ცეკვავენ ,,ვარსკვლავები” ?!

დღეს აღმოვაჩინე, თურმე იმედზე, მსოფლიოში ყველაზე რეინტიგულ შოუდ აღიარებული –Shut Up And Dance_ს ქართული ვარიანტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”_ს პირველი გადაცემა გასულა და მეც ამ მოცლილობის ჟამს, გადავწყვიტე თვალი შემევლო ჩანაწერისთვის.

ველოდი მორიგ ქართულ მარაზმს, თუმცა უნდა ვაღიარო, საკმაოდ სანახაობრივი შოუ გამოუვიდათ იმედის პროდიუსერებს.  ასეთი შეფასების დროს, ცოტა დავიბენი – ვიფიქრე გემოვნება ხომ არ დამიქვეითდა ამდენი უგემოვნოდ გადმოქართლებული შოუების გადამკიდეთქო, მაგრამ როგორც ნამდვილი ქართელი, ამჯერად მეც იმ ხავსს  ვეჭიდები, რომლითაც ჩვენი გაფუჭებული საქმე,  რაიმემხრივ შეიძლება მოიწონოს და გაამართლოს ხოლმე კაცმა.

ჩემი ასეთი შეფასებაც, სწორედ დადებითის იმაზე მეტი რაოდენობით აღმოჩენის შედეგია, რაც სხვა სატელევიზიო შოუებს, სამწუხაროდ კიდევ უფრო ნაკლები აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ შოუს დაძაბულობა, აზარტულობა და სანახაობრიობა არ აკლია, მიუხედავად იმისა რომ მას მე დადებითი შეფასება უკვე მივეცი, ბლოგ–პოსტში მაინც პროექტის მინუსებზე მინდა გავამახვილო ყურადღება!

დავიწყოთ შოუს სახელწოდებით – ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, რომელიც ორიგინალი პროექტის  ანალოგია, საერთოდ არ შეეფერება ქართულ ვარიანტს. ბრიტანულისგან   განსხვავებით, ჩვენთან  ყველაზე მეტად, სწორედ ,,ვარსკვლავების” ნაკლებობას ვაწყდებით და ერთი შეხედვით ასეთ სახალხო და მაშტაბურ პროექტში, გასაგები მიზეზების გამო, რეალურად მათ ნაცვლად (თუმცა რამდენად გვყავს საქართველოში ვარსკვლავები ეს კიდევ ცალკე სატირალია)  მთავარ კონკურსანტებად, იმედის ჟურნალისტები გვევლინებიან –  როსტო, ნუკი, სამორი, თიკო სადუნიშვილი, მათ ვარსკვლავებს, მომკალით და მე ვერ ვხედავ ქართულ ცაზე!

მეორე მინუსი, კვლავ ტელეკომპანია იმედის მისამართით შეიძლება დაიწეროს. კამერის ნამუშევარი – ეს იყო კატასტროფა და არამცდაარამც მიახლოვებულიც კი მსოფლიო სტანდარტებთან!

არ ვიცი პროდიუსერებმა რა კრიტერიუმით შეარჩიეს გადაცემის წამყვანები მაგრამ ერთის თქმა კი ნამდვილად შემიძლია – კაბუ ამ რგოლში ყველაზე დიდი მინუსია!

რა შეიძლება ითქვას ჟიურიზე – ნინო სუხიშვილი, ლევან უჩანეიშილი, ნინო ანანიაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გოჩა ჩერტკოევი – ნამდვილად კომპედენტურ ხალხთან გვაქვს საქმე ამ სფეროში და მათი მუშაობითა და შეფასებებით, მეტ–ნაკლებად კმაყოფილი ვარ.  აქვე გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში კიდევ მეტად კრიტიკულები და ობიექტურები იქნებიან კონკურსანტების შეფასების დროს, რაც შოუს ხარისხზე, ნამდვილად დადებითად აისახება.  პირველივე გადაცემიდან გამოჩნდა, რომ ჟიურის სიმკაცრეს, კონკურსანტების მხრიდან საცეკვაო ნომრების მეტი პასუხისმგებლობითა და  მონდომებით შერულება მოჰყვა – ეს უკვე კარგია!

გადავიდეთ უშუალოდ წყვილებზე –

1. კახაბერი და თეა – 1201
2. ქრისტინე და გიორგი – 1202
3. აჩიკო და ჯულიანა – 1203
4. როსტო და სალომე – 1204
5. კრისტი და ლევანი – 1205
6. სამორი და ლიკა – 1206
7. თიკო და გიგი – 1207
8. ნუკი და ოთო – 1208
9. ლელა და თორნიკე – 1209

მათგან, მხოლოდ ჩემს ფავორიტებს გამოვყოფ და სწორედ მათ პირველ გამოსვლას შევეხები.

სამორი და ლიკა – სამორის ,,ვარკვლავობაზე” უკვე შევთანხმდით, მაგრამ რადგან ის ამ პროექტშია, რას ვიზამთ – უნდა ვუგულშემატკივროთ🙂 ნახევრად სამხრეთაფრიკელი, გურულ შავკანიანის შესრულებული დაისით, დიდად ვერ მოვიხიბლე თუმცა მისი მეწყვილე, ლიკას სილამაზე, სინაზე და პროფესიონალიზმი ჩემთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სწორედ ამიტომ, პირვლ რიგში, უმაღლეს შეფასებას მათი ნომერი იმსახურებდა. იმედის სხვა პროექტებში, არაერთხელ დავრწმუნდით სამორის ქორეოგრაფიულ შესაძლებლობებში, პლიუს მშვენიერ ლიკასთან ერთად, ამ წყვილისგან მომდევნო ტურებში,  კიდევ ბევრს მოველი!

ლელა და თორნიკე  –  ქართული რეალობის ერთადერთი ვარსკვლავის ამ პროექტში არ მონაწილეობა, კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, ლელას ეს ნაბიჯი, მისი ასაკის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით,  ნამდვილი გმირობის ტოლფასია. რას ვიზამთ, უნდა გავოცდეთ მის გაბედულ, თამამ და ელასტიურ მოძრაობებზე – ეს ხომ საქართველოა და ლელას ვარსკვლავიც ხომ უფრო მოკრძალებით ,,კაშკაშებს” ვიდრე მასზე გადაღრძუებული ტინა ტერნერის ან შერისთან შედარებით, რომლებიც დაცემამდე ცეკვავენ ხოლმე სცენაზე.  მოკლედ ლელა კარგი იყო! კიდევ უფრო უკეთესი მისი მეწყვილე თორნიკე, რომელიც სუხიშვილების დასის წევრია და ალბად სწორედ ამიტომაც, ცეცხლოვანი ცეკვა, ,,მთიულურ ჩა–ჩა–ჩა”_ს დაამსგავსა.

ქრისტინე და გიორგი – ორი პროფესიონალი მოცეკვავე, ვფიქრობ საინტერესო დუეტებს დადებენ! პირველ ტურში, მათი გამოსვლით დიდად ვერ მოვიხიბლე, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში ნამდვილად დასამახსოვრებელ ნომრებს შემოგვთავაზებენ.

კახაბერი და თეა – აქამდე თეას ჯეირანის ფანი ვიყავი! დღეს მან უმა თურმანის იმიჯით გამაოცა! მარტო ერთ რამეზე ვწუხვარ – კახაა სუსტი! იმდენად მოუქნელი და არაელასტიური, ვფიქრობ ეს დუეტი სწორედ ამიტომ დიდხანს ვერ გაქაჩავს!

სხვა დანარჩენზე რა გითხრათ – სადუნიშვილი წვალობდა, ნუკიზე ამიდგა, ყიშიძემ ლამის გამათავებია, მეფარიძემ იწვალა და რაღაც გამოუვიდა, როსტომ ჩამაფსმევია სიცილი და მოკლედ საერთო ჯამში, ვიტყოდი რომ პროექტი შედგა! ვნახოთ რა იქნება მომავალში.

14 thoughts on “ცეკვავენ ,,ვარსკვლავები” ?!

  1. გეთანხმები!არ არი ცუდი პროექტი!თუმცა ვფიქრობ,რომ დაძაბულები იყვნენ”ვარსკვლავები”ცოტათი!რაღაც ვერ ვიხსნებით ქართველები პუბლიკის წინაშე ცეკვა – სიმღერის დროს,მხოლოდ საქორწინო და დაბ.დღის წვეულებებზე,ან საზღვრებს გარეთ “ვიშვებთ”:) აი წურწუმიას ასაკზე გაა….კა ჟორჟოლიანმა, მასზე ბევრად უფროსი მონაწილეები ჰყავს მსგავს გადაცემას ევროპის ქვეყნებში.
    siyvarulovna იმედის არხზეა,ათ საათზე.

  2. კაბუს მანდ რა უნდა ვერ გავიგე, ხოლო რუსკა ვერაფრით გამოვიდა ამ ანჩოს როლიდან :დ

  3. ჰო, გუშინ ვუყურე მე მეორე გაადცემას, პირველი არ მინახავს, ჰოდა ჩემი ფავორიტი წყვილი ქრისტინე და გიორგია❤

  4. როგორც ვიცი ეს პროექტი dancing with the stars-ის ანალოგია, კამერაზე და კაბუზე გეთანხმები, გუშინ კისერი მეტკინა ისე სასწაულად ატრიალეს კადრები, კაბუს დაყენებლი ხმა მაღიზიანებს, კიდევ ბევრი რამე არ მომწონს.

  5. ვაიმეეეე, ხალხოოო, ყველაფერში ცუდს ნუ ეძებთ, რა გჭირთ.

  6. წამყვანებზე, კამერებსა და “ვარსკვლავებზე” აღარაფერს ვიტყვი. მთლიანობაში პროექტი სახალისოა, მაგრამ ჯერ არ არის ნომრები დახვეწილი და არაპროფესიონალის თვალითაც იგრძნობა-ხოლმე რომ ზოგიერთი “ვარსკვლავი” სვლებს მექანიკურად ითვლის ან გადაბმებს აკეთებს ხელოვნურად…
    ახლა რაც შეეხება მონაწილეებს… ფავორიტი წყვილი არ მყავს, მაგრამ საკუთარი აზრი მაქვს მონაწილეებზე:
    1. კახაბერის ახალი მეწყვილე უფრო მომეწონა, სიცოცხლით სავსეა.
    2. როსტოს მეწყვილე ძალიან მომწონს და ცოდოა როსტო რომ შეხვდა პარტნიორად
    3. თიკო სადუნიშვილზე არ ვგიჟდები, მაგრამ მეორე ტურში ყველაზე მეტად მათი ნომერი დამამახსოვრდა. ერთი მთლიანობა იყო და არა რაღაც “აწყობილი”
    4. ლელას მეწყვილე ჩემი ფავორიტია ვარსკვლავ და არავარსკვლავ ბიჭებში : ))

  7. უცხოურ ვერსიებს თუ ნახავთ YouTube -ში, მიხვდებით რა საცოდაობასთან გვაქვს საქმე. გეთანხმებით ქრისტინე ყველაზე დასამახსოვრებელია და ახლოსაა სტანდარტებთან. კიდევ ერთი: ეს არაა “დაისი”, ესაა ცეკვა ქართული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s