სად ტრაკში წავიღოთ ამდენი დაზღვევა?

ნაციონალები წინა საარჩევნოდ სკოლამდელი ბავშვებისა და ყველა პენსიონერის დაზღვევას გვპირდება. ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნება” კი სრულიად საქართველოს მოსახლეობის!

ერთის თქმით ამ მიმართლებით ბიუჯეტიდან გამოიყოფა 4 მილიარდი ლარი, მეორეს თქმით კი კიდევ უფრო მეტი! – ფაქტია, პოზიციის და ოპოზიციის მთავარ დაპირებად, წინა საარჩევნოდ ჯანდაცვა და ,,კარგად” შეფუთული სადაზღვეო პაკეტები იქცა.

სადილს მივირთმევდი, პარალელურად სამ საათიანი კურიერის მიმდინარეობას ვადევნებდი თვალყურს – სადაც მერაბიშვილი თავის მთელი კმაყოფილებითა და სიამაყით, აუდიტორის თანდასწრებით მთელს საქართველოს უყვებოდა თუ როგორ დააზღვევს სრულიად მოსახლეობას თავის პრემიერობის ვადაში.  იქვე გააჟღერა წინასასექტემბრო დაპირებაც – უფასო დაზღვევა სკოლამდელ ბავშვებს და ყველა პენსიონერს.

– რაიო? ვა რამაგარია! – წამოიძახა ოჯახში ყველაზე ოპოზიციურად განწყობილმა მამაჩემმა და მას შემდეგ კარგა ხანს კმაყოფილებას ვერ მალავდა.

მესმის მისი – მამა 88 წლის ჰყავს, დედა 85_ის და ალბათ ეგონა, მათი ჯამრთელობის მდგომარეობისთვის საზრუნველად გამოყოფილი ენერგია და ფინანსები გამინახევრდებაო.  ქვეყანაში სხვა დანარჩენი უბედურებები რომ არა, ალბად ესეც საკმარისი იქნებოდა მამაჩემისთვის, წინასაარჩევნოდ ნაცების ეთოხლა და ხმა მისთვის მიეცა, თუმცა მისი პოზიციონერობა ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება.

5 თვის წინ, სადაზღვეო კომპანია – ,,ტაოში” ვიყავით დაზღვეული 15 000 რკინიგზელი.   ეს იყო 7 ლარიანი პაკეტი, რომლითაც ჯამში ალბათ 105 000 ლარით ზარალდებოდა ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი! დიახ ზარალდებოდა რადგანაც ამ სადაზღვეო პაკეტს, ვერცერთი რკინიგზელი სათანადო დანიშნულებით ვერ იყენებდა.

ამ პერიოდში ოპერაცია დამჭირდა, ბუნებრივია საკუთარი ჯიბიდან დავფარე ფული. ეს ისტორია პოსტში ავღწერე, რასაც ცნობილი ფაქტი მოჰყვა. შევხვდი დეპარტამენტის უფროსს, განვიხილეთ სიტუაცია და უპირველეს დაპირებად, სადაზღვეო პაკეტის გაუმჯობესებაც მივიღე.  (იხ. პოსტი )

ზუსტად ერთ თვეში, ჩვენი სადაზღვეო კომპანიაც და შესაბამისად პაკეტიც შეიცვალა (დაპირება 1_ი შესრულდა!), დღეს უკვე 7 ლარის ნაცვლად, თითეულ თანამშრომელში რკინიგზის დეპარტამენტი 28–30 ლარს იხდის თვეში.

სადაზღვეო კომპანია ,,ირაოსა” და საქართველოს რკინიგზას შორის დადებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ჩვენთან საგანგებო პრეზენტაცია მოჰყვა თავის ალაფრუშეტით და რამე…  :) ყველას გვიხაროდა – აი როგორი კარგი დაზღვევა გვაქვსო!

მას შემდეგ სამი თვე გავიდა, ჯერჯერობით არც დამჭირვებია საბედნიეროდ და შესაბამისად არც გამომიყენებია სადაზღვეო პაკეტი, თუმცა თანამშრომლებში კვლავ უკმაყოფილების მუხტს ვამჩნევ.  თავს ვერ დავდებ რომ ,,ირაო” აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, თუმცა ფაქტია – 28–30 ლარიანი პაკეტიც კი ვერ გახდა შვებად რიგითი რკინიგზელისთვის.

ამ მაგალითის ფონზე, სრულიად უსარგებლოდ და გაუგონარ ტყუილად მიმაჩნია პოზიციის თუ ოპოზიციური ძალების დაპირებები უფასო დაზღვევის შესახებ! ვის რაში სჭირდება? ვის რაში წაადგება? ვინ რაში გამოიყენებს?

3 მილიონზე მეტი ვართ. თითო ლარიანი დაზღვევაც რომ გაგვიკეთოს ნებიემიერმა ხელისუფალმა, 3 მილიონიანი ზარალია ბიუჯეტისთვის და იქნებ დაგენებებინათ თავი?

არ გვინდა ბატონო!

არც უფასო! არც 7 ლარიანი, არც 10 ლარიანი, არც 30 ლარიანი დაზღვევა! დაზღვევა რომელსაც ვერაფერში ვერავინ ვერასდროს გამოიყენებს!

3 thoughts on “სად ტრაკში წავიღოთ ამდენი დაზღვევა?

  1. სახელმწიფო დაზღვევა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. არ შეიძლება ბიუჯეტიდან იფარებოდეს ყველა ადამიანის სადაზღვეო პრემია., მით უმეტეს, როდესაც მათი 70-80% ამას არასოდეს გამოიყენებს. ეს დაპირებები სუფთა პოპულისტური და სოციალისტური განცხადებებია:/

  2. რკინიგზელტა დაზღვევას რაც შეეხება: მამაჩემი მუშაობს რკინიგზაში და რამდენიმე თვის წინ, როცა გადაუდებელი დახმარება და ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდა, უპრობლემოდ მიგვიღო საავადმყოფომ და “ირაომ” დაფარა პირველი დღის მომსახურების ხარჯები. რაც შეეხება შემდეგ ვიზიტებს ექიმთან კონსულტაციაზე, 30%-ს ჩვენ ვიხდიდით და 70%-ს ირაო ანაზრაურებდა. იდეაში მთლიანად უნდა ანაზღაურებდეს ირაო, როგორც კონტრაქტში წერია. მედიკამენტების ხარჯები ვერ დააფინანსეს (თანადაფინანსება), რადგან იდიოტი ექიმის მიერ მოთხოვნილი საბუთები და ჩეკები არასრული იყო, კერძოდ სალარო აპარატის ჩეკები არ მოუთხოვია, არ არის საჭიროოვო და გადავყარეთ. მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ დაზღვევით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს იდიოტი ექიმები ვერ არიან გარკვეულები დაზღვევის მომსახურებებში და ბევრი შეცდომაში შეჰყავთ პაციენები (დაზღვეულები). დასახვეწია დაზღვეულთა უფლებები, და მოსაწესრიგებელია სიტუაცია საავადმყოფოებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s