,,ავტო შოუ” საქართველოში

,,ავტო შოუ” – facebook ფეიჯია საქართველოში, რომელიც სულა რაღაც ორი თვეა რაც ფუნქციონირებს. ამ ეტაპისთის, მას უკვე 53 300_ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.   

გვერდის სამართავად , რომელიც მიეძღვნება ავტო შოუების პოპულარიზაციას საქართველოში, შექმნილია 5 კაციანი სამუშაო ჯგუფი.
ისინი ყოველდღიურად აწვდიან მომხმარებლებს ინფორმაციას მსოფლიოში ცნობილი ავტო შოუების შეახებ , სიახლეებს ავტო ინდუსტრიაში, ცნობლი ავტომობილების ბრენდების ისტორიებსა და საინტერესო ფაქტებს.

,,ავტო შოუ” დღეს უკვე ზე–პოპულარული facebook  ფეიჯია საქართველოში და რადგანაც მისი შემქმნელები, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, ვისარგებლე პრივილეგიით და პირდაპირ ,,ოფისში” დავადექი გასარკვევად – თუ რა უნდათ და რა მიზნები აქვთ მომავლისთვის.

ლევან, პირველ რიგში რაც თვალშისაცემია ფეიჯზე მოხვედრის შემთხვევაში, ესაა სარეკლამო ბანერი, რომელიც გვამცნობს რომ მარტივია მოვიგოთ ჩვენი საოცნებო მუსტანგი, რომელსაც ყოველთვიურად ფორდი ათამაშებს თავის ოფიციალურ გვერდზე. შეგიძლია ამიხსნა ეს როგორ ხდება? 

– მუსტანგის მოგების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, სულ რამოდენიმე საათის წინ აღმოვაჩინეთ და ბუნებრივია ამის შესახებ, ჩვენი ფეიჯის მომხმარებლებს  სწრაფად მივაწოდეთ ინფორმაცია. ანუ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა რომ გაიგოს მკითხველმა, რას ემსახურება ჩვენი გვერდი.  აღმოჩნდა რო, საქართველოში იმაზე მეტი ავტომოყვარულია, ვიდრე ამის მარტივად წარმოდგენაა შესაძლებელი და შესაბამისად აუცილებლია მათი ხარისხიანად ინფორმირება. ფორდის წამახალისებელი აქციის ნიუსი კი, ჩვენის მხრივ ამ მიმართულებით მუშაობის დასტურია.

მარტივად ამიხსენი, როგორ მოვიგო მუსტანგი?

შედი ფეიჯზე და იქ წერია! სხვა მკითხე რამე!

კარგი. მითხარი რა გეგმები გავთ მომავლისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ ,,ავტო შოუს” გვერდის განვითარება?

– ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორ წარმომიდგენია ,,ავტო შოუს” განვითარება საქართველოში და მეტიც, კავკასიის მაშტაბით!  მაგრამ რა იგეგმება უახლოეს მომავალში, ამაზე მოკლედ გიპასუხებ –მიმდინარეობს  პროექტის ბრენდინგი.  კეთდება საიტი, უკვე გვაქვს ლოგო, რომელიც კონცეპტუალურია და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ამ ყველაფრის დასრულებულ ფორმას კი, ოფიციალურ პრეზენტაციაზე იხილავთ სექტემბრის თვეში.

ვებ–გვერდის შექმნით ფეიჯი არ დაკარგავს ფუნქციას? 

– არა, ,,ავტო შოუს” ვებ გვერდი, პროექტის მთავარი საინფორმაციო ბაზა იქნება, ფეიჯი კი ერთმანეთთან ურთიერთობის, აზრების გაცვლისა და კომუნიკაციის ფუნქციას შეითავსებს.

მაშტაბები ახსენე, უფრო შორი პერსპექტივით, რა შეიძლება ამ აქტიურობას მოჰყვეს. მთავარი მიზანი თქვენი მაინც რა არის?

– მისი უდიდებულესობა ,,ავტო შოუ” საქართველოში! – ეს არის ჩვენი მიზანი!

და რა არის ეს ,,ავტო შოუ”?

– ,,ავტო შოუ” სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველ წელს იმართება.  აქ წარმოდგენილია უამრავი ბრენდი, თავის უახლესი ნამუშევრებით.  გარდა ბიზნეს ინტერესებისა, რისთვისაც ძირითადად მსგავსი შოუები იმართება, იქ მოხვედრა ისედაც ერთი სიამოვნებაა!

და ეს ყველაფერი გინდა საქართველოში წარმოვიდგინო?

– რატომ არა? ჩვენი ქვეყნის მაშტაბითაც საინტერესო და მიმზიდველია მსგავსი შოუს მოწყობა წელიწადში ერთხელ. სწორედ აქამდე გვინდა მივიდეთ.  ასე მარტივათ, დაფინანსდეს და მოვაწყოთო რომ მოვინდომოთ, შეიძლება კიდევაც გამოვიდეს რამე მაგრამ, ის პროცესი რასაც დღეს ჩვენ გავდივართ, არის ის აუცილებელი და ერთადერთი შესაძლებლობა, ოცნება რეალობად ვაქციოთ!

ძალიან საინტერესოა : ) წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s