ყველამ მაჯობა (?)

სატრანპორტო და მანქანათმშენებლობის – საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საქართელოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ოთხ წლიანი სწავლა–განათლების შემდეგ, 2007 წელს მომანიჭა, სპეციალობით –მენეჯმენტი ტრანპორტზე!

მაგისტრატურაში გაგრძელებას, სამსახურის დაწყება და კარიერული ზრდა ვარჩიე! სამწუხაროდ, იმ პერიოდში, ორივეს ერთად კეთება, ჩემს შემთხვევაში შეუძლებელი იყო.

რკინიგზაში ყარაულად მიმიღეს! – კარიერის პიკს რომ მივაღწევ, ალბათ ამით აუცილებლად ვიამაყებ, ვეტყვი ჩემს შვილს, შვილიშვილს, ყველა ამბიციურ თანამშრომელს – ,,მე ყარაულად დავიწყე!”…

ხელფასი – 150 ლარს არ აღემატებოდა.  მაშინ 21 წლის ვიყავი და იყო ის პერიოდი, როცა ჩემი თანატოლების უმრავლესობის თვიური შემოსავალი, ამ თანხის ნახევარსაც კი არ შეადგენდა.

ერთ თვეში დამაწინაურეს 🙂

კომპიუტერული პროგრამების სერთიფიკატი, ბაკალავრის დიპლომი, ასაკი, ვიდი, შემართება, შრომისმოყვარეობა… – ზუსტ მიზეზს ნამდვილად ვერ გეტყვით, რისი გათვალისწინებით მოხდა ეს ამბავი მაგრამ თავად ფაქტი სასიამოვნოა – ერთი თვის თავზე მორიგე ოპერატორის თანამდებობაზე გადამიყვანეს – ხელფასი 300 ლარი.

აქაც დიდხანს არ გავჩერებულვარ. თავად მოვინდომე და დაახლოვებით ერთი წლის თავზე, ტეხნიკურების ცეხში, მეხანიკობა მოვირგე. – სწორედ იქ შედგა ჩემი და ელმავლის პირველი ფიზიკური კონტაქტი 🙂 დამევალა მისი ტეხნიკური დათვალიერება ყოველ ორ დღეში ერთელ.  ეს საქმე, ნამდვილად საინტერესო და სასარგებლო გამოდგა ჩემთვის. ძირეულად მომიხდა  ელმავლის  სქემების, ძრავების და სხვა სავალი ნაწილების შესწავლა, რაც კიდევ უფრო ხარისხიანს ხდის ამ სფეროში ჩემს დღევანდელ მოღვაწეობას.

დღეს, სარკონიგზო გადაზიდვების მემანქანის თანაშემწე ვარ, ხშირად მიწევს თავად ვმართო ელმავალი  – ჩემი მუშაობა 800 ლარით ფასდება და შეიძლება ითქვას, ერთი ნაბიჯი მაკლია მოვხვდე იქ, სადაც ვთვლი, რომ ჩემი ადგილია!

იმ ერთ ნაბიჯს კი ისევდაისევ თავად განვსაზღვრავ. არავის უთხოვია, არავინ მაძლევს გარანტიებს მაგრამ მე ვთვლი რომ სწორედა ასეა მიზანშეწონილი – წელს ვაბარებ მაგისტრატურაზე და ვაპირებ ავიმაღლო ხარისხი!

25 წლის ვარ. როგორც ხედავთ სამსახურით და ხელფასით უზრუნველყოფილი, მომავლის პერსპექტივებით აღსავსე… საგვარეულო ხის ის ერთადერთი ტოტი, რომლისგანაც მოუთმენლად ელიან ნაყოფის გამოღებას და რომელზედაც არის დამოკიდებული, საერთოდ გააგრძელებს  ეს ხე აყვავებას თუ გახმება! – ალბათ სწორედ ამიტომ ჩქარობს ბაბუაჩემი, მამაჩემი, მთელი ჩემი სანათესაო რომ ერთადერთმა გვარის გამგრძელებელმა დროზე მოიყვანოს ცოლი და პირდაპირი მნიშვნელობით, გააკეთოს გვარის გამგრძელებელი!

,,ყველა შენმა თანატოლმა გაჯობა!”  – ეს მამაჩემის სიტყვებია, რომელიც  თვლის, რომ სწორედ ოჯახის შექმნაა ადამიანის წარმატებულობის განმსაზღვრელი.

არ ვიცი რატომ, მაგრამ  კატეგორიულად არ ვეთანხმები!

ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი ერთ ჩემს თანატოლს საკუთარ ცოლზე არ უდგება! მეორეს სხვა უყვარს და ერთი სული აქვს როდის გაცილდება, მესამე დღეში სამჯერ ურტყამს ქალს, მეუღლეს და მეოთხე კი ფარული ჰომოსექსუალია! ოთხივე მათგანი მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ, არვ აქვთ უმაღლესი განათლება, არ აქვთ მუდმივი სამუსაო ადგილი, კარიერაში წინსვლის პერსპექტივა, არ გააჩნიათ მიზანი და შემართება!

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემმა თანატოლებმა ნაყოფი გამოიღეს და მამაჩემის აზრით მაჯობეს! 😦

შეგიძლიათ ვინმეს დამეხმაროთ? ერთი შემაყოფიოთ, გამიჩინოთ ბავშვი, გამაგრძელებიოთ ეს ტოტმოსატეხი შტო, დამაკმაყოფილებინეთ მამაჩემის და ჩემი ჯიშ–ჯილაგის სურვილები, რომ წყნარად და მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება! მივაღწიო იმას რაც მინდა, ვიარსებო ისე როგორც მე მინდა და სხვები ტყვინს არ მიბურღავდნენ?!

26 thoughts on “ყველამ მაჯობა (?)

  1. ჩვენს ასაკში(26 წლის ვარ მე) ცოლის მოყვანა იდიოტიზმთან ერთად უაზრო შებოჭვაა თავის 🙂

  2. ვაიმე როგორ ვიცინე შეთავაზებაზე :დდდდდდ. მე კი მგონია, რომ შენ აჯობე ყველა შენს თანატოლს, ყველას თუ არა უმეტესობას 🙂

  3. შეყოფინებით შეგაყოფინებენ :დ მაგრამ :დ

    პირველ რიგში ყოჩაღ :*
    მერე, რამდენჯერაც ვიგებ რომ 25-ის ხარ ვგიჟდები :დ იმიტომ რომ პატარა ბიჭს ჰგევხარ :დ
    მესამე, ეს ავატარი გადააყენე, ქ’თხოოოოვ.

    და ბოლოს, მამაშენს უთხარი, რომ 5 წლის მერე რომ არ მითხრა შენს გაკეთებას ტაბურეტკა გამეკეთებინა იმიტომ რომ ოჯახს ის უკეთ მოუვლიდაო დამანებე თავი-თქო :დ

    რა იციან ეს კაცო ;ო ეგება და სულ არ უნდა ადამიანს ოჯახი და შვილი 😐

  4. siyvarulovna

    პირველ რიგში მადლობა და :*
    მერე, ხო პატარა ვარ, პატარა, პატარა და არც გავიზდები მეტს 😛 🙂 :*
    მესამე, ავატარს ვერ ვაყენებ, არც მე მომწონს 😦

    და ბოლოს, მამაჩემს ეგ ყველაფერი უკვე უთხარი და იმედი მაქვს მართლა დამანებებს თავს 🙂

    მინდა ბავშვი მაგრამ ჯერ არა ვაა 😦 🙂

  5. პატარას მე იმას არ ვგულისხმობ, სიმაღლეს :დ
    სახეზეც პატარას ჰგევხარ და ტანი ხელს გიწყობს იმაში რომ ხალხს მაქსიმუმ 20-წლამდე ეგონო :დ სიგარეტს რომ ყიდულობ პირადობას არ გთხოვენ? დ

    ბავშვი მეც მინდა :შ მაგრამ ნოთ ნაუ

  6. ხო ვიცი დემე რაც იგულისხმე :*
    სიგარეტს აღარ ვეწევი :*

    მგონი ავატარი შევცვალე 🙂

  7. 😀 😀 😀 😀 ,,შეგიძლიათ ვინმეს დამეხმაროთ?” – კაი იყო, გემრიელად ვიცინე 😀 ეს ,,შვილიშილი მეც მინდა” ნაცნობი სიტუაციაა 😀 შეგიძლია განაცხადო, რომ დაოჯახებით უახლოეს მომავალში შვილიშილის გარანტიას არ იძლევი 😀 ჩემთან გაჭრა იქნებ შენთანაც იმუშაოს 😀

  8. ყოველთვის მაინტერესებდა რა გრძნობაა, როცა მატარებელს მართავ… ძველი მემანქანეებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ალბათ, მაგრამ ახალბედისთვის? რა მაგარია… რომ მართავ მატარებელს, წინ გრძელი, ვიწრო გვირაბია, იდუმალება, შიში.. მმმმმ, მაგარია …

  9. რა კარგია ჯერ ეგეთს არაფერს ითხოვენ. :დ მგონი პირიქით, არც კი უნდათ ცოლი მოვიყავნო ჩემ მშობლებს.

    მთავარია შენ ის აკეთო, რაც სწორად მიგაჩნია. წინ და წინ იერარქიულ კიბეზე 😉

    ისე სიყვარულოვნა და ილო, ორივეს გდომებიათ ბავშვი და აბა თქვენ იცით 😀

  10. ნინი – ეგრე რომ ვთქვა მგონი სულ გადავლენ ჭკუიდან :))) არ გაჭრის ზუსტად ვიცი 🙂

    orange – შენ ნისლიან ამინდში, თოვლში და უკუნით ღამეში უნდა ნახო რას ასწორებს 😉

    Mr. Nomad – უკვე წარმომიდგენია რა როჟა იქნება ჩემი და ნათის ნაშიერი :)))))

    siyvarulovna – :*

  11. ერთადერთხელ,როდესაც მამაჩემმა წარმოთქვა სიტყვები: ,,შვილიშვილი როდის უნდა ჩამიგორო ხელებში-ო”, მე წავედი,წნევის საზომი აპარატი მოვუტანე და მოვთხოვე დაუყონებლიც გაეზომა წნევა,რადგან ეჭვი მქონდა რომ ცუდად იყო მისი საქმე.. ხოდა გაჭრა :დდდდ

  12. ილო, მამისთვის რომ მეყურებინა, მეცხრე კლასში უნდა მომეყვანა ცოლი.
    შენს გზას მიჰყევი და დაიკიდე დანარჩენი აზრი. არაა აუცილებელი, ყველაფერი ისე მოხდეს როგორც სხვებს უნდათ. პირიქით. შენი ცხოვრება შენვე უნდა მართო და, ჩემი აზრით, არაფერი გაქვს საწუწუნო :*
    რაც შეეხება ჯობნა- არჯობნას, ეს ნათითხნი უმსგავსობა იმთვითვე ჩაკლული უნდა იქნას ადამიანში. უბრალოდ, მიზანი უნდა დაისახო და განხორციელების მარტივი ხერხები ეძებო.

  13. ბოლოში მაგარი იყო კარგად გამეცინა :D. ნეტა რა საჭიროა ცოლის მოყვანა სანამ შენი სამუშაო არ გექნება და შემოსავალი ყოველ შემთხვევაში მე (15 წლის ვარ) იმდენის მაინც ვხვდები რო სანამ ჩემი შემოსავალი არ მექნება მანამდე ცოლი არ მოვიყვანო მერე ბავშვი გეყოლება და ასე თუ ისე რაღაცას მოგთხოვს და შენც უნდა შეუსრულო მერე ცოლი 😀 იმასაც რაღაცა მოუნდება ან ფეხსაცმელი ან რაღაცა და იმასაც უნდა შეუსრულო მაგრამ ამეებს რო თავი დავანებოთ ელემენტარული პურის ფული მაინც ხო უნდა შემოგქონდეს ოჯახში კაცს და რაღაცა შემოსავალი ხო უნდა გქონდეს რო ოჯახი არჩინო

    მამაშენს თუ უნდა გვარის გამგრძელებელი წადი და ვინ არ შეგაყოფინებს და მოუყვანე ერთი ცოლი და ბავშვი ოღონდ ბიჭზე უნდა იჩალიჩო :D:D და დაუსვი და არჩინოს მაშინ მამაშენმა

  14. ჰმმ. ჩემთან პირიქით იყო საქმე. ცოლი რომ მოვიყვანე მთელი ოჯახი მეჭიდავებოდა, ეგრე ადრე და მალე რატო იღუპავ თავსო. რავი აბა, ეტყობა ბნელი ვარ ძალიან 🙂 მითუმეტეს დღემდე მგონია რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. გამოდის რომ მორალი ის კი არაა როდის უნდა მოიყვანო ცოლი, არამედ ის, რომ რასაც ოჯახი გეუბნება იმის საწინააღმდეგო უნდა გააკეთო და ყველაფერი კარგად იქნება :))))

    ძირს მამების დესპოტიზმი და მათი ბნელი სურვილები!!!!

    მარა ისე მამაშენისაც მესმის. კაცს შვილიშვილი უნდა გულწრფელად და რა ქნას, არ გითხრას? სხვა რა გზა აქვს?

    • 😀 ძირს მამების დესპოტიზმი და მათი ბნელი სურვილები!!!! 😀
      p.s. მამაჩემს სამი შვილიშვილი ჰყავს უკვე 😉 ჩემი დების წყალობით

Leave a reply to siyvarulovna კომენტარის გაუქმება