პროფკავშირების დიქტატი თუ დამსაქმებლების ინტერესები?

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის მიერ ინიცირებულ შრომის ახალ კოდექს დაუჭირა მხარი, გარკვეულ წრეებში გამოიკვეთა და გააქტიურდა, ამ ახალი ორგანული კანონის მოწინააღმდეგეებ, რომლის უკანაც, ფაქტია დამსაქმებლები დგანან!

მოდი ვნახოთ,  იქნებ მართლა კოლოსალურ უპირატესობას ვაძლევთ მშრომელებს? იქნებ მართლა ვასამარებთ ახალი სამუშაოების გაჩენის პერსპექტივას და ვაფრთხობთ ინვესტორებს? 

შრომის კოდექსის ახალ ვარიანტში, ძირითადი ცვლილებები შეეხო შრომითი ხელშეკრულების ფორმას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებს; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე, რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობას, დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო. – თვითოეული პუნქტი, რომლის ძირეული განხილვაც უკვე პარლამენტში მეორე მოსმენაზე მოხდება, შეგიძლიათ იხილოთ მაცნეს საიტზე. ხოლო თუ რა შეიძლება აღიზიანებდეს დასაქმებულს, ამას რკინიგზის მაგალითზე, ერთი–ერთი მათგანის განხილვით შევეცდები დავადგინო.

მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 4 0 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო

ძველი კოდექსიდან განსხვავებით, სამუშაო დროის ხანგრძლივობის დამდგენ პუნქტში ამოღებულია ფრაზა,,თუ შრომით ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული” და ფაქტიურად ამით,  დამსაქმებელს შეეზღუდა უფლება, კოლექტიურ ხელშეკრულებაში, კვირაში 40 საათზე მეტი სამუშაო გრაფიკი შემიდგინოს!  რას გამოიწვევს ეს ცვლილება?

ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოდან ახსოვს ,,ილოს ბლოგის” მკითხველს, თუ რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ რკინიგზაში. მაშინ, რკინიგზის ხელმძღვანელობას იმ გაუსაძლის პირობების არსებობის გამო ვაკრიტიკებდი, რომლის წყალობითაც ელმავლის მემანქანე–თანაშემწე თვეში 220 საათს ასრულებდა და არანაირი ზედმეტი ანაზღაურება არ მიეცემოდა.  თუ ამ ფორმულირებით დამტკიცდა ახალი შრომის კოდექსი, გამოდის რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა 160 საათზე მეტს, მომავალში ვეღარ მამუშავებს.  ვინ უნდა შეასრულოს სიტყვაზე დარჩენილი 60 საათი, რომელიც ჩვენი გასაკეთებელი იყო აქამდე? – ესეც შენი დამატებითი სამუშაო ადგილი!!!

ფაქტია პრემიერი, მარგველაშვილი და ძმანი მათნი, ვიღაცას შეცდომაში შეყავს! ისმის კითხვა, რატომ? რაში აწყობს? ამას  ისევ რკინიგზის მაგალითზე შევეცდები გავცე პასუხი.

 მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო

3. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 4 0 საათს. 

 ეს გასაგებია! ანუ თუ ავიღებთ სიტყვაზე ოთხკვირიან აგვისტოს თვეს, გამოდის რომ მემანქანე–თანაშემწემ 160 საათი უნდა იმუშაოს. 220 საათის შემთხვევაში კი, 60 საათი ზენორმატიულად ჩაეთვლება.

კარგი, ვთქვათ რომ არ გვინდა შტატი გავზარდოთ, რას ვუშვებით ზედმეტ 60 საათს?

4 ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასი საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. 

ანუ თუ საათში 5 ლარს მიხდის დღეს რკინიგზა, მოუწევს ზედმეტი საათი გაზრდილი ტარიფით ამინაზღაუროს. მაგრამ რამდენით გაზრდილი?

ანაზღაურების ოდენობა განისაზღვება მხარეთა შეთანხმებით 

ოოო, აი სად არის ძაღლის თავი დამარხული!  ესეიგი, ვიღაც ახალი ეზუგბაია და მე უნდა შევთანხმდეთ მომავალში ტარიფზე:

– გამარჯობათ ბატონო ილო, მე გთავაზობთ ზენორმატიულ საათში 5 ლარს და ერთ თეთრს

– მე კი ვთვლი რომ ზედმეტ საათში 6 ლარი უნდა გადამიხადოთ

– ეს შეუძლებელია, მაქსიმუმ 5 ლარი და ორი ტეთრი შემოგთავაზოთ

– არა ბატონო, არ ვარ თანახმა

– კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ!

მშვენიერი კანონია, რას ვერჩით? ვერ შეთანხმდა დასაქმებული და დამსაქმებელი, ხელშეკრულებაც იმსათან დაიდება ვისაც ორი თეთრი აწყობს!

თუმცა საქმე საბედნიეროდ ასე მარტივად არაა!

მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები

1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან: დამსაქმებელი (დასაქმებულთა გაერთიანება) და დსაქმებული (პროფესიული კავშირი)  

ზუსტად  ორი თვის წინ, ჩემს 520 კაციან კოლექტივში, პროფკავშირების თავჯდომარის არჩევნები ჩატარდა.  დეპარტამენტის მიერა დამოწმებული სიები, დაბეჭდილი ბიულეტინები (სამი კანდიდატით),  კუთხეში ფარდა ჩამოკიდებული  (რომლის უკანაც მემანქანე–თანაშემწეები თავის სასურველ კანდიდატურას ხაზავდა),  დალუქული ყუთი (რომელშიც ფარდის უკნიდან გამოსული ამომრჩეველი კონვერტში ჩადებულ ბიულეტინს ათავსებდა),  ხმისდამთვლელი კომისია, უამრავი დამკვირვებელი ხელმძღვანელობიდან, გაერთიანებული პროფკავშირებიდან, კოლექტივიდან …

180 ხმით გავიმარჯვე! დღეს მე, თბილისის სალოკომოტივო სამმართველოს პროფკავშირების თავჯდომარე ვარ და ჩემმა კოლექტივმა იმიტომ ამირჩია რომ ზუსტად იციან, კოლექტიურ ხელშეკრულებას, სადაც ორი თეთრით გაზრდილი ტარიფი იქნება დაფიქსირებული, მათი სახელით ხელს არ მოვაწერ და სიტყვების:  – კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ! –  ახალ ეზუგბაიას, 520 კაცისთვის მოუწევს თქმა! რაც შეუძლებელი და წარმოუდგენელია!

ეს კოდექსი რაც შევიდა, რომელსაც მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები, დაწერილია კონცეპტუალურად პროფკავშირების დიქტატით და პროფკავშირები არიან ერთ-ერთი მოთამაშე ამ პროცესში.

ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი

მგონი ყველაფერი ნათელია!

ეს მოხდა პირველი მოსმენის შემთხვევაში განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ გადაჭარბებულად მეტი უფლებები მისცეს მშრომელებს. მეტი უფლებები არ არსებობს დაქირავებულზე!

                                                                             ბიძინა ივანიშვილი

ტიპიური დამსაქმებელის პოზიციაა! თუმცა ფაქტია, ამ სიტყვების ავტორი, სამწუხაროდ ქვეყნის პრემიერ მინისტრია!

ეს კი ისე, ცნობისთვის:

გია ხუხაშვილი –  ს.ს. რკინიგზის გენერალური დირექტორის და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი.

და ბოლოს, მინდა ივანიშვილს ვთხოვო თავად წაიკითხოს შრომის ახალი კოდექსი და დარწმუნებული ვარ აღმოაჩენს რომ მასში არაფერია ნათქვამი ღამის სამუშაო საათებზე, ცვლილებები არ შეეხო დეკრეტულ შვებულებასა და ანაზღაურებას,   შეზღუდულია გაფიცვის უფლება და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s