ერთი წლის თავზე რკინიგზა კვლავ გაიფიცება! (?)

2 საათიანი გამაბრთხილებელი გაფიცვა რკინიგზაში ზუსტარ ერთი წლის წინ განხორციელდა.  იმ დროისთვის  დასაქმებულები ხელფასების მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

გამაფრთხილებელ გაფიცვას 2012 წლის ოქტომბერში, მაშინდელი გენერალური დირექტორი – ირაკლი ეზუგბაიას გადადგომა მოჰყვა.

რკინიგზელებმა გაფიცვა ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილისა და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის  – ირაკლი კოვზანაძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. აქციის ორგანიზატორების თქმით ახალი მთავრობისგან მიიღეს დაპირება რომ მათ პრობლემებს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი გადაჭრიდა!

ზუსტად ერთი წლის თავზე, საქართველოს რკინიგზა კვლავ გაფიცვის ზღვარზეა! ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერები საუბრობენ და მათი თქმით ეს ,,დაკვეთა”  ქალაქ სამტრედიაში ჩატარებულ რიგით მე_2 ყრილობაზე უშუალოდ რკინიგზელებისგან მიიღეს.

გთავაზობთ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგით მე_2 საანგარიშო ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციას:

 

 

სს ,,საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციასთან კოლექტიური მოლაპარაკების საკითხში შეფერხებების და არსებული პრობლემების დაძლევის გზების შესახებ

საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა დაფუძნებისთანავე დაიწყო მუშაობა კოლექტიური შეთანხმების პროექტზე, რომელშიც ასახულია რკინიგზელთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხი.

აღნიშნული პროექტი კოლექტიური მოლაპარაკების დაწყების მოთხოვნით სს ,,საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრციას გადაეცა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისის თვეში. მიუხედავად აღნიშნულისა დღემდე არ არსებობს რაიმე სახის სერიოზული გამოხმაურება, რითაც ირღვევა კანონი პროფესიული კავშირების შესახებ (მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი) და შრომის კოდექსი (41-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ამასთან:

რკინიგზაში ადგილი აქვს დასაქმებულთა ზეგანაკვეთურ შრომას, თუმცა დღემდე არ ხდება მისი ანაზღაურება და არ არის დადგენილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ოდენობა.

გადაუჭრელია რკინიგზელთა სხვა მრავალი შრომითი და საყოფაცხოვრებო საკითხი, მათ შორისაა:

• სამართლიანი პრემირების დებულების შემუშავება და მეცამეტე ხელფასის გაცემა,

• სადღესასწაულო დღეებში დანამატების არსებული ტარიფის გადახედვა,

• მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულ და ღამის საათებში მომუშავე, შტაჟის, თანრიგისა და დამსახურების მქონე რკინიგზელთათვის, ღირებული და სამართლიანი შეღავათების დაწესება,

• სხვადასხვა სადგურებსა და დეპო-საამქროებში საპირფარეშოების და საშხაპეების ღირსეულ დონეზე მოწესრიგება, ასევე მათი სასმელი წყლით უზრუნველყოფა,
 და მრავალი სხვა.
კომპანიის ადმინისტრაციასთან ამჟამად არსებული კომუნიკაციის დონე და ხარისხი არადამკამაყოფილებელი და არაეფექტურია აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ადმინისტრაცია თავს არიდებს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან შინაარსიან, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს. არ არის უზრუნველყოფილი ჩვენი პროფესიული კავშირის ჩართულობა სს. “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებული მიმდინარე მწვავე საკითხების გადაწყვეტაში.
შესაბამისად, კოლექტიური ხელშეკრულების დადების საკითხი გაუმართლებლად გაიწელა და იქმნება დროის განზრახ გაყვანის შთაბეჭდილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე,

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მე-2 საანგარიშო ყრილობა

მიიჩნევს:

1. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე Gგამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი საშუალება სს ,,საქართველოს რკინიგზის” მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების შესრულების მოთხოვნით. G

2. შრომის კოდექსის შესაბამისად გაეგზავნოს მიმართვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს კოლექტიური შრომითი დავის გადასაჭრელად მედიატორის დანიშვნის თაობაზე, ასევე გაეგზავნოს მიმართვა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რათა თავის მხრივ საკითხი განსახილველად დასვას სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. შეტყობინებები გაეგზავნოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს.

4. ყოველკვირეულად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრებს და რეგიონულ კოორდინატორებს წინამდებარე რეზოლუციით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.

5. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა და ლიდერებმა დაიწყონ აქტიური მზადება და რკინიგზელთა მობილიზება, კოლექტიური მოლაპარაკების პროცესში და მისი შესაძლო უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

6. კონტროლი რეზოლუციის შესრულების თაობაზე დაევალოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს.

2 thoughts on “ერთი წლის თავზე რკინიგზა კვლავ გაიფიცება! (?)

  1. Pingback: საქართველოს რკინიგზა, რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარ

  2. Pingback: საქართველოს რკინიგზა, რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s