,,ბიაფი” – ილოს ბლოგი იწყებს!

უკანასკნელ პერიოდში, კინომოყვარულთა ვიზიტები ჩემს ბლოგზე, შესამჩნევი გახდა. ეს ალბათ შედეგია იმისა რომ ვერ ვუძლებ ცდუნებას, კარგი ფილმის ნახვის შემდეგ  პოსტი არ დავწერო, ფესიბუქის გვერდი ,,პოსტერებით” არ ავაჭრელო და დაჟინებით არ ვთხოვდე მეგობრებს, ჩემი აღტაცების გაზიარებას! : )

ჩვევად მექცა – ფილმის არჩევაში ერთ–ორ საათს ვხარჯავ.

კინომოყვარულის ,,სტანდარტს” ვარღვევ, იშვიათად ,,ვუჯდები” კინოთეტრის აფიშებზე წარმოდგენილ, კარგად დარეკლამებულ ნამუშევრებს.  ძირითადად პროფესიონალების, კინომცოდნეების რჩევებს ვითვალისწინებ და შედეგად, ისეთ ფილმებზე საუბრისას დავმუწავ ხოლმე პირს და არცოდნის გამო ვჩუმდები, როგორებიცაა მაგალითად – ,,ჯონ კარტერი”, ,,ფიფქია და მონადირე”, ,,ციდან სამ მეტრში” და ა.შ.

სამაგიეროდ, უკანასკნელ პერიოდში ვნახე და ვურჩიე ბლოგის მკითხველს:  Shame,  Jodaeiye Nader az Simin, Detachment,  Medianeras,  Puncture, Trishna, Suicide Room, Cafe de Flore, In a Better World და სხვა ისეთი ფილმები, რომლებზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო…

მაინც სად ვეძებ და ვპოულობ ასეთ ფილმებს? – Toronto, São Paulo, San Sebastián, Rotterdam, Pan-Asia, Chicago, Berlinale …  – საერთაშორისო კინოფესტივალების ოფიციალური საიტები, ნამდვილი ,,ოქროს საბადოა” ! ; )

ფილმი მოხვდეს საკონკურსო სიაში, ასეთ პრესტიჟულ ფესტივალებზე, ეს უკვე ერთგვარი ხარისხის ნიშანია ჩემთვის.  და თუ პოსტერს კრიტერიონის შავი რგოლი ადევს, აქ კი უკვე ეჭვიც აღარ მეპარება რომ წინ მთელი სიამოვნება მელის.  ჩაივლის სეანსი და მერე ვასილ კეჟერაძის მსგავსად შურის გრძნობა მეუფლება – ეჰ, რა ბედნიერია ის ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს პირველად ნახვის სიამოვნებაო : )

მსგავსი შურის გრძნობა შეიძლება თქვენც გაგიჩნდეთ ჩემს მიმართ, თუ გეტყვით რომ ,,ბიაფზე” დასასწრებად, წელს პირველად მინდივარ. : )

16_დან 23 სექტემბრამდე, წელს საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, მეშვიდედ უმასპინძლებს საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს, სადაც  სხვა ბლოგერებთან ერთად,  ,,ილოს ბლოგი” და მისი ავტორი (თქვენი მონა–მორჩილი : D)  ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ორ დღიან ვორქშოფში მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის გახსნამდე 13 დღე რჩება.  ,,ილოს ბლოგი” კი უკვე იწყებს ; )

დასაწყისისთვის,  თვალი გადავავლოთ კინოფესტივალში მონაწილე ფილმების სიას:

1.  Beyond the Hills (2012) – თურქეთი

2.  Broken (2012) – UK 

3.  Almost Man (2012) – ნორვეგია

4. Chicken with Plums (2011) – საფრანგეთი/ბელგია/გერმანია 

5. House on Bashenky (2012) – უკრაინა 

6. In Darkness (2011) – პოლონეთი 

7.  In the Fog – გერმანია/ჰოლანდია/ბელარუსია/რუსეთი/ლატვია

8.   The Last Step (2012) – ირანი

9.   Lonely Island (2012) – ესტონეთი/ბელარუსია/ისლანდია

2 thoughts on “,,ბიაფი” – ილოს ბლოგი იწყებს!

  1. Reblogged this on and commented:
    ქართულ ბლოგოსფეროში ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შესახებ ყოველდღიურად ახალი პოსტი ქვეყნდება . “ილოს ბლოგზე” თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების ტრეილერები.

  2. მადლობა! მე უფრო წიგნებზე მოსაუბრე ბლოგერებს ვეკონტაქტები, მაგრამ აქაც ვიხედები პერიოდულად. 20 ფილმი რომ შემოგვთავაზე, იქიდან ვნახე რაღაცეები და იმ ესპანელმა მაჟორდომმა დამშოკა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s