საბოტაჟი რკინიგზაში? – მხოლოდ ფაქტები!

არ ველოდებოდი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვას. არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარკვეული ტიპის საბოტაჟიც კი იყო, რადგანაც იქ ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სფეროებში, თუმცა ესეც უნდა განვიხილოთ…

ბიძინა ივანიშვილი

2012 წელი, 18 იანვარი – ,,კრავთა ღარადი –  გთხოვთ მამუშაოთ კუთვნილი 8 საათის ნაცვლად 12 საათი”

….. ჩემს კოლეგებში ყველაზე ახალგაზრდა ვარ, 25 წლის დასაოჯახებელი ყმაწვილი რომელსაც არსებული ხელფასი (640 ლარი) სრულად აკმაყოფილებს – სწორედ იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს, ვარ საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით და ვაგრძელებ სწავლას სამაგისტრო პროგრამით უმაღლეს სასწავლებელში პროფესიაზე ,,მენეჯმენტი ტრანსპორტზე” – ვთვლი რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს ამ მიმართლებით და თავს ვალდებულად ვთლის, სწორედ მე გადმოგცეთ იმ მრავალშვილიანი მამების, უმაღლესი კლასის მემანქანეების, გმირებისა და შრომისმოყვარე რკინიგზელების სატკივარი, რომლებიც დღეს დამონებული ჰყავს ხელმძღვანელობას, მოქმედი შრომის კოდექსის ძალით! …..

2012 წელი, 24 იანვარი –  ,,Big Bang” და შეხვედრა ირაკლი ეზუგბაიასთან

…. საუბარი ახალი სახელფასო სისტემაზე საუბრით დავიწყეთ. კონკრეტული ჩემი მაგალითი განვიხილეთ და აღმოჩნდა რომ განვლილ წელიწადში, ძველ სახელფასო სისტემისგან განსხვავებით, ჯამში 400 ლარზე მეტი ავიღე. შევთანხმდით, რომ ეს ცოტაა და დაიდო პირობა, უკვე ზაფხულის პირველივე თვიდან, მემანქანის ხელფასის 1200 ლარამდე და თანაშემწის ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდის!  …..

2012 წელი, 9 ოქტომბერი,,სისტემას უნდა ვებრძოლოთ – რკინიგზაშიც!” 

…. მას შემდეგ რვა თვე გავიდა. მკითხველს, ჯერ კიდევ აგვისტოში დავპირდი შედეგების ანალიზს მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, კიდევ ერთი ხმაურიანი პოსტის დაწერისგან, ზაფხულში თავი შევიკავე! მიზეზი მარტივია – საპარლამენტო არჩევნები – რატომღაც მეგონა რომ ამ ისედაც არაჯანსაღ და არეულ-დარეულ წინასაარჩევნო პერიოდში, პოსტი ჩხვლეტის ეფექტსაც ვერ მოახდენდა!

დღეს სხვა დროა! – აი ისეთი ქე რო ვნატრულობდითო _ იტყოდა ალბათ ბაბუაჩემი!

მოკლედ, აღარ გვეშინია! აღარ ვერიდებით თქმას! აღარ ვთვალთმაქცობთ თითქოს ყველაფერი რიგზეა და მეტიც – მკაცრად მოვითხოვთ ჩვენი ოცნებების ფრთების შესხმას! – ასეთ სიტუაციაში, კიდევ უფრო რთულია, ჩემმა, რიგითი მუშას სიტყვამ, არა თუ აფეთქება, ნაპერწკალი მაინც გამოიწვიოს. მაგრამ უნდა ვცადო! ….

2012 წელი, 10 ოქტომბერი – ,,sos რკინიგზელები დახმარებას ითხოვენ”

2012 წელი, 15 ოქტომბერი – სტატუსი ჩემს ფეისბუქ გვერდზე:

viwyeb rkinigzashi permanentuli da etapobrivi gaficvebis organizebas. vitvaliswinebt ra rom iseti strategiuli samsaxuris gachereba, rogoric rkinigzaa, qveynistvis ekonomikurad damgupvelia, gvinda chveni ertis mxriv radikaluri da meores mxriv sruliad samartliani motxovnebis shesrulebas ise mivagwiot rom qveyanas da kompanias, sadac chven vmushaobt, didi zian ar miadges. swored am miznit, mchirdeba konsultaciebi iuristtan da sxva kompetentur pirebtan. aba frendebo, veli tqvens gamoxmaurebas da daxmarebas :*

2012 წელი, 19 ოქტომბერი (გაზეთი ,,ვერსია” ) – საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები საყოველთაო გაფიცვისთვის ეზადებიან!

…. კანონმდებლობით, რკინიგზის ხელმძღვანელობას სამი დღე ეძლევა იმისათვის, რომ პრობლემების მოგვარება დაიწყონ. სხვანაირად ჩვენ არ გავჩერდებით. ყველა მოთხოვნა შესრულებადია და არაფერს შეუძლებელს არ ვითხოვთ. სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ თუ არაფერი არ გააკეთეს, დაახლოებით 8-საათიან გაფიცვას მოვაწყობთ და თუ ისევ არაფერი იღონეს, 90 დღის განმავლობაში ყოველ დღე 8 საათს გავიფიცებით. ეს არის ჩემი დამუშავებული გეგმა, რომელიც ზუსტად ჯდება კანონმდებლობაში და ვერავინ მოგვედავება. მიუხედავად რისკისა, გადაწყვეტილი მაქვს, ბოლომდე მივყვე ამ ამბავს. მე თუ გამომიშვებენ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რკინიგზაში დარჩენილებს რაღაც ეშველებათ.  ….

 გაზეთში დაბეჭდილი სტატია სწრაფად გავრცელდა რკინიგზელებში. თანამშრომლები სრულ მხარდაჭერას მიცხადებდნენ.  1 ოქტომბრიდან მოყოლებული ცვლილებებს ელოდნენ და მათაც, ისევე როგორც მე, გვქონდა განცდა რომ საკუთარი სამსახურის რეორგანიზაციაში, სახალხო მთავრობის პირობებში, თავადვე მივიღებდით მონაწილეობას!

გამოცდილებამ გვაჩვენა, ხელმძღვანელობა რომელიც საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების აქციაზე ავტობუსებით მიგვერეკებოდა, წარმატებით ,,შეუძვრა” მიშას და შესაბამისად ამ მხრივ გონივრული შიშიც გაგვიჩნდა, იგივე არ განმეორებულიყო!

გადავწყვიტეთ მათი სახე ახალი ხელმძღვანელობისთვის გვეჩვენებია – ვიმოქმედეთ სრული კანონის დაცვით.  ხუთი დღით ადრე გადავგზავნეთ მოთხოვნები და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობით, კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, სადაც მოლაპარაკებებს გავმართავდით რომ თავიდან აგვეცილებია დაანონსებული გამაფრთხილებელი გაფიცვა.

ორ დღეში ეს კომისია მივიღეთ. მოთხოვნებში 100%_ნი ხელფასების მატება მივუთითეთ, რადგან ზუსტად ვიცოდით ვაჭრობა მოგვიწევდა.  შევთანხმდით იმაზეც, თუ სადამდე შეგვეძლო დაგვეყვანა პროცენდები. რადგან მათივე დანაპირებიც იყო , ვთქვით რომ 17% _ნი მატება დაგვაკმაყოფილებდა ამ ეტაპზე !

2012 წელი, 21 ოქტომბერი – როგორც მოსალოდნელი იყო, ვაჭრობა დაიწყო! საქმეში ჩაერთო გაერთიანებული პროფკავშირები და რკინიგზის პროფკავშირები. მათი დახმარებით, კომისიაში ჩვენს მხარეს ფინანსისტი და იურისტიც  მოვიწვიეთ. შემოგვიერთდა რეგიონალური სამსახურები.

2012 წელი 22 ოქტომბერი –  სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირეტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

….. მივმართვ ყველა თანამშრომელს, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები მშვიდად, რომ ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას“- აცხადებს ირაკლი ეზუგბაია.

2012 წლის 22 ოქტომბერი –  რკინიგზის ოფიციალურ საიტზე ქვეყნდება განცხადება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით

… სს „საქართველოს რკინიგზის “ ადმინისტრაცია შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც გენერალურმა დირექტორმა მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს, მისი უფლებამოსილება შეჩერებულია. შესაბამისად, დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება და შეუძლებელია ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლა და თანამშომლების ნაწილის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება …

ანუ მარტივად რომ ავხსნა, საუბარია რანგირების მიღმა დარჩენილ იმ ძირითად თანამშრომლებზე, რომლებსაც ხელფასი აქამდე არ ან ძალიან ცოტა მოემატა.  რკინიგზის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი გარკვევით წერია –   ,, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და ხელფასების მატება ეტაპობრივად განხორციელდა, 30 ნოემბრიდან კი, საბოლოოდ შემდეგ რაოდენობას მიაღწევს …  ” – თან საუბარია არა ხელზე ასაღებ 1200 და 1000 ლარზე (მემანქანე_თანაშემწე), რასაც აქამდე გვპირდებოდა და ვიცოდით რომ რანგირებით, წლის ბოლოს ამ თანხას მივიღებდით, არამედ დარიცხულზე!

2012 წელი 23 ოქტომბერი – ჩვენ კვლავ გამოვცხადდით მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე. მგვრალ მაგიდასთან ამჯერად ეზუგბაია აღარ იჯდა.  ხვალ გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი, შესაბამისად მნიშვნელოვანია გავიგოთ რას გვთავაზობს დირექტორთა საბჭოს დარჩენილი შემადგენლობა.

აღმოჩნდა რომ ვერც ვერაფერს!  ხელს აწერს ბრძანებას, რომლის შედეგადაც არასამართლიანად რანგირდება თანამშრომლების უმრავლესობა და მეტიც, ის ძალაში შედის დეკემბრიდან!

რადგანაც გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, გადადგა გენ. დირექტორი და გამაფრთხილებელ გაფიცვამდე საათები რჩებოდა, საბჭოს ვთხოვეთ – იქნებ დაფიქრდეთ რა საფრთხის წინაშე დგას კომპანია და ხვალ, დილის 9 საათიდან 11 საათამდე (გაფიცვის დაწყების დრო) კვლავ შვიკრიბოთ და მიღებული ბრძანების ვადებზე მაინც მოვილაპარაკოთტქო….

2012 წელი, 24 ოქტომბერი –  დილის 9 საათი! პასუხი – რადგან გენერალური დირექტორი გადადგა და მას უკვე ხელი აქვს მოწერილი ბრძანებაზე, ჩვენ უფლებამოსილი აღარ ვართ ვადები შევამციროთ!

2012 წელი 24 ოქტომბერი – გამაფრთხილებელი გაფიცვა შედგა!

2 thoughts on “საბოტაჟი რკინიგზაში? – მხოლოდ ფაქტები!

  1. ერთადერთი, რაც ამწუთას შემიძლია, გულწრფელად გითხრა, ისაა, რომ მეამაყები.

  2. Pingback: ყვითელი პროტესტი « Sgt. Pepper's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s