საქართველოს რკინიგზა, რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას იწყებს!

როგორც უკვე ცნობილია, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგით მე_2 საანგარიშო ყრილობამ რეზოლუცია მიიღო, სადაც კოლექტიური ხელშეკრულების დადების პროცესის გაჭიანურებას, შრომითი პირობებისა და ახალი შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების შეუსრულებლობას და სამართლიანი პრემირების სისტემის არარსებობას აპროტესტებს და პროფკავშირის მართველ ორგანოს მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმას უსახავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავჯდომარემ, გენერალურ დირექტორს ბატონ მამუკა ბახტაძეს წერილობით აცნობა და მოლაპარაკების გონივრულ ვადებში დაწყების და დასრულებისკენ მოუწოდა:

 

სს ,,საქართველოს რკინიგზა”-ის გენერალურ დირექტორს

ბატონ მამუკა ბახტაძეს

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივნისის თვეში მოგმართეთ კოლექტიური მოლაპარაკების დაწყების მოთხოვნით და გადმოგიგზავნეთ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი კოლექტიური ხელშეკრულების დადების მიზნით, რასაც რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან დღემდე არანაირი სერიოზული რეაგირება არ მოჰყოლია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულ კავშირმა იმსჯელა მის მე_2 საანგარიშო ყრილობაზე. რომელიც გაიმართა ქ. სამტრედიაში ამა წლის 14 სექტემბერს და მიიღო შესაბამისი რეზოლუცია (თან ერთვის).
რეზოლუციაში აღნიშნულია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აწუხებს რკინიგზელებს და მოითხოვს ადმინისტრაციის სასწრაფო ყურადღებას.
გთხოვთ, უმოკლეს ვადებში დავიწყოთ კოლექტიური მოლაპარაკება, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები, რაც გულისხმობს ჩვენი პროფკავშირის მხრიდან კანონით განსაზღვრული სხვა მწვავე სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას.
იმედი გვაქვს, გულისხმიერად მოეკიდებით ჩვენს შეთავაზებას რკინიგზელთა პრობლემების სოციალური დიალოგის გზით გადაჭრის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის განვითარებას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებას და რკინიგზელთა ოჯახების კეთილდღეობის ზრდას.

პატივისცემით და თანამშრომლობის სურვილით,

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე

ვიტალი გიორგაძე

წერილს ადმინისტრაცია მალევე გამოეხმაურა და შედგა მოსამზადებელი არაოფიციალური შეხვედრაც სადაც გადაწყდა რომ კოლექტიურ ხელშეკრულების განხილვის პირველი ოფიციალური რაუნდი ხუთშაბათს 3 ოქტომბერს შედგება დირექტორთა საბჭოსა და რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობით.

გახდება თუ არა აუცილებელი მთავრობის მხრიდან მედიატორის დანიშვნის აუცილებლობა და დადგება თუ არა საკითხი პრემიერ მინისტრის დონეზე სამხრივ კომისიაზე, ამას რკინიგზის ადმინისტრაციასა და რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მოლაპარაკების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s