SOS დაგვიბრუნეთ “რა? სად? როდის?”

დღეს, რუსთავი2_ზე, ინტელექტუალური თამაშის ,,რა?სად?როდის?” საგაზაფხულო სეზონის რიგით მეორე გადაცემა უნდა გადიოდეს. თუმცა,  ტელეკომპანიამ პროექტი არაოფიციალურად დახურა და მის ნაცვლათ, ქართულ საზოგადოებას, ,,პისდეცინტელექტუალური” სერიალი – ,,მეზობლები”  შესთავაზა.

კონკრეტულ მიზეზს ჯერ არცერთი მხარე არ ახმაურებს. გადაცემა, არსებობის დღიდან, ყველაზე პოპულარული იყო  ქართულ ტელე–სივრცეში  და   ნაკლებად დასაჯერებელია ისიც, რომ ინტელექტუალური  შოუ  რუსთავი2_ზე, რეიტინგის ვარდნის გამო შეწყდა.

არ ვარ ნაციონალი,  თუმცა არც რადიკალურ ოპოზიციის მხარდამჭერად ვითვლები და ამიტომ არ მინდა დავიჯერო, რომ შექმნილი პრობლემა, გადაცემის ავტორისა და წამყვანის, გიორგი მოსიძის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.  თუმცა ეს საქართველოა და სამწუხაროდ, ვერც ამ მიზეზს გამოვრიცხავთ.

სოციალურ ქსელ ფეისბუქში,  გაჩნდა გვერდი – დაგვიბრუნეთ ჩვენი რა?სად?როდის?, რომელსაც  სულ რამოდენიმე დღეში, უკვე 1 500 გამზიარებელი ჰყავს.  შესაძლოა,  ,,პროფილის” და ,,ნანუკას შოუს”   გვერდების ნახვის შემდეგ, ეს შედეგი არაფრად მოგეჩვენოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საზოგადოება, ჯერ კიდევ არ არის ინფორმირებული, გაგრძელდება თუ არა პროექტი.

მაშინ როცა,  კომერციული არხები, ახალგაზრდობის გაუნათლებობის პრობლემას  ერთმანეთის მიყოლებით უძღვნიან უნიჭდ გაკეთებულ რეპორტაჟებს, ვფიქრობ დასაფიქრებელია, რატომ იბლოკება ისეთი საგანმანათლებლო, ინტელექტუალური და მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა სატელევიზიო თამაში ,,რა?სად?როდის?”

მინდა ყველას შევახსენო, საქართველოს ნაკრები, 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონია ელიტარულ თამაშში. 2010 წელი,  მსოფლიოს რა?სად?როდის? ასოციაციამ, ჩვენი ქვეყნის ინტელექტ კლუბის წლად გამოაცხადა. მისი პრეზიდენტი, გიორგი მოსიძე კი ვოროშილოვის პრემიის ლაურიანტი გახდა.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რუსთავი2_ის ბლოკადის შემდეგ, რატომ არ ხდება თამაშის ტრანსლირება სხვა არხზე? თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე,  რომელსაც უშუალოდ ევალება მსგავსი თემატიკის პროექტების მხარდაჭერა. საქმე ის არის, რომ ტელეკომპანია რუსთავი2_ს, რომელსაც ეკუთვნის ამ ინტელექტუალური შოუს ჩვენების უფლება, ჯერ პროექტი ოფიციალურად არ დაუხურავს.  მათი გადაწყვეტიებით ეს გადაცემა, არ აინტერესებს საზოგადოებას და უბრალოდ არ უნდა გავიდეს ეთერში!  ეს პოზიცია, ხელს უშლის ელიტარული თამაშის სხვა ტელეარხზე გადასვლას და მანამ არ მოხდება ეს, სანამ ,,სამთავრობო არხი” საბოლოოდ არ იტყვის მისი ჩვენების უფლებაზე უარს.

მიუხედავად მრავალგზის წარმატებებისა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის ინტელექტ კლუბი, მსოფლიოში ყველაზე წარმომადგენლობითია და მიუხედავად იმისა რომ მთელს მსოფლიოში, ყველაზე მეტი ადამიანი  საქართველოში თამაშობს რა?სად?როდის? – სამთავრობო მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნის ინტელექტ კლუბს არასოდეს ჰქონია. თავად გახლავართ თბილისის ახალგაზრდული ლიგის ხელმძღვანელი და მხოლოდდამხოლოდ იმ მიზეზით, რომ ფინანსური მხარდაჭერა არ არსებობს, უამრავი სტუდენტი და გუნდი ვერ ახერხებს ამ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას. მიზეზი მარტივია (იმედს ვიტოვებ დროებით) –  ლიგამ არსებობა შეწყვიტა! ცარიელ ენთუზიაზმზე, მინიმუმ გიორგი მოსიძე უნდა იყო, რომ ასეთი მაშტაბური ღონისძიების ორგანიზება შეძლო. მე კი ამას მხოლოდ სამი წელი გავუძელი.

საბედნიეროდ, არ წყვეტს ფუნქციონირებას ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატი, რომელშიც  300_ზე მეტი, ექვსი კაცისგან დაკომპლექტებული გუნდი იღებს მონაწილეობას. იგივე სიტუაციაა რეგიონებშიც.  ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი, მთელს ქვეყანაში მაშტაბურია!  ამ ვითარებაში მიჩნდება ლოგიკური კითხვა რუსთავი2_ის მისამართით? – რამდენი კაცი უყურებს სერიალ ,,მეზობლებს”?

ყველაფერს დაემატა, დღეს, ინტელექტ კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის მიერ გავრცელებული განცხადება:

პატივცემულო მოაზროვნეებო,
სამწუხაროდ წარმოიშვა პრობლემები ბათუმის ფესტივალის (სამხრეთ კავკასიის
მე-13 ჩემპიონატი) სპონსორობასთან დაკავშირებით.
გიგზავნით სასპონსორო შეთავაზების სტანდარტულ პაკეტს, რომელიც შეგიძლიათ
გაავრცელოთ კომერციულ კომპანიებში. თუ ვინმე დაინტერესდა ფესტივალის
სპონსორობით, პირდაპირ ჩემთან დააკავშირეთ.  (პაკეტი )
გიორგი მოსიძე

ბატონი გიორგი კომერციულ კომპანიებს უგზავნის სასპონსორო პაკეტს,  მე კი მივმართავ ქვეყნის მთავრობას:  იცით რა დონის ტურნირს მასპინძლობს უკვე წლებია ბათუმი? იცით რა სახსრებით ხორციელდებოდა სგავსი პროექტები მთელს მსოფლიოში? რაზე ფიქრობთ?  MTV_ს კონცერტით გინდათ მსოფლიოს გარყვნილი ნაწილის  ყურადღება მიიპყროთ და რა?სად?როდის? უკვე ტრადიციათ ქცეული კავკასიადა, სამათხოვროდ აქციოთ?

ამ ყველაფრის ფონზე, მიჩნდება დიდი პროტესტის სურვილი,  არ ვიცი ჩემს მოკრძალებულ პოსტს, რამდენად მივაწვდი საზოგადოებას.  მაგრამ იქნებ ის,  ვისაც მეტად შესწევს  უნარი, გამოეხმაუროს ამ ძალით შექმნილ პრობლემას ან გაავრცელოს პოსტი.  რუსეთში ცალკე არხი გაუხსნეს ინტელექტუალურ თამაშებს და ჩვენმ ერთადერთ შოუს გვართმევენ! მე მოგიწოდებთ ყველას, პროტესტის ნიშნად, გადაცემის დაწყების ძველ დროს, კვირას საღამოს თერთმეტ საათზე, ტელევიზორი შეატრიალოთ ფანჯრის მხარეს ან საერთოდ გამორთოთ!

ფინანსური მხარდაჭერა არ არსებობს თუ სატელევიზიო დრო ვერ გამოუყვეს პროექტს,  სრულებით არ მაინტერესებს! მოვითხოვ გადაიჭრას ყველა პრობლემა და აღდგეს გადაცემა!

12 thoughts on “SOS დაგვიბრუნეთ “რა? სად? როდის?”

  1. ჰმ.. მეც ძალიან გვაბრაზდი, დატოვონ კაცო სხვა კრეტინული გადაცემები, მარა ეს რას უშავებთ? მემგონი კარგი იქნება ამ პროტესტს სერიოზული სახე რომ მიეცეს, ანუ ან ხელხმოწერები შეგროვდეს, ან მანიფესტაციები დაიმართოს, ნუ რაღაც გაკეტდეს.
    შენ რისი პრეზიდენტი ხარ ვერ მივხვდი, მეც სულ ვმონაწილეობ ხოლმე საქართველოს ჩემპიონატში, წინა წელს თბილისის ახალგაზრდულშიც ვიყავი, წელას არც ვიცი იმართება ეგ თუ არა:( და როგორც მახსოვს თბილისის უფასო იყო, მაგრამ აი საქრტველოზე 42 ლარი იყო, და მეტი სპონსორი რაღათ უნდათ:)

  2. ხელმოწერები და აქციები არაფერს უშველის ამ საქმეს. უბრალოდ კარგი იქნება თუ ბლოგოსფერო გააქტიურდება და ამ პრობლემას ერთ საპროტესტო პოსტს მიუძღვნის. მთავარია ხალხმა გაიგოს რომ გადაწყვეტილი აქვს უკვე რუსთავი ორს, აღარ გაუშვას რა?სად?როდის? და მოლოდინის რეჟიმიდან საპროტესტო რეჟიმში გადაერთონ.
    მე არაფრის პრეზიდენტი არ ვარ 😀 უბრალოდ ვხელმძღვანელობდი თბილისის ახალგაზრდულ ლიგას, რომელიც ოფიციალურად იმართებოდა ყოველ სეზონზე ინტელელექტ კლუბის ეგიდით. უფასო არ იყო, 35–42 ლარი ღირდა.
    რაც შეეხება სპონსორებს, ჩახედული ვარ ამ საქმეში კარგად და უამრავი დეტალია რომელსაც დაფინასება სჭირდება და მარტო საწევრო ამას არ ყოფნის!
    მაგალითად დარბაზში, ერთ სეზონზე 500 ლარს ვიხდიდი, საჭიროა კითხვის ავტორის დაქირავება, რედაქტორის, წამყვანის. აპარატურა, საკანცელარიო ნივთები, პრიზები… მოკლედ გრძელი სიაა და ყველაფერი ისე არ არის როგორც გვეჩვენება. არაფერს ვიტყვი ცარიელ ენთუზიაზმზე მომუშავე იმ ჯგუფს, ვინც თამაშს ემსახურება. მოსამზადებელი ეტაპია, შემდეგ უშუალოდ მთლიანა დაკარგული ერთი დღე, რომელშიც მთელს ენერგიას ხარჯავ… ეს ჯგუფი ხელფასით უნდა უზრუნველყო.

  3. ხო ნუ მასე ჩახედული არ ვარ(სკოლაში ვატარებდი ხოლმე მარტო) 🙂 მეც დავწერ პოსტს აუცილებლად თუ მოვასწარი, მაგრამ შენსაზე მოკრძალებული ჩემი იქნება, თანაც ეჭვი მეპარება ვინმემ ბლოგერებს ყურადღება მიაქციოს, ნუ ვცდი და ვისაც შევძლებ ხმას მივაწვდენ, მაინც ვფიქრობ რომ სხვანაირი ქმედებაა საჭირო, თუმცა თუნდაც გუნდებში იმდენი პოლიტიკოსები და მაღალი თანმდებობების პირები არიან, რომ იმათ თუ ვერაფერ
    (შეიძლება არაფერიც) ჰქმნეს ჩვენს რას გავხდებით:) ისე ჩემმა გუნდმა ვერა, მაგრამ ერთხელ მოიგო ნაცნობის გუნდმა და პრიზი არ მიუღიათ მგონი:დ :დ

  4. გავარკვიე რომ სოკარი და ვითიბი მზადაა ფინანსურუი მხარდაჭერა გაუწიოს სატელევიზიო პროექტს. კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ამბობს რუსთავი2 და სწორედ მათზე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა!

  5. ამიტომ, თუ ვინმე რამეს დაწერთ, გთხოვთ ეს მიმართულება მისცეთ პოსტს.
    მოკლედ პროტესტი რუსთავი2_ს!!!

  6. ოუკეიი, თუ დავწერე რუსთავი2–ზე დავწერ, კაი ხანია ისედაც მაგათი ჯინი მჭირს :დ

  7. ხელმოწერები და აქციები ვერაფერს უშველის რას ნიშნავს? აბა, პოსტები როგორ უშველის ? ისე, რაც მეტი საშუალებით შევებრძოლებით ამ უმსგავსობას, მით უკეთესი იქნება.

  8. აი თურმე რა ხდება, რატომ ველოდებით უშედეგოდ ყოველ კვირას ამ გადაცემას, თურმე უშედეგოდ, თან იმიტონ რომ ვიღაცას სერიალის გაშვება ურჩევნია ამ დრო. დაგვიბრუნეთ რა, სად, როდის!!!!

  9. რა აბსურდული პოსტია : )
    რა შუაშია გიორგის პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ.
    გადაცემისა და რუსთავიორის პროდუსერები ვერ შეთანხმდნენ რაღაც პირობებზე.
    ნუ გაუტრაკეთ ამ კომერციულ ტელევიზიას რა საქმე. რასაც უნდა იმას გაუშვებთ და საიდანაც უნდა იქიდან აიღებს ფულს : ) რა შუაშია “დაბლოკვა” და “დახურვა” და ტრაგიზმი :დ
    მეცინება უბრალოდ, მე შენზე მეტად მინდოდა რომ დაწყებულიყო, ბოლოსდაბოლოს ვმუშაობდი მანდ, მაგრამ მსგავსი აზრები მაინც არ გამჩენია თავში. :დ
    სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატს რაც შეეხება, მანდ გეთანხმები, ძალიან კარგი ჩემპიონატია, მეცამეტე ჩატარდა შარშან და შეიძლება აღარც გაგრძელდეს : ) რაც ცუდია რა თქმა უნდა.

  10. მანქი არასწორედ გაიგე, პოსტში გარკვევით წერია რომ არ მჯერა მაგრამ არც გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივებს. ისე კი ნამდვილად პოლიტიკის, ანუ რუსთავი ორის პოლიტიკის ,,დამსახურებაა” რომ გადაცემა დაიბლოკა.
    და კიდევ ერთი, კონკრეტული მიზეზები მეც ვიცი, დაჟე შეიძლება შენზე უკეთაც. კარგად ვარ ჩახედული და ამიტომ ეგ შენი ,,კომერციული” არხი საგინებელია!

Leave a reply to natia121 კომენტარის გაუქმება