ჩხვლეტა

ისე გავიზარდე, დედის რძე არასდროს მიჭამია.  მეტიც, საკუთარმა დედამ, ორი თვის ვიყავი პირველად რომ ჩამიხუტა.

1986 წელს დავიბადე, მაშინ ჯერ კიდევ ორთქლზე სტერილიზებულ, მინის ნემსებს იყენებდნენ.  სწორედ მეორადი მოხმარების ,,შპრიცითა” და ექიმების დაუდევრობით მოხდა ინფექცია დედაჩემის სისხლში, რამაც ჩვილობაში, მას ჩემი თავი მოსწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების მატარებელი, დედაჩემი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება, დღემდე მას თავი აღარ შეუხსენებია ჩვენთვის და შეიძლება ითქვას, ამ მხრივ საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა.

ფილმი, და მასში განვითარებულმა ისტორიამ,  რომლის ყურებასაც ცოტა ხნის წინ მოვრჩი,  24 წლის წინ, ჩემს ოჯახში დატრიალებული ამბავი ახლიდან გამახსენა. თუმცა დღეს 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და ანალოგიური შემთხვევები, რაც დედას შეემთხვა, თითქმის აღარ ხდება.

1956 წელს ახალი ზელანდიის ფარმაცეტმა და გამომგონებელმა – კოლინ მერდოჩმა დააპატენტა პირველი პლასტიკური ერთჯერადი შპრიცები და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტეხნოლოგიის მთელს მსოფლიოში დანერგვას, დიდი დრო დასჭირდა, ის დღეს უკვე უალტერნატივოა!

მართალია მას შემდეგ  ,,შპრიცით” დაავადებულთა რაოდენობამ, საგრძნობლად იკლო, თუმცა პრობლემა საბოლოოდ მაინც არ მოგვარებულა. ზოგ შემთხვევაში უსახსრობის, ზოგ შემთხვევაში კი დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო, სამწუხაროდ, უამრავ ქვეყანაში, ნახმარ შპრიცებს მაინც ჰყავს მომხმარებელი და შესაბამისად დაავადებულთა რიცხვიც კვლავ საგანგაშო ზღავრზე დგას.

ფილმი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეძღვნება  მაიკლ დევიდ ვაისს – ადვოკატს, გენიოსს, შეშლილს, შვილს, ძმას, მეოცნებეს, მექალთანეს, გიჟს, ნარკომანს, მეგობარს – სწორედ ამ სიტყვებით სრულდება ვაისის ისტორიის ეკრანიზაცია, ძმები კასენების 2011 წელს გადაღებულ ფილმში – ,,ჩხვლეტა”

ახალგაზრდა ექთანი გოგონა, შითცით დაავადებული პაციენტის მკურნალობის პროცესში, შემთხვევით იჩხვლეტს თითში უკვე გამოყენებულ ნემსს, რის შემდეგ თავადაც ავადდება. ამ ფაქტით შეწუხებული ოჯახის მეგობარი, დაიწყებს მუშაობას და საბოლოო ჯამში გამოიგონებს ,,შპრიცს” რომლის მეორედ გამოყენება შეუძლებელია და ამავედროს სრულიად დაცულია სამედიცინო პერსონალი მსგავსი შემთხვევითი ფაქტებისგან.  ფარმაცეტული ორგანიზაციები და კლინიკები უარს ამბობენ ამ ნემსების შეძენაზე, რაზეც აღშფოთებული ახალგაზრდა ადვოკატი ვაისი, კანონის ძალით გადაწყვეტს მაღალჩინოსნებთან დაპირისპირებას….

ფილმი რეალურ ისტორიაზეა გადაღებული, ფაქტზე რომლის შემდეგაც – 2004 წლიდან სრულიად ამერიკა, ერთჯერადი,  უსაფრთხო ,,შპრიცების” გამოყენებაზე გადავიდა. სამწეუხაროდ, ამ ტეხნოლოგიას საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია, რისი დამაბრკოლებელი მიზეზებიც, შესაძლოა სწორედ ის უპასუხისმგებლო გარიგებები იყოს, რასაც თავის დროზე მექალთანე, ნარკომანი მაიკლი ებრძოდა ამერიკაში.

უბრალოდ მინდა ამ პოსტით მოგიწოდოთ ნახოთ ფილმი – ,,ჩხვლეტა” – შემდეგ დავფიქრდეთ, დავინტერესდეთ, ვიკითხოთ და გავარკვიოთ რატომ არ ხდება ჩვენთან შემოტანა ,,შპრიცების” რომლის მოხმარებაც მეორადად შეუძლებელია?!

არ მინდა დავიჯერო მაგრამ იქნებ მართლაც ხდება საქართველოშიც, სხვა ღარიბ ქვეყნებთან ერთად, ხარჯების დაზოგვის მიზნით, კლინიკების დაუდევრობის ფაქტებიც?

მინდა ამ თემით, უბრალოდ დავინტერესდეთ. ვფიქრობ, ფილმის ნახვის შემდეგ, მსგავსი კითხვები ბევრს გაუჩნდება.

 

12 thoughts on “ჩხვლეტა

  1. ” შითცით” – რა უბედურებაა😐
    შიდსი – შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი.

  2. აქტუალური თემაა ილო.
    რა თქმა უნდა ერთჯერად ნემსებს უფრო დიდი გასავალი აქვთ. მომწოდებლებს ურჩევნიათ იაფიანი შემოიტანონ და “საშიში”, ვიდრე ძვირიანი და უსაფრთხო, რადგან მოთხოვნა იაფიან პროდუქტზე გაცილებით დიდი იქნება.
    აქ მთავარი პრობლემა ხალხი და მათი სოციალური მდგომარეობაა.
    სამწუხაროდ მაქამდე რომ მივიდეთ, ჯერ შესაბამისი დონე უნდა შეიქმნას ცხოვრების:/
    სამწუხაროდ მაქამდე შორს ვართ.

    • მინის შპრიცი რარიტეტულ ნივთადაა უკვე ქცეული. ერთჯერადს 2-ჯერ არავინ იყენებს კლინიკაში, მაგრამ ადამიანურ ფაქტორს ვერ გამოვრიცხავთ. ნუ, ძალიან გათიშული უნდა იყო ადამიანი ეგ რომ დაგემართოს🙂

      • ამიტომ მინდა ფილმს უყუროთ ჯერ. იქ ყველაფერი ისეა გადმოცემული, მართლა ბევრ კითხვებს გაგიჩენთ. შემთხვევითი ჩხვლეტის ფაქტები კი, ახლახანს ვკითხე ჩემს მეგობარ ექიმს, საქართველოშიც საკმაოდ ბევრი ხდებაო სამწუხაროდ😦

  3. გმადლობ რომ ეს თემა განიხილე… “ქართველი ვაისი” ჭირდება ჩვენ პრობლემას…

  4. გმადლობ რომ ეს თემა განიხილე…
    “ქართველი ვაისი” ჭირდება ჩვენ პრობლემას…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s