,,Big Bang” და შეხვედრა ირაკლი ეზუგბაიასთან

პოსტს ,,ილოს ბლოგზე” – Big Bang ანუ დიდი გაჩხაკუნება,  უკვე უწოდა მისმა მკითველმა. რადგანა იმ ემოციებმა, შინაარსმა და აქცენტებმა, რაც პოსტში მაქვს გადმოცემული, ერთგვარი შედეგი მალევე გამოიღო და ეს შედეგი, ცალსახად დადებითია!

სოციალური საკითხები, ეს ის თემაა, რაზეც ყველაზე ცოტას წერენ  ქართელი ბლოგერები.  მიზეზების ძიებისას კი დასკვნა ერთია – ,,წერეთ და იკითხეთ!”, ერთგვარი პოზა, რომელსაც კონკრეტული პოსტის ადრესატი მაღალჩინოსნები, დღემდე წარმატებით იხდენენ.

მსგავსი სტერეოტიპის მსხვრევის მცდელობა, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩემის მხრივ, სოციალური თემის წინ წამოწევასა და ამ პოსტის ადრესატის მხრიდან, შესაბამის რეაგირებას.  აქვე ვიტოვებ იმედს, რომ ბლოგერები, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა რანგის ჩნოვნიკები, ამ კონკრეტულ შემთვევას გაითავისებენ.

რატომ Big Bang?

სამსახურში ვიყავი, როდესაც ტელეფონზე კორპორაციული ნომრიდან ზარი შემოვიდა:

– გამარჯობათ, ბატონი ილია ბრძანდებით?

– დიახ, გისმენთ!

– ბატონ ირაკლი ეზუგბაიას დავალებით გიკავშირდებით. გვაინტერესებს, საღამოს 8 საათისთვის, თუ შეძლებთ რკინიგზის დეპარტამენტში მობრძანებას?

– და რასთან დაკავშრებით?

– ბატონ ირაკლის პირადად სურს თქვენთან გასაუბრება.

რათქმაუნდა შეხვედრას დავსთანხმდი და სამსახურიდან, პირდაპირ დეპარტამენტში წავედი.  შენობის შესასვლელთან, მომღმარი სახით შემეგება ახალგაზრდა გოგონა, მომესალმა და გენერალური დირექტორის კაბინეტისკენ გავეშურეთ.

– პირდაპირ სამსახურიდან მოდიხართ ხომ?

– კი, ახლახანს მოვრჩი მუშაობას.

– რამდენი საათი იმუშავე? (იცინის) – აქ  კითხვას, რა თემაზე სასაუბროდ მიბარებდა რკინიგზის დეპარტამენტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე და გენერალური დირეკტორი, უკვე  ზედმეტად ჩავთვალე და პირდაპირ ბატონ ირაკლის კაბინეტში შევედით.

ხელის ჩამორთმევით მივესალმეთ ერთმანეთს. დავსხედით და საუბარიც აქ დაიწყო:

– პირველ რიგში მინდა ბლოგი შეგიქო, მომწონს შენი წერის მანერა, სტილი, გულახდილი და ემოციური პოსტები.  პირადად მე და ზოგადად ბევრს ასეთი რამ არ შეუძია.

– დიდი მადლობა. დღეს ბევრი ბლოგერია საქართელოში, უბრალოდ ვფიქრობ სათანადო ყურადღება არ ექცევა მათ ნააზრევს და წერილებს.

– ალბათ ისიც გასათვალისწინებელია ვინ რაზე და როგორ წერს.

მოკლედ პოტი,  რომელზეც კონკრეტულად მოგვიწევდა საუბარი, შემიქო რაც ჩემთვის ერთგვარი მოულოდნელობა იყო.

– სწორედ მაგ თემაზე მინდა ვისაუბროთ და დეტალურად განვიხილოთ ხაზგასმული საკითხები, რომლის გადაჭრაც ვფიქრობ შესაძლებელია.

საუბარი ახალი სახელფასო სისტემაზე საუბრით დავიწყეთ.  კონკრეტული ჩემი მაგალითი განვიხილეთ და აღმოჩნდა რომ განვლილ წელიწადში, ძველ სახელფასო სისტემისგან განსხვავებით, ჯამში 400 ლარზე მეტი ავიღე.   შევთანხმდით, რომ ეს ცოტაა და დაიდო პირობა, უკვე ზაფხულის პირველივე თვიდან, მემანქანის ხელფასის 1200 ლარამდე და თანაშემწის ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდის!

მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, განხილვის თემა, სამუშაო გრაფიკის მოწესრიგება აღმოჩნდა.  დეტალურად ავუღწერე გენ. დირექტორს თუ რა რთულ რეჟიმში გვიწევს დღეს მუშაობა და რა შეიძება გაკეთდეს, ამ მიმართლებით მდგომარეობის გამოსასწორებლად.  პირობა აქაც დაიდო, რომ უახლოეს პერიოდშ, გატარდებოდა სათანადო რეფორმები, კონკრეტულად თბილისის მახარისხებელში მომუშავე ბრიგადებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ ეს პრობლემა.

მესამე თემა, მოდერნიზაციაა – აინტერესებდა ამ მიმართულებით რა კონკრეტული მოთხოვნები მქონდა. მე კი პრიორიტეტად, ზაფხულის პერიოდში, ელმავალზე მუშაობის გაუსაძისი პირობები დავასახელე.  გარეთ 40 გრადუსი სიცხის დროს, მემანქანე–თანაშემწეს მგზავრობა 80 გრადუსიან სიცხეში უწევთ! ბატონმა ირაკლიმ ამიხსნა თუ რატომ არის შეუძლებელი ელმავალზე დღევანდელ პირობებში ,,კონდენციონერის” დაყენება და რადგან ეს საკითხი უმთავრესად მივიჩნიე, დადო პირობა რომ მოდერნიზაციის პერიოდში, ამ თემას, თავადაც პრიორიტეტულად ჩათვლის!

დასკვნა – საუბარი შედგა, ეს უკვე შედეგია!

ბევრ ჩემს მეგობარს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს და რაღაც პროცენტით მეც, გვეგონა რომ დაწერილი პოსტი, უამრავ პრობლემებს შემიქმნიდა.  მიხარია რომ შევცდით! თუმცა აქვე, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველა სფეროში, ასეთ ადეკვატური, მოტივირებული და ყურადღებიანი გენ.დირექტორების დიდი დეფიციტია და დღემდე რისკის მატარებლად  ითვლება სამწუხაროდ, მსგავსი გამბედაობა, რასაც ხმის ამოღება ჰქვია, დასაქმებულის მხრიდან!

9 thoughts on “,,Big Bang” და შეხვედრა ირაკლი ეზუგბაიასთან

  1. magari kaci xar ilo magari gamexarda da rom getqva rom shexvedroda chvens tanamshromlebs kargi iqneboda b r a v o o o o !!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • magari kaci xar ilo magari gamexarda da rom getqva rom shexvedroda chvens tanamshromlebs kargi iqneboda b r a v o o o o !!!!!!!!!!!!!!!!!!!

  2. kargi iyo ilo,tu kide daapireb waslas hvenc gvitxari (ici visac)da kargi iqneba tu ertad wavalt.

  3. კარგია რომ მოგისმინა იქნებ რამე მართლაც შევცვალოთ

  4. Pingback: სად ტრაკში წავიღოთ ამდენი დაზღვევა? |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s