საით უფრო ბნელა, მრევლში თუ ერში?

20 აპრილს, იუსტიციის სამინისტრომ ვიდეო–მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ID ბარათთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აკეთებს სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ყმაწვილი და სამინისტროს სახელით პირობას დებს რომ არცერთ პერსონალურ ბარათზე არ იქნება სამი ექვსიანი მიწყობით დატანილი.

ამ ფაქტს, რათქმაუნდა ცინიკური გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და კრიტიკის ობიექტად მალევე იქცა ერთდროულად ერიც და მრევლიც.

როგორც გვჩვევია ხოლმე, სოციალურ ქსელში კრიტიკა შეურაწყოფაშიც გადაიზარდა, მომრავლდა ცინიკური სტატუსები და მოთქმა–ვაება იმაზე თუ რა ბნელი ერი ვართ და რა ღრმად გვიჭირს სწავლა–განათლებაში, რა შორს ვართ ევროპისგან, განვითარებულ საზოგადებისგან და ცივილურ სამყაროსგან.

ფეისბუქზე პირადად ჩემ, 1000 კაციან ,,საფრენდეთში” კრიტიკის ორი მიმართულება გამოიკვეთა:

1.  მრევლი – რომელიც წმინდა მამების ქადაგებებითა და ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტის მიმართვის  ძალით აპროტესტებენ ID ბარათის იძულებითი წესით აღების ფაქტს.

2. მთავრობა – იუსტიციის მინისტრი და სამოქალაქო რეესტრი რომლიც  დაწვრიმანდა, საზოგადოებას ვიდეომიმართვა და  რელიგიური განმარტებები აკადრა ID ბარათტან დაკავშირებით.

მაინც საით უფრო ბნელა – ერში თუ მრევლში?

ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, ისევ სჯობს ევროპელი მეგობრებისა და ცივილიზებული სამყაროსკენ გავიხედოთ. თუმცა ჩვენმა პრეზიდენტმა ამაზეც იზრუნა უკვე:

ჩვენ გავუსწარით ევროპის ქვეყნებს და ისინი ამ საკითხში ჩამოგვრჩნენ

მიხეილ სააკაშვილი

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ID ბარათის გამოყენებით მოქალაქეს შეეძლება კომპიუტერის მეშვეობით სხვადასხვა დოკუმენტს მოაწეროს ხელი, გაგზავნოს ელექტრონული ფოსტა, გადაიხადოს სხვადასხვა კომუნალური გადასახადები, აწარმოოს საკუთარი ანგარიშის მართვა და სხვა სერვისები.

პირადობის მოწმობის მიკრო ჩიპზე საპენსიო წიგნაკი, დევნილის მოწმობა და ყველა ტიპის პლასტიკური ბარათის ჩატვირთვაა შესაძლებელი, ხოლო უნიკალური კოდის გამო გაყალბება შეუძლებელია.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ID ბარათი იმდენად უნივერსალურია, რომ იგი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეთა ცხოვრებას და იგი გახდება ჩვენი წინსვლისა და წარმატებების საწინდარი.

ჰმ! რას ვერჩით მიშას?!

გაგვისწრია კი არა გადაგვირევია ევროპა ჩვენი მიღწევებით!

სინამდვილეში, ID ბარათის  შესაძლებლობებზე ჩვენზე ადრე იფიქრეს, განიხილეს და გადაწყვიტეს ევროპელმა მეზობლებმა!

ათასი გზა არსებობს, ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ, პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი, თანხა ჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები, თუ უნდათ ამერიკაში – იქ იმუშაოს

დევიდ ქემერონი – ინგლისის პრემიერ მინისტრი

ინგლისს არა თუ დავასწარით, გავუსწარით და დავუაბგონეთ, არამედ პირიქით, ქემერონმა გააუქმა ID ბარათების გაცემის პროცესი და მიღებული კანონი შეცვალა!  ბრიტანეთში უკვე დანერგილ მეთოდს კი ასეთი შეფასება მისცა  კონტრდაზვერვის MI5 – ის სამსახურის ხელმძღვანელმა სტელა რიმინგტონმა:

ეს პირადობის მოწმობები ვერ იქნება გარანტი ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. აღმოჩნდა, რომ ათასობით მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნებოდა 265 სამთავრობო დეპარტამენტისა და 48 ათასი აკრედიტირებული კერძო კომპანიისათვის.

საფრანგეთში ელექტრონული პირადობის მოწმობების დანერგვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დამცეველბი და იურისტები აქტიურად გამოვიდნენ. მათ აღნიშნული დოკუმენტი “უმაღლესი ზიანის შემცველად მიიჩნიეს”. საფრანგეთის მაგისტრატურის მუშაკთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა კომ ჟაკმენმა განაცხადა:

ამ პროექტის ამოქმედება საზოგადოებაზე პოლიციური ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს. ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ პოლიციას ექნება 65 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემი, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავს

ეს არგუმენტები ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნულმა კომისიამ გაითვალისწინა. დღესდღეობით საფრანგეთის მოქალაქეთა საფულეში ნამდვილად ვერ იპოვით ელექტრონულ პირადობის მოწმობებს.

და მაინც, რა ხდება ჩვენთან?

ჩემი პირადი მოსაზრებით, ერშიც ბნელა, მრევლშიც და ბერშიც!

სადღე­ი­სოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ID ბა­რა­თის ვერ­სია, საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო და სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, არ არის ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭე­დი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ, რად­გან ეს სა­კითხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბას იწ­ვევს, ეთხო­ვოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, დაშ­ვე­ბულ იქ­ნეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქ­მ­ი

ნუ ხო კარგი, შევთანხმდეთ რომ მიჩვეული ვართ უკვე ეკლესიისგან არც მწვადის და არც შამფურის დაწვას – აქ ბნელა!

მიჩვეული ვართ მრევლში ყბადაღებულ თემას ,,666″_ი – აქაც ბნელა!

სხვა დანარჩენის, მრევლის და ბერის ქილიკს, მიწასთან გასწორებას და შეურაწყოფასაც მიჩვეულივართ – აქაც ბნელა!

დარჩა ვინმე?

არავინ! – და ამიტომაც სრული უკუნითია ჩვენს ქვეყანაში!

ID ბარათი არ უნდა არსებობდეს! და თუ მაინცდამაინც, აუცილებელია მას ჰქონდეს ალტერნატივა – მინდა ავიღებ, მინდა არა! – ეს ჩემი აზრია და თუ ჩემსკენაც ბნელა, როგორმე ამიტანთ!

2 thoughts on “საით უფრო ბნელა, მრევლში თუ ერში?

  1. და მაინც: საწყენია, რომ სტატიის ავტორი მართლაც ვერ ხედავს განსხვავებას. არადა, მართლაც რომ თვალშისაცემია:

    1. ევროპაში ჩიპებს აპროტესეტებენ (ისიც მცირე ნაწილი და არა ყველა) იმიტომ, რომ ის სახელმწიფოს მეტი კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

    2. საქართველოში ჩიპებს აპროტესტებენ იმიტომ, რომ ეშინიათ ეშმაკები, ლესტრიგონები და ელამი ჭინკები არ ჩაუსახლდნენ. აი ესაა განსხვავება. ამიტომ არის სიბნელეში ჩვენი ქვეყანა და ამიტომ არ ვართ ევროპა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s