რკინიგზის პროფკავშირების საპროტესტო წერილი

ს.ს. საქართველოს რკინიგზის პროფკავშირის გამგეობის წევრთა უმრავლესობა და პირველადი ორგანიზაციების პროფ-კომიტეტები, სააღდგომო პრემიებთან და პროფკავშირელ ლიდერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით, საპროტესტო წერილით მიმართავს გენერალურ დირექტორს და საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას, რომელსაც 50_ზე მეტი პროფ-ლიდერის ხელმოწერა ერთვის თან:

ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს

ბატონ მამუკა ბახტაძეს

ასლი:

საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს

ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ კონსტანტინე გუნცაძეს

საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციას

ამერიკის პროფკავშირების შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის საქართველოს პროგრამის დირექტორს ბატონ რობერტ ფილდინგს

ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, ამერიკის საელჩოს საქართველოში, და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ პროფკავშირის ლიდერებისა და გამგეობის წევრების

კოლექტიური მიმართვა

ბატონო მამუკა,

საქართველოს რკინიგზელებს წლების მანძილზე გვიწევდა შიშსა და ტერორში ცხოვრება და იმ შეუსრულებელ დაპირებებზე თვალის დახუჭვა, რის გამოც ძველ ხელმძღვანელობას საბოლოოდ 2012 წლის ოქტომბერში, სრულმაშტაბიანი გაფიცვით ვუპასუხეთ. მაშინდელმა ჩვენმა მოძრაობამ ხელი შეუწყო გენერალური დირექტორის გადადგომას და რკინიგზის სათავეში ახალი მენეჯმენტის მოსვლას.

ჯერ  კიდევ 2013 წლის იანვარში, ახალი ხელმძღვანელობის, კერძოდ იმჟამინდელი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ ოლეგ ბიჭიაშვილის მხრიდან, გაიცა დაპირება წინასააღდგომოდ პრემიის (ხელფასის ერთი თვის ოდენობით) დარიგების შესახებ.  რის შემდეგაც რკინიგზელებში უდიდესი მოლოდინი გაჩნდა. ასე რომ არც ყოფილიყო, მართლმადიდებლური კალენდრით, ყველაზე დიდი დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, უკვე წლებია ჩვენი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენივე შრომის ანაზღაურებასთან შეფარდებით, ადეკვატურ პრემიას ვიღებდით და ბუნებრივია ახალი გამარჯვების შემდეგ, ამ მდგომარეობის არა თუ  გაუარესებას, არამედ გაუმჯობესებას ველოდით.

სამწუხაროდ, იმედგაცრუებასთან ერთად, წინასააღდგომოდ,  ტყუილით გამოწვეული მინიმალური ოდენობის თანხა გვერგო წილად. გვინდა გამოვთქვათ ჩვენი დიდი გულისწრომა, რასაც ამ შემთხვევაში პროტესტის ყველაზე ლოიალური ფორმით (კოლექტიური წერილით) გამოვხატავთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზელები რამდენიმე თვეა ასევე ველოდებით სხვა შრომითი პირობების გაუმჯობესების საკითხებზე კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებასაც.

ბატონო მამუკა განვითარებულმა მოვლენებმა, ნათლად დაგვანახა თუ რა დონეზეა მოშლილი რკინიგზის ხელმძღვანელობასა და დასაქმებულებს შორის ღია კომუნიკაცია. გაუთავებლად მიდიოდა ამ ხნის მანძილზე გასაცემი პრემიის პროცენტული რაოდენობით მანიპულირება.  პროფკავშირებისთვის 1 მაისამდე არ იყო ცნობილი, რეალურად შეასრულებდა თუ არა რკინიგზის ხელმძღვანელობა სააღდგომო დაპირებას.  პროფკავშირები ვერ იღებდა მონაწილეობას რკინიგზის ფინასური მდგომარეობის შეფასებაში და პრემიების გაცემის სამართლიანი მექანიზმის შემუშავებაში. არ იქნა მოსმენილი და მით უფრო გათვალისწინებული პროფკავშირების რეკომენდაციები, რაც პირდაპირ უკავშირდება 12 000 რკინიგზელისა და მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას.

პროფკავშირების საარჩენვო-საანგარიშო ყრილობის თარიღის მოახლოებასთან ერთად ნათლად გამოჩნდა რკინიგზის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის არაჯანსაღი დაინტერესება პროფკავშირებით. მიგვაჩნია, რომ რკინიგზელებს ბოლო წლებში ლამის ყველაფერი წაგვართვეს და ყველა პრივილეგია ჩამოგვართვეს. ერთად-ერთი რაც დაგვრჩა ჩვენი სოლიდარობა და პროფკავშირის თავისუფლად, დირექციისაგან დამოუკიდებლად მართვის უფლებაა. თუმცა ამ უფლების რეალიზაციასაც საფრთხე შეექმნა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

ü  გათვალისწინებულ იქნას პროფკავშირების რეკომენდაციები და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში დარიგდეს ყოველი კვარტლის ბოლოს პრემია.

ü  განახლდეს კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესი.

ü  აიკრძალოს პროფესიული კავშირის საარჩევნო და ზოგადად საქმიანობაში  ჩარევა და ამ მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

ü  მოიხსნან, 9 ივნისს დაგეგმილი საქართელოს რკინიგზის პროფესიული კავშირის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხმის მიცემის მქონე დელეგატის მანდატი ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორის პირველმა მოადგლემ ოლეგ ბიჭიაშვილმა, ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დავით გელაშვილმა, ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ და უფროსმა ინსპექტორმა  გია ყრუაშვილმა და პროფკავშრების სამანდატო კომისიის მიერ გამოვლენილმა სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა.  დაგვეთანხმებით, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრების და კომპანიის მენეჯმენტის გავლენიანი თანამდებობის პირების პროფკავშირის ყრილობის არათუ დელეგატობა, არამედ წევრობაც კი დემოკრატიულ ქვეყანაში და განვითარებული მენეჯმენტის მქონე კომპანიაში სამარცხვინო ფაქტია. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობაც (კანონი პროფკავშირების შესახებ) და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციებიც (მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპის სოციალური ქარტიის, გაეროს და სხვა საერთაშორისო აქტები) კრძალავს დამსაქმებლის მხრიდან მშრომელთა ორგანიზაციის-პროფკავშირის საქმიანობაში რაიმე სახით ჩარევას. სამწუხაროდ აშკარა ხდება, რომ პროფკავშირის რამდენიმე ლიდერი ვერ უძლებს ზეწოლას და რკინიგზის ადმინისტრაციის ზემოთაღნიშნული წარმომადგენლები წინა რეჟიმის დროს აპრობირებულ მეთოდებს ეფექტურად იყენებენ.

რკინიგზის მოდერნიზაციისა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში ჩვენ ორიენტირებული ვართ მშრომელთა უფლებებისა და ინტერესების დამცველი ორგანიზაციაც ევროპული ფასეულობების შესაბამისი იყოს. ეს კი გულისხმობს კეთილსინდისიერ სოციალურ დიალოგს დამსაქმებელსა და პროფკავშირს შორის.

მდგომარეობის გართულების  თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ წერილობითი პასუხი საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის გამგეობას.

გამგეობის წევრები:

3 thoughts on “რკინიგზის პროფკავშირების საპროტესტო წერილი

  1. თქვენ ვინ ხართ ბატონებო, ზღვის გოჭები? :))))

  2. Pingback: რკინიგზელთა პროფკავშირები რკინიგზელებს წაართვეს | ilo's blogs

  3. Pingback: რკინიგზელთა პროფკავშირები რკინიგზელებს წაართვეს «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s