როკი და სატანა

20 აპრილს, იმედის ეთერით, მელაძის მორიგი მარაზმი იხილა საზოგადოებამ და როგორც სჩანს, ეს უკვე პიკია!

დღეს, 24 აპრილს, 17:00 საათზე, ფილარმონის წინ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, “100 გრადუსი ცელსიუსი”_ს დახურვის მოთხოვნით და როგორ განვითარდება მოვლენები, კაცმა არ იცის.

20 აპრილის გადაცემაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. არიან დაზარალებულებიც, რომლთა მოთხოვნაც სრულიად სამართლიანია და ვფიქრობ ეს საქმე, მხოლოდ საპროტესტო აქციით არ უნდა შემოიფარგლოს.  პროექტმა და მისმა წამყვანმა, თავისი არაპროფესიონალიზმითა და ჟურნალისტური ეთიკის უპრეცედენტოდ დარღვევებით კი უკვე საკმარისზე მეტი ზიანი, ქართულ საზოგადოებასაც მიაყენა და მართლაც რომ კმარა!

შესაბამისად, ,,ილოს ბლოგი” სრულად იზიარებს და უერთდება 24 აპრილს დაგეგმილ აქციას, რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს ამ მართლაც რომ პრობლემატური საკითხების, ასეთი არაპროფესიონალური საჯარო განხილვები იმედის ეთერით! 

“100 გრადუსი ცელსიუსში” გამოტანილ, ეგრედწოდებულ ,,ტაბუდადებულ” თემებზე, არაერთი პოსტი დამიწერია და საზოგადოებაც აქტიურადაა ჩართული მზგავსი საკითხების განხილვაში.  მელაძისეული მარაზმი კი, ამ პროცესში ყველას ერთად გვაყენებს ზიანს.

,,აქციის მიზანია, დავანგრიოთ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ როკის (მასში გაერთიანებულ ნებისმიერი ჟანრის) მსმენელი და “პირსინგიანი პერსონა” არაა სატანისტი, როგორც ეს გადაცემაში ითქვა და ასევე ქართულ საზოგადოებაშია გავრცელებული”

შესაბამისად, ვინმემ რომ არ გვითხრას – ,,აქცია ვჭამოთო?”😀  ვთავაზობ აქციის ორგანიზატორებს და ყველა კომპეტენტურ ბლოგერს, საკუთარ ბლოგზე, კონკრეტული არგუმენტებით გასცეს პასუხი ,,ილოს ბლოგზე”, ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ და რეალურად ვიმსჯელოთ თემაზე – არის თუ არა  როკ მუსიკიკა სატანიზმთან რაიმე კავშირში?

პირადად მე, თავის დროზე, ამ თემას სუბიექტურად მიუდექი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, დღეს კი მსურს მოვისმინო კონკრეტული ფაქტებისა და კონკრეტული საკითხების პროფესიონალური ანალიზი. იმედს ვიტოვებ არ დამზარდებით და დამარწმუნებთ ქვემოთ მოყვანილი ჩემი ლოგიკის აფსურდულობაში. ; )

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

,,ილოს ბლოგი”
03.03.2011 წ.
თემა: ოხ ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი როკი! 

როგორც იქნა მოვიცალე პოსტის დასაწერად. თემის შერჩევისას ბევრი არ მიფიქრია. ყოველთვის მინდოდა, ბლოგზე ეს საკითხი განმეხილა და აი ეს დროც დადგა.

როკ მუსიკის დიდი მოყვარული არ ვარ, ვერც მისი გაჩენის და განვითარების პერიოდის საფუძვლიანი ცოდნით დავიკვეხნი. თუმცა ამ თემაზე მუშაობისას, საკმაოდ ბევრ მასალას გავეცანი და იმედი მაქვს პოსტი შედგება.

სხვა და სხა პერიოდში, რევოლუცია მუსიკალურ მიმდინარეობებში, ყოველთვის ახდენდა გავლენას იმ დროინდელ საზოგადოებაზე და კიდევ უფრო მეტად, მოქმედებდა ამ საზოგადოების განვითარებაზე. ასე მოხდა 20_იან წლებში, როცა ჯაზი შემოიჭრა დასავლეთში და სქწრაფადვე მოედო მთელს მსოფლიოს. 40–50_იანებში როკენ–როლი, კიდევ უფრო ადრე ბლუზი და ა.შ.

ვერ ვიტყვით ზუსტად როდის და სად დაიბადა როკ მუსიკა. თუმცა ჰარდ–როკის, იმ სტილით, თემატიკით და მიმდინარეობით განვითარებაში, რითითაც დღემდე გაგიჟებულია მთელი მსოფლიო, თამამად შეგვიძლია “ბლექ საბათ”_ის ბიჭები ,,დავადანაშაულოთ” 

“წაართვი ვინმეს სიცოცხლე, ის არაფრად ღირს; მოკალი ვინმე, არავინ იტირებს. შენი თავისუფლება შენი მოვალეობაა; ჩვენ გვჭირდება მხოლოდ შენი სული” (“დოვლათი”).

მაგია, სპირიტიზმი, სატანიზმი – როკში

ეს რაღაც ახალი იყო. სიახლე რომელმაც ამერიკის ახალგაზრდობა აღფრთოვანებამდე მიიყვანა.

მძაფრი ჟღერადობის მქონე სოლისტი თავისი მკივანა ხმით, ათი წუთით არანჟირებული “პარანოიდით” – ,,შავი შაბათი” შოკში აგდებდა საზოგადოებას! მდგომარეობა, რომელიც გამაგიჟებელ სიამოვნებას ანიჭებდა თაობას.

რა იყო ეს? მარკეტინგული გათვლა თუ კარგად ორგანიზებული სატანური ჯგუფი? ყოველ შემთხვევაში, ფაქტია – “ბლექ საბათის” პირველმა ფირფიტამ გამოიწვია არა მარტო აღშფოთების ტალღა, არამედ აღიარებისაც; ნებით თუ უნებლიედ, ბიჭები აღმოჩნდნენ სატანიზმის უმთავრესი მქადაგებლები მთელს მსოფლიოში.

ბუნებრივია, მსგავსი რევოლუცია (მუსიკაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში), სწრაფადვე ვითარდება, ხდება პოპულარული და უჩნდება უამრავი მიმდევარი.
როკ-მუსიკის ქრისტეანული ექსპერტი აშშ-ში, ბობ ლარსონი, უკიდურესად შეშფოთებული იყო “ბლექ საბათის” ალბომთა იმ რაოდენობით, რომელიც მან ახალგაზრდათა წრეებში აღმოაჩინა.  

“მე გავოგნდი, – წერს ლარსონი, – როდესაც დავინახე მრავალი ქრისტეანი ახალგაზრდა კაცი, რომელცი, “ბლექ საბათის” ალბომებს ყიდულობდა, თუმცა იცოდნენ ამ ჯგუფის განწყობა სატანიზმისადმი”

“ბლექ საბათის” მერვე ალბომის შემდეგ, რომელსაც ერქვა “ნურასოდეს იტყვი მოკვდი” (“Never Say Die”), ჯგუფში მოხდა განხეთქილება, როდესაც მომღერალმა ოზი ოსბორნმა დატოვა თავისი კოლეგები, რათა შედგომოდა სოლო კარიერას. “ბლექ საბათს” თავის ვოკალისტთა გარეშე ექნებოდა ის ღირებულება, რაცა აქვს ტელევიზორს ეკრანის გარეშე”, _ ნათქვამია ერთ-ერთი როკ-ჟურნალის კომენტარში. ჯგუფ “რეინბოუს” (ცისარტყელა. Rainbow) ყოფილი ვოკალისტის, რონი ჯეიმს დიოს გამოჩენით, რომელიც იმ დროისთვის ასევე მიჯაჭვული იყო ოკულტიზმს, ჯგუფმა როგორც იქნა ოზი ოსბორნის სრულფასოვანი შემცვლელი იპოვა.

1980 წელს გამოვიდა ალბომი “სამოთხე და ჯოჯოხეთი”, (“Heaven and Hell”). ამ ალბომის შავ ყდაზე გამოსახულია სამი ანგელოზი სიწმიდის ორეოლებით თავზე, წითელი მანიკიურებით ფრჩხილებზე, რომლებიც თამაშობენ ბანქოს და ეწევიან სიგარეტს.

1981 წლის მიწურულს ჯგუფმა გამოსცა მომდევნო ფირფიტა “ბრბოს კანონი” (“Mob Rules”) , რომლის სატიტულო კომპოზიციამ წარმოადგინა ოკულტურ-ფანტასტიკური ფილმის “მიძმე მეტალის” (“Heavy Metal”) წამყვანი სიმღერა. ამის შემდეგ გამოვიდა ორმაგი ალბომი “ცოცხალი ბოროტება” (“Live Evil”), რომლის მოკლე სახელწოდებაში ასახულია ჯგუფის თვითშეფასება და ის, რაც მრავალათასეულ გულშემატკივარში ასოცირდება “ბლექ საბათთან”.

ერთ-ერთ კონცერტზე რონი ჯეიმს დიომ ხალხს აჩვენა სატანური მისალმება, რომლის დროსაც აღიმართება საჩვენებელი და ნეკა თითები, რაც სიმბოლურად თხის (სატანიზმში თხა არის ეშმაკის სიმბოლო) რქებს გამოხატავს . მომღერალმა ხმამაღლა შეჰკივლა ბრბოს და ბრბომაც ამავე სატანური მისალმებით უპასუხა როკ მომღერალს.

შემდეგ დიომ შეხედა ნიშანს, რომელიც ხელით გააკეთა და თქვა: “მხოლო ჩვენ ვიცით ამ ნიშნის მნიშვნელობა, რაც სინამდვილეში ნიშნავს: “გაუმარჯოს როკ’ენ’როლს!”

სენსაცია იყო “ბლექ საბათის” რიგებში ექს “დიპ პარპლის”, ვოკალისტ იან გილანის გამოჩენა, რომელმაც ძალიან მალე გადმოიღო დიოს მანერები, რომელმაც “ბლექ საბათი” 1983 წელს დატოვა.

სქელი, მომწვანო-მოთეთრო ნისლი აწვება სცენას, როდესაც ჯგუფი იწყებს თავის გამოსვლას და მღერის “ხელმეორედ დაბადებულს”, უკანა პლანზე, ტილოზე გამოიკვეთება “სტოუნჰენდჯი” (“Stonehandge”)… ადგილი, სადაც ძველ ბრიტანეთში მსხვერპლებს სწირავდნენ, ხოლო წინ, მუხლებამდე სისხლში ჩაფლული, თითქოსდა დემონით შეპყრობილი, როკავს იენ გილანი და მაყურებელს “პარანოიდს” (“Paranoyd”) ან “რკინის კაცს” (“Iron man”) შეჰკივის, რომელიც ასევე ეშმაკის შეპყრობილივით როკავს შავი მესის ქვეშ და წივილ-კივილით ითხოვს უფრო მეტს”.

,,I am possessed by Black Sabbath” ( “მე შეპყრობილი ვარ “ბლექ საბათით” )

“მათი მუსიკის ქვეშ” “კაიფის” დაჭერა შესაძლებელია ნარკოტიკების გარეშეც.

ერთი საინტერესო ფაქტი – ოზი ოსბორნს, ჩვევად ჰქონდა, კონცერტის დაწყებამდე თავი მოეჭამა ცოცხალ ფრინველისთვის. ერთხელ მას, სცენაზე ღამურა ამოუგდეს ფანებმა და რაღა გასაკვირია, ლუციფერის რჩეული რომ მას ეძგერა? ამის შემდეგ, ოზი ცოფის საწინააღმდეგო აცრებს იკეთებდა და დიდხანს მკურნალობდა. საბედნიეროდ, ფაქტმა, მომღერალს ხელი ააღებინა თავის უხეირო ჩვევაზე.

ალისტერ კროული, მრავალი როკ მუსიკოსის (და არა მარტო მათი) შთაგონების წყარო და სატანისტების ბელადი

ცნობილი ალისტერ კროული (1875-1947) მეოცე საუკუნის სატანისტთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1896 წელს სტოკჰოლმში მას თითქოსდა ჰქონდა ხილვა და ამ ხილვამ დაარწმუნა, რომ ის არის ანტიქრისტე. იმ დღიდან ასეც უწოდებდა საკუთარ თავს: “დიდი მხეცი – 666″ ან “მხეცი უფსკრულიდან” (გამოცხ. 11:7) და ფიქრობდა, რომ ოკულტური ძალები მედიუმს, როგორც საკომუნიკაციო არხს, გამოიყენებდნენ კაცობრიობასთან კავშირის დასამყარებლად და თავიანთი ზეადამიანური ცოდნისა და შესაძლებლობების გამოსავლენად.

კროული თავის მისიას ხსნიდა იმით, რომ მას “აუცილებლად მოქმედებაში უნდა მოეყვანა ოკულტური ძალები, რომლებიც თავის აპოგეას მიაღწევდნენ ამ საუკუნის ბოლოს”. თვითონ კროულის საკუთარი თავი წარმოედგინა წინასწარმეტყველად, რომელიც გახსნის ახალ ერას და გვერდზე მოისვრის დაძველებული და სიცოცხლისთვის უმაქნისი ქრისტეანობის ნარჩენებს. მეტად საგულისხმოა კროულის სიტყვები: “სატანა კაცობრიობის მტერი კი არ არის: ის სიცოცხლეა… სიყვარული… და სინათლეა”; “… გზა ზეცისკენ ჯოჯოხეთზე ძევს”.

კროულის ყველაზე სახელგანთქმულ მიმდევრებად და მისი სწავლების გამგრძელებლებად მოგვევლინნენ ჯიმი პეიჯი, მსოფლიოში სახელგანთქმული, ამჟამად დაშლილი ჯგუფის, “ლედ ზეპელინის” (Led Zeppelin – ტყვიის დირიჟაბლი) ლიდერი (გიტარისტი – მთარგმნ.) და კინორეჟისორი კენეტ ანჯერი, რომელმაც დაამკვიდრა მსოფლიოში ალისტერ კროულის კულტი და მის სულიერ სამყაროს აზიარა ჯგუფი “როლინგ სტოუნზი” (Rolling Stones).

“ლედ ზეპელინის” ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სიმღერაა “კიბე ზეცამდე” (Stearway to heaven), რომელშიც ეგვიპტური მითოლოგიის იმავე სახელწოდების კულტს ეძღვნება. ამ სიმღერის ტექსტში ჩადებულია სატანური სარწმუნოების სიმბოლოს დაშიფრული შინაარსი! თუ ფირფიტას, რომელშიც ეს სიმღერაა ჩაწერილი (ეს არის “ლედ ზეპელინის” IV ალბომი – მთარგმნ.) უკუღმა დაატრიალებთ, რაც ჩვეულებრივ ფირსაკრავზე შეუძლებელია, ასეთ ფრაზებს მოისმენთ:

“Listen! We have been there… I will sing, because I live with Satan… Sevr me! There is no escaping it… with Satan… if we’ve got to live for Satan… Master Satan…”
“მისმინე! ჩვენ იქ ვიყავით.. მე ვმღერი, რადგან ვცხოვრობ სატანასთან ერთად… მემსახურე!.. იქ არ არის გადარჩენა… თუ გვინდა ვიცხოვროთ სატანისთვის… ბატონ-პატრონი სატანაა”.

ფირფიტის უკუღმა ჩაწერის ხერხი (“შებრუნებული შენიღბვა”), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა, დიდი ხანია ცნობილია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მეთოდიც ალისტერ კროულის შემუშავებული იყოს, რომელიც ასწავლიდა, რომ ყოველს, ვინც კი დასაქმებულია სატანიზმით, უნდა შეეძლოს “აზროვნება, გაგება, ლაპარაკი, კითხვა და წერა ამგვარ შებრუნებულ ენაზე”.

ვნახოთ ”შებრუნებული შენიღბვის” კიდევ ერთ მაგალითს. ჯგუფ “არკანზასის შავი მუხა” (Black Oak Arkansas) აქვს სიმღერა “როდესაც ელექტრობა მოვიდა არკანზასში”. ამ სიმღერის ერთ-ერთ ნაწილში, მომღერალი იმეორებს უაზრო სიტყვებს. თუ ფირფიტას დავატრიალებთ უკუღმა, ყველაფერი გასაგები გახდება: “სატანა, სატანა, სატანა. ის ღმერთია, ის ღმერთია, ის ღმერთია”.

როლინგ სტოუნზი” – ეს ერთობ პოპულარული ჯგუფი დასაშვებად მიიჩნევდა ფლირტს სატანის კულტთან. უკვე 1967 წელს გამოვიდა ამ ჯგუფის ალბომი (როკ-მუსიკის სამყაროში ასე უწოდებენ გიგანტ ფირფიტას – მთარგმნ.) სახელწოდებით “მისი სატანური უდიდებულესობის სურვილი” (“Their Satanic Majesties Request”). შემდგომში მიკ ჯაგერმა, “სტოუნზების” ვოკალისტმა, აღიარა, რომ ჯგუფის ამ ფირფიტის გამოცემის შთამაგონებელი იყო თვით ანტონ ლავეი, სატანის ეკლესიის მღვდელმთავარი. მოგვიანებით გამოჩნდა გახმაურებული სიმღერა “სიმპათია ეშმაკისადმი” (“Sympathy for the devil”), რომელიც ამერიკელი სატანისტების ჰიმნი უნდა გამხდარიყო.

ტონი სანკეზი, “სტოუნზის” ერთ-ერთი მეგობარი, ჯგუფის ერთი კონცერტის შესახებ ჰყვება: “როდესაც სიმღერის “სიმპათია ეშმაკისადმი” შესრულებამ მიაღწია თავის კულმინაციას, ჯაგერმა ჩამოიხია თავისი წითელი მაისური და გამოაჩინა საზიზღარი ტატუირება, რომელზეც გამოსახული იყო ეშმაკი. საკუთარ თავს ვკითხე: “ხომ არ არის ჯაგერი გატაცებული შავი მაგიით იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით?”

ჟურნალში “როლინგ სტოუნზ” (ეს არის ჟურნალი, რომელიც მთლიანად ეძღვნება როკ-მუსიკას – მთარგმნ.) გიტარისტმა კეიტ რიჩარდმა ხაზი გაუსვა: “შავი მაგია – ეს ისეთი რამეა, რაც ყველამ უნდა შეისწავლოს. ის საკუთარ თავში შეიცავს დიდ შესაძლებლობებს. ბევრი გაეთამაშა მაგიას და აქედანაც კი მიიღო თითოეულმა რაღაც. საიდან აღმოცენდა ვუდუს კულტი (აფრიკელთა შავი მაგია)? ყოველივე ეს უარყოფილია, როგორც ცრუმორწმუნეობა და მონაჩმახი. მე არა ვარ ექსპერტი და არც დავიწყებ ამის მტკიცებას. მე მხოლოდ ვცდილობ, როგორც შემიძლია, მივიყვანო ეს საზოგადოების ცნობიერებამდე… ზოგიერთი მაგი ჩვენ ლუციფერის საიდუმლო აგენტებად მიგვიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ლუციფერები”.

“როლინგ სტოუნზის” ალბომის სახელწოდება “Get Yer Ya-Ya’s Out” (1970) წარმოსდგება გამოთქმიდან, რომელიცგამოიყენება ვუდუს კულტში. ფირფიტის “თხის თავის წვნიანი” (“Goat’s Head Soup” – 1973) ჩაწერილი იყო ვუდუს რიტუალის თანხლებით. ერთ-ერთ სიმღერაში შესაძლებელია ეშმაკით შეპყრობილის ყვირილის მოსმენაც. ალბომის შიდა მხარეზე გამოსახულია თხის მოჭრილი თავი, რომელიც ადუღებულ ქვაბში დაცურავს. ეს არის სატანიზმის კლასიკური სიმბოლო (თხის თავი ლუციფერის ნიშანია და მას საკმაოდ ხშირად გამოსახავენ მეტალისტური როკ ჯგუფები.

1969 წლის 6 დეკემბერს. შტატებში ტურნეს მიწურულს, დამასრულებელ აკორდად “სტოუნზმა” უფასო როკ-ფესტივალის მოწყობა გადაწყვიტა. ადგილიც შეირჩა: ალტამონტ სპიდვეი – მიტოვებული ავტოტრასა სან-ფრანცისკოს მახლობლად.

ალტამონტი თავისი სამიათასიანი პუბლიკით უნდა გამხდარიყო სისხლიანი სასაკლაო, რომელიც მოაწყვეს ჯგუფ “ჯოჯოხეთის ანგელოზების” წევრებმა (“ჯოჯოხეთის ანგელოზებად” იწოდებოდა ე. წ. “ბაიკერების” დაჯგუფება – მთარგმნ.) და რომლებიც “სტოუნზებმა” მოიწვიეს მორიგეებად – ფესტივალზე “წესრიგის” დასამყარებლად და რომლებმაც ყველაზე მხეცური ფორმით დაიწყეს პუბლიკის ტერორიზება.

სრული და საბოლოო კატასტროფა საღამოს, ფესტივალის აპოგეაზე , “როლინგ სტოუნზის” გამოსვლის დროს მოხდა. სიმღერის “კეროლ” შესრულებისას ერთი ახალგაზრდა წყვილი სრულიად გაშიშვლდა და გაემართა სცენისკენ, როგორც საკურთხევლისკენ, რათა იქ “ჯოჯოხეთის ანგელოზთა” ჩექმებისა და ხელკეტებისთვის თავგანწირულს “მსხვერპლშეწირვის” რიტუალი აღესრულებინა და ამგვარი უცნაური ფორმით საკუთარი თავი “მსხვერპლად” მიეტანა.

როლინგ სტოუნზის" გამოსვლა ალტამონტზე

რაც უფრო უხეშად სცემდნენ მათ, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, რომ რაღაც უხილავი ძალა აიძულებდა ამ ორ ახალგაზრდას მსხვერპლად შეეთავაზებინა საკუთარი თავი სატანის ამ აგენტებისთვის. ძალადობამ ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა. ყველაფერი ძველი რიტუალივით გამოიყურებოდა: მსხვერპლს არათუ არ სურდა, არამედ სიამოვნებდა კიდევაც ეს ტანჯვა და მხეცური მოპყრობა”.

როდესაც “სტოუნზმა” დაიწყო სიმღერა “სიმპათია ეშმაკისადმი”, “ანგელოზები” მსმენელებს დაერივნენ და დაუნდობლად ურტყამდნენ. შეუძლებელი შეიქნა სცენასთან მოწყობილი შეტაკების შეჩერება. კონცერტი სრულიად უკონტროლო გახდა. მიკ ჯაგერმა წაიბუზღუნა: “ამ ნომრის შესრულებისას ყოველთვის რაღაცა ხდება”.

“სიმღერაში “სიმპათია ეშმაკისადმი” მოხდა მთელი იმ დამანგრეველი ბოღმის კონცენტრაცია, რომელიც ბრბოში

მერედიტ ჰანტერის მკვლელობა (სურათზე მწვანე ფერის შარვალ-კოსტიუმში) ალტამონტზე

დუღდა, – განმარტა სანკეზმა. “სატანის ანგელოზებმა” სისხლი იყნოსეს, ჰაერში მკვლელობის “სუნი” დატრიალდა, იელვა დანებმა. “სტოუნზი” ყოველთვის ეთამაშებოდა ძალადობას და არც ახლა შეეძლო გათავისუფლებულიყო იმ ბოროტი სულებისგან, რომლებსაც მომღერლებმა თვითონვე უხმეს”.

შემდეგ, როდესაც მიკ ჯაგერმა, რომლეიც ლუციფერს განასახიერებდა, დემონურ პოზაში დაიწყო როკ-სპექტაკლიდან სიმღერის “ჩემი ძალაუფლების ქვეშ” (“Under My Tumb”) შესრულება, თვრამეტი წლის ზანგი ბიჭი, მერედიტ ჰანტერი პირდაპირ სცენასთან მოკლეს “ჯოჯოხეთის ანგელოზებმა” (იხ. ფოტომასალა)! აი ასე, სიკვდილითა და ძალადობით დამთავრდა “როლინგ სტოუნზის” გამოსვლა.

ალტამონტის ღონიძიებამ კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. “ფესტივალის ადგილზე, რომელიც გადაჭედილი იყო ადამიანებით, კარვებითა და მოძრავი აპარატურით, აღირიცხა სულ ცოტა ოცამდე მძიმე შემთხვევა. ერთი “პლიმუტი” დიდი სიჩქარით შეიჭრა ბრბოში და ორი ადამიანი იმსხვერპლა.

ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდა არხში ჩაიხრჩო; მეორე ცეცხლში ჩავარდა და მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გააქანეს. 19 ექიმი და 6 ფსიქიატრი ქანცის გაწყვეტამდე ემსახურებოდა ახალგაზრდებს და ცდილობდა ხან ნარკოტიკულირ გაბრუებიდან, ხან ადრეული მშობიარობიდან და ხან კიდევ ჩხუბში მიღებული ჭრილობებისგან მათ გადარჩენას. ალტამონტის სისხლიანი სასაკლაოს შემდეგ “როლინგ სტოუნზი” ჩამოშორდა კროულის მაგიას და, დარჩა რა სცენაზე, ნაკლებად სარისკო საქმეს – რეკლამას მიუბრუნდა.

ეს ძალიან მოკლე მიმოხილვაა გიჟური პერიოდის დასაწყისის. პერიოდის, როცა სატანიზმა მიწისქვეშეთი გაანგრია და კაცობრიობის უდიდეს ნაწილს თავი შეაყვარა. ზოგისთვის უბრალოდ მარკეტინგულუი გათვლები, შოუ და გიჟური რიტმები. ზოგისთვის კი სატანიზმი, რიტუალები და შავი მაგია.

რას გაიგებ?! ოჰ, ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!

Livin’ easy, lovin’ free
Season ticket on a one way ride
Askin’ nothin’, leave me be
Takin’ everything in my stride
Don’t need reason, don’t
Need rhyme
Ain’t nothin’ I would rather do
Goin’ down, party time
My friends gonna be there too

I’m on a highway to hell
On a highway to hell
Highway to hell, I’m on a highway
To hell

No stop signs, speedlimit
Nobody’s gonna slow me down
Like a wheel, gonna spin it
Nobody’s gonna mess me ’round
Hey Satan, payin’ my dues
Playin’ in a rockin’ band
Hey mama, look at me
I’m on my way to the
Promised land, wow

Don’t stop me, hey, hey, hey…
Yeah, an’ I’m goin’ down
All the way, wow On the highway to hell

იოლი ცხოვრება, თავისუფალი სიყვარული
და აბონემენტი სამუდამო მოგზაურობაში.
არავითარი შეკითხვა, დამანებეთ თავი,
ყველაფერი მიმაქვს მოგზაურობაში.
არ არის საჭირო არავითარი არგუმენტი,
არავითარი ლამაზი ფრაზა,
არავითარი ლამაზი რითმა,
არაფერი ისე არ მწყურია,
ვიდრე ვიყო ქვესკნელის ღრეობაში,
სადაც იქნებიან ჩემი მეგობრები.

მე ვდგევარ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე
ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე,
ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე,
მე ვდგევარ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე

არავითარი შეზღუდვა სიჩქარისა,
ძირს აკრძალვები,
ვერავინ შემაჩერებს,
მივქრი, ვითარც ბორბალი,
და ვერავინ შემაჩერებს.

ჰეი, სატანა, მე ვიხდი ჩემს ვალებს,
რადგან ვუკრავ როკ-ორკესტრში.
ჰეი, დედა, შემომხედე, –
მე მივდივარ აღთქმულ ქვეყანაში – ჰეია…
ნუ შემაჩერებთ მე, ჰეი, ჰეი, ჰეი…
დიახ, მე ბოლომდე ვივლი ამ გზაზე – ჰეია!
მე მივდივარ პირდაპირ ჯოჯოხეთში

p.s. პოსტში გამოყენებულია: http://www.forum.ge, www. Wikipedia.com, http://www.apocalypse.ge _ მასალები.

 

29 thoughts on “როკი და სატანა

  1. “ერთი საინტერესო ფაქტი – ოზი ოსბორნს, ჩვევად ჰქონდა, კონცერტის დაწყებამდე თავი მოეჭამა ცოცხალ ფრინველისთვის” – აი აქ გავჩერდი და მანამდეც ვხვდებოდი მაგრამ უკვე დავრწმუნდი რომ სრული იდიოტობა წერია , რაღაც უაზრო თარგმანია და არა შენი საკუთარი მოსაზრებები , ხო ყოველ დილას საუზმედ მიირთმევდა ცოცხალ ფრინველს და მერე ბავშვის სისხლს აყოლებდა რომელსაც რიტუალურად სწირავდა მსხვრეპლად😀 იუმორის გრძნობა გქონია ვერ დაგიკარგავ😉

    1) როკ/მეტალ მუსიკაზე ისე ლაპარაკობ როგორც სასულიერო პირი რომელიც გარტყმაში არ არის რა არის მუსიკა და ამ ყველაფერს უყურებს რელიგიის ჩარჩოში , რატომ გინდათ ჩატენოთ ყველაფერი რელიგიის ჩარჩოებში ?
    2) თქვი რომ არ ხარ ამ მუსიკის მოყვარული და მსმენელი , შესაბამისად არაფერი იცი და ისე აკრიტიკებ რაღაც უცხოური სტატიების თარგმნით .
    3) შენ რომ მოსმენილი გქონდეს ნორმალურად beatles , pink floyd , თუნდაც ცალკე აღებული ლენონი ან გილმური , თუნდაც ოზი ოზბორნის სოლო კარიერის დროს შექმნილი სიმღერები , ეს სიმღერები არის სიყვარულზე , სიკეთეზე , მშვიდობაზე და არაფერია მათში სატანისტური , როკს და როკენროლს სატანისტურს რომ უწოდებ ეს მთლად სისულელეა
    4) ბევრი შეცდომა გაქვს , გასაგებია რომ შენი დაწერილი არ არის და უბრალოდ თარგმნე + გარტყმაში არ ხარ რა არის ეს მუსიკა (დიდი მცოდნე მეც არ ვარ) ბოლომდე არ წავიკითხე ეს მარაზმი რაც წავიკითხე იმაზე ვამბობ , ისიც საკმარისი იყო მივმხვდარიყავი რამდენად უაზროდა და ერთი კუთხიდან , რელიგიური და პანიკური შიშით შეპყრობილი მხრიდან გიწერია ეს ყველაფერი , დამშვიდდი და ნუ გეშინიათ🙂 უბრალოდ მუსიკაა , მეტი არაფერი , შენ რომ გაიგო რა არის ბლექ მეტალი და მოუსმინო იმაზე ალბათ პირჯვრის წერით მოკვდები და ღამე ვეღარ დაიძინებ😀

    “თუმცა ჰარდ–როკის, იმ სტილით, თემატიკით და მიმდინარეობით განვითარებაში, რითითაც დღემდე გაგიჟებულია მთელი მსოფლიო, თამამად შეგვიძლია “ბლექ საბათ”_ის ბიჭები ,,დავადანაშაულოთ” ” – ბევრ სტილში აქვთ სხვადასხვა კომპოზიციები , მაგრამ ძირითადად მათი მუსიკა არის მძიმე მეტალი (heavy metal) და ითვლებიან ამ სტილის და ჟანრის ფუძემდებლად

    “მძაფრი ჟღერადობის მქონე სოლისტი თავისი მკივანა ხმით” – მკივანა ხმა😀
    ოზი ოზბორნს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო , მელოდიური და დახვეწილი ვოკალი , რომელსაც ყველა აღიარებს ვისაც პრეტენზია აქვს იმაზე რომ გააჩნია სმენა და მუსიკის აღქმა😉 იქნებ ისიც თქვა ფრედი მერკური უნიჭო იყოო😀 წადი არ არის ეს მუსიკა შენი საქმე და ვერც ვერასოდეს გაიგებ , სმენა არ გქონია თუ მოსმენილი გაქვს , თუ არ გაქვს მოსმენილი მაშინ საერთოდ არც უნდა წერდე და არც აკრიტიკებდე , შენთვის და შენნაირებისთვის არსებობს მგზავრები და სხვა პაპსობები და მოუსმინე იმას😉

    რაც შეეხება black sabbath_ის მუსიკის სატანურობას , ამ ჯგუფის მუსიკა არ იყო თავიდან ესეთი ტექსტებით , ასე ვთქვათ დაამძიმეს და გახადეს სკანდალური , საინტერესო , კომერციული სვლა არის უბრალოდ , და ყველაფერს რომ თავი გავანებოთ არაფერია ამ ტექსტებში საშინელი , არც ოკულტიზმი , არც სატანიზმი და სხვა რაღაცეებია სისხლიანი ან არაკანონიერი , არავინ წირავს მსხვერპლად ადამიანებს🙂 არ ხდება საერთოდ არანაირი მსხვერპლშეწირვა , უბრალოდ რელიგიური ფანატიკოსების სასულიერო პირების მიერ მოხდა მტრის ხატი შექმნა და მისი ბოროტებად და სატანისტურაც წარმოჩენა , მხოლოდ იმის გამო რომ თუნდაც beatles , pink floyd და სხვა ჯგუფები გამოხატავდნენ პროტესტს საკუთრი სიმღერებით , დოგმების უაზრო ტრადიციების და წესების წინააღმდეგ , მათ შორის ბევრი რელიგიურისაც , ამიტომ მოხდა მათი სატანიზმთან და ბოროტებასთან გაიგივება

    p.s.
    შეიძლება ცოტა აგრესიული და ცინიკური გამოვიდა ეს კომენტარი მაგრამ შენ არასწორად მიუდექი ამ თემას , არასწორად მოიყვანე ფაქტები და ისედაც მწირი ინფორმაციის ფონზე რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში უარესად ბნელად და ბოროტებად დახატე ეს მუსიკა რომელიც უბრალოდ მუსიკაა და მეტი არაფერი , თან კარგი და გემოვნებიანი მუსიკა , პირადად შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს , უბრალოდ ამ შეხედულებების და აზროვნების წინააღმდეგი ვარ რომელიც ასე ხედავს ამ მუსიკას , იმედია კარგად მოუსმენ თუ არ გაქვს მოსმენილი და მერე გამოიტან დასკვნებს , მოუსმინე beatles_ს pink floyd_ს და დამიჯერე რომ დადებითის გარდა არაფერს მიიღებ ამ მუსიკიდან , უბრალოდ ნერვები მომეშალა ამ აზროვნების გამო და ისე არც მგონია ეს კომენტარი გამოაქვეყნო🙂 შენ თუ მაინც წაიკითხავ იქნებ დაფიქრდე ამ ყველაფერზე , წარმატებები😉

    • რაღატომღაც, ვეთანხმები ამ კომენტარს :დ
      და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, ავტორს რომ უწერია, Black Sabbath-ის მოსმენით ნარკოტიკის გარეშეც იჭერ კაიფს და ეს თითქოსდა იმიტომაა, რომ სატანური ბნელი ძალებია ჩართული ამ მუსიკაში. მე მიყვარს ეს ჯგუფი, მაგრამ არის ბევრი სხვა შემსრულებელი, რომლის მოსმენაც ასევე კაიფს მაჭერინებს და საერთოდ, ნებისმიერ მუსიკაში შეიძლება კაიფის დაჭერა

    • 100–იანი გეთანხმები, ტიპი, რომელიც ამ მუსიკის “გარტყმაში” არ არის, ასეთ პოსტს არ უნდა აქვეყნებდეს, ზეპელინის ფირფიტის უკუღმა დატრიალების ფაქტის კიდევ ერთხელ აღნიშვნა ,
      მიუთიუთებს ამაზე, რომ
      შვილო, არაა ეს თემა შენი, არაააა! :))))))))))))

      • ავტორი კაი ტიპია მარა აქ მაგრად გაუტია და ემოციური მომენტის გამო იყო ჩემგან ეს ირონია, გულში არ ჩაიდებს, კარგად აზროვნებს😉 არ მეთანხმები ნუ მეთანხმები – ყველას ერთი აზრი ხომ ვერ ექნება🙂 თუ არ მეთანხმები დაასაბუთე არგუმენტირებულად და თუ არა რაღას წერ მეთანხმები თუ არ მეთანხმები🙂

  2. კარგია რომ გამოეხმაურეთ პოსტს. თქვენს კომენტარებზე კი ეტაპობრივად გიპასუხებთ😉

    1. პოსტი მომზადებულია სხვადასხვა სასულიერო პირების კვლევებით, ბუნებრივია ამის გამო სუბიექტური გამოვიდა და ჩემი ,,დანაშაული” მხოლოდ ის არის რომ მოვიძიე, შევკრიბე და გამოვაქვეყნე. ეს არ გამიკეთებია იმ განზრახვით, რისი ეჭვიც თქვენ გაგიჩნდათ. პირიქით, ყველამ ვიცით რომ ასეთი აზრი ტრიალებს როკ მუსიკის ირგვლივ ქართულ საზოგადოებაში და დაგიდეთ მასალა რომელსაც კონკრეტულად შეგიძლიათ გასცეთ კონკრეტული ფაქტებითა და მასალებით პასუხი. თუ გაკმაყოფილებთ მელაძის შოუ და მის შემდეგ ჩატარებული აქცია, კი ბატონო – მეც გავჩუმდები და ამ პოსტსაც წავშლი. თუ არა და დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე და მეტი განმარტებები მივცეთ საზოგადოებას!

    2. შეურაწყოფის მიყენება საერთოდ არ არის საჭირო, არ ვგრძნობ თავს შეურაწყოფილად მაგრამ ამ ტონით საუბრის გაგრძელებას, უბრალოდ აზრი არ ექნება და ეს მაწუხებს.

    3. beatles_ც მოსმენილი მაქვს და pink floyd_ც! მეტიც, ძალიანაც მომწონს, უბრალოდ არ ვგიჟდები და ჩემთვის მეტად სხვა მუსიკა ფასობს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომწონს, ვუსმენ და პატივს ვცემ როკ მუსიკას, უბრალოდ იმ ფაქტებზე და პერსონების ქცევებზე მჭირდება პასუხი, რომელიც ზემოთ არის ხსენებული.

    4. როდესაც ვსაუბრობთ სასულიერო პირების ისტერიულ რეაქციებზე და მორწმუნე ხალხის გღიზიანებაზე, მგონი აქაც საჭიროა სუბიექტური აზრიდან გამოსვლა და იმის გათვალისწინება, რას და ვის ეხებიან საკუთარ ტექსტებში და კლიპებში გარკვეული ჯგუფები. დამიჯერეთ, რთული ასატანია, რამდენადაც არ უნდა გსიამოვნებდეს მუსიკა, მორწმუნე ადამიანისთვის იმ ტექსტების მოსმენა, რაზეც ვსაუბრობთ ეხლა. პოსტშიც მიწერია და აქაც გავიმეორებ, არ მესმის ინგლისური და მაპატიეთ მაგრამ არ მყოფნის ის არგუმენტი რასაც ამბობთ – ,,უსმინე მაგრამ არ მოუსმინოო”

    sexykeqsi – გეთანხმები, აი ეგ უკვე არგუმენტია და ერთ აბზაცზე უკვე შემეცვალა შენი კომენტარის შემდეგ აზრი😉 რათქმაუნდა მართალია ის ფაქტი რომ როკ მუსიკის გარდაც არსებობს მუსიკა რომლის მოსმენის შედეგად, სრულიად შესაძლებელია ის კაიფი მიიღო რასაც ნარკოტიკი გაძლევს.

    მოკლედ ხალხნო, მე მინდა სუბიექტური აზრებიდან ყველა ერთად გამოვიდეთ და ჯანსაღი აზრი ჩამოვიყალიბოთ. ფაქტია ორივე მხარეს მყარი არგუმენტები დევს და ამის სეჯერება და იმ ფორმით მიწოდებაა საზოგადოებისთვი საჭირო.

    • ილო, ჯანსაღი აზრი ერთია! სამღვდელოებას და სასულიერო პირებს შევეშვათ, როცა მუსიკაზეა ლაპარაკი და ბითლზს, ზეპელინს, პინკ ფლოდს, ქრიდენსს და ა.შ. ვუსმინოთ, რომლებიც მხოლოდ სიყვარულზე და მშვიდობაზე მღერიან.

      მგონი სექსის დროს, განსხვავებულ პოზების შესახებ, მღვდელს აზრს არავინ ეკითხება, ხო? ეგეც არ შეიძლება, ჩემო კარგო :))))))))))

  3. მე ძალიან საჭიროდ მიმაჩნდა მელაძის ეს გადაცემა. და ძალიანაც საჭირო იყო, მერწმუნეთ მრავალი მშობელი დააფიქრა ამ გადაცემამ , საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათ შესახებ განა იმიტომ რომ დაადანაშაულოს და განდევნოს არამედ პირიქით დაეხმაროს, ეს არ არის უბრალო თემა და ხელწამოსაკრავი მათ ჩვენი ყველას დახმარება ჭირდებააა.,,, ასევე მიმაჩნია , რომ rock მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუდზლია ადამიანებზე მითუმეტეს ჩამოუყალიბებელ არასრულწლოვნებზე. მე ქრისტიანი ვარ 17 წლის და ამ რეპორტაჟმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე გადავქექე და შეძლებისდაგვარად გამოვიძიე სატანიზმის საფუძვლები და ამის შემდეგ საერთოთ ძალიან მებრალებიან ის ბავშვებიიი მათ დამრიგებელი სჭირდებათ არათუ საზოგადოება რომელიც განდევნისს……

    • შვილო, რა ქრისტიანი ხარ,. რა შუაშია ეგ მუსიკასთან, სად ხართ ვაფშე, რაებს ბოდიალობთ,

  4. მოუსმინე pink floyd ს და ამ პოსტს თითონვე წაშლი… და საერთოდ, სანამ კარგად არ გაერკვევი ამ საკითხში, ხალხს ნუ დააპანიკებ ასეთი უაზრო პოსტებით😀

  5. კარგით რა, მე პირადად როკს ვუსმენ 6 წლიდან, არანაირი პრობლემა არ მაქვს ფსიქიკაზე, პირიქით ექიმთან ვიზიტის დროს გაგიჟებულია ჩემი ექიმი თუ როგორ ვახერხებ ამას…. სრულიად ვერანაირად ვერ ახდენს როკი ჩემზე ცუდ ზეგავლენას🙂 არანაირად არ მაქ კატების ე.წ ატყავებისკენ ან რაიმე სატანური რიტუალებისკენ მიდრეკილება……🙂 მუსიკა სატანური მაშინაა როცა მსმენელი ფიქრობს ამას და მაგიტომ უსმენს/// მე პირიქით ემოებსაც ვგმობ და რავი.. მარა მე მიყვარს ეს ჟაანრი თუმცა დამოკიდებული არ ვარ,,, არც ნარკოტიკებისკენ მაქ მიდრეკილება.
    როკი ცუდი რომ იყოს აქამდე მილიარდჯერ აიკრძალებოდა კანონით და სხვა რამით… ვაბშე როკის თეორიის (თუ შეიძლება ასე ვთქვა) გაგებაში თუ არ ხარ არც უნდა თქვა ცუდი…..

    მე თუ მკითხავთ პოპი უფრო სატანურია, და რატომ იცით? პოპი ადამიანს კლიპებში სექსისკენ და ქალებისკენ მოუწოდებს,, აბა თქვით სად უფრო ხშირად ნახულობთ შიშველს ქალებს გარს რო ათასი კაცი არტყავს- როკში თუ პოპში??? პოპი ისეთია კაცი კლიპს რო უყურებს რავი მხეცდება და აღიგზნება და როკის მოსმენის დროს კი ის ფიქრობს სხვადასხვა საკითხზე…

    რა იყო საერთოდ ზეპელინზე ან საბატზე ??? შენ რა გგონია ავტორო რომ რაც დაწერე მართალია ???
    ხალხი მშვიდობაზე და სიყვარულზე მღერის და ამან კიდე სატანიზმიოო ტფუუუ

  6. როკი ძალიან ზოგადია როკ ენ როლი ან ძველი ჯგუფები როგორებიცაა პინკ ფლოიდი,ზე დორსი,ზე ჰუ,როლინგ სტოუნზი,სკორპიონსი,ლედ ზეპელინი დიფ ფარფლი და სხვა დანარცჰენები რელიგიასთან არანაირ კავშირშია შეიძლება ასეც ითქვას , მაგრამ არსებობს ისეთი მსმენელები,რომლებიც რელიგიურად აღიქვამენ ამას და უამრავ რიტუალს და მსხვერპლშეწირვას ატარებენ ამ მუსიკის ფონზე. ბობ დილანი რომ ავიგოთ მასაც მიაწერდნენ მსგავს რმეებს ეს სასაცილოა, მაგრამ შემდეგ როდესაც მეტალ მუსიკა ჩამოყალიბდა და მრავალი სახე გამოიკვეთა შეიქმნა ჯგუფები რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს სატანიზმისკენ,ანარქიისაკენ ,რაც თემატიკაშიც აშკარადაა გამოხატული. ბლექ საბათს 4-5 წელია ვუსმენ და თემატიკა მართლაც საატანისტურია და კონცერტებზეც ხშირად მომხდარა უბედური შემთხვევები კაიფისგან გათიშულ ადამიანებზე რო არაფერი ვთქვათ. აისი დეისი.აირონ მეიდენი მაგალიტად სიმღერა ზე ნამბარ ოფ ზე ბისთ ან სხვა მრავალი რელიგიური ტექსტი. ძნელია იმის თქმა ეს მართლაც პიარ კამპანიაა თუ საქმე მართლაც სატანიზმთან გვაქვს. ამაზე ბევრი კამათობს და აწიც იკამათებს მე კი დარწმუნებული ვარ ვინც ამ მუსიკას სულიერ სამყაროს არ უკავშირებს ან რელიგიას ის სიღრმისეულად ვერ იაზრებს რას უსმენს ტიპიური ზედაპირული მსმენელია,როკი ეს მეორე ცხოვრებაა

  7. როკერი არ ვარ, მაგრამ სიმღერის ჟანრებიდან უფრო მაინც როკი მომწონს, მიუხედავად ამისა, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვლოცულობ და დავდივარ ეკლესიებში, ვცდილობ მერქვას ნამდვილი ქრისტიანი. ჩემი მოსაზრება კი ასეთია: ყველა ადამიანი, ვინც როკის სტილში მღერის და უსმენს სატანისტი არაა. ჩემზე არანაირ გავლენას ახდენს როკის მოსმენა, პირიქით, მუსიკის მოსმენა უფრო მამშვიდებს. ამას გარდა, არც კატების გატყავება მიყვარს, ან რამე მსგავსი, პირიქით ვფიქრობ რომ ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია, ეს ხომ სრული უმსგავსობა და მარაზმია. მითუმეტეს ცხოველები ძალიან მიყვარს. არც ღმერთს ვგმობ და არც სატანას ვადიდებ და არც გოთური ჩაცმულობით დავდივარ, მეტი რაღა ჩამოვთვალო…. ამიტომ ყველას, ვინც როკს უსმენს, “სატანისტს” ნუ ეძახით ძალიან გთხოვთ. ბევრი თუნდაც “როკერი” ჯობია რამოდენიმე ვითომ “მართლმადიდებელ და ქრისტიან” ადამიანს. ნიღბებაფარებულები რომ დადიან და თავი ნამდვილ ეკლესიის მრევლად მოაქვთ. ამ დროს კიდევ უარესებს აკეთებენ :@ :@

    • გეთანხმები ნუცა. მეც ზუსტად იგივე აზრი მაქვს. მეც ვუსმენ როკს და ჩემ თავს სატანისტად არ ვთვლი. ყველაფერშია კარგი და ცუდი. აი მაგალითად, მე ვვერ ვუსმენ მერლინ მენსონს, მაგრამ ვუსმენ სხვა ჯგუფებს…..

  8. რაც წერია სრული სიმართლეა და ვისაც არ ჯერა გზა დიდი და ფართეა ჯოჯოოხეთისაკენ…..მიდით!!!!!!!

  9. ვისაუბროთ რიკზე შორს წაგვიყვანს მაგრამ შევეცდები ორიოდ სიტყვით ავხსნა ჭეშმარიტება თუმცა ეს შეუძლებელია მაგრამ მე ხომ ჯიმი ვარ მაკბეტი. დავიწყოთ იქიდან აი შორიდან როდესაც პირველად შემოხსნა ჭეშმარიტმა მუსიკამ კარი და დაგვიგო თბილი, გაზაფხულში გამოზრდილი, სიამისკენ მიმართული და უეკლო ბილიკი მხოლოდ ერთ ადამიანზე ვისაუბრებ თუმცა არანაირი კომპოტენცია არ გამაჩნია ამისთვის ეს არის ჯიმ მორისონი მოუსმ9ნოთ მას წარმოიდგინეთ რომ ის მართლაც ცხოვრობდა ჯოჯოხეთში მაგრამ თქვენ რა იცით ის იყო თბილი ბგერა რომელიც ქარვისფერი ღვინოსავით ეცემოდა გათოშილ მთებს დათოვლილს და ადნობდა იქმადე სანამ მდინარე ისე ადდიდა რომ ის ქრისტესავით არ შესწირა თქვენს უგუნურებას

    • ბლექ სატაბატის ფანი ვარ არ მოგატყუებთ როკის დიდი არაფერი გამეგება თავისუფალ დროს ვუსმენ ხოლმე ახლაც ვფიქრობდი ოზიზე ასე თავგამოდებით რომ მიგვაქანებს ჯოჯოხეთისკენ და მინდა გითხრათ რომ ტქვენს სამოთხეს მისი ჯოჯოხეთი მირჩევია, ახლა მეორე წვრილო პუბლიცისტო თუმცა რას ვამბობ წვრილო რწყილო რომელსაც მბღაძვნელობის დაუოკებელი სურვილი შემოგძალვია და აღარ იცი თავი რით გამოამჟღავნოი სიბრიყვით რაღა თქმა უნდა ოზიი მეფეა თავად ღმეწრთისგან დადგენილი და როდესაც რწმენაზე საუბრობ და მასში ოზის ბინძურად რევ კაცს რომელმაც თავისი ხელოვნებით უკვე შეცნობილი აქვს ჭეშმარიტება და მეტიც მოიწყინა მისი ცქერით აქ ჯოჯოხეთის მაშხალად გამოგყავს ეხლა კითხვა: საიდან მოგდგამთ ამხელა სიბრიყვე სიველურისა რომელიც უვიცობა ნარევ სითავხედეზე დგას

  10. თვად დაწერე წვრილო პუბლივცისტო და მინდა გითხრა რომ გშურს ყველას გვშურს მაგრამ შენ იმდენად ბრიყვი აღმოჩნდი რომ პირდაპირ იმის შეგშურდა ვისიც თავად ეშმაკს შურდსა და ახლაც იტანჯება სადღაც ქვესკნელში. აი ის სიამოვნება კი რაც შენივე თქმით „ახლაგზრდა ამრეკილები განიცდიდნენ“ კვდომაა ნელი, დამატკბობელი, სურნელოვანი საზღვრებს გარე მდგომარეობა როდესაც ჩვენ დავფრინავთ იქ სადაც ბლექ საბატს უნდა და ბლექსაბატი გვაფრენს იქ სადაც ჩვენ გვინდა ღმერთმა დალოცოს ამერიკა ოზიი, ტონი სრულიად ბლექსაბატი და ჩვენ მაგრამ შენ წვრილო პუბლიცისტო მაპატიეთ და რწყილო რომელსაც გწვავს წერის უნიჭო და ყალბი სურვილი სჯობს თხა და გიგო წაიკითხო და მის გარჩევას მოახმარო შემდეგი სიცოცხლე

  11. იანი რამდენად შეიძლება ეს სახელი შევაბრუნოთ? არც ერთხელ ყოველ ჯერზე ის მაინც გილანის მხარს დადგება და მაინც ვინ იყო იან გილანი? ანგელოზი აი ვინ იყო ის გილანი პრომეთე იყო რომელმაც ცეცხლი ჩამოგვიტანა ჩვენ ადამიანებს აჰა ხელები მოითბეთო და შენ წვრილო პუბლიცისტო მას ჯვარზე აკრავ? ამას თავი გავანებოთ რომ ამბობ გილანზე – ღმერთო მომიტევე ციტირებისთვის – „წვის და კივისო“ რა ნამუსით?! ის ხომ განსხავავებული სული იყო ბგერაში გაცოცხლებული და რომელი აპრილი აყვავდებოდა გილანის გარეშე დიახ აპრილს მოუსმინე მეგობარო და წერას მორჩი თორემ წერასა ხარ ატანილი – ეს თავად ეშმაკმა გადმომცა – ასე ძალიან რომ გეშინია მისი უფრო ახლოს უნდა გაიცნო კარგი ყმაწვილია და რაც შეეხება იანს ის მეფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მოუსმინე აპრილს და იტირე

  12. ზოგს სწამს რომ ღმერთი ყოველ საგანს გააჩნია იმ ერთი მამა უფლის გარდა ასე საამაყოდ რომ აწამეთ, და დღემდე განაგრძობთ შოლტის ქნევას შენ წვრილო პუბლიცისტო ჩემო ჩვილო მეგობარო მინდა გითხრა რომ როკსაც ჰყავს ღმერთი გაინტერესებს მისი სახელი? გეტყვი! რობერტ პლანტი დიახ განხილვა ჯერ „შავი ძაღლით“ დავიწყოთ თუ ოდესმე მოგისმენიათ როგორ მიდის ადამიანის სული ამ ქვეყნიდან აუცილებლად გეცოდინებათ რომ ამ ერთობ მისტიურ და დაფარულ პროცესს რობერტ პლანტის ხმა გასდევს და ჩვენც მივექანებით მის საუფლოში როკში სადაც არც საზღვრებია და ღმერთიც უდაბნოში თქვენს სიბინძურეში არ წვეთავს თითქოსდა დიდ მორწმუნეებში – ეს მწირი იმფორმაცია ჩემო წვრილო პუბლიცისტო მეგობარო მეტს პლანტის შესახებ არაფერს იმსახურებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s