ბოროტების სავანე 5_ის თბილისური პრემიერა

20 სექტემბრიდან, უკვე საქართველოს კინოთეატრებში, ფანტასტიკის, მძაფრ-სიუჟეტიანი და საშინელებათა ფილმების მოყვარულებს, საშუალება ეძლევა, დიდ ეკრანზე იხილონ რეჟიეოს პოლ ანდერსონის ახალი ნამუშევარი ,,ბოროტების სავანე – 5″.  რომლის მსოფლიო პრემიერაც, 14 სექტემბერს შედგა.

გუშინ, კინოთეატრ რუსთაველში, ფილმის დახურული ჩვენება და თბილისური პრემიერა გაიამრთა. ორგანიზატორებს ჩვენებაზე სოციალური ქსელ ფეისბუქის, კონკრეტული გვერდის აქტიური მომხმარებლები და ბლოგერები ჰყავდათ მიწვეული. მათ შორის გახლდით მეც და ქვეყანაში შექმნილი ამ მძიმე სიტუაციის ფონზე, თავს უფლება მივეცი, ახლა უკვე 3D ფორმატში, დიდ ეკრანზე მეხილა კაციჭამია ზომბები, რომელთა სახეებიც, სამწუხაროდ  ასე ძალიან ჰგავდა ახალაიებს, მერაბიშვილებს, სააკაშვილებს,  კალმახელიძეებს და სხვა სახელისუფლებო ძალოვნებს.

ფილმის  რეჟისორის ჩანაფიქრს – მაყურებელმა მიიღოს მაქსიმალურად მძაფრი შეგრძნებები – დაემატა პრემიერის ორგანიზატორების მიერ დადგმული შოუც და სეანსის დაწყებიდან 15 წუთში, კინოთეატრის ჩაბნელებული დარბაზი, ,,ნამდვილი” ზომბებით შეივსო!  ყველაფერი საკმაოდ ეფექტური იყო და მთლიანობაში, საპრემიერო ჩვენებით ყველა კმაყოფილი დარჩა!

რაც შეეხება ფილმს – ,,ბოროტების სავანე – 5″_ის სცენარი,  თავად რეჟისორის, პოლ ანდერსონის გადაწყვეტილებით, მთლიანად აგებულია ამავე სახელწოდების პოპულარულ ვიდეო თამაშის სცენარის მიხედვით. სწორედ ამიტომ, განსხვავებით წინა ნამუშევრებისგან, მეხუთე ნაწილში, ჩნდება ვიდეოთამაშების მოყვარულთა საყვარელი გმირებიც –  ლეონ კენედი (Leon Kennedy) და ადა ვონგი (Ada Wong).

   

ცალკე სასაუბრო თემაა უკრაინელი ლამაზმანი, ფილმის რეჟისორის უმშვენიერესი მეუღლე და მთავარი გმირი  – მილა იოვოვიჩი, რომლის სამსახიობო ოსტატობა და სილამაზე საყოველთაოდ ცნობილია.   დიდ ეკრანზე, განსაკუთრებით კი 3D ფორმატში მისი ხილვა, ნამდვილად ღირს იმ მიზერულ თანხად, რა თანხადაც კინოთეატრ ,,ამირანსა” და ,,რუსთაველის” სალაროებში გთავაზობენ!

კიდევ ერთი მშვენიერება, რომელიც ფილმში რეჟისდორმა წარმოგვიდგინა, მისი აღმატებულება – Rolls-Royce Phantom_ია! ამ მარკის ავტომანქანა, თავისი მაქსიმალური შესაძლებლობებით, დღემდე არცერთ კინოფირზე არ აღბეჭდილა იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ავტომობილის ფასი კატასტროფულად დიდია! მის საჭესთან მჯდომი მილა კი ,,ბოროტების სავანე_5″_ის ყველაზე დიდი სიმდიდრე!

მაშ ასე, ყველას გირჩევთ ნახოთ ფილმი, აუცილებლად დიდ ეკრანზე! თქვენ წინ დაუვიწყარი მძაფრი შეგრძნებები გელით!

თვალშისაცემია ის ფაქტიც რომ მეხუთე ნაწილში, ზომბებს იარაღის სროლაც შეუძლიათ, მოტოციკლეტის მართვაც და თქვენ წარმოიდგინეთ – აზრიანი თავდასხმაც კი ; ) ასე რომ ფილმი, სეანსის მიმდინარეობის დროს მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ! მკითხელს ვთხოვ აუცილებლად გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები ფილმის ნახვის შემდეგ კომენტარებში, შემდეგ კი ერთად დაველოდოთ ,,ბოროტების სავანე “_ს ფინალურ ნაწილს, რომელშიც ყველა გმირი ერთობლივი ძალებით, დასკვნით ბრძოლაში ჩაებმება   ზომბებთან    დედამიწისა და კაცობრიობის გადასარჩენად.

One thought on “ბოროტების სავანე 5_ის თბილისური პრემიერა

  1. ილო, ჩემო კარგო, რამ გადაგრია ამ საშინელებებზე, ან რა სიამოვნება ეგ არის, მე ხელოვნებაში ესთწტიკას ვეძებ; არანაირი სურვილი არ მიჩნდება ნახვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s