აქაურობა მკვდარია !

ყოველთვის ვერიდებოდი და არასდროს გამომიქვეყნებია ბლოგზე გესტ–პოსტი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ქართულ ბლოგ–სივრცეშია მიღებული.  ყველგან ერთფეროვნებაა, ყველა გეტს–პოსტი ერთმანეთს ჰგავს და საერთოდაც, ვერ მივხვდარვარ, რა დატვირთვა აქვს სხვის ბლოგზე, სხვა ბლოგერის წერილს?!

ამ სიტუაციიდან ერთი საინტერესო და სასარგებლო გამოსავალი მოვძებნე.

ეტაპობრივად ბლოგზე დაიდება  არაბლოგერი ადამიანების პოსტები, რომლებთანაც ახლო მეგობრობა მაკავშირებს  და რომლებთანაც ყველაზე ხშირად ვურთიერთობ. ვფიქრობ ჩემი ბლოგის მკითველისთვის არ უნდა იყოს უინტერესო იმ ადამიანთა ჯგუფის აზრები და შეხედულებები, ვისთან ერთადაც ვატარებ ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს.

ილო

ბორის (ბათო) ოსტაევი

ამ პოსტს ვარქმევ სახელს – „აქაურობა მკვდარია“ – იმიტომ, რომ ვუსმენ ამავე სახელის მქონე სიმღერას Deftones – This Place Is Death. რატომ ავირჩიე მაინც და მაინც ეს სახელი ?.. იმიტომ, რომ მეც ისეთივე მკვდარი ვარ როგორი მკვდარიცაა თუნდაც ის იდეა, რომ სამყარო თავისუფალია ან სიყვარულს და ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი .
მე ვარ ბათო 26 წლის მუსიკოსი – ადამიანი რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ადამიანს დაემსგავსოს და იბრძოლოს თავისუფლებისთვის – არა ხორციელი არამედ სულიერი თავისუფლებისთვის! მე ვარ ის ვინც ამბობს რომ რელიგიის გარეშეც შეიძლება სიკეთე აკეთო და ადამიანი შეიყვარო; მე ვარ ის ვინც დილით როცა იღვიძებს იმაზე ფიქრობს, სამყარო უკეთესობისკენ როგორ შეცვალოს და არა „ დღეს რა ჩაიცვას“; მე ვარ ადამინაი ან მინდა ვიყო ადამიანი… მოკლედ ჩემი იდეოლოგია უფრო მაღალა დგას ვიდრე დღეს ფართოდ გავრცელებული დოგმა რისი შიშითაც (ციტირებას მოვახდენ ჩემი ერთერთი ნაცნობის „ მე ღმერთის რომ არ მწამდეს მკვლელი ვიქნებოდი “)საზოგადოების უმეტესობა საზრდოობს . ჩემთვის ფული იმდენადაა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის. უფრო სწორედ რამდენადაც მათ სჭირდებათ საგნები რომელსაც დღეს ფულის გარეშე ვერ იყიდი. ან სულაც – ფული იმდენად მჭირდება რამდენადაც ადამიანები ან მათი გვერდში დგომა და მათი სიყვრული . სიყვარული და ჩვენი ყიდვა გაყივის თემა ცალკე გულის ტკივილს იწვევს ჩემში …. მოდი დაუბრუნდები სათაურს და აგიხსნით რატომაა აქაურობა მკვდარი ან მე რატომ ვარ მკვდარი.
მოკლედ დავიწყებ ძალიან უბრალოდ – ყოველ დილით ვიღვიძებ, ვიცმევ, ვსვავ ყავას, ელ.ფოსტას ვამოწმებ და მივდივარ სამსახურში. საკმარისია ეზოში გავიდე, რომ თავი სადღაც კოშმარში მგონია . ნუ….. თუ გამიმართლა და ცუდი ამინდია; 10 მოღუშულ სახეს დავინახავ , თუ არ გამიმართლა მთელი უბბნის მუშათა კლასი „რომელსაც მეც მივეკუთვნები“ ერთდროულად მათვალიერებს. ოცდაათიდან – ოცდაცხრას ერთნაირი ტანსაცმელი აცვია; ყველა მიიღწვის სამსახურში. ზოგს იმედი აქვს, რომ ამ ჭაობიდან ამოვა ზოგმა იმედი რა არის ეგეც არ იცის ….
შემდეგი სცენა უკვე სამარშუტო ტაქსში ვითარდება. ნუ ეს კარგ შემთხვევაში ხოლო ცუდ შემთხვევაში ავტობუსში (ამაზე აღარ მინდა ლაპარაკი :D) ხო ანუ სამარშუტო ტაქსში… ,,შოფრების” სითავხედეზე ზედმეტია ლაპარაკი! მომბეზრდა უკვე იმ ტლანქია ხალხზეც ცხვირ აშვერილი რო გიყურებს და შუბლზე რომ აწერია ეს ყველაფერი ბანკის ვალებით მაქვს ნაყიდიო …. მინდა ვილაპარაკო ყველაფერზე რასაც 1 საათის განმავლობაში ვფიქრობ . ფიქრების ქრონოლოგიას განსაზღვრავს ხედი – თუ გამიმართლა და თუ დავჯექი .
პირველი ნორმალური მომენტი, აღმოსავლეთიდან ამოსული მზის სხივებია რომლებიც მათბობენ მაგრამ მძროლის სასტიკი ხელით აწეული რომელიმე დაუნი ვითომ მომღერლის კვნესა თუ მესმის და ჩემს გვერდით მჯდომის მდაბიო გრძნობების ათამაშებას თუ ვგრძნობ ,ერთადერთი კითხვა მიჩნდება მზე საერთოდ რატო ამოდის ? შემდგომი ნორმალურიშეგრძნება მიჩნდება როცა მეტროსთან ყვავილების გამყიდვლები შემომეხვევიან მაგრამ საკმარისია მეტროში ჩავიდე ყველაფერი გაუგებარი ხდება…. ხმაური , მძაფრი სუნი , მხრებით ომი , „ლ“ –ს კორიანტელი, მირაჟის მობილური ტონები და მეტროს განუმეორებელი ქართული აქცენტით ნათქვამი “next station”.
ასეთ დავიდარაბაში ვაგზლის მოედნამდე….. მერე თავი ცხვრის ფარის წევრი მგონია და უსუსური არსება როცა მეორე ხაზზე გადასვლისას იმ ბრბოს უერთდები რომელიც ერთი რითმით მიისლასნება წინ. გვირაბის კედლებთან მათხოვრების არმია გელოდება რომლებიც იმდენად შენძე მაღლა დგანან და იმათზე მაღლა ვისი მიმდევარიჩ ხარ იმ მომენტში რომ ლამის გავიხადო და გვერდზე მივუჯდე .
მეორე ხაზზე პირველი რაც თვალში მხვდება წარწერაა „იგრძენი მომავალი“ ეს სიტყვები ძალიან ლამაზად ჟღერს და მიყავხარ ოცნებაში ამ დროს თავში ერთი აზრი გიტრიალებს „ყველაფერი კარგად იქნება“ . უცებ ვფხიზლდები როცა მახსენდება რომ ეს ბანკია, რომელიც ამ სიტყვებით გეუბნება: „ შენ მაინც ჩემი მონა გახდები ან ხარ“ . გულ გაცრუებული შევდივარ ოფისის ლიფტში და ვთავაზობ თანამგზავრს ლიფტის ფულის გადახდას რომელიც დამცინავი ღიმილით შემოგხედავს და 2 თეთრიანს განახებს , გარდა ამისა იმით ამაყობს რომ 3 თეთრს ზოგავს . მთელი დღე გადის იმაში რომ საქართველოში არსებულ კომპანიებს უმტკიცებ ან ვთხოვ ან ვეჩხუბები „ამდენი ფულის პატრონებს ნუთუ არ გსურთ რაიმე ღირებული გააკეთოთ?“ ეს მთვაარი ფრაზაა დანარჩენის დაწერა უკვე გულს მირევს … ჩვენი კეთილი და მდიდარი კომპანიებიც ერთნაირად თითქოს პირი აქვთ შეკრული გპასუხობენ :
ბათო ძალიან საინტერესო პროექტია მაგრამ სამწუხაროდ ამ ჟამად ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება .
მონიტორს შუათითებს კი ვაჩვენებ მაგრამ დამიჯერეთ აზრი არ აქვს  . გულ დაწყვეტილი მაგრამ არა იმედ დაკარგული გავდივარ ერთ ღერ სიგარეტ ვეწევი და კვლავ უბრუნდები სამუშაოს . ვეძებ სხვადასხვა ამბებებს ან საინტერესო მოვლენებს მაგრამ ქართული ინტერნეტი აჭრელებულია ან ბიუროკრატიული ან ბანკების ან კიდევ სხვა იდიოტური პოსტებით ან რეკლამებით ხოლო რაც ნორმალურია, ერთ კვირიანი ლოდინი მიწევს რომ რამე განახლდეს. იცით რაზე მეცინება ? ეს მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ ნებისმიერი რამის გარდაქმნა მარაზმად . მარაზმია როცა დღეს „თი ბი სი“ ბანკის გვერდს facebook –ზე უფრო მეტ მნახველი სტუმრობს ვიდრე რომელიმე მუსიკალური შემსრულებლის , ან ნეტა რა მოხდებოდა რომში რომ უცებ რომის პაპის Page ენახათ , მოკლედ რომ ვთქვა მე მკვდარი ვარ! არადა მეც იგივეს ვაკეთებ რასაც თქვენ ყოელდღიურად…. ჩემთვის მკვდარია აქაურობა იმიტომ რომ მომღიმარ სახეებს მხოლოდ მაშინ ვხედავ თუ ტელევიზორში რომელიმე მაზომბირებელ შოუს უყურებ , ან ხელით დაჩერილ მზის სურათებს ვათვალიერებ …..

P.S. ასეთი რამ მხოლოდ მორგში ხდება : ადამიანებს ემოციები არ გააჩნიათ და ყველას მხოლოდ უბედურების მომასწავლებელი „სუნი ასდის“ .

 ვიდეო

2 thoughts on “აქაურობა მკვდარია !

  1. ყველაფერს აქვს განსხვავებული მხარე– მოიხსენი მუქი სათვალე და ნახავ , რომ არც მთლად მასე საშინლადაა საქმე. ცხოვრება მშვენიერია . რა საჭიროა დეტალებში ჩაღრმავება და ნაკლოვანებების ძებნა? საკუთარი ბედნიერების ძებნას მიყავი ხელი .😉

  2. რა კარგად აფიქსირებს დეტალებს..მაგრამ ყველაფრის გულთან ასე ახლოს მიტანა ჩვენვე გვიბრუნდება ცუდად ჩვენს ჯანმრთელობასა და ფსიქიკას(ეს ისე კარგად ვიცი მეტი რომ არ შეიძლება:დ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s