შიმშილი და სირცხვილი

ყველაზე ამბიციური, საკუთარ თავზე შეყვარებული, გენიალურად არანორმალური, უნიჭიერესი მსახიობი – ეს მაიკლ ფასბენდერია. 

,,დრამის სკოლა იმიტომ მივატოვე, რომ იქ მხოლოდ თეატრზე საუბრობდნენ. მე ჩემი თავის ხილვა მსურდა, ეს კი მხოლოდ კინოშია შესაძლებელი!”

მისი თამაში, იმდენად დამაჯერებელია, გგონია რომ გმირს რეალურ ცხოვრებაში ხედავ. რეჟისორები მას ახასიათებენ როგორც ევროპული სკოლის ზედმეტად თავდაჯერებულ მსახიობს, რომელიც ჯერ-ჯერობით ყოველთვის ამართლებს თავის თამამ ჩანაფიქრს პერსონაჟების მიმართ.

გერმანელი წარმოშობის, ირლანდიელი მაიკლ ფასბენდერი, ფართო მასებმა კინო ეკრანზე, 2006 წელს გადაღებულ ფილმ ,,300 სპარტანელში” იხილა.  არაფრით გამორჩეულ, თუმცა საკმაოდ დასამახსოვრებელ როლში.  მანამდე მაიკლიმა ითამაშა არაერთ ნაკლებადცნობილ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში, სადაც მისი სამსახიობო ნიჭი, შესამჩნევი მალევე გახდა!

ის ცნობილია ლეიტენანტ არჩი ჰიკოქსის როლის განსახიერებით კვენტინ ტარანტინოს ,,უსახელო ნაბიჭვრებში (2009). თუმცა ფილმი რომლითაც მინდა მაიკლი კიდევ უფრო კარგად გაგაცნოთ,  ეს არის ბრიტანეთში დაბადებული სტივ მაქუინის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი ,,შიმშილი” (2008), სადაც ფასბენდერმა,   დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ‘ირას’ მებრძლის, ბობი სენდსის როლი განასახიერა.

ბრიტანული დამოუკიდებელი კინოპრემია საუკეთესო მსახიობი კაცისთვის
ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი: ვერცხლის Hugo საუკეთესო მსახიონი კაცისთვის
IFTA-ის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მთავარ როლში
ლონდონის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო წლის საუკეთესო ბრიტანელი მსახიობი კაცისთვის
მონრეალის ახალი კინოს ფესტივალი: სამსახიობო ჯილდო
სტოკჰოლმის კინოფესტივალი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის
ნომინირებული – ბაფტა ამომავალი ვარსკვლავისთვის
ნომინირებული – ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის
ნომინირებული – ტორონტოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის

კანის ფესტივალის ლაურიანტი, საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორი, შავკანიანი სტივ მაქუინი, აქამდე ვიზუალურ ხელოვნებაში მუშაობდა და მისი ვიდეო არტები გამოფენილი იყო სხვადასხვა მუზეუმებში (მომა, გუგენჰაიმი, ტეითი…). მაიკლისთვის კი, ეს პირველი სერიოზული როლი იყო, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა მსახიობს! 

ფილმის ნახვის შემდეგ, ვერ იტყვით რომ ბობი სენდსის როლს, მსახიობი თამაშობს! ფასბენდერი ,,შიმშილში” უბრალოდ ბობი სენდსია!!!

ერთი კვირა იშიმშილა და 14 კილო დაიკლო, მაიკლმა ირლანდიელი მეამბოხის როლის განსახიერებამდე, რომელიც ციხეში 66 დღიანი შიმშუილობისა და წამების შედეგად, 1977 წელს გარდაიცვალა.

მღვდელისა და პატიმარი ბობის საუბრის 25 წუთიანი უწყვეტი კადრი, რომელიც უბრალოდ გაგაოგნებთ!

ფილმი შედევრი – მისი ეკრანზე გამოსვლის შემდეგ უწოდეს კინოკრიტიკოსებმა, სტივ მაქუინის ვიზუალური ხელოვნებისა და მაიკლ ფასბენდერის გენიალური სამსახიობო ნიჭის შერწყმის შედეგად.

მათი მეორე და არანაკლებ წარმატებული კავშირი 2011 წელს შედგა და შეიქმნა ორი გენიოსის კიდევ ერთი ფილმი შედევრი – Shame (2011)

გულწრფელად მშურს თქვენი! პირველად ნახვის სიამოვნება წინ გაქვთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s