჯონი ვერც ინატრებდა. ადგილი სადაც ბოლომდე გაშლი ფრთებს და ყველაზე ლაღად იფრენ! აი რა მჭირდებოდა, აი რა მაკლდა!

თქვენ უნდა გშურდეთ ჩემი! ეს ბუნებრივია.

,,მოწყენილობა, შიში და რისხვა: აი მიზეზები რომელთა გამო თოლიას სიცოცხლე ასე ხანმოკლეა. და რაკი ის ყველაფერი ჯონათანმა თავის თავიდან განდევნა, ამიტომაც იცოცხლა ხანგრძლივი, მშვიდი ცხოვრებით”


7 thoughts on “ადგილი სადაც თავის უფალი ვარ

  1. ეგეთ ადგილს ვეძებ მთელი ცხოვრება, მაგრამ ჯერ ვერ მივაკვლიე, შენ გილოცავ… : )

  2. -შვილო იორამ! შენ სახლში მობრძანდი, შენ სახლში, სულო პატიოსანო! © “ჩაძირული თოლია”🙂

    მოკლედ, კარგია რომ იპოვე შენი ადგილი, სამყარო და სახლი. თავს რომ “თავის-უფლად” გრძნობ🙂 გილოცავ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s