რა? სად? როდის? – საქართველოს მე_17 ჩემპიონატი

წამყვანი ასრულებს შეკითხვას: ,, … დაასახელეთ ეს ადამიანი. დრო!”

დარბაზი: ვუუ, გუუ, მმმმ … – ერთიანად ახმაურდება და აზანზარდება.

განიხილავენ: ,,ეს რა მინიშნება იყო? ფრანგი ხომ არ არის? იქნებ მხატვარია? მაშინ ჟაკ ლუი დავიდი ჯდება” …

დავობენ: ,,არა, არა, რა ჟაკ ლუი დავიდი, ეგ გვიანდელი პერიოდისაა, გეშლება!”

ბოლოს კაპიტნები ერთ ვერსიას ამოარჩევენ და სანამ წამყვანი უკუთვლას დაასრულებს (ათი, ცხრა, რვა, შვიდი … ნული) ელვისებური სისწრაფით გადაიტანენ ფურცელზე. მალე მერცხალი ( ასე უწოდებენ წამყვანის ასისტენტებს) ,,ჩამოიფრენს” და მის ფურცელს საჭირო ადგილზე წაიღებს.

მერე სწორიო პასუხი ცხადდება. ზოგს უხარია (,,იეს”), ზოგმა ვერ ,,მოარტყა” (,,ვახ”), ზოგი კაპიტანს ეჩხუბება (,,ხომ გითხარი ჟაკ ლუი დავიდი იქნება–მეთქი, რატომ არ დამიჯერე”)

ამას მოყვება გადაძახილი გვერდით მჯდომ გუნდებში: ,,რა ქენით, აიღეთ?”, ,,ვერა, თქვენ?”, ,,ჩვენ – კი” – ახარბებს

საღამოს დარბაზი იცლება, თითქოს მშვიდობიანი მანიფესტაცია დაიშალა, ემოციებისა და ენერგიისგან დაცლილი ხალხი კი შინ ბრუნდება, მაგრამ იმის გარანტიით, რომ მანიფესტაცია აუცილებლად განახლდება, რადგან ასეთ ხალხს ამ მიტინგზე სიარული არასოდეს მობეზრდება…

დავით გორგილაძე

ჟურნალი ,, დრო მშვიდობისა” 

 

 

2011 წლის 17–18 ივნისი,  ვაჟა-ფშაველას გამზ. №49. 199-ე საჯარო სკოლა (კომაროვი)

 დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას, თბილისი, რიგით მე_17 საქართველოს ჩემპიონატის ჩასატარებლად, ინტელექტუალურ თამაშში ,,რა?სად?როდის? (სპორტული ვერსია)  მზად არის!

უკვე გარკვეულია მოწვეულ გუნდთა სია:

ფინალში პირდაპირ დაშვებული გუნდები
1 სოხუმი-1 პენტიუმი დავით რაფავა
2 თბილისი გალახადი გიორგი ბაქრაძე
3 თბილისი ენიგმა სერგი კაპანაძე
4 თბილისი მესამე გზა ბესიკ ბუთურიშვილი
5 თბილისი ინკოგნიტო ლევან თოფურიძე
6 ქუთაისი-1 კოზა ნოსტრა კახა მაჩიტიძე
7 თბილისი მიმინო გედევან ფოფხაძე
8 თბილისი TBPunk სოსო ბერიკაშვილი
9 თბილისი ინტეგრალი გიორგი შარაძე
10 თბილისი ცუგცვანგი სანდრო თარხან-მოურავი

შესარჩევი ჯგუფი “A” (თბილისი)
1 თბილისი აია ალექსანდრე გეგუჩაძე
2 თბილისი Flush Royal დავით სიჭინავა
3 თბილისი 26-ე საათი ნიკა ჭურაძე
4 თბილისი ვანდერა ალექსანდრე გიორგიძე
5 თბილისი რისორჯიმენტო გიორგი გადაბაძე
6 თბილისი 25-ე საათი პაპუნა პაპიაშვილი
7 თბილისი სოლარისი ნელი რუსიეშვილი
8 თბილისი არგონავტები გიორგი ტუღუში
9 თბილისი ექსკალიბური სანდრო ლორთქიფანიძე
10 თბილისი კამელოტი მიხეილ ზაქარეიშვილი
11 თბილისი სხვათა შორის სოფიკო ბიბიჩაძე
12 თბილისი VICI ვლადიმერ მინდელი
13 თბილისი პონტო გოჩა გოჩაშვილი
14 თბილისი შავი ზღვა თენგიზ ლელუჩაშვილი
15 თბილისი KGB-დიპლომატი მიხეილ სამხარაძე
16 თბილისი ვიტამინი დავით ბალიაშვილი
17 თბილისი აისბერგი თორნიკე კორძაია
18 თბილისი ვალჰალა დავით კაკიაშვილი
19 თბილისი ედელვაისი ირაკლი მჭედლიშვილი
20 თბილისი შაში-იაქე ლაშა ბოჟაძე
21 თბილისი ვიკიპედია ფრიდონ ალშიბაია
22 თბილისი ზატო კრეატიულია გიორგი ჩიფჩიური
23 თბილისი Muskie Team ირაკლი შეყილაძე
24 თბილისი ბრეინი ალექსანდრე პაპიაშვილი
25 თბილისი Homo Sapiens ბესიკ ნამჩავაძე
26 თბილისი განსხვავებული გიორგი მეზურნიშვილი
27 თბილისი NEO გელა ვადაჭკორია
28 თბილისი ბადაგი არჩილ ჯანგულაშვილი
29 თბილისი FF ილია ლეჟავა
30 თბილისი II ლიგის ჩემპიონი ?
31 თბილისი III ლიგის ჩემპიონი ?
32 თბილისი IV ლიგის ჩემპიონი ?
33 თბილისი ჩელენჯ-ლიგის ჩემპიონი ?
34 თბილისი ? ?
35 თბილისი AMF – FreeUni ?

ჯგუფი “B” (რეგიონები)
1 ზუგდიდი-1 ბოკა ხუნიორსი ბაჩანა შენგელია
2 ქუთაისი-2 კარცერ-ლუქსი ზაალ ხონელიძე
3 ახმეტა-1 ბახტრიონი ალექსი ჯუგაშვილი
4 სოხუმი-2 პირამიდა სანდრო ჩიხლაძე
5 რუსთავი-1 ფაილი დავით ძინძიბაძე
6 ახალგორი ახალგორი ზაზა ბალაშვილი
7 ქუთაისი-3 თიკოტინი ავთანდილ გაბრიჭიძე
8 ბათუმი-1 სტიქსი დავით მეგრელიშვილი
9 ზუგდიდი-2 აბა, ულა! ბექა კოდუა
10 ბათუმი-2 XYZ დავით ბაციკაძე
11 თელავი-1 13 (დონები) არჩილ მჭედლიშვილი
12 ახმეტა-2
13 ბათუმი-3
14 ბათუმი-4
15 ბათუმი-5
16 გორი-1
17 გორი-2
18 დუშეთი-1
19 დუშეთი-2
20 ზუგდიდი-3
21 თელავი-2
22 რუსთავი-2
23 ფოთი
24 ქუთაისი-4
25 ქუთაისი-5
26 ჩხოროწყუ-1
27 ჩხოროწყუ-2
28 წყალტუბო-1
29 წყალტუბო-2
30 ხაშური

საქართველოს ჩემპიონატი, ინტელექტუალურ თამაშში,  17 წელია რაც იმართება და ჩვენს ქვეყანას უკვე ჰყავს 10 ჩემპიონი გუნდი –  რა?სად?როდის?_ში.  სამჯერ თასი ქუთაისლებმა წაიღეს, ორჯერ სოხუმს ერგო, 12_ჯერ დედაქალაქელები გახდნენ გამარჯვებულნი. 

ყველაზე ტიტულოვანი კლუბია – ,,გალახადი”  (4_ჯერ საქართველოს ჩემპიონი) რომელსაც წელს, გიორგი ბაქრაძე უკაპიტნებს.  წარმატების მიღწევა და მისი გამეორება, ორჯერ შეძლეს გუნდებმა: ,,მხიარული როჯერი” (ქუთაისი), ,,პენტიუმი” (სოხუმი) და ,,მესამე გზა” (თბილისი).  დანარჩენ შვიდ გუნდს კი თითო–თითო ჯერ ერგოთ წარმატება. 

1995 — „ინტერფერონი“ (თბილისი), კაპ. ვალიკო ლობჟანიძე, ლიდერი: გიორგი ნაკაშიძე
1996 — „პარაბელუმი“ (თბილისი), კაპ. ლევან ნამორაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ცოტნე მირცხულავა, ირაკლი თოდრია
1997 — „გრაალი“ (თბილისი), კაპ. გედევან ფოფხაძე, ლიდერები: ნიკა გვარამია, ცოტნე მირცხულავა, ირაკლი თოდრია
1998 — „მხიარული როჯერი“ (ქუთაისი), კაპ. გიორგი მიქელთაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ლაშა კილაძე
1999 — „მხიარული როჯერი“ (ქუთაისი), კაპ. გიორგი მიქელთაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ლაშა კილაძე, ზურაბ მაღრაძე
2000 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ზურაბ მაღრაძე
2001 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ზურაბ მაღრაძე
2002 — „მესამე გზა“ (თბილისი), კაპ. ბესიკ ბუთურიშვილი, ლიდერები: ვახტანგ ელერდაშვილი, გიორგი ლაშხი
2003 — „მესამე გზა“ (თბილისი), კაპ. ბესიკ ბუთურიშვილი, ლიდერები: ვახტანგ ელერდაშვილი, გიორგი ლაშხი
2004 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. ლაშა კილაძე, ლიდერები: გიორგი ბაქრაძე, ნიკა გვარამია, ზურაბ მაღრაძე
2005 — „ინკოგნიტო“ (თბილისი), კაპ. თემურ დანელია, ლიდერები: ირაკლი თოდრია, ლევან თოფურიძე, გიორგი მარქარიანი
2006 — „პენტიუმი“ (სოხუმი), კაპ. დავით რაფავა, ლიდერები: ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გოგა ტარიელაშვილი
2007 — „გალახადი“ (თბილისი), კაპ. გიორგი ბაქრაძე, ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურაბ მაღრაძე, ლევან ჩხეიძე
2008 — „მიმინო“ (თბილისი), კაპ. გიორგი ლომიძე, ლიდერები: ლაშა კილაძე, მიხეილ ბრეგვაძე
2009 — „კოზა ნოსტრა“ (ქუთაისი), კაპ. კახა მაჩიტიძე, ლიდერები: სერგო თევდორაძე, გიორგი ჭეიშვილი
2010 — „პენტიუმი“ (სოხუმი), კაპ. დავით რაფავა, ლიდერები: ია მეტრეველი, თეიმურაზ პაპასქირი, გაგი გაბრიჭიძე

3 thoughts on “რა? სად? როდის? – საქართველოს მე_17 ჩემპიონატი

  1. ღმერთმა გვიმრავლოს ჭკვიანი ადამინები,მიხარია,რომ ამდენი ხართ 🙂
    ყველას წარმატებებს გისურვებთ

Leave a reply to ketusi კომენტარის გაუქმება