კრავთა ღაღადი – გთხოვთ მამუშაოთ კუთვნილი 8 საათის ნაცვლად, 12 საათი

17 იანვარს, სტუდენტური ჯგუფი  ,,ლაბორატორია 1918“_ის ორგანიზებით,  რუსთაველის ძეგლთან, ახალგაზრდებმა ჩვენ ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდესი, უფრო სწორად კი ,,მონობის კოდექსი“  გააპროტესტა.

სამწუხაროდ აქციას ვერ შევუერთდი.  მიზეზი სწორედ ეს მონური კოდექსია, რომელსაც რაღა გასაკვირია, რომ საქართელოს რკინიგზა, ზედმიწევნით იზიარებს და ანხორციელებს ჩემსა და ჩემს თანამშღომლების მიმართ.

სატვირთო გადაზიდვებში, მემანქანეს თანაშემწე ვარ. სამსახურში 16 იანვარს, 21:00 სთ.ზე. გამომიძახეს და სახლში 17 იანვარს, 19:00 სთ.ზე დავბრუნდი.  ბუნებრივია რუსთაველზე ვერანაირად მოვხვდებოდი და მინდა აქციისადმი სოლიდარობა ამ პოსტით გამოვხატო.

ჩემს კოლეგებში ყველაზე ახალგაზრდა ვარ,  25 წლის დასაოჯახებელი ყმაწვილი რომელსაც არსებული ხელფასი (640 ლარი) სრულად აკმაყოფილებს – სწორედ იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს, ვარ საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული  საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით და ვაგრძელებ სწავლას სამაგისტრო პროგრამით უმაღლეს სასწავლებელში პროფესიაზე ,,მენეჯმენტი ტრანსპორტზე” – ვთვლი რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს ამ მიმართლებით და თავს ვალდებულად ვთლის, სწორედ მე გადმოგცეთ იმ მრავალშვილიანი მამების, უმაღლესი კლასის მემანქანეების, გმირებისა და შრომისმოყვარე რკინიგზელების სატკივარი, რომლებიც დღეს დამონებული ჰყავს ხელმძღვანელობას, მოქმედი შრომის კოდექსის ძალით!

უამრავჯერ თქმულა, დაიწერა და გაჟღერდა მედია საშუალებებში, საქართველოს რკინიგზიდან~ თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ. ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ათეულებით წელიწადი გაატარეს რკინიგზის სამსახურში, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და გაფრთხილების გარეშე უშვებენ სამსახურიდან. სარგებლობენ “შრომის კოდექსის” 37-ე მუხლით, რომელიც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დასაქმებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გაცემის გარეშე გაათავისუფლოს. სინამდვილეში გათავისუფლების მიზეზი, ძირითადად არის  პროტესტის გამოთქმა მძიმე სამუშაო პირობებზე.  ამ ფონზე,  აღარ გაგიკვირდეთ, თუკი გეტყვით რომ ყველა ჩემმა თანამშღომელმა მოაწერა ხელი ვიღაცის მიერ, საგანგებოდ დაწერილ განცხადებას შინაარსით – ,, გთოვთ მამუშაოთ კუთვნილი 8 საათის ნაცვლად, 12 საათი”

მარაზმია არაა?

მაშინ რაღა სახსენებელია ის ფაქტი რომ უმაღლესი რგოლის მენეჯერებისა და ქვედა რგოლის თანამშრომლების ხელფასები და სამუშაო პირობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება?! წელს, ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის წყალობით, საქართელოს რკინიგზის ,,შეფს”, თავი მოაქვს რომ სიტყვაზე, ელმავლის მემანქანეს ხელფასი მინიმუმ 10% გაეზარდა.  ბატონო ირაკლი იცით, მე აგვისტოს თვეში რომ 240 საათი ვიმუშავე? სექტემბერშ 195, ოქრომბერშ 205, ნოემბერშ 175,  დეკემბერშ 215 და დღეს, 18 იანვარს უკვე 130 საათი მაქვს შესრულებული? იცით ძველი სახელფასო სისტემით, მაშინ როცა საათობრივი ანაზღაურება იყო, მე ამ ხუთი თვის განმავლობაშ რა ,,მაყუთს” მოვხსნიდი? ფიქსირებული 640 ლარს მიხდი და მეუბნები რომ 10% გამეზარდა ხელფასი? იქნებ ამიხსნა ეს როგორ? როცა 200 საათში, 2010 წელს მემანქანის თანაშემწე 1000 ლარზე მეტს იღებდა?!

ახალი წლის ღამეს, ასობით რკინიგზელი რომ სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, სანაცვლოდ გაიღეთ რამე? წელს ხომ პირველი ახალი წელი იყო, როდესაც სადღესასწაულო ანაზღაურება მოუხსენით თანამშღომლებს, იქნებ სიმბოლურუი პრემია მაინც გაგემეტებინათ თქვენი ,,მამა მარჩენალებისთის”?!

2008 წელს, მორიგე ოპერატორი ვიყავი. აგვისტოს ომის დროს, სამსახური მივატოვე და ჩემს რეზერვისტთა ბატალიონს შევუერთდი. თქვენ ის სამი დღე გაცდენათ ჩამითვალეთ, რაც მე ომში გავატარე და საათები არ ამინაზღაურეთ  (ან ვის რაში ანაღლებს მაგრამ მაინც!).

წელს ბრმანაწლავის ოპერაცია გავიკეთე. 1300 ლარი დამიჯდა. ამის გამო ბანკის ფულს დღემდე ვიხდი – სად არის თქვენი დაზღვევა? იცით რა უპასუხეს მამაჩემს დეპარტამენტში? – მუცელი რომ ასტკივდა და სამსახურში არ გამოცხადდა, წასულიყო მატარებელში და იქ რომ გაუსკდებოდა ბრმა ნაწლავი, ავუნაზღაურებდითო

`საქართველოს რკინიგზა ოფიციალურად არ თანამშრომლობს პროფკავშირებთან, შესაბამისად, არ ცნობს პროფკავშირების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, რომლებიც რკინიგზის თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას გულისხმობს. ადრე საქართველოს რკინიგზა თანამშრომლობდა რკინიგზის ძველ პროფკავშირებთან, ეს ორგანიზაცია მისი მუშაობის მოძველებული მეთოდების გამო მართლაც არაფექტური იყო. ზუსტად ამ მოტივით, საქართველოს რკინიგზამ  მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა თუმცა ის დღემდე აფერხებს ახალ პროფესიული კავშირთან თანამშრომლობის განახლებას – მე არ მჭირდება დაცვა ამ პოსტის შემდეგ! დაცვა სჭირდება ყველა დანარჩენ ჩემს თანამშრომელს, ყველა დასაქმებულს რომლებიც დღეს ჩაგრულნი არიან არსებული შრომის კოდექსის ძალით!

ახალგაზრდებო, დავიცვათ ის დამსახურებული, პროფესიონალი მუშაკები, გმირები, საქმისადმი ერთგულები და პატიოსნები ვინც დღეს ცხვრებად და მონებად  აქცია ჩენმა შრომის კოდექსმა! ისინი  ყველას გვჭრდება! მათგან ჩენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი!

38 thoughts on “კრავთა ღაღადი – გთხოვთ მამუშაოთ კუთვნილი 8 საათის ნაცვლად, 12 საათი

  1. თუ ამ პოსტის გამო მე სამსახურიდან გამანთავისუფლებენ, მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო აქტიურ პროცესს გამოიწვევს ახალგაზრდებში!

    • დარწმუნებული ვარ ბევრგან არის მზგავსი სიტუაცია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველამ ხმამაღლად ვთქვათ სათქმელი!

  2. Kargia!
    Magram erteulebi rom gamodian egaa cudi. :S
    Unda moxdes mtliani gaficva, unda shecwydes ramdenime dgit matareblebis mimosvla da mere moegebian azrze.
    Evropis rkinigzashi myofi atiatsobit adamiani ificeba da aq ra gaxda :S magram veravin abams katas ejvans da egaa ubedureba. :S

    • ევროპელ რკინიგზელს შრომის კოდექსი და პროფკავშირები იცავს. ჩვენთან არც ერთია ძლიერი და არც მეორე სამწუხაროდ 😦

  3. ყველაზე კარგი პროტესტია საერთოდ არ იმუშაოთ მონად და თუ მონები განთავისუფლდებიან მონობისაგან, ღმერთი უპუროდ არ დატოვებთ. ”აბა რა ვქნა”-ს ძახილმა დაამონა საქართველო. თქვენ ხომ შრომა აირჩიეთ და უარი თქვით სხეულით ვაჭრობაზე ანუ ბოზობაზე ცირკთან, ახლა ასევე თქვით უარი მონურ შრომაზე.

  4. კარგია, მივესალმები ამ პოსტს, ყველა ასე რომ წერდეს და მბობდეს იმას, რაც რეალურად კომპანიებში ხდება, ასეთი მდგომარეობაც და თავზე გადავლა არ იქნებოდა. ნაცვლად ამისა სხედან და მაქსიმუმ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს შორის წუწუნებენ, “აბა სხვა რა ვქნა”–ს პოზიციიდიან

  5. ძალიან მომეწონა პოსტი, ეს არის ალბათ ყველაზე ხელშესახები, ერთერთი ყველაზე აქტუალური და რაღათქმაუნდა ყოველდღიური პრობლემა. ამ უსამართლობას არ უნდა ვეგუებოდეთ. მოხარული ვარ, რომ ადამიანებმა სოციალურ საკითხებზე , როგორც იქნა დაიწყეს რეაგირება.

  6. ვაშეარებ! მადლობა! ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრნი არ ვართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს!

  7. ‎”შრომის კოდექსი” სპეციალურად არის ისე გაკეთებული მხოლოდ პუტკუნა დეპუტატებს და მათ ნათესავებს რომ ადგებათ. ვითომ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ უცხოელი ბიზნესმენები მოვიზიდოთო 🙂 (აქაოდა დამსაქმებელი დაცულია დასაქმებულს კი რაც გინდა ის უქენიო..) სინამდვილეში საკუთარ თავს შეუქმნეს ეს კოდექსი და ისე რატომღაც უცხოელი ინვესტორები და ბიზნესმენებიც არ ჩანან… ესეც იმიტომ, რომ მათაც არ აძლევენ ინვესტირების საშუალებას.. ეს იმიტომ რომ მერე ყველაფერი თვითონ ჩაიგდონ ხელში. შენობა რომ შენობაა უცხოელ ინვესტორებს აშენებად არ უღირთ, რადგან 5 სართულის მეტის აშენების უფლებას არ აძლევენ. და მერე, როცა თვითონ იგდებენ ხელში იაფად ადგილებს, 11 სართულიანებსაც კარგად აშენებენ მაშინ, როცა სხვას 5 სართულის მეტის უფლებას არ აძლევდნენ… ეს დღისით მზისით ხდება. ვისაც აინტერესებს სად და როგორ, შემეხმიანოს და ვაჩვენებ! აი ასეთი ტკბილი ცხოვრება მოიწყეს კოდუამ, კეზერაშვილმა, ბოკერიამ და სხვა “საყვარელუკა” ტიპებმა, რომლებიც თვლიან, რომ ამ ყველაფერს იმსახურებენ და სავსებით ბუნებრივია ასე რომ აკეთებენ.
    P.S.
    ვისაც არ ჯერა რაც ახლა დავწერე ან “ვითომ არ ჯერა..” ავიღოთ წამომყვეს და ვაჩვენებ ადგილებს სადაც სხვას არ აძლევენ შენობის აშენების უფლებას და იქვე თვითონ აშენებენ… და თან ეს ყველაფერი კამერით გადავიღოთ. თითოეული ნაბიჯი გადავიღოთ მერიაში რა პასუხს გაგვცემენ და ასე შემდეგ… აბა ვის უნდა ეს გავაკეთოთ?

  8. ‎”შრომის კოდექსი” სპეციალურად არის ისე გაკეთებული მხოლოდ პუტკუნა დეპუტატებს და მათ ნათესავებს რომ ადგებათ. ვითომ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ უცხოელი ბიზნესმენები მოვიზიდოთო 🙂 (აქაოდა დამსაქმებელი დაცულია დასაქმებულს კი რაც გინდა ის უქენიო..) სინამდვილეში საკუთარ თავს შეუქმნეს ეს კოდექსი და ისე რატომღაც უცხოელი ინვესტორები და ბიზნესმენებიც არ ჩანან… ესეც იმიტომ, რომ მათაც არ აძლევენ ინვესტირების საშუალებას.. ეს იმიტომ რომ მერე ყველაფერი თვითონ ჩაიგდონ ხელში. შენობა რომ შენობაა უცხოელ ინვესტორებს აშენებად არ უღირთ, რადგან 5 სართულის მეტის აშენების უფლებას არ აძლევენ. და მერე, როცა თვითონ იგდებენ ხელში იაფად ადგილებს, 11 სართულიანებსაც კარგად აშენებენ მაშინ, როცა სხვას 5 სართულის მეტის უფლებას არ აძლევდნენ… ეს დღისით მზისით ხდება. ვისაც აინტერესებს სად და როგორ, შემეხმიანოს და ვაჩვენებ! აი ასეთი ტკბილი ცხოვრება მოიწყეს კოდუამ, კეზერაშვილმა, ბოკერიამ და სხვა “საყვარელუკა” ტიპებმა, რომლებიც თვლიან, რომ ამ ყველაფერს იმსახურებენ და სავსებით ბუნებრივია ასე რომ აკეთებენ.
    P.S.
    ვისაც არ ჯერა რაც ახლა დავწერე ან “ვითომ არ ჯერა..” ავიღოთ წამომყვეს და ვაჩვენებ ადგილებს სადაც სხვას არ აძლევენ შენობის აშენების უფლებას და იქვე თვითონ აშენებენ… და თან ეს ყველაფერი კამერით გადავიღოთ. თითოეული ნაბიჯი გადავიღოთ მერიაში რა პასუხს გაგვცემენ და ასე შემდეგ… აბა ვის უნდა ეს გავაკეთოთ?

    • დაუჯერებელს არაფერს ამბობ
      ყველამ კარგად ვიცით რომ ამ ქვეყანაში ბნელა და უბრალოდ მეტი საზოგადოებრივი აქტიურობაა საჭირო სანამ მთლად უკუნითს დაუსადგურებია!

  9. შენ გვერდით ვარ…
    ჩვენ ყველანი დაუცველები ვართ ამ კოდექსის ფარგლებში. ერთადერთი გარანტია ერთმანეთის მიმართ სოლიდარობაზე და აქტიურობაზე გადის. სიჩუმეც კლავს!

  10. კარგი ხარ ილო. 😉

    მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ისწავლოს ამ ხალხმა თვითორგანიზება. თუ ეგეთი პირობებია, მოაწყეთ 1 კვირიანი გაფიცვა და მიაღწევწევთ თქვენსას. საქართველოზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც კი მუდმივად იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, რკინიგზელთა მფარველი ფერია არ მოვა და არ გაგიუმჯობესებთ პირობებს.

  11. ზუსტად ეს შრომის კოდექსია რომელზეც ევროკავშირი უამრავ დირექტივას და რეკომენდაციას გვაძლევს…მაგრამ მაინც არაფერს ცვლიან და დასაქმებული მართლა კაბალურ პირობებშია ჩაყენებული, სამუშაოდან განთავისუფლებიდან დაწყებული სამუშაო დროით დამთავრებული:(

  12. ყოჩაღ!
    და ბარემ აქვე ისიც დავამატოთ, რომ ყოველგვარ რეკომენდაციას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის გაჰუმანურების შესახებ, რაც დასავლეთიდან მოდის, ისევ და ისევ რიგი (კომპეტენტური) ქართველებისა “გმადლობთ, არ გვინდა”-თი პასუხობს. ახსნა კი დაახლოებით ასეთია: “რას ამბობთ, ხომ ჩამოგვექცა მთელი ეკონომიკა თავზე, ეგ თუ შევცვალეთ!”
    სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ეკონომიკის მოწყობის მონათმფლობელურ პრინციპებზე უკეთესს ვერაფერს მიაგნო ჩვენმა საზოგადოებამ.

  13. არც ასეა მეგობრებო დღეს,ჩვენ ვართ ჩვენი თავის პატრონები.კარგათ,დაგეგმილი კარგათ დასრულდება. თუ დავიცავთ წეს და კანონს,ისე რომ ჩვენი სამშობლო და ჩვენი თავი არ დავაზარალოთ.მითუმეტეს, ჩვენი დეპარტამენტის პირვეპირთან. დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბევრი კარგის გაკეთება,ჩვენს სასიკეთოდ და რა თქმა უნდა ქვეყნის საკეთილდგეოთ.

  14. Dzalian momtsons is pakti, rom rogorc ikna vigac xmas igebs! Me amjamad Polonetshi vtsxovrob, var organizacia ” Most do Gryzji” – s tsevri. Rit shemidzlia daxmareba? Gtxovt migulod tkvens samsaxurshi…

  15. გამოხმაურება: პროფკავშირების დიქტატი თუ დამსაქმებლების ინტერესები? | ilo's blogs

  16. გამოხმაურება: პროფკავშირების დიქტატი თუ დამსაქმებლების ინტერესები? «

  17. sabavshvo baxshi regionshi 216 lari gavqs xelfasi daigic sesxebshi gvefanteba ,rodis momumatebs baxebshi xelfasebs barem pensionerebis doneze ki avrt da8 saati vmushaobt ,monebi vart saxelmwifosi ,tu ar mogwont wadito gamzxari meriis ttanamshromlebi amboben

დატოვე კომენტარი