რკინიგზელთა პროფკავშირები რკინიგზელებს წაართვეს

9 ივნისი – დღე როდესაც რკინიგზელებს რკინიგზელების პროფესიული კავშირი წაართვეს!

10 ივნისი – იწყება ბრძოლა ამ წართმეულის უკან დასაბრუნებლად!

გუშინ ეს ფეისბუქ სტატუსი, რკინიგზელთა პროფესიული კავშირის რიგით მე_12 საანგარიშო ყრილობიდან გავაკეთე. ყრილობა მოგვიანებით, მე –  თბილისის სალოკომოტივო სამმართველოს პირველადი პროფესიული კავშირის თავჯდომარემ და ჩემმა დელეგატებმა, პროტესტის ნიშნად დროზე ადრე დავტოვეთ!

ჩვენს ასეთ საქციელს და პროტესტს მალევე შეუერთდა დასავლეთის მთლიანი რეგიონი, აჭარის რამოდენიმე დელეგატი, თბილისის მახარისხებელი, თბილისის სატვირთო, სადგურ გარდაბანის, აღმოსავლეთის სიგნალიზაცია და ბლოკირების, ველის პმს და ხაშურის ელ. მომარაგების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავჯდომარეები და დელეგატები!

პროტესტი რკინიგზის პროფესიული კავშირის თავჯდომარის არჩევნების შედეგს მოჰყვა, რომელშიც გამარჯვებულად ძველი, აქამდე მოქმედი, ჰამლეტ ლომიძე გამოცხადდა.

რკინიგზელების უმრავლესობა ახალგაზრდა კანდიდატ –  ვიტალი გიორგაძეს უჭერდა მხარს რომელიც 2011 წელს, სწორედ პროფკავშირული აქტივობის გამო გააგდეს რკინიგზიდან ეზუგბაიამ და წინა მთავრობამ!

არჩევნებიმა  ხელის გადაგრეხვის მეთოდით ჩაიარა, რომელშიც გამარჯვებული რაღათქმაუნდა ადმინისტრაციის მხარეს დარჩა!

ძველი პროფკავშირების მხრიდან, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, ახალ გენერალურ დირექტორს  ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვაცნობეთ რკინიგზელებმა. ბატონმა მამუკამ მაქსიმალურად ეცადა ასეთი დაინტერესებული პირების განეიტრალება და მათ სიტყვიერი მითითება მისცა არ ჩარეოდნენ პროფკავშირების საქმიანობაში და მოეხსნათ ხმის მიცემის მანდატი საანგარიშო ყრილობაზე მაგრამ,  სამწუხაროდ დირექტორთა საბჭოს ორმა წევრმა, ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორის პირველმა მოადგლემ ოლეგ ბიჭიაშვილმა და ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დავით გელაშვილმა, ასევე ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ და  უფროსმა ინსპექტორმა  გია ყრუაშვილმა და სხვადასხვა დეპოს უფროსებმა ეს გაფრთხილება ყურადაც არ იღეს!

ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი, ყრილობაზე არ მობრძანდა და საკუთარი მანდატი, მინდობილობით სხვა დელეგატს გადასცა. მინდობილობა არ იყო სანოტარო წესით დამოწმებული, მეტიც, მას პროფკავშირის არჩევნებში მონაწილე ჰამლეტ ლომიძის ხელმოწერა და ბეჭედი ედო, რისთვისაც ჩვენ მზად ვიყავით და წინასწარ დავიჭირეთ თადარიგი.  ყრილობამდე ერთი დღით ადრე მივმართეთ ადამიანის უფლებათა ცენტრს, მსგავსი დოკუმენტის სამართლიანობის დასადგენად და მივიღეთ განმარტება:

ადამიანის უფლებათა ცენტრი განმარტავს, რომ მინდობილობის გაცემის წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 96-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა მოქალაქე წარმოადგენს იმ ორგანიზაციას, სადაც იგი მუშაობს ან სწავლობს. ასეთ დროს ორგანიზაციის სახელით მინდობილობას გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც საუბარია რკინიგზის პროფესიული კავშირის ყრილობის დელაგატის უფლებამოსილების მინდობილობით სხვა პირზე გადაცემაზე, აუცილებელია ასეთი მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმება. ნებისმიერი სხვა წესით გაცემული მინდობილობა, თუნდაც ასეთს ითავლისწინებდეს პროფესიული კავშირის წესდება ან სხვა რომელიმე შიდა აქტი, ჩაითვლება უკანონოდ”

დიდი ძალისხმევის შედეგად, გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ყრილობაზე ეგრედ წოდებული სხვაზე გადაცემული მინდობილობა გავუუქმეთ.  ამ ყველაფრის შემდეგ, ზუსტად 20 წუთში, ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი მაინც გამოცხადდა ყრილობაზე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა.  სამწუხაროდ მის ასეთ საქციელს, ჩვენ უკვე ვეღარაფერი დავუპირისპირეთ.

რაც შეეხება  ს.ს . „საქართველოს რკინიგზის“ მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის სამმართველოს უფროსის მოადგილეს და უფროს ინსპექტორ  გია ყრუაშვილს, როგორც მას თავის თანამდებობა ,,ავალდებულებს”, სამჯერ მოახერხა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა და სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი მოწოდების გაკეთება.  უფროსმა ინსპექტორმა საჯაროდ მოგვიწოდა დავფიქრდეთ თუ რა შეიძლება მოჰყვეს ორი–სამი კვირის შემდეგ,  ბატონი ჰამლეტ ლომიძის არჩევნებში მარცხს!  319845_227484190694810_939227525_n

აღსანიშნავია რომ ჩვენს მიერ ყრილობის დატოვების შემდეგ,  პარტია ,,თავისუფალი საქართველოს”  წევრი და მისი  რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი, რომელიც რკინიგზელებს თავის დროზე, გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო საბოტაჟში გვდებდა ბრალს, ყრილობაზე არჩეულ იქნა რკინიგზელთა პროფესიული კავშირის ყველაზე მაღალ მმართველ ორგანოში გამგეობის წევრად. მასთან ერთად გამგეობაში არარკინიგზელი სამი პიროვნება აირჩიეს. გია ყრუაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატი ვინმე ირაკლი ქუთათელაძე და მერაბ დეკანოიძე.  სხვა დანარჩენი გამგეობის წევრები კი წარმოდგენილია რკინიგზის სხვადასხვა დარგის მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირებით.

ბუნებრივია ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რკინიგზაში დასაქმებულ მშრომელ ხალხს, მსგავს ყვითელ პროფკავშირში აღარაფერი გვესაქმება და მივიღეთ გადაწყვეტილება მსგავს მახინჯ წარმონაქმნს საბოლოოდ გავემიჯნოთ და ჩვენთვითონ, ჩვენივე რესურსებით შევძლოთ ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი პროფკავშირების ჩამოყალიბება რომელთანაც აუცილებლად მოუწევს რკინიგზის ხელმძღვანელობას კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება!

რკინიგზელების მიერ ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფი, უახლოეს დღეებში მიმართავს გაერთიანებულ პროფკავშირებს და მის ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილს განცხადებით –  გარიცხოს ჰამლეტ ლომიძის და გია ყრუაშვილის გაყვითლებული ეგრედწოდებული პროფკავშირები და დაგვეხმაროს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ რეალურ პროფესიული კავშირის განვითარებაში!  იმედი გვაქვს გაერთიანებული პროფკავშირები უსწრაფესად მიიღებს გადაწყვეტილებას და როგორც ყოველთვის, დადგება მშრომელების გვერდით!

One thought on “რკინიგზელთა პროფკავშირები რკინიგზელებს წაართვეს

  1. „დუტ“ მაგათ, ეგ როგორ გაბედეს, ხმა უნდა მივაწვდინოთ როგორმე სულთამხუთავ და ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნასთან (ამას შენ არ გეუბნები ბატონო ბიძო)….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s