საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი – ნინო ხვედელიანი

,, მე ნინო ხვედელიანი ვარ და მე ამას შევძლებ” – მან ეს შეძლო!

დღეს ის სრულიად საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სპიკერია!

“სპიკერი” BBC-ის პოპულარული სატელევიზიო პროექტია, რომელმაც 2009 წელს ბრიტანეთის ახალგაზრდა ორატორი – დანქან ჰარისონი აღმოაჩინა. დანქანი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ბრიტანელ თინეიჯერს შორის, რომელმაც საკუთარი ორატორული უნარი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის და პროფესიონალი ჟიურის წინაშე გამოსცადა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, BBC-ის პროექტის ქართული ვარიანტი, ნოემბრის თვიდან დაიწყო და იქედან მოყოლებული, დღემდე,  ქასთინგზე გამარჯვებული 25 მონაწილე, საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სპიკერის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლაში მონაწილეობდა.

დღეს, გადაცემის ფინალი იყო.

დროებით მოვწყდი კომპიუტერს, ტელევიზორს მივუჯექი და პირველ არხზე გადავრთე.

დედა გაბრაზდა – ,,კომედი შოუ” იწყება და იქნებ მაცადოვო! – აღმოჩნდა, მას საერთოდ არ სმენია ამ ხნის მანძილზე, მსგავსი პროექტის არსებობის შესახებ და ბუნებრივია, დარწმუნებული არ იყო, რომ მისი შვილი, რომელიც საკმაოდ იშვიათად გამოდის საკუთარი ოთახიდან ტელევიზორის საყურებლად, საღამოს 10 საათზე დაანონსებული გადაცემებიდან საუკეთესოს ირჩევდა.

მოკლედ მენდო. მენდო და ვფიქრობ არც შემცდარა.

,,კომედი შოუს” სკეჩებზე სახალისოდ მომზადებული ქალი,  ,,სპიკერის” დასრულების შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა.

მართლაც, საოცრად ემოციური გამოდგა სამივე ფინალისტის გამოსვლა. განსაკუთრებით კი ნინო ხვედელიანი სიტყვა – რომლის მოსმენის შემდეგაც, შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა ცრემლი შეიკავო და სრულად არ გაიზიარო ყველა ის მოწოდება, რაც ამ პატარა გოგონამ გააკეთა.  გულთან არ მიიტანო და გაითავისო ის მდგომარეობა, რაც ნინომ უპატრონო ბავშვთა სახლში განიცადა.  – სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს ორატორის გამოსვლას?! სწორედ ამიტომ, ვთვლი რომ ბრიტანული პროექტის ქართლი ვარიანტი შედგა და საქართველოს მართლაც ღირსეული სპიკერი ჰყავს!

ვულოცავ ნონო!

ვულოცავ საზოგადოებრივ მაუწყებელს და სრულიად საქართველოს!

http://1tv.ge/speaker/video-view/42 – აქ კი თქვენ შეგიძლიათ ფინალის ჩანაწერი იხილოთ.

9 thoughts on “საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი – ნინო ხვედელიანი

  1. ფინალის სამივე მონაწილე ღირსეული იყო მაგრამ საუკეთესომ გაიმარჯვა😉
    თითქოს სხვებს რაღაც აკლდათ, ნინო კი ფინალში სრულყოფილი იყო!

  2. გილოცავ ნინი მართლა ძალიან კარგი გამოსვლა იყო მომეწონა მართლა იმსახურებდი გამარჯვებას. ძალიან ემოციური გამოსვლა იყო რო ვუყურებდი გადაცემას ეგრევე მივხვდი რო შენ გაიმარჯვებდი არც ნერვიულობა არ გეტყობოდა მართლა იმსახურებდი გამარჯვებას გილოცავვ :))

  3. ნამდვილად!😉 იქ ვიყავი და ნინისაც ვუთხარი, მართლა ძალიან მაგარი იყო. ვულოცავ კიდევ ერთხელ!

  4. ნინი ყოჩაღ ! ძალიან მაგარი იყავი ! და ღირსეულად გაიმერჯვე ! წარმატებები ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s