გაუთენდებათ თუ არა ბედნიერი ახალი წელი რკინიგზელებს?

რკინიგზის პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზის დირექტორატს, შეფასებულ იქნას განვლილი 2012 წელს შესრულებული რკინიგზელების სამუშაო დადებითად და დაკმაყოფილდეს მათი სამართლიანი მოლოდინი, წინასაახალწლო პრემიებთან დაკავშირებით, მეცამეტე ხელფასის სახით!

რეკომენდაცია, საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის  ფეისბუქის გვერდზე სტატუსის სახით, ერთი კვირის წინ გაჩნდა. მანამდე, რკინიგზელების გრანდიოზულ ფორუმზე, ახალ გენ. დირექტორთან შეხვედრისას გააჟრერეს დასაქმებულებმა  ეს გულწრფელი მოლოდინი  და დღემდე მოუთმენლად ელოდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

ძვირფასო კოლეგებო მე-13 ხელფასი სამწუხაროდ არ იქნება, ვინაიდან მიმდინარე წლის ბიუჯეტში ვერ გამოინახა საკმარისი რესურსი.

ეს კი საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის გვერდზე, რამოდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული სტატუსია, რამაც საბოლოოდ დაასამარა რკინიგზელების ოჯახებში, ბედნიერი ახალი წლის დადგომის იმედები.

ზ. დ. :  ჩვენთვის, ვისაც დაბალი ხელფასები გვაქვს, რამდენს ნიშნავდა ეს პრემია.  აბა ვისაც დიდი ხელფასი აქვს იმისთვის დიდი არაფერი😦 დაუჯერებელია რომ ამხელა სტრუქტურაში და ასეთ შემოსავლიან კომპანიაში არ მოიძებნა თანხები. დაიკლონ თავიანთ ხელფასებზე, 80%_ზე მეტი რომ ათასებს ირებს და დაგვირიგონ წინა საახალწლოდ ჩვენ, სასაცილო ხელფასის მქონე რკინიგზელებს!

პ. ბ. : რასაც მე ეხლა გულში ვიგინები ერთი არ ასცდეს იმას ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.ბიუჯეტის ერთერთი ძირითადი დონორია რკინიგზა და თურმე რესურსი არ აქვთ ხო?

გ. მ. : კუს ნაბიჯებით მივდივართ! გვეშველება როდესმე რამე?!

ჯ.შ. : ნამუსი არ ქონიათ ამათაც😦 ახალი წელი მოდის და ფეზხებზე კიდიათ ხალხი!

დ.გ. : ჯერ-ჯერობით ახალ მენეჯერს რკინიგზაზე მე ვერ ვხედავ – ახალი მენეჯერები არ არიან!  ახლანდელ მდგომარეობას რკინიგზაზე სახელი რომ მოუძებნო მაგას სჯობია, მთვარეზე ღრმულების სიღრმეზე კვლევები ჩაატარო – რაღაც შედეგს მაინც მიაღწევ!

ტ. რ. : ეს მართლა უსინდისობაა უკვე. ვისაც დაბალი გვაქვს ხელფასი ჯერ მომატებას დაგვპირდნენ და ისიც გამორჩევით (და იარ ვიცით რის მიხედვით) მოამატეს. მერე ამ მეცამეტის იმედათ მოგვიშორეს. ეხლა თურმე ესეც არ მოიძებნა ბიუჯეტში.

გ. გ. : სამწუხაროდ არაფერი შეიცვალა! ცუდია, ცუდი!!!

ეს მცირე ამონარიდია გამოხმაურებიდან, რაც  დირექტორატის სავარაუდო გადაწყვეტილებას მოჰყვა რკინიგზელების მხრიდან.  მე, როგორც რიგითი მათდაგანი, ვურერთდები ამ გულისწყენას და სრული პასუხისმგებლობით ვიძახი რომ რკინიგზა და მისი ახალი ხელმძღვანელობა, ჯერ ისევ ჩიხში!

ახალი წლის ღამეს, ასობით რკინიგზელი რომ სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, სანაცვლოდ გაიღეთ რამე? წელს ხომ პირველი ახალი წელი იყო, როდესაც სადღესასწაულო ანაზღაურება მოუხსენით თანამშღომლებს, იქნებ სიმბოლურუი პრემია მაინც გაგემეტებინათ თქვენი ,,მამა მარჩენალებისთის”?!

ამ სიტყვებით, წინა ახალწელს მივმართავდი ჩემი ბლოგის საშუალებით, ირაკლი ეზუგბაიას.  გამოხმაურებაც მოჰყვა, შევხვდი მაშინდელ გენ. დირექტორს და შემპირდა, სააღდგომოთ გამოვასწორებ მაგ შეცდომასო. მართლაც, ეზუგბაიამ აღდგომას სოლიდური პრემიები დაგვირიგა. ჩართული ვიყავი ამ პროცესში და ზუსტად ვიცი, საქართველოს რკინიგზის 130 მილიონიან სახელფასო ფონდს, მაშინდელი წინასააღდგომო წახალისება 7 მილიონი დაუჯდა!

საინტერესოა რა მიზეზს გაახმოვანებს წიანსაახალწლოდ ახალი ხელმძღვანელობა! ეს ვერსია კი –  მიმდინარე წლის ბიუჯეტში ვერ გამოინახა საკმარისი რესურსი – რაც დღეს გავრცელდა, უბრალოდ სასაცილოა და იმედს ვიტოვებ, ასეთ სასაცილო მდგომარეობაში, ბატონი კოკა გუნცაძე და მისი გუნდი, თავს არ ჩაიგდებს!

დღევანდელი მდგომარეობა ასეთია –

ეზუგბაიამ რანგირება დაასრულა და გადადგა!

დასრულებული რანგირებით,  რკინიგზელების გარკვეული ნაწილის ხელფასები მცირედიდ გაიზარდა მაგრამ ისინი ამ გაზრდილ ხელფასს იანვარში მიიღებენ!

დეკემბრის ხელფასი უკვე დარიგდა და ისევ ძველი დაანგარიშებით! ზოგმა 80 ლარი აიღო, ზოგმა 100, 250, 400, 600, 1000 … მათ ეს ფული დიდი ალბათობით უკვე გახარჯეს კომუნალურებში, ბანკებში, ვალებში…

პირადად მე, ალბათ რეისში ვიქნები ახალი წლის ღამეს! ელმავლის თავზე ამიფეთქდება სადღესასწაულო ფეიერვერკები! ეს კარგია😉 ცარიელი ჯიბეებით, ახალგაზრდა ბიჭს, ალბათ არც მექნება სადღესასწაულო განწყობა და ჯობია ისევ 3000 -4000 ტონა ტვირთს ვეზიდებოდე! ქვეყნის ბიუჯეტს მაინც გავზრდი და საქმე გაკეთდება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s