,,ქარული გენია როკვით განფენილი”

არის თუ არა, სუხიშვილების ოჯახის ახალი თაობა, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის ღირსეული მემკვიდრენი, ამოაცალეს თუ არა სინამდვილეში პატარა ილიკომ და ნინომ ქართულ ცეკვას სული, არის თუ არა სუხიშვილების ანსამბლი საძოვარი სხვა ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის, როდის გაჩნდა ქართული ცეკვა, არის თუ არა ,,ჯეირანი” ჩვენი და ეკუთნოდა თუ არა ფრიდონ სულაბერიძეს ვარსკვლავი – ამ და სხვა საჭირბოროტო თემების განხილვა, 2 მარტს  ნოდარიკო მელაძის შოუში შედგა იმედის არხზე და სწორედ ამ გადაცემის ,,მარგალიტებზე” მინდა ორიოდე სიტყვით პოსტში მოგახსენოთ. 

ქართულ ცეკვაზე საუბარის დაწყებამდე, აუცილებელია მკითხველს ,,ჯიშის” და ,,რასის” განმარტება შესთავაზოს ავტორმა. ეს ის ის ფენომენია, რომელშიც ,,არც ერთი ვაჟი არაა ნიჟინსკი და არც ერთი ქალი – პავლოვა, ხოლო ვერა–რომელი ნიჟინსკი იცეკვებს მაგალითად ,,ქართულს” ისე, როგორც ცეკვავს ამას რომელიმე  ვაჟი ამ დასისა – ვერცა რომელი პავლოვა გაჰყვება მოცეკვავე ვაჟს მაგალითად იმავე ,,ქართულში”  ისე,  როგორც ამას ასრულებს რომელიმე ქალი უწყებული დასითგან. ეს იმიტომ რომ ქართული ბალეტი არის – ბალეტი ჯიშისა; რასისა! “ – ბუნებრივია მე არ ვარ გრიგოლ რობაქიძე და შესაბამისად არც ძალმიძს ისე ხატოვნად და ზედმიწევნით მოგახსენოთ ,,ჯიშის” და ,,რასის” რაობაზე, როცა არსებობს მისივე წერილი (,,ქართული გენია როკვით განფენილი” ) სუხიშვილებისადმი მიძღვნილი. ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ და გადაცემაში დასმულ კონკრეტულ აქცენტებზე გავამახვილებ ყურადღებას.

სუხიშვილების დასი არის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლი თუ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლია სუხიშვილების? სად შეიძლებოდა ასეთი უშინაარსო კითხვა დასმულიყო, თუ არა იმედის არხზე, ნოდარიკო მელაძის ცხელ შოუში?!

,,ჩვენია აბა ვისია?” – პატარა ნინოს კითხვანარევი პასუხი, თავად გადაცემაში, დამსწრე საზოგადოებისგან უპასუხოდ დარჩა და შოუც ისე დამთავრდა, თემა არ ამოწურულა! არადა როგორ წყალივით საჭირო იყო იმ მომენტში, რიგითი მაყურებლისთვის ისტორიული ექსკურსი, როდის რა შეიქმნა?!

მე 12 წელი ვცეკვავდი და ასეთუისე რაღაც მისწავლია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რიგით მაყურებელს, ამ ტიპით გადმოცემული თემის განხილვა, აუცილებლად დააბნევდა და შესაძლოა სუხიშვილების გვარის, მაფიოზურ მონოპოლიაზე გასჩენოდა ეჭვები.

საბჭოთა პერიოდის საქართველო – 1945 წელი. ახალგაზრდა ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველს უყრის უპრეცედენტო პროექტს – ,,ქართული ცეკვის დასი”.   ყველასათვის წარმოუდგენელი იყო საათნახევარი – ორი საათის განმავლობაში, რა უნდა შეეთავაზებინა მაყურებლისთვის ამ ახლადშექმნილ ანსამბლს, რომ მოსაწყენი არ გამხდარიყო დარბაზში ყოფნა? იმ დროისთვის ქართული ცეკვა რათქმაუნდა არსებობდა, იდგმებოდა და ხშირად გამოიყენებოდა სპექტაკლების,  ფილმების, შოუებისა და სხვა ხელოვნების დარგებში, გაფორმებად – წყვილთა როკვა, როგორც ქალისა და მამაკაცის ეროვნული თანხვედრის მარგალიტი! ისტორიული საგანძური!

დიახ, სწორედ სუხიშვილების მოგონილი და შეთხზულია ის მასიური, ქორეოგრაფიული ნომრები, რომლებსაც, სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით, დღესაც სიამოვნებით ვადევნებთ თვალს!

საინტერესოა დაესწრო კიდევ უფრო დიდი ისტორიის მქონე ,,ერისიონის”, ,,რუსთავის” კონცერტებს, მათ მაყურებელი არც თავის დროზე აკლდათ მაგრამ ქართული სიმღერისა და ცეკვის ნაზავს უყურო და უსმინო ორი საათის განმავლობაში ეს ხომ მარტივად აღსაქმელი სიამოვნებაა? – ხოლო ლასკალას სცენაზე ახვიდე, მასზე ისტორიაში არ მომხდარი,  ეროვნული ფოლკრლორი წარადგინო, თან ისიც მხოლოდ ცეკვით და მაყურებელი ორი საათით მოაჯადოვო ისე რომ 14_ჯერ(!) მოგთხოვოს ფინალური ნომრის განმეორება ბისზე – ეს მოხლოდ სუხიშვილებს ძალუძთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ბუნებრივია მათი როლი ქართულ ქორეოგრაფიაში, შეუფასებელი განძია!

როდესაც ინდივიდუალურ ნომრებზეა ვსაუბრობთ, მაგალიტად ,,ჯეირანზე” და მას არაქართულს ვუწოდებთ, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია და ხელოვნების აღქმის არ ქონასთან  გვაქვს საქმე! დიახ ნინო რამიშვილი, მაშინ როცა ამ ცეკვას დგამდა, რათქმაუნდა აზიურ ელემენტებს იყენებდა მაგრამ იმის თქმა რომ არაქართულია ან პლაგიატთან გვაქვს საქმე, სრული უგუნურობაა! ერთის მხრივ, ჯეირანში, ნინო აზიელი ქალის სიკეკლუცეს, ეშხს, პლასტიკას და შარმს იყენებს და ამ ყველაფრის ნაზავით, თეატრალურად გადმოგვცემს ,ჯეირანზე ნადირობის ამაღლებულ სურათს. ეს არის თავგანწირული ჯეირანის ტრაგიკული როკვა სიკვდილის წინ! რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ნინო რამიშვილის მოძრავი ძეგლი ქართულ ქორეოგრაფიაში! ეს ცეკვა, მთლიანად მისი შემოქმედების ნიმუშია და არსად არასდროს მანამდე არ გაკეთებულა თუნდაც ერთი მოძრაობაც კი, მსოფლიოს მაშტაბით, სხვა ნებიემიერ ცეკვაში

კიდევ უფრო დიდია ილიკოს როლი ქართულ ქორეოგრაფიაში – ხორუმი, ცეკვა რომელიც მაყურებელს ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას გადასცემს, თამამად შეგვიძლია ილიკოს შედევრად მივიჩნიოთ! იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ცეკვა ჩვენ გვინახავს და მოგვწონს, თავიდან ბოლომდე სუხიშვილების მოგონილია და მასში გაკეთებული საცეკვაო ილეთების 90%_ს ილოურს (ილიკო სუხიშვილის მოგონილ ილეთებს) უწოდებენ!

გაგიჭირდებათ დამისახელოთ ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომლის რეპერტუარშიც ცეკვა ,,სამაია” არ შედის! ,,სამაიას”  თანამედროვე მონახაზი, სადაც სამი გოგო გრაციოზულად ნარნარებს სცენაზე, მთლიანად ილიკოს და ნინოს გამოგონილია და მათი შექმნის იდეა, ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე გამოსახული, მართლმადიდებლური ფრესკებიდან გაჩნდა.

ზემოთ ტქმულის გათვალისწინებით, მგონი უკვე მიხვდა მკითხველი, როგორ გახადეს სანახაობრივი, ქართული ცეკვა სუხიშვილებმა და ბუნებრივია კითხვაზეც – ვისია ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და არის თუ არა სუხიშვილების შემოქმედება, დღეს სხვა ქორეოგრაფიულ ჯგუფებისთვის საძოვარი – გარკვეულწილად პასუხგაცემულია!

გადაცემაში, ასევე ბევრი საუბარი იყო მუსიკაზე – რომელსაც დღეს პატარა ილიკო ქმნის და ჩემი აზრით ეს უბრალოდ არაჩვეულებრივია!

,,გამიკეთეთ ხალხნო მუსიკა, დავიღალე ამ დოლისა და გარმონის გაუთავებელი ტყაპატყუპით” – ეს დიდი ნინოს სიტყვებია და დარწმუნებული ვარ, ის რომ დღეს ცოცხალი იყოს, ასეთი ჟღერადობის მუსიკაზე, როგორიც სუხიშვილების ახალ პროგრამაში ჟღერს, უბრალოდ აღფრთოვანდებოდა!

ცალკე თემაა კოსტუმები – თავის დროზე გვყავდა გენიოსი სულიკო ვირსალაძე, რომელმაც ეროვნული ბალეტის ყველა კოსტუმი თავად მოიგონა და შექმნა. თუ პლაგიატთან გვაქვს საქმე, თამამად შეუძლია უჩივლოს ნებისმიერ ქორეოგრაფიულ ანსამბლს სუხიშვილებმა, თუნდაც მარტო ქალის სამოსზე ,,აჭარულში” – სამოსი რომელიც ექსკლუზიურად ნინოსა და ილიკოს დაკვეთით შექმნა ვირსალაძემ 60_იან წლებში.

ბოლოსკენ, აუცილებლად მინდა შევეხო ფრიდონ სულაბერიძეს და მის ვარკვლავის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.

,, მთელი საქართველო მეხვეწებოდა მისი ვარსკვლავი გამეხსნა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი და დღესაც ვარ! ეს იგივეა, ყველა სუხიშვილის მოცეკვავეს ცალ–ცალკე გავუხსნათ ვარკვლავი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ, ბატონმა ფრიდონიმ თავის ხელით ამოთხაროს თავისი ვარკვლავი!” – ეს დათო ოქიტაშვილის სიტყვებია, რომელმაც ნოდარიკო მელაძის ცხელ შოუში გაიჟღერა და დღემდე შოკის ეფექტი ვერ მომხსნია!

ბატონო დავით:

1. ეს იგივეა გვქონდეს რუსთაველის თეატრის ვარკვლავი და არ გვქონდეს ცალკე რამაზ ჩხიკვაძის!

2. ნებისმიერი სუხიშვილი, არის კარგი მოცეკვავე! ფრიდონ სულაბერიძე კი იყო მათ შორის საუკეთესო!

3. თენგის სუხიშვილი, იამზე დოლაბერიძე, ომარ მხეიძე და სხვები – კონკრეტული ცეკვის უბადლო შემსრულებლები იყვნენ! ფრიდონ სულაბერიძის ,,კინტაური”, ,,ქართული”, ,,აჭარული” და სხვა ნებისმიერი ინდივიდუალური ნომერი კი უდაოდ ქართული საგანძუდია და მას უკვე ეწოდა შედევრი!

ასე რომ ოქიტ  გაუგონარი სირცხვილია შენი ლაყბობის მოსმენა და მითუმეტეს მისი ტელეეთერით გავრცელება!

პ.ს. ,,რაში დამჭირდა ამხელა ექსკურსი? მხოლოდ ამად რომ ეს მეთქვა: განხილული ქართული ბალეტი, მთლიანად აღებული, სწორუპოვარი დითირამბია ყოფის მიმართ! დიაღ: როკვებით განფენილი გაიხარე–გამახარე! ვაშა როკვის ჯადოქრებო: ქალებო და ვაჟებო!” – 1962 წელი, ჟენევა, გრიგოლ რობაქიძე.

4 thoughts on “,,ქარული გენია როკვით განფენილი”

  1. მშვენიერი პოსტია, ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე, მადლობთ. ნოდარ მელაძე რა შუაშია ოღონდ, ის გადაცემას აკეთებს და მისი სტუმრები იქ რას იტყვიან, პასუხს არ აგებს-ჩემი აზრით.

    • როდესაც ასეთ ეროვნულ საკითხს ეხები, ცოტა სიფრთხილეა საჭირო და საზოგადოებას საკითხი იმ ფორმით არ მუნდა მიაწოდო, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა! სრული დეზინფორმაციისა და ფაქტების დამახინჯებით სავსე შოუ გამოუვიდა რომელიც იდეაშივე სკანდალური უნდოდა ყოფილიყო სამწუხაროდ😦 ეს ჩვენი საგანძურია და სკანდალები არ გვჭირდება! თემის ჯანსაღ განხილვას კი ყველა მიესალმებოდა!

  2. ნოდარ მელაძე არის ენით აუწერელი ჭუჭყი, წერა-კითხვის უცოდინარი სუბიექტი. ეგ გადაცემა – საარაკო სლეობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s