მოტყუებული საზოგადოება და 85 ულუკმაპუროდ დარჩენილი რკინიგზელი

2014 წლის ოქტომბრიდან, სს ,,საქართველოს რკინიგზა“-მ საკონსულტაციო კომპანია ,,სინერჯი ჯგუფთან“ ერთად, ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო. პროექტის მიზანი იყო ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება, რომელიც უკეთ უპასუხებდა საქართველოს რკინიგზის წინაშე მდგარ პრიორიტეტებს და არსებული თანამშრომლების რესურსების უფრო ეფექტურად გამოიყენებას.gant statiistvis

სახელმწიფოს 100%_იანი წილის მქონე სააქციო საზოგადოება  ,,საქართველოს რკინიგზა“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.  კომპანიაში 13 000 ადამიანი მუშაობს და მათი საშუალო ხელფასი 600 ლარს შეადგენს.

ბუნებრივია, დაწყებული რესტრუქტურიზაციის პროცესში, ,,რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირმა“ კადრების შემცირების საფრთხე დაინახა და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ჯერ კიდევ 2014 წელს მიაწოდა.

2015 წლის აპრილში, საკონსულტაციო კომპანია ,,სინერჯი ჯგუფმა“ და ,,საქართველოს რკინიგზამ“  პროექტზე მუშაობა დაასრულა, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი  პრესკონფერენციაც გამართა და რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო.

პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც რკინიგზაში საკადრო და სახელფასო შემცირებას გამორიცხავდა, საბოლოო ჯამში ტყუილი აღმოჩნდა.

საქართველოს რკინიგზია მიერ პროფკავშირებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ვკითხულობთ:

,, როგორც თქვენთვის ცნობილია,  სს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და საკონსულტაციო კომპანია ,, სინერჯი 12190930_1093182720699420_5463128141183817139_nჯგუფის“ მიერ შემუშავებულია საქართველოს რკინიგზის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი და მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია/რეორგანიზაცია…

ფილიალ ,,საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის მიერ დაგეგმილია ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება ახალ სტრუქტურის შესაბამისად. რეორგანიზაციის შედეგად ფილიალში გაუქმდება 85 საშტატო ერთეული…“

აღნიშნული ინფორმაცია, აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს რკინიგზის მიერ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომელშიც ვკითხულობთ:

,, … ახალი სტრუქტურა გულისხმობს არსებული ადამიანური რესურსების ისე გადანაწილებას, რომ ერთის მხრივ, ორგანიზაციამ მათი პოტენციალის უკეთ რეალიზება მოახდინოს და მეორეს მხრივ, რკინიგზის წინაშე მდგარი ამოცანები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით გადაწყდეს”, – განაცხადა ირაკლი ტიტვნიძემ. მისი თქმით, ეს სტრუქტურული ცვლილებები არ ეხება ქვედა რგოლის ერთეულებს, კერძოდ სამმართველოს, რეგიონების, სადგურების, ვაგზლების, დეპოების სტრუქტურებს. ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, რკინიგზის მენეჯმენტის მოთხოვნით ახალი სტრუქტურა არ ითვალისწინებს კადრების შემცირებასა და ხელფასების ცვლილებას.“  – IPN.GE

85 რკინიგზელს  სრულიად მოულოდნელად, 2015 წლის 31 ივლისიდან სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ შეტყობინება,  საქართველოს ფოტის მეშვეობით, საცხოვრებელ მისამართზე ჩაბარდა.  მათ უმრავლესობამ, 12191406_1093192174031808_5531446954653065481_nიურიდიული კონსულტაციის მისაღებად ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს“ მიმართეს.

პროფკავშირებმა, შრომის კოდექსით დადგენილ ვადებში, დამსაქმებელს სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზის დასაბუთება მოსთხოვა, რის პასუხადაც საქართველოს რკინიგზამ შემდეგი შინაარსის წერილობითი პასუხი გაგვცა:

,,განვმარტავთ, რომ ინფრასტრუქტურის ფილიალის ახალი ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოდელი შემუშავებულია საკონსულტაციო კომპანია ,,სინერჯი ჯგუფსა“ და ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ერთობლივად.  შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37_ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე.

აღნიშნული ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ,,ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“

ბუნებრივია, მიღებული პასუხის შემდეგ, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირმა სასამართლოს მიმართა, რისი საშუალებითაც შეეცდება განთავისუფლებული რკინიგზელების სამსახურში აღდგენას და განაცდური თვეების ანაზღაურებას. რკინიგზელების უფლებებს სასამართლოზე, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახური დაიცავს.

გარდა ამისა, საჭირო გახდა დამატებითი მტიკებულებების მოპოვება და დამსაქმებელის ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში მხილება.  მიზნის მისაღწევად, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირმა საკონსულტაციო კომპანია ,,სინერჯი ჯგუფს“ წერილობით მომართა:

,,  … გამომდინარე იქედან, რომ კარგად მოგვეხსენება თქვენი კომპანიის მუშაობის პრინციპი და არაერთგზის მოსმენილი გვაქვს ,,სინერჯი ჯგუფის“ მიზნები და ამოცანები, ვვარაუდობთ, რომ ,,საქართველოს რკინიგზა“ არაკეთილსინდისიერად იყენებს თქვენსს სახელსა და საქმიან რეპუტაციას.

გამომდინარე აქედან, მოგმართავთ თხოვნით, არაუგვიანეს სასამართლო სხდომის გამართვამდე (29 ოქტომბერი) მოგვაწოდოთ ,,სინერჯი ჯგუფის“ პოზიცია შემდეგ საკითხებზე:

  1. ითვალისწინებს, თუ არა სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ს და ,,სინერჯი ჯგუფის“ ერთობლივად შემუშავებული სტრუქტურული მოდელი კადრების შემცირებას?
  2. არსებობს თუ არა აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის შეთანხმება სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ს და ,,სინერჯი ჯგუფს“ შორის, რომელიც გამორიცხავდა კადრების, მით უმეტეს  მასიურად,შემცირების ფაქტს.“

მართლაც, საკონსულტაციო კომპანია ,,სინერჯი ჯგუფისგან“ მიღებულ საპასუხო წერილში,  ნათლად სჩანს, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 85 საშტატო ერთეულის გაუქმების შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა:

,, რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვებს:

 

  1. პროექტის ფარგლებში დამუშავებული მოდელი არ ითვალისწინებდა კადრების შემცირებას. ახალ 12190845_1093220000695692_2446233506181903149_nსტრუქტურაში, იმ დონის დეტალიზაციისას, რა დონეზეც ჩვენ ვიმუშავეთ, არცერთი ერთეული ან ფუნქცია არ გაუქმებულა, მხოლოდ მოხდა ქვედანაყოფების ნაწილის სხვა სტრუქტურულ ერთეულად ტრანსფორმაცია და განსხვავებული დასახელებით ჩამოყალიბება.
  2. ,,სინერჯი ჯგუფისა“ და ,,საქართველოს რკინიგზას“ შორის შეთანხმებულ შეთავაზებასა და გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ ყოფილა გათვალისწინებული საკადრო ბაზის ოპტიმიზაციის სამუშაოები. ეს ამოცანა არ დასმულა საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტისგან და არც განხილვა ყოფილა ამის თაობაზე. ზოგადად ,,სინერჯი ჯგუფი“ ყოველთვის უარს აცხადებს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები თავის თავში არ მოიცავს ხოლმე ისეთ ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელს გახდის ორგანიზაციაში სამუშაო ძალის შემცირებას“ – ნათქვამია კომპანია ,,სინერჯი ჯგუფის“ საპასუხო წერილში.

გამომდინარე ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან,  ცალსახაა სახელმწიფოს 100%_იანი  წილის მქონე კომპანია სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის უპასუხისმგებლო, თვალთმაქცური და არაკეთილსინდისიერი განწყობები, რამაც 85 რკინიგზელი და მათი ოჯახის წევრები ლუკმა პურის გარეშე დატოვა!

10980733_1024653984229912_384923766684642963_n

 

სტატია მომზადებულია

ილია ლეჟავას მიერ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s