რკინიგზაში მედიატორი ინიშნება (?)

3 ოქტომბერს, რკინიგზელთა ახალ პროფესიული კავშირს და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის კოლექტიური მოლაპარაკება დაიწყო.  ამ დღიდანვე ითვლება შრომის კოდექსით, სადაო საკითხების მოგვარებისთვის გათვალისწინებული 21 დღიანი ვადა.

დღემდე  გაიმართა მოლაპარაკების ორი რაუდი და პროფკავშირების თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია თუმცა   მოუგვარებელი რჩება სამი ძირითადი მოთხოვნა.

ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე  თვლის რომ რკინიგზელების  აღნიშნული მოთხოვნა სამართლიანია და მიზნის მისაღწევად კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.  

გთავაზობთ წერილს რომელიც ვიტალი გიორგაძემ რკინიგზის გენერალურ დირექტორს დღეს ოფიციალურად მისწერა:

 

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს

ბატონ მამუკა ბახტაძეს

 

მოგესალმებით ბატონო მამუკა

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგით მე_3 საანგარიშო ყრილობამ მიიღო რეზოლუცია კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, რის შემდეგაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შედგა მოლაპარაკების ორი რაუნდი.

შეხვედრებმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და გარკვეული საკითხები, ორმხრივი არგუმენტირებული დიალოგის შედეგად შეჯერდა.

საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა სამ ძირითად საკითხის გამო, რაც რკინიგზელების უდიდესი ნაწილის მოთხოვნად ისევ რჩება და მიგვაჩნია რომ ეს მოთხოვნები სამართლიანია.

  1. აღდგეს მე_13 ხელფასის გაცემა 2013 წლის დეკემბრის თვიდან.

 

3.3. კომპანია წლიური ფინანსური შედეგებისა და თანამშრომელთა მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, ფინანსური მოგების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს დასაქმებულთა ეკონომიკური სტიმულირება, წელიწადში ერთხელ დამატებითი შრომითი ანაზღაურების (ხელფასის ერთმაგი ოდენობა) გაცემის გზით.

 

  1. ზეგანაკვეთური საათებიოს ანაზღაურება და ტარიფი (საქართველოს შრომის კოდექსი მე_17 მუხლი)

 3.4. რკინიგზაზე დასაქმებულთა ნებისმიერი კატეგორიის თანამშრომლისთვის, ზეგანაკვეთური მუშაობა ჩაითვალოს კვირაში 40 საათზე მეტი და ანაზღაურდეს საათობრივი ანაზღაურების ორმაგი ოდენობით.

 

  1. წელთა ნამსახურების, კლასის და თანრიგების დანამატი..

 

4.12. აღდგეს რკინიგზაზე ყოველთვიური დანამატი რკინიგზაზე წელთა ნამსახურების (სტაჟის), კვების, თანრიგებისა და კლასის მიხედვით. აღნიშნულის, პრემიების და წახალისების სხვა ფორმების დადგენა, ოდენობა და გამოყენება გამოვიდეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“  მენეჯმენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილების სფეროდან და პროცესის გამჭვირვალეობის, ასევე სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, მასში საკონსულტაციო (სათათბირო) ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ,,რკინიგზელთა ახალ პროფესიული კავშირი“_მა.

ბატონო მამუკა, ვინაიდან არსებული ფორმატის შეხვედრებმა არ მოგვცა შედეგი  ამ სამ საკითხთან დაკავშირებით, სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქმეში ჩავრთოთ საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მედიატორი ( საქართველოს შრომის კოდექსი 48 პრიმა III პუნქტი).

გთხოვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება

 

 

პატივისცემითა და თანამშრომლობის სურვილით

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე

ვიტალი გიორგაძე

Capture

 

 

3 thoughts on “რკინიგზაში მედიატორი ინიშნება (?)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s