20 ახალი ფილმი რომელიც უნდა ნახოთ

ორმოცდაათზე მეტი ფილმი ვნახე, რომელიც 2011–12 წლებში გამოვიდა და  ამდენივე ჯერ კიდევ სანახავი მაქვს.  თუ კინოთეატრში წასვლას ვერ ვახერხებ,  მაქვს იმის ნებისყოფა, რომ დაველოდო სასურველი ფილმის, კარგი ხარისხითა და პროფესიონალური გახმოვანებით ნეტში გამოჩენას.  განსაკუთრებით მიყვარს ევროპული კინო–ნაწარმი, ამ მხრივ კი 2011 წელი, შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ დახუნძლული გამოდგა კარგი ნამუშევრებით.

თქვენთვის ოცეული შევარჩიე.  გათვალისწინებულია ყველას გემოვნება და ჩამონათვალში, თითქმის ყველა ჟანრის, ჩემი აზრით საუკეთესოებს შემოგთავაზებთ და გირჩევთ რომ აუცილებლად ნახოთ!

ამ სიაში მოხვედრა, უკვე პირობაა იმისა რომ მისი ნახვით, აუცილებლად ისიამოვნებთ! მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე რეიტინგის მიხედვით გირჩიოთ ფილმები, რომლებსაც ოცეულში ჩემი გემოვნებით მივუჩინე ადგილი.

1. Shame / სირცხვილი

მთავარი გმირი ნიუ–იორკის მაცხოვრებელია, რომელიც დაავადებულია ეროტომანიით და არ შეუძლია საკუთარი სექსუალური ცხოვრების კონტროლი. ის ცდილობს მოიპოვოს ახლობლების მხარდაჭერა…

2. Medianeras / ყრუ კედლები

მარტინი და მარიანა მეზობლად ცხოვრობენ. მათ ერთნაირი უნარ–ჩვევები აქვთ და ორივე მარტოსულია…

ახლო მომავალი. შვიდი წლის რებეკა და ტომასი პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობენ და ბავშვობიდან მეგობრობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ რებეკა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ახლა უკვე გაზრდილ ტომასთან რომანი ეწყება. რამოდენიმე თვის შემდეგ ტომასი ავტოკატასტროფაში იღუპება. სასოწარკვეთილი რებეკა ადგილს ვერ პოულობს, სანამ თავში გიჟური იდეა არ მოსდის.
ევამ პირადული და პროფესიული ამბიციები გვერდზე გადადო და გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ვაჟის დაბადებას და მის აღზრდას მიუძღვნას. სამწუხაროდ მათი ურთიერთობა თავიდანვე ძალიან რთული აღმოჩნდა. 15 წლის ასაკში კი კევინი გამოუსწორებელს სჩადის და ევა საკუთარ თავს ადანაშაულებს. საკმარისად უყვარდა შვილი? დამნაშავეა ის ?….
ნადერი და სიმინი ირანიდან წასვლას აპირებენ, რომ უკეთესი ცხოვრება მოძებნონ. ბოლო მომენტში ნადერი ავადმყოფ მამასთან დარჩენას გადაწყვეტს. სიმინს იმედი აქვს, რომ მათ 11 წლის ქალიშვილთან ერთდ გაემგზავრება, მაგრამ ის სასამართლო საქმეს აგებს. შვილს კი სურს, რომ დედა გონს მოეგოს და დაბრუნდეს.
40 წლის ანტონი ბრუნდება თავის მშობლიურ დანიაში. იგი მრავალი წელი მუშაობდა აფრიკაში ლტოლვილთა ბანაკში. ამ წლებმა მას ასწავლა, რომ არასდროს არ უნდა უპასუხო ძალადობას ძალადობით. როდესაც ანტონს ავტომექანიკოსი ცემს, გმირი თავს იკავებს. თითქოს კონფლიქტი განმუხტულია, მაგრამ ამ დროს ანტონის შვილი ელიასი, თავის მეგობარ კრისტიანთან ერთად გადაწყვეტს შური იძიოს მამის გამო…
დედამიწა დიდი კატასტროფის წინაშე დადგა. სხვადასხვა ქვეყნებში, ყოველ კონტინენტზე ადამიანები კარგავენ სიყვარულის უნარს- ერთმანეთის მიყოლებით, ყოველი მეხუთე … სიუზანი და მაიკლი სერიოზულად არ განიხილავდნენ თავის ურთიერთობებს, მაგრამ როდესაც გახდა ნათელი, რომ სამყარო მიექანება დასასრულისკენ, გმირები მიხვდნენ- მათ არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. მაგრამ რა მოხდება, როდესაც ისინი დარჩებიან გრძნობების გარეშე?
 ეს არის ახალგაზრდა და ნაზი სიყვარულის ისტორია, რომელიც მოულოდნელმა დარტყმამ თბილი და ჰარმონიული სიყვარულის სამყაროდან სისასტიკის ქაოსში გადაისროლა… მათი შვილის – ადამის ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა წყვილი მძიმე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა…
რომის პაპი გარდაიცვალა. დიდხნიანი დავის და რამდენიმე კენჭის ყრის შემდეგ მის მემკვიდრეს ირჩევენ. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხი ამაოდ ელოდება ახალ კარდინალს. მას რაღაცა ხელს უშლის, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. დეპრესია? სევდა? უუნარობის გრძნობა? მთელი მსოფლიო ელოდება ახალ პაპს, ხოლო ვატიკანი ცდილობს გამოსავლის პოვნას.
შტატგარეშე მასწავლებლის თვალით დანახული საშუალო სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრატორების და სტუდენტების ცხოვრების 3 კვირიანი ქრონიკა..
უმცროსი ვაჟი სახლში ბრუნდება, რომ მამამისმა ყოფილმა მეკრივემ ის მომავალი ჩხუბისთვის ავარჯიშოს. მაგრამ გზაზე მას უფროს ძმასთან მოუწევს შეხვედრა…
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. მოქმედება იაპონია-ჩინეთის ომის პერიოდში ვითარდება. მთავარი გმირი, ამერიკელი მესაფლავე ჯონი, ნანკინში კათოლიკურ ეკლესიაში მიდის, რომ მღვდელი დასაფლავებისთვის მოამზადოს. ჩასვლისთანავე აღმოაჩენს, რომ ის ერთადერთი მამაკაცია მონასტრის მოსწავლეებსა და მეზობელი საროსკიპოს ქალებს შორის. ამ მდგომარეობაში აღმოჩენის შემდეგ, ის გადაწყვიტავას თავი მღვდლად მოაჩვენოს და ორივე ჯგუფი იაპონური არმიის შემოჭრის საშინელებისგან იხსნას.
ავრორა მდიდარი ოჯახის წარმომადგენელია, კრის კი არაფერი გააჩნია. მაგრამ არსებობს ერთი გარემოება, რომელსაც თითქოს შეუძლებელი უნდა გაეხადა ამ ორი მოსიყვარულე და სრულიად განსხვავებული ადამიანის ერთად ყოფნა- კრისი სერიული მკვლელია, რომლისთვისაც ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა სიამოვნების მომგვრელი დაავადებაა. ეს არ არის უაზრო კრიმინალი, არამედ მისტიური გამოცდილებაა, რომელის გაზიარების წინააღდეგი თითქოს ავრორაც არც არის…

 სკოლის მეგობარები სუპერძალას იძენენ, როდესაც დაუჯერებელ აღმოჩენას გააკეთებენ. მალე, მათი ნაცრისფერი მოსაწყენი ცხოვრება უჩვეულო და საშიში გახდება. 

15.  Nuit #1  / მათი პირველი ღამე

ნიკოლაიმ და კლარამ ერთმანეთი შემთხვევით წვეულებაზე გაიცნეს. მოვიანებიტ მათ დაიწყეს საუბარი ცხოვრებაზე. თვითოეულმა საკუთარ ცხოვრებაზე.

16.  Puncture / ნაჩხვლეტი 

ახალგაზრდა ადვოკატი, რომელსაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო უხდება საკუთარ დემონებთან ბრძოლა, სასამართლოში უჩივის სამედიცინო საწარმოს თავკაცს…

17. Mientras duermes / ღრმა ძილი

ფილმის მთავარი გმირია სეზარი, რომელიც ბარსელონაში დიდ საცხოვრებელ სახლში შვეიცარად მუშაობს. ის თითქოს პატარა, შეუმჩნეველი ადამიანია, რომელიც მხოლოდ აღებს და კეტავს კარს, მაგრამ სინამდვილეში ის ყველაფერს ამჩნევს და ყველაფერი იცის იმის შესახებ რაც მრავალბინიანი სახლის მობინადრეებს ეხება. ის ძალიან უბედურია და ეძებს რაიმე მიზეზს რომ გაამართლოს თავისი მომავალი არსებობა. ყოველდღიურად ის ასრულებს თავის ერთფეროვან სამუშაოს და არავინ აქცევს მას ყურადღებას. ის ყველა მაცხოვრებელს აკვირდება, განსაკუთრებით კი მისი ინტერესის ცენტრშია კლარა კინგი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს პოზიტიურად უყურებს. ცხოვრების მიმართ მისი მსუბუქი დამოკიდებულება სეზარს აღიზიანებს. ის ვერ იქნება ბედნიერი, სანამ არ წაშლის ღიმილს ამ ქალის სახეზე…

18.  Albert Nobbs / ალბერტ ნობსი 

1898 წელი, დუბლინი. პატარა სასტუმროში Morrison’s ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ: ცოლისგან გაქცეული მოხუცებული ექიმი ჰოლორანი, ფრანგი მადამ და მისიე პიგო, მურების ხელმომჭირნე ოჯახი, ჰომოეროტიული გართობებისგან არც ისე შორს მყოფი ვიკონტი იარელი და ანალოგიური პრიორიტეტების მქონე მისი მეუღლე… მიმტანი ალბერტ ნობსი ცდილობს ყველა მათგანს მოემსახუროს…

19.  Intouchables /  ხელშეუხებელნი

უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მდიდარი არისტოკრატი ფილიპი დამხმარედ აიყვანს ადამაინს, რომელიც საერთოდ არ ესადაგება ამ სამუშაოს– ახალგაზრდა არაბი დრისი, რომელიც ახლახანს განთავისუფლდა ციხიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპი მიჯაჭვულია ინვალიდის სავარძელს, დრისი მაინც მოახერხებს მის ცხოვრებაში სიხალისის შემოტანას…

 

20. Extremely Loud and Incredibly Close /  უკიდურესად ხმამაღლა და დაუჯერებლად ახლოს

მთავარი გმირი ოსკარი მამას კარგავს 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს.ის მთელ ქალაქში ინფორმაციას ეძებს, რომ მამის დატოვებული ამოცანა ამოხსნას.

პ.ს. სიაში არ მოხვდა: ,,არტისტი”, ,,რკინის ლედი”, ,,Moneyball”, ,,მოახლე” და სხვა თქვენთვის კარგად ნაცნობი ფილმები, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე ისედაც ყველას გაქვთ ნანახი.


32 thoughts on “20 ახალი ფილმი რომელიც უნდა ნახოთ

  1. კევინი და უკიდურესად ხმამაღლა უკვე ვნახე❤ ორივე მომეონა, მაგრამ პირველი უფრო🙂 თანაც ტილდა გენიალურია.

    დარჩენილი 18დან თითქმის ყველათი დავინტერესდი და აუცილებლად ვნახავ🙂

    • დანარჩენი თვრამეტის ნახვითაც ძალიან ისიამოვნებ😉
      მერე დამიწერე აქ რომლებს ნახავ და მოგეწონება თუ არა😉

      • Shame უკვე ვნახე. მომეწონა. მაიკლი განსაკუთრებით კარგად თამაშობს. გამიკვირდა ოსკარებისთვის ბრძოლას ასე რომ გამოეთიშა. მაგრამ მახსოვს, რომ ერთ–ერთი ფავორტითაგანი იყო.

        თვითონ ფილმი კარგი იყო, სიუჟეტი თავიდან თითქოს ერთხაზოვნად ვითარდებოდა, მაგრამ ბოლოსკენ მართლაც მომეწონა. 7/10

        • სირცხვილი – სტივ მაქუინის მეორე ფილმია😉 მისი ,,შიმშილიც” ნახე აუცილებლად😉 ორივე ჩემი ფაორიტია ნანახი ფილმებიდან. მათზე ცალკე პოსტიც მაქვს დაწერილი😉

          • ხო, შიმშილის ყურებას კაკ რაზ ახლა ვაპირებდი :დ

  2. აუ კიდე დამავიწყდა, რომ American Translation კაი ხანია ნანახი მაქვს. მე დიდად არ მომეწონა. ფილმის მთავარი აზრი ისაა, რომ შეიძლება ნებისმიერ შეგიყვარდეს, თუნდაც სერიული მკვლელი მხოლოდ იმიტომ რომ სექსში კარგად ეწყობით ერთმანეთ.

    მიმაჩნია, რომ შეუძლებელია მხოლოდ სექსით ურთიერთობის აწყობა. მე არ ვეთანხმები რეჟისორს🙂

    • შეიძლება მართალიც იყო მაგრამ ადამიანების უმრავლესობას რომ ასე გვემართება ისიც ფაქტია😉 მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სექსში ვეწყობოდეთ ერთმანეთს და ამის ხარჯზე იმდენს ვიტაანთ…. მოკლედ მე გავუგე რეჟისორს რისი თქმაც უნდა და რაღაც პონტში დამაფიქრა კიდეც😉

      • არა იმაშინ გეთანხმები, რომ სექსში პარტნიორთან შეწყობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ფილმიდან ისე გამოჩნდა რომ საკმარისია და მე ეგრე არ მიმაჩნია.

        თუმცა ისეც ხდება ალბათ, როგორც რეჟისორმა თქვა😉

  3. ფასბენდერი შეუდარებელია როგორც :shame” ასევე “hunger”- ში,მეოთხე ფილმს რაც შეეხება,(სახელებს არ ვაკოპირებ)საერთოდ არ ვფიქრობ რომ დედის უყურადღებობა ან სიყვარულის ნაკლებობა იყოს მიზეზი,მეხუთე კარგია,მეექვსემ ძალიან დამაინტერესა,უნდა ვნახო,” უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე”კარგია ,მაგრამ ცუდი განწყობა ვერ მოვიშორე იმ დღეს,როცა ვნახე, “თარგმანი ამერიკულიდან”ს ვერ ჩავთვლიდი “უნდა ნახოთ” ფილმებში,”puncture”ნანახი მაქვს,კარგია, ბოლო ორი ფილმი ასევე ძალიან მომეწონა. ამ ფილმებიდან “გვყავს პაპი” ჩემი ფავორიტია,აი ძალიან მომეწონა.დანარჩენებს ვნახავ აუცილებლად.
    ისე სულ დრამა,დრამა, დრამა……. რატომ?

    • ძალიან ვეცადე სუბიექტური არ ვყოფილიყავი ოცეულის შედგენისას მაგრამ როგორც სჩანს არ გამომივიდა🙂 დრამა მაინც საჩემოა რა და ალბათ მაგიტომ🙂

  4. მეთოთხმეტე ნანახი მაქვს და საშინლად არ მომეწონა. დიდი სისულელეა ჩემი აზრით. დანარჩენებზე ვერაფერს ვიტყვი, არ მინახავს. ტილდას ფილმს ვნახავდი სიამოვნებით

  5. როგორც ტრეილერებიდან ჩანს კარგი ფილმები უნდა იყოს. ნაყურები არცერთი არ მქონდა და ამ პოსტის ნახვის შემდეგ ქრონიკას ვუყურე და კარგი იყო, მომეწონა🙂 ეხლა მივყვები და სხვებსაც ვნახავ.

  6. მე “ომის ყვავილები” ვნახე და მომეწონა (12.). ილო, შენ ჩვენ მეგობრებში წერიხარ და შენც შემოდი Santeli.Wordpress.com-ზე, ჩვენ წიგნებზე ვსაუბრობთ.

    • მაგ ბლოგის პირველი ვიზიტორი მგონი მე ვიყავი🙂 უბრალოდ ვერ ვიცლი ამ ბოლო დროს თორემ სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს დროს მაგ ბლოგს :*

  7. ვაიმე, 3 ისეთი ფილმი გაქვს ამ სიაში – ევა გრინის Womb და Perfect sense (<3), და თარგმანი ამერიკულიდან, რომ დარწმუნებული ვარ დანარჩენი ჩვიდმეტიც ეგეთივე მაგარი იქნება.. "ქრონიკა", "ხელშეუხებელი" და "მათი პირველი ღამე" რიგში მყავდნენ ისედაც : ) მერე დანარჩენებსაც მივაყოლებ. აუ, როგორ გამიხარდა ამ ბლოგის ნახვა..

    • მეც მიხარია შენნაირი სტუმრები რომ სტუმრობენ ჩემს ბლოგს :*

  8. იმედს დავიტოვებთ! მე ფილმებიც მიყვარს,მაგრამ წიგნები მირჩევნია. ახლა ვთარგმნი ჰესეს წერილს წიგნის მაგიაზე: როგორც ფოტოგრაფიამ ვერაფერი დააკლო მხატვრობასო, ასევე კინო და რადიო (ინტერნეტი მაშინ არ იყო) ვერ დააკლებს წიგნს ვერაფერსო.– ვეთანხმები!

  9. Pingback: ვორქშოფზე მონაწილე ბლოგერების შერჩევის პროცესი დასრულდა |

  10. Pingback: მზიანი ღამის ფიქრები « Sgt. Pepper's Blog

  11. ყრუ კედლები ვნახე ეხლა.ვერ ვიტყვი გადავირიეთქო,მაგრამ კარგი იყო,იმედის მომცემი ფილმი იყო :))

  12. დეტექტივები მაინტერესებს,ოღონდ ფანტასტიკა და საშინელება არა.ბევრი მაქვს ნანახი,თუმცა სხვის აზრსაც გავითვალისწინებ,თუ გაქვთ ამ ჟანრის ფილმების ჩამონათვალი,ან რას მირჩევდით,სად მოვიძიო?

  13. Pingback: მეორე პოსტი | chvenifilmi

  14. Pingback: დავალება #2 | MORELIGHT STUDIO

  15. emovnebiani adamiani chanxar.yochag kargi shercheuli filmebia…shame da womb vnaxe jer.emociurad metismetad datvirtulia…

    • ომის ყვავილები არის შედევრი,ძაან მომეწონა. არაუშავს კევინს, ხელშეუხებელს და უკიდურესად ხმამაღლა. დანარჩენი სიმართლე გითხრა კარგი ის იყო რომ კიდევ რამდენიმე ფილმი ვნახე მეტი არაფერი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s