გურჯისტანული ,,კი” თუ პიზდეცდემოკრატიული ,,არა” ჯვრისწერას?

David Khelashvili_ს ფოტო

IV საუკუნედან მოყოლებული,  ქორწინების რეგისტრაციას ჩენს ქვეყანაშ, მხოლოდ ეკლესია ახორციელებდა. ეს წესი გააუქმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1920 წლის 3 დეკემბრის „მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის“ კანონით და 1921 წლის კონსტიტუციის 31-ე მუხლით.

მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, კვლავ განახლდა საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს დარეგულირებული ჯვრისწერასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური შეთანხმების პროექტში ვკითულობთ – „სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები“ (მუხ. 3) – ალბათ ყველასთის გასაგებია, რომ იურიდიულად, ჯვრის წერის აღიარების მსგავსი ფორმა, სრულიად უფუნქციოა.

და მაინც,  საჭიროა თუ არა, რომ ჯვრისწერა აღიარებულ იქნეს სახელმწიფოს მიერ სრული სახით?

დარწმუნებული ვარ ამ კითვაზე პასუხის გაცემა,  ბევრს არ გაუჭრდება –  ზოგს  ბრმა  ,,გურჯისტანული” – რათქმაუნდათი(!),  ზოგი კი პიზდეცდემოკრატიული – არას (!) გამოყენებით.

სინამდვილეში, საკითხი სერიოზულია და კიდევ უფრო სერიოზულ განხილვას მოითხოვს შესაბამის დონეზე! თუმცა ფაქტია – სამწუხაროდ დღეს ეს თემა, საზოგადოების ზემოთხსენებულ იმ ორ ნაგლეჯშია მხოლოდ აქტუალური, რომლებსაც ხშირად, არაარგუმენტირებული პასუხები აქვთ!

მე კი, როგორც ქართელი და მართმადიდებელი ქრისტიანი, მოვითხოვ საქართელოს კანონმდებლებისა და წმინდა სინოდისგან, სასწრაფოდ დაიწყონ ამ თემის ძირეული შესწავლა, მისი განხილვა და გარკვეული საკითების შეჯერება! ეს ის მოთხოვნაა, რომლის შესრულების შემდეგაც, თამამად და რაც მთავარია არგუმენტირებულად შევძლებთ ზემოთ დასმულ კითვაზე პასუხის გაცემას – კი თუ არა?!

დარწმუნებული ვარ, საკითხით დაინტერესებული, საქართველოს საპატრიარქო და წმინდა ეკლესია მეტადაა, ვიდრე ქვეყნის მთავრობა. გარკვეულწილად, ამ პოზაში ყოფნით, სახელმწიფოს მმართელები, საზოგადოებაში არსებულ იმ პიზდეცდემოკრატებს ემსგავსებიან, რომლებიც მზგავსი კანონის მიღებას, არაჯანსაღი არგუმენტებით ეწინააღდეგებიან.

რატომ არა?

ალბად უფრო იმიტომ, რომ მსგავსი კანონით, შეიძლება საერთაშორისო სამართის  მოქალაქეთა თანასწორობის უფლება დაირღვას ხომ? – აქვე მაინტერესებს, ირღვევა თუ არა მოქალაქეთა თანასწორობის საერთაშორისო სამართალი ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, საქართელოში და სხვა ყველა დანარჩენ ქვეყანაში, როცა  კონკრეტული პირი შეუძლებელია გახდეს საჯარო მოხელე, თუ იგი არ ფლობს სახელმწიფო ენას?!

შეგვიძია მეგობრებო, ამერიკა დავადანაშაულოთ მოქალაქეთა თანასწორობის უფლებების დამრღვევად, თუკი გეტყვით რომ იქ მხოლოდ აშშ_ში დაბადებულ პირს ეძლევა უფლება გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი?! გვსმენია ალბათ ნატურალიზებულ ამერიკელებზეც, რომელთა უფლებებიც ამ შემთვევაში, პიზდეცდემოკრატიულად ირღევა არა?!

ბრიტანეთს რა ვუყოთ? დავიჯეროთ რომ ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინცი ჩარლზის უფლებები ფეხქვეშ გათელა ქვეყნის  კანონმდებლობამ რდესაც წაუკითეს, რომ შენ, მართმადიდებელი ქრისტიანი, ვერ გახდები სამეფო ტახტის მემკვიდრე თუ ანგლიკანურად არ მოინათებიო?!  

თუ ნორვეგია ცდება, როდესაც პარლამენტის ზედა პალატეს დეპუტატთა ნახევარზე მეტს ავალდებულებს რომ იყოს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წევრი?!

პიზდეცდემოკრატებო, პიზდეცლიბერალებო, პიზდეცინტელექტუალებო და სხვა პიზდეცსაზოგადოების წევრებო, თუ ზემოთთქმული ყველაფერი სიმართეა, იქნებ ამიხსნათ ჩენ რა სახელმწიფოს ვაშენებთ?

დასკვნა:  პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთი კონფესიის მიერ შესრულებული ქორწინების აღიარება კი არ არის, პრობლემა თავად ერშია! დემოკრატიის, ლიბერალიზმის, საზოგადოებრივი აზროვნებისა და განვითარების გურჯისტანულ აღქმაში!

12 thoughts on “გურჯისტანული ,,კი” თუ პიზდეცდემოკრატიული ,,არა” ჯვრისწერას?

  1. ილო, სერიოზული საკითხი წამოაყენე. ეს პრობლემა რეალურად დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში. თან სერიოზული სამართლებრივი პრობლემებიც ახლავს თან, განქორწინებისას, მემკვიდრეობის მიღებისას, ალიმენტის მოთხოვნისას (მეუღლეებს შორის საალიმენტო ურთიერთობას ვგულისხმობ). ძალიან რთულია ზოგს გააგებინო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღვთის წინაშე ცოლქმრად ითვლებიან, კანონს ბოდიში და სულ ცალ ფეხზე კიდია მათი რელიგიური რიტუალი. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერ რელიგიურ საქორწინო რიტუალს, უნდა მოსდევდეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგიც, მითუმეტეს გაიცემა შესაბამისი ქორწინების მოწმობაც, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად სწორედ ის ადამიანები იჩაგრებიან რომლებსაც ხელი არ ქონდათ თავის დროზე მოწერილი და მხოლოდ ჯვარი ქონდათ დაწერილი. ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა მსგავსი პრობლემით და ვფიქრობ რეალურად დასაყენებელია ამ კუთხით ცვლილების შეტანის საკითხი. საკამათო თემაა და დიდი განხილვის საგანიც, თუმცა კამათში იბადება ჭეშმარიტება და კანონმდებელი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამაზე.

    • ნინაკა მესმის შენი და გეთანხმები რომ თემა უამრავი აზრისა და საკითხის შეჯერებას მოითხოვს, უბრალოდ მინდა ჩემს ქვეყანაში, აღდგეს ისტორიული ტრადიცია და ჯვრისწერას დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. უამრავი შესაფერისი ჩარჩო შეიძლება მოვუძებნოთ ამ საკითხს. ჩემი აზრით იდეალური იქნებოდა თუ ჯვრისწერა იურიდიულ ძალას შეიძენს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით“. ამით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო აღიარებს ჯვრისწერას კონკრეტული ფორმით. რაც შეეხება იმ ცვლილებას, რომელიც სამოქალაქო კოდექსში ჯვრისწერასთან დაკავშირებით უნდა შევიდეს, ჩვენ შემდეგნაირად გვესახება: „ჯვრისწერის სამოქალაქო რეგისტრაცია ხორციელდება დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვრისწერის მოწმობის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს (სარო-ს) უფლება ექნება რეგისტრაციაში გაატაროს საეკლესიო წესით ქორწინება, რომელიც იურდიულ ძალას შეიძენს რეგისტრაციისთანავე. ამით ჯვარდაწერილები გათავისუფლდებიან ერთობლივი განცხადების შეტანის, წინასწარი ერთთვიანი ვადის და სხვა იმ მოთხოვნებისაგან, რასაც სამოქალაქო კოდექსი ადგენს ქორწინებისათვის. აქ შეიძლება გაკეთდეს ისეთი დათქმა, რომ ჯვრისწერა მაშინ შეიძენს იურიდიულ ძალას, თუ იგი სამოქალაქო კოდექსის 1108-ე (საქორწინო ასაკი) და 1120-ე (ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები) მუხლების დაცვით იქნება შესრულებული.

  2. ,,ეს გაგრძელება იქნება იმ დიდი ტრადიციისა, რაც არსებობდა ისტორიულად ჩვენს ქვეყანაში და ამავე დროს იქნება სრულ ჰარმონიაში მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამართლებრივ აქტებთან. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობათა ძირითადი მახასიათებელი თვისება არის ის, რომ ისინი ითვალისწინებენ ერის ტრადიციებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფოს მთავარ ეკლესიას, ბევრგან არსებობს სახელმწიფო რელიგიაც, უზრუნველოყოფენ მოსახლეობის ზნეობრივ და სარწმუნოებრივ დაცვას”

  3. სალამი!🙂
    საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია და საინტერესოც, მაგრამ პათოსში და “პიზდეცებში”, მომიტევე, თუკი არ დაგეთანხმები; თანაც, ცოტა არ იყოს, მომეჩვენა, რომ პოსტი ცხელ გულზე გაქვს დაწერილი. ვერც ნინაკას დავეთანხმები, რომ “კანონს ფეხზე ჰკიდია მათი რელიგიური რიტუალი” და ამიტომ სახელმწიფოს მიდგომა სასწრაფოდ უნდა გადაისინჯოს.
    სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელებთან მიმართებით თანასწორობის დარღვევის შესახებ გიწერია უკვე, მაგრამ არაო, პიზდეციაო და ამიტომაც ვეცდები, სხვა არგუმენტები მოვიყვანო🙂
    პირველი: დაგეთანხმები, რომ პრობლემა ერშია, მაგრამ ამჯერად არა იმ კუთხით, რომლითაც შენ წარმოაჩინე (თუმცა, სხვა კონტექსტში რომ გეწეროს, მაგაშიც დაგეთანხმებოდი!), არამედ დაბალ სამართლებრივ შეგნებაში, რის გამოც მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ სამოქალაქო ქორწინების მნიშვნელობას და აქედან გამოსავალი მათთვის საქმის გამარტივება სულაც არაა;
    მეორე: ბოლოდროინდელი რეფორმების შემდეგ, ალბათ დამეთანხმები, რომ სამოქალაქო რეესტრი უბრალოდ, კარგად მუშაობს; მონაცემები პირდაპირ არის მიბმული საჯარო რეესტრთან და ქონებრივი ურთიერთობის გადაწყვეტის საკითხში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯვრისწერის მოწმობის იურიდიულ დოკუმენტად აღიარების შემთხვევაში ეს საკითხი თავიდან ბოლომდე გადასახედია. თუკი ჯვრისწერის მონაცემები რაიმე გზით პირდაპირ მიებმება სამოქალაქო რეესტრიც მონაცემთა ბაზას, მაშინ დავუშვათ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს დამატებითი პრობლემაა და მეტი არაფერი.
    მესამე: აქამდე ჯვარდაწერილ წყვილებს რა ვუყოთ?? გავავრცელოთ ახალი კანონი უკუძალით მათზე თუ არა? განსაკუთრებით, უკვე ჯვარაყრილებზე და რა პრინციპით?

    . თუ საკითხი ძირისძირობამდე დამუშავდება და ზემოთაღნიშნული პრაქტიკული პრობლემები გადაიჭრება, რაც შეიძლება შენ ამჯერად არც ისე მნიშვნელოვნად მოგეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, დამიჯერე, თავბედს აწყევლინებს რეესტრსაც და მოქალაქეებსაც, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქროს კაცმა🙂

    მოკლედ, ძალიან კარგად მესმის, რისი თქმაც გინდა და იყო დრო, მეც მიფიქრია რაღაც მსგავსზე, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ამის აუცილებლობას მართლა ვერ ვხედავ. დემოკრატიის გურჯისტანული აღქმა ის კი არაა, მართლმადიდებელი და სხვა კონფესიის წარმომადგენელი თანამედროვედ რომ მიმაჩნია, არამედ ის, რომ კანონს პატივს არ ვცემთ, უმარტივესი რეგისტრაციის მნშვნელობა არ გვესმის და შესაბამისად, თავადვე ვიქმნით პრობლემებს.

    • ვაიმე თამარ🙂 თითქმის ყველაფერი გაიგე ჩემს პოსტში, გარდა მთავარისა🙂 დღეს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მზგავსი კანონის მომთხოვნ ძალებს და კიდევ უფრო კატეგორიული ვარ მათთან ვინც პირიქითაა. მე მოვითხოვ ამ თემის ჯანსაღი, ძირეული განხილვა დაიწყოს შესაბამისი, კომპედენტურ მხარეების მონაწილეობით და სწორედ ის საკითები, რაზე3ც შენ საუბრობ, შეჯერებული და გადაჭრილი იქნას, რის შემდეგადაც უკვე დადგება კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი.
      რაც შეეხება, სხვა რელიგიური ქორწინებების საკითხს, ვფიქრობ ეს არ უნდა იქნას განხილულიც კი, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ, ვაღიაროთ რომ ჩენს ქვეყანაში უდიდესი პრივილეგია ექნება მხოლოდ ერთ კომფესიას, ეს არის დედა ეკლესია! არანაირი არასამართლებრივი და სხვა რელიგიური კომფესიების ჩაგვრას ეს არ იწვევს დაბ ტყიულად ნუ ვიგონებთ ახალ ბოდვას! სწორედ ეს არის პოსტის მთავარი სიგნალი

  4. საავტორო უფლებებზე თუ გსმენია რამე, ილო?!🙂 სანამ სტატიისთვის ფოტოს გამოიყენებ, იქნებ ფოტოს ავტორისგან აგეღო ნებართვა?! )))

    • დავით ბოდიში, მაგაზე არ მიფიქრია. გუგლში მარტივად მოვძებნე შესაფერისი ფოტო და დავდე, თუ ამით ავტორი გავაღიზიანე მომიტევეთ, მართლა ვწუხვარ. მითხარი ვისი ფოტოა და აუცილებლად მივუთითებ

  5. აუ ბოლომდე ჩაკითხვა მეზარება და პირდაპირ კითხვაზე გაგცემ პასუხს. ჩემია ზრით სასურველი კი არა, აუცილებელია წყვილმა ქორწინება იურიდიულად გააფორმოს და + ამას საქორწინო კონტრაქტიც მიაყოს. ასე გაცილებით ადვილად, ცივილურად აიცილებენ თავიდან ბევრ პრობლემას გაყრის შემთხვევაში.

  6. პათოსში ნამდვილად ვერ დაგეტანხმები.ეგებ სულაც ათეისტი ვარ?
    სხვა თუ არაფერი,განქორწინების შემტხვევაში როდფდესაც დავა მიმდინარეობს,კანონით უნდა იხელმძღვანელო და არა ჯვრისწერის საბუთით,რომელშიც გაყრის ნიუანსები ვერ იქნება მითითებული. მოკლედ, ვტვლი, რომ ჯვრისწერა ან ნებისმიერი სხვა რელიგიის მიხედვიტ დაქორწინება,მხოლოდ არცევანი უნდა იყოს მოქალაქის მხრიდან,ხელის მოწერა კი–აუცილებლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s