ქუჩაში რომ შემოგხვდეთ (თეგ პოსტი)

მეტროში ვდგევარ  ჩემთვის, წყნარად – ,,ნუ მიეყრდნობი”_ზე ვარ მიყრდნობილი და ვინ იცის რა ჯანდაბაზე ვფიქრობ…

უცებ მეცა ერთი ყმაწვილი, გადამეხვია (ლუდის სუნად ყარდა) გამიცინა და მითხრა – შენ ილო ხარ! გიცანიიიი … – ის გაბო იყო 

გამიხარდა, მესიამოვნა – თუნდაც მარტო იმიტომ რომ ვიღაც ჩემი წონის, ზომის, ლოთი ბლოგერი ვნახე, რომელსაც მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდი. 😉

მოკლედ არ უნდა მოგერიდოთ,  თუ ქუჩაში მომკრავთ თვალს, მიცნობთ, გამაჩერებთ და მეტყვით –    შენ ილო ხარ! გიცანიიიი …

  •  ტრანსპორტში მობილურის ზარად,  ჯექსონის–  billie jean მოგესმა? ყურადღება მიაქციე, შეიძლება მე ვიყო.
  • ლიანდაგებზე სეირნობისას, ელმავალის საყვირმა გაგიფანტა ფიქრები? თვალი გააყოლე, დიდი შანსია მას ილო მართავდეს
  • ინტელექტ კლუბში ,,მერცხალი” ხარ და პასუხების ფურცელზე ნაბუკოვის ნაცვლად ბაბნუკოვი წერია? არ გაგიკვირდეს – ესეიგი ის FF_ის კაპიტანმა, ილომ მოგაწოდა
  • საქართველოს ნაკრების თამაშებს ხშირად ეწსრები? თუ შენს წინ ბიჭი ზის, 22 ნომრიანი მაისურზე  წარწერით – ILO – მოატრიალე, ეს ის ილოა
  • ლეტ 23 –24, გამხდარი, დაბალი ბიჭი ვინსტონზე მოკიდებას გთხოვს? ეს მე ვარ (სანთებელა არასდროს მიდევს ჯიბეში)

მოკლედ სულ ეს არის, თავს არ შეგაწყენდით მაგრამ მაცომ დამთაგა და აბა რა პონტიაა?!

ხო და ეხლა – გაბოს ჯერი იყოს 😉

 

9 thoughts on “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ (თეგ პოსტი)

  1. ერთი პერიოდი ყველას ეგ ეყენა ზარად,აი მაშინ ძნელი იქნებოდა შენი ამოცნობა :))

  2. :)))) მეც მაქვს მსგავსი პოსტი )))))))

    აი ხომ ამდენი თვისებაა, მაინც ვერაფრით გიცნობ ქუჩაში :დ

  3. გარეგნობაზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია 🙂 ისედაც ყველგან ჩემი ფოტოები ყრია :)))
    არ ინერვიულო მე გიცნობ აუცილებლად :*

  4. jackson-ის “billie jean”-ის ხმა რომ გავიგო სულ რომ უცნობი იყო, მაინც მოგატრიალებ და გეტყვი, უა შენ ის ხარ?! (და “ის” ნებისმიერი შეიძლება იყოს :დ)
    და ელმავალს შენ რა პონტში უნდა მართავდე? :დ

  5. იმი პონტში რომ ეგეთი სამსახური მაქვს 😀 გადაზიდვებზე ვმუშაობ რკინიგზაში და ელმავალს ვმართავ :p

დატოვე კომენტარი