,,ცეკვავენ ვარსკვლავები” ქართულად

28 მარტს, იმედის არხზე, პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” ქართული ტური შედგა. რომ არა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის გათამაშება, სადაც მსოფლიოს ორი ზე–გრანდი ხვდებოდა ერთმანეთს, ალბად აუცილებლად მივადევნებდი პირდაპირ ეთერით თვალს, თუმცა საბედნიეროდ არსებობს კავკაზუს ონლაინის ინტერნეტ ტელევიზია,  რომლის საშუალებითაც შოუს ჩანაწერი ვნახე და საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი!

პირველ რიგში, არ შემიძლია უარყოფით მხარეზე, რომელიც ასე გვაწუხებს პროექტის გულშემატკივრებს, ორი სიტყვა არ ვთქვა – როგორც იქნა რუსკა გამოვიდა  ანჩოს როლიდან, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ მომენტებში დაეტყო რომ მცდელობას არ აკლებდა მაგრამ კაბუ, დღითიდღე კიდევ უფრო გამაღიზიანებელი ხდება და სამწუხაროა, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს, ან არ კითხულობს პროექტის გულშემატკივრების აზრს. ,,მხურვალე აპლოდისმენტები”, დაყენებული ხმა და გამაღიზიანებელი როლი, რომელშიც შესვლას, სიტყვის წარმოთქმამდე წუთნახევარს ანდომებს, უკვე სასაცილოც აღარაა! პრეტენზიები მესამე წამყვანის მიმართ, თითქმის არ მაქვს. პირიქით, კახას იუმორც საკმარისად აქვს და გამართული ლაპარაკიც მშვენივრად გამოსდის. ამიტომ კარგი იქნება, თუ მაინცდამაინც, კაბუმ გადაინაცვლოს კონკურსანტების ოთახში და მთავარ წარმდგენელის როლს, რუსკა და კახა მოირგებს.

ეხლა კი უშუალოდ ქართულ ტურზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა, რომელიც ვფიქრობ, რომ წინა ორი გადაცემასთან შედარებით, ყველაზე სანახაობრივი გამოდგა! აქ იყო პროფესიონალიზმის, ხასიათის, თიატრალურობისა და იუმორის მეტი გამოვლინება, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მაყურებელს კარგი შოუ აჩვენო!

თიტქმის ყველა ნომერი გამორჩეული იყო! ჩავთვალოთ, რომ კონკურსანტებმა დავალებას იდეალურად გაართვეს თავი, თუმცა პროფესიონალურ კრიტიკას, მაიც იმსახურებს თვითოეული მათგანი.

როგორც ერთერთმა კონკურსანტმა თქვა – ამ ტურის ჟიური მთელი საქართველოა, რადგამ ყველა ქართველმა იცის როგორ უნდა შესრულდეს ნამდვილი ქართული ცეკვაო – რთულია არ დაეთანხმო. მე კი, როგორც ამ საქმეში ოდნავ მეტად გარკვეულს, მინდა რამოდენიმე ლიდერის გამოსვლის, პროფესიონალურ დონეზე შეფასება ვცადო.

sms -ლიდერის, როსტოს და სალომეს კახური, მართლაც სანახაობრივი და სახალისო გამოდგა. ამ ცეკვის, პროფესიონალურ დონეზე შეფასება, თითქმის შეუძლებელია! მიუხედავად იმისა, რომ სალომე შეუდარებელი იყო როგორც ყოველთვის, როსტოს გაუგებარი ილეთებით, საერთოდ არ ჰგავდა ნამდვილ ,,კახურს” და როგორც ჟიურის  ერთ–ერთმა წევრმა აღნიშნა, სპეციალურად როსტოსთვის შექმნილ ,,ცანგალა და გოგონას”  უფრო წააგავდა.

მიუხედავად ამისა, ნომერს დადებითი ძალიან ბევრი ჰქონდა. როსტოს თეატრალური შესრულება და იუმორი, გადამწყვეტი აღმოჩნდა, რის გამოც წყვილი SMS  ლიდერიც კი გახდა.

პირადად ჩემი აღფრთოვანება, ქრისტის ჯეირანმა გამოიწვია! მიუხედავად იმისა, რომ ტემპი საკმარისზე დაბალი იყო, ქრისტის მოძრაობები, ხასიათი და ელეგანტურობა, ამ შესრულებას, საკმაოდ ლამაზს ხდიდა! მისგან განსხვავებით, ბევრ კრიტიკას იმსახურებს ქრისტის მეწყვილე – თანამედროვე ცეკვების პროფესიონალმა შემსრულებელმა, სამწუხაროდ ქართული ცეკვას თავი მთლად კარგად ვერ გაართვა. დაძაბულობა, დაჭიმულობა, რაღაც მთიულურისდამაგვარი ხასიათი, რომელიც ამ ცეკვას საერთოდ არ სჭირდებოდა! ილეთების სისუფთავისგან განსხვავებით, სადაც ასევე იყო ხარვეზები, გიორგი ცეკვის ხასიათში საერთოდ ვერ ჩაჯდა! თუმცა ისევდაისევ ქრისტის არაჩვეულებრივმა შესრულებამ, ეს ნომერი მაინც მაღალი ქულების ღირსი გახადა!

როსტოს და სალომეს მსგავსად, ნუკის და ოთოსაც სახასიაოთო ცეკვის შესრულება მოუხდათ. მათი რაჭული, ბანის პოპულარულ ინტერპრეტაციის ფონზე იხილა მაყურებელმა და ეს რათქმაუნდა მომგებიანი გამოდგა. წყვილი SMS  შედეგებში მეორე ედგილზე დამსახურებულად გავიდა. გარდა იმისა რომ, ცეკვის მონახაზი და მისი შესრულება იდეალური იყო, აღსანიშნავია ოთოს გამოსვლა, რომელმაც თავად აღნიშნა, რომ მისთვის ეს,  ქართული ცეკვის პირველი მცდელობა იყო.  დავალებას მან თავი ძალიან კარგად გაართვა და რაჭული პროფესიონალურ დონეზე შეასრულა!   ოთოსგან განსხვავებით, ელასტიურობა აკლდა ნუკის თუმცა ცეკვის ხასიათს ისიც არაჩვეულებრივად მოერგო.

სამორის და ლიკას დაისი, ჩვენ უკვე ვიხილეთ პირველ ტურში, სადაც ლიკამ მართლაც რომ არაჩვეულებრივად იცეკვა, თუმცა მათი შესრულებული ,,აფხაზურიდან”, გუშინ ყველაზე მეტ საქებარ სიტყვებს სამორი იმსახურებს, რომელმაც ქართულ ილეთების სირთულეს, მშვენივრად აუღო ალღო. პროფესიონალურ დონეზე იყო დადგმული ცეკვის მონახაზიც. წყვილს ეტყობოდა, რომ საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგნენ და შესაბამისად, ყველაფერი კარგად გამოუვიდათ!

თიკოს და გიგის შემთხვევაშიც, რომლებმაც ქართულ ტურში ,,აჭარული” წარმოგვიდგინეს, შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალ მოცეკვავეზე მეტად ეფექტური ,,ვარსკვლავი” იყო!  ქრისტის მეწვილეს მსგავსად, გიორგისთანაც იგივე შენიშვნა მექნება – დაძაბული, დაჭიმული და მთიულურისმსგავსი ხასიათი აჭარულს საერთოდ არ უხდება! სამაგიეროდ სინაზე, ელასტიურობა და მომხიბვლელობა არ აკლდა თიკოს, რომელმაც მშვენივრად გაართვა დავალებას თავი!

ლელას მეწყვილე, თორნიკე – სუხიშვილების პროფესიონალი მოცეკვავეა და შესაბამისად, როგორც თავად აღნიშნა, ამ ტურს ყველაზე მეტად ელოდა. სამწუხაროდ მათი შესრულებულ ნომერი, ვერც ჟიურის ფაორიტი გახდა და პირიქით SMS გამოკითხის აუცაიდერებიც გახდნენ. ძირითადი კრიტიკა, მაინც ცეკვის მონახაზზე შეიძლება გვქონდეს. გასაგებია, რომ ამ ნომრის ავტორს, გიორგის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება სურდა და მისი პლიუსები მართლაც მშვენივრად დავინახეთ, მაგრამ როგორც ნომერი, პროფესიონალურ დონეზე, ვერანაირ კრიტიკას უძლებს! ლელას რაც შეეხება, როგორც წინა ტურებში, ამჯერადაც მშვენივრად გაართვა თავი დავალებას.

ბოლოს შოუს კულმინაცია!

ვერ მივხვდი ამ წყვილს შორის რეალურად რა ხდება. იდეაში, სიყვარულის ახსნას ჰგავდა მაგრამ როგორც ყოველთვის, დედალამაზიშვილმა ყველაფერი გააფუჭა😀 ,,აღარ მიყვარხარ, აღარ მიყვარხარ” – ერთადერთი კითხვა მებადება, ვინ გირჩია თაზო ამ სიმღერის ფონზე გამოსვლა?🙂

რაც შეეხება ქრისტის და ლევანის ცეკვას – დაბალ ტემპში შესრულებული ილიკოს და ნინოს უკვდავი ლეკური, მაინც დადებითად შეიძლება შეფასდეს, მარტო იმიტომ რომ, ურთულესი ილეთები, მინიმალური შეცდომებით იყო შესრულებული.

პროექტი, კახაბერი და მარიამის დუეტმა დატოვა, რომლებმაც ხანუმების გათანავედროვებულ კომპოზიციაზე, ,,აჭარულისდამაგვარი” ცეკვა შეგვისრულეს.  ვერც მონახაზი, ვერც მუსიკა, ვერც სტილი და ვერც კახას იმიჯი, ქართული ტურის იდეაში ვერ ცაჯდა და ვერანაირ კრიტიკას უძლებს, პროფესიონალურ დონეზე! რომ არა მშვენიერი მარის, არაჩვეულებრივი ხასიათი და მოძრაობები, ნომერს თავისუფლად ვუწოდებდი სრულ მარაზმს!

ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ მონაწილეები შემდეგ ტურში, განვლილი ტურის ფინალი კი მართლაც სამართლიანი გამოდგა!

3 thoughts on “,,ცეკვავენ ვარსკვლავები” ქართულად

  1. ქართული ტანსაცმელი ყველას უხდებოდა, ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ ეროვნული ყოველთვის ბუნებრივია! კაბუზე გეთანხმები, თან რუსკას არ აცდის ლაპარაკს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s